6.04.2011

არ გეგონოთ 1001 ზღაპრის ზღაპარი:

თურქული მუსიკათერაპია:
XV საუკუნის ბოლოს სულთანმა ბაიაზიდ მეორემ ედირნეში ააგო საგიჟეთი სადაც გიჟებს და სიგიჟეს მკურნალობდნენ მუსიკით.
ბაიაზიდი ტახტზე 
კონსტანტინეპოლის დამპყრობელი მეჰმეტ მეორის შვილი და მემკვიდრე ითვლება ღვთისმოსავად, მეტიც, მუზმუზელა ფარისევლად.
ისაა ერთდროულად ქველმოქმედი და აღმზრდელობითი დაწესებულების დამფუძნებელი რომელიც მან ააგო 1484-1488 წლებში ედირნეში, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე. ეს შთამბედავი აქტი განაპირობა იმან რომ ბაიაზიდ მეორეს სურდა გამორჩევა წმინდა სოფიოს ტაძარში შეყვარებული მეჰმეტ მეორისაგან.
ბაიაზიდმა შექმნა პირველ რიგში თავისი ხალხისთვის სიკეთის მოქმედი სულთანის კონცეფცია.
მას არ უარუყვია დერვიშების მეშვეობით ისლამის გავრცელების თავისი მისია. დერვიშებისთვის მან მიზგითის ორივე მხარეს ააგო ორი სასტუმრო.
მაგრამ ის იყო ღარიბთა, ბეჩავთა მფარველიც. ის აჭმევს ღარიბებს და ავადმყოფებს, განსაკუთრებით გიჟებს მკურნალობს ახლებურად: მუსიკით.
კომპლექსის მათთვის განკუთვნილი ნაწილი უფრო დიდია. მასში არის მედიცინის კვადრატული გეგმის კოლეჯი სადაც გაკვეთილების დარბაზის ირგვლივ არის 18 მოწაფის ოთახები და თავშესაფარი გიჟებისთვის. თვითონ თავშესაფარი იყოფა ორ ნაწილად. ირველ რიგში ესაა სწორკუთხა ეზო რომლის ერთ მხარეს არის სენაკები ავადმყოფებისთვის ვისაც სჭირდებათ იზოლირება, განმარტოება. შემდეგ არის ექვსკუთხა დარბაზი გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარებისთვის ან მსუბუქად ავადმყოფებისთვის ; კამაროვანი ოთახები სტუმართმოყვრულად იხსნება ცენტრალური შადრევნიანი სივრცისკენ.
ამ კომპლექსის ფუნქციონირებას აღწერს XVII საუკუნის მწერალი ევლია ჩელები, ავტორი სახელგანთქმული ნაშრომისა «მოგზაურობის დღიური».
«რაც ვნახე ნამდვილად საინტერესოა: მისი უდიდებულესობა სულთანი ბაიაზიდ მეორის ძღვენი გულისხმობს ათი მომღერლისა და მუსიკოსის აყვანას ავადმყოფთა განსაკურნავად, ტანჯულებისთვის ტანჯვისა და ნაღველის შესამსუბუქებლად.
ბაიაზიდი 
მათ შორისაა სამი მომღერალი, ერთი ფლეიტა, ერთი ვიოლინო, ერთი სალამური, ლითონის თეფში, ქნარი-ლითონის თეფში და ბარბითი. ისინი მოდიან სამჯერ კვირაში და უკრავენ ავადმყოფებისთვის და გიჟებისთვის. მრავალი ავადმყოფი და გიჟი გამხნევებულია ყოვლისშემძლე ღმერთის დახმარებით.
მუსიკის ყოველ ინსტრუმენტს და ყოველ ტონალობას მოაქვს სულიერი საკვები».
დღეს ბაიაზეთის მშვენიერი შენობები ისევაა მდინარე ტუნკას ნაპირზე და მნახველს თან ახლავს ფლეიტების სიმღერა... რაც შეგვახსენებს რომ XV საუკუნის სულთანი განათლებულიც შეიძლება ყოფილიყო (პიერ შოვას ეს მრავლისმთქმელი და დამაფიქრებელი წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში «ისტორია კოლექციები, საგანგებო ნომერში « სიგიჟე, 2011 წლის აპრილი, გვ. 39).

No comments:

Post a Comment