დოქტრინა ეტრუსკა:
ებრაული და ქრისტიანული რელიგიების მსგავსად ეტრუსკული რელიგიაც გამოცხადების რელიგიაა. მითის თანახმად ერთ მშვენიერ დღეს მდინარე მატრას ნაპირას მოხდა არაჩვეულებრივი მოვლენა. ახლად გავლებული ხნულიდან გამოჩნდა ღვთაებრივი ქმნილება, სიბრძნით მოხუცის მსგავსი ბავშვი. შეძრწუნებული მუშის ყვირილზე მივიდნენ ეტრუსკი ქურუმი-მეფე ლუკუმონები. ბავშვმა მოხუცმა მაშინ მათ გადასცა წმინდა დოქტრინა. Lლუკუმონებმა ეს მოწიწებით და თაყვანისცემით მოიხსენიეს და ჩაიწერეს რათა როგორც უძვირფასესი ქონება გადაეცათ შთამომავლობისთვის.
ტარკვინიესის ფრთოსანი ცხენები
წმინდა დოქტრინის გამოცხადებისთანავე ეს ზღაპრული არსება რომელსაც ერქვა ტაგესი (ის ითვლებოდა კეთილი სულის შვილად და ეტრუსკთა უზენაესი ღვთაება თინიას შვილიშვილად) დაეცა მკვდარი დამუშავებული მიწის ხნულში.
გლეხმა ვისაც გამოეცხადა ეს ბავშვი მაშინ გაავლო კვალი რომელზეც აშენდა პირველი ეტრუსკული ქალაქი. გლეხს ერქვა ტარხონი. ითვლება რომ მან თავისი სახელი უწოდა მის მიერ დაარსებულ ტარკვინიესს.ამავე დროს ის ითვლებოდა ყველა ეტრუსკული ქალაქი-სახელმწიფოს დამფუძნებლად. თორმეტთა ლიგაში გაერთიანებული ეს ქალაქი სახელმწიფოები ძალიან მკაცრად მისდევდნენ წმინდა დოქტრინას.
ტაგესის მიერ გამხელილი ეს დოქტრინა წარმოადგენდა წმინდა ტექსტთა კრებულს, ისეთს როგორიც ჰქონდა ძველი აღმოსავლეთის ყველა ხალხს. საბერძნეთს, სამაგიეროდ, მსგავსი არაფერი ჰქონია არასოდეს.
Gგასულ საუკუნეში ტარკვინიესში გათხრების დროს ნაპოვნ მრავალ ნივთში არქეოლოგებმა იპოვეს გათლილი ქვები რომლებიც პირველად აშუქებდნენ კონკრეტულად ძველ ტრადიციას. ეს გემები შემკული იყო ტაგესის მითის სცენებით. ცხადად გაირჩევა მიწიდან ამოსული ადამიანის თავი. მის ირგვლივ არის გლეხების და ქურუმთა ჯგუფი. ზოგიერთი ეს გემა ბეჭდის სახით უნდა ეტარებინათ ქურუმებს რომლებიც ეკუთვნოდნენ სამოც მისანთა (ჰარუსპისების) მოგვიანებით ნახსენებ ტარკვინიულ ორდენს.
ამ მითიური მოვლენის მოგონების სიცხოველეზე, მის უდიდეს მნიშვნელობაზე ეტრუსკებისთვის მეტყველებს სხვა მონაპოვარი. Gასული საუკუნის ბოლოს ტარკვინიესთან ახლოს, პატარა იტალიური ქალაქი ტუსკანიას (ის ოდესღაც ეტრუსკული ქალაქი იყო) მახლობლად აღმოჩნდა ეტრუსკული სარკე. Oორი ათასზე მეტი წლის წინ დატანილი გამოსახულება გვიჩვენებს ეტრუსკთა ერთ-ერთ საიდუმლო რიტუალს, ჰეპატოსკოპიას: ოდნავ დახრილი ყმაწვილი დაჰყურებს მსხვერპლად შეწირული ცხვრის ღვიძლს. ღვიძლი მას მარცხენა ხელში უჭირავს და სინჯავს მას. ტანისამოსით მასში ამოიცნობა ჰარუსპექს, როგორც ეტრუსკები უწოდებდნენ ქურუმს ვისაც ევალებოდა ღვიძლის წაკითხვა. ნაკეცებად მუხლებამდე ჩამოშვებული მოსასხამის ქვეშ მას აცვია მოკლე სახელოებიანი კაბა. თავზე ახურავს ეტრუსკი ქურუმების სახასიათო კონუსური ქუდი. მასთან ახლოს დგას ასევე ქურუმის სამოსში გამოწყობილი წვერიანი მოხუცი. ის ჯოხს ეყრდნობა. გრძელ შუბს ეყრდნობა მამაკაცი რომლის მაღალი ფიგურა ბატონობს ყველაზე. ის ყურადღებით ადევნებს თვალს ამ ინსპექციას.
ამ ბრინჯაოს სარკის ნაპირებზე დატანილი იყო ეტრუსკული წარწერები. შწავლულებს მათი ამოკითხვის შემდეგ სიურპრიზი დახვდათ : ახალგაზრდა მისანის თავზე სწერია პავა ტარხიეს, ტაგეს-ის ერთ-ერთი ეტრუსკული ფორმა. რაც შეეხება მარცხნივ მდგომ მის კოლეგას, წარწერა უწოდებს ტარხუნუსს, ესე იგი ტარხონს და შუბოსანი მეორე მხარეს არის ველთუნი. ამ სახელს ატარებდა თინია, ეტრუსკთა უზენაესი ღმერთი ვოლსინიესის რეგიონის კულტში. Aამ სახელით სცემდნენ მას თაყვანს ამ რეგიონში მდებარე ტაძარ ვოლტუმნაეში, იქ სადაც ეტრუსკები ყოველ წელს იკრიბებოდნენ რათა თორმეტის ლიგის მფარველი ღმერთის პატივაცემად ზეიმი გადაეხადათ.
ტუსკანიას ბრინჯაოს სარკის ტექსტი და ილუსტრაცია ძვ.წ. III საუკუნის მხატვრის ქმნილებაა. ის ნათლად აჩვენებს ტარკვინიესის ლეგენდარული დამფუძნებელი ტარხონის მჭიდრო კავშირს ამ ფედერალური ტაძრის ღმერთთან.
არქეოლოგია ადასტურებს ტარხონის ლეგენდას. ტარკვინიესი დაარსდა უხსოვარ დროს და მისი ქრონოლოგიური პირველობა უეჭველია იყო.
იტალიელი ეტრუსკოლოგი ლუიზა ბანტის თქმით ტარკვინიესი ერთ-ერთი უძველესი ადგილია, შეიძლება უძველესიც. მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევრამდე მასში თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრე. აქ უფრო ოსტატურად ამუშავებდნენ ლითონს. ამას გარდა, მეზობლად აღმართული ტოლფას მთები ინახავენ ეტრურიის უძველესი საბადოს კვალს.
აღარავის შეუძლია ტაგესის მიერ გამხელილი დოქტრინის დაწვრილებით გადმოცემა. მისი წინასწარმეტყველებები ავსებდნენ წმინდა წიგნთა დიდ ნაწილს. ბერძენი და რომაელი ავტორების მითითებებიდან და განცხადებებიდან შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა : წმინდა დოქტრინა, დისციპლინა ეტრუსკა, როგორც მას რომაელები ახსენებენ, შეიცავდა კანონებს, მითითებებს, წმინდა წესებს რომელთა შესრულებაც აუცილებელი იყო ეტრუსკი ხალხისთვის. ეს წიგნები აგრეთვე შეიცავდნენ ყველაფერს რაც ეხებოდა ეტრუსკი ხალხის ბედს ამქვეყნად, მისი არსებობის არესა და პირობებს.
დისციპლინა ეტრუსკა გამოხატავს ადამიანის კოსმოსთან კმჭიდრო კავშირის განცდას. ეტრუსკებს სწამდათ ცისა და დედამიწის ყველა ელემენტის, ცის,მიწის და მიწისქვეშა რეგიონების მისტიკური ურღვევი. ერთობისა. ყველაფერი დედამიწაზე, პიროვნების და ერის არსებობა და ხვედრი ჩაწერილია შესაქმის შეუბრალებელ და უცვლელ რიტმში.
არაფერია შემთხვევითი. ყოველი მოვლენა თითქოს წინასწარაა დადგენილი და ფიქსირებული. ადამიანებსა და ხალხებს არა აქვთ გასაჩივრების უფლება. ისინი ემონებიან ღმერთების მიუწვდომელ ნებას.
ბერძნებს არ სცოდნიათ ასეთი მონობა. ისინი არ ემონებოდნენ არც მოირას, განგების, ხვედრის ამ შემზარავ ძალას. ეტრუსკებთან ყველაფერი ისე ხდება თითქოს ადამიანმა უარი თქვა თავის მეობაზე დამორჩილდა ღმერთების მიერ განსაზღვრულ მის ბედს. თითქოს ერთადერთ იმედად დარჩა მაგიური რიტუალების შესრულება.
სიცოცხლის ყოველ აქტს და ყოველგვარ ოფიციალურ თუ კერძო საქმიანობას განსაზღვრავს და აწესრიგებს რჩევებისა და ბრძანებების მჭიდრო ქსელი. ადამიანების ერთადერთი საზრუნავი თითქოს იყო ღმერთთა ნებისა და ნიშნების ინტერპრეტაცია რათა დაემსახურებინათ მათი კეთილგანწყობა ან უკუეგდოთ ყოველგვარი სიავე, ხიფათი და მუქარა. ეტრუსკებში არასოდეს უარსებია მოქმედების და გადაწყვეტილების თავისუფლებას. Yყოველ ნაბიჯზე მათ წინაშე აღიმართებოდა წმინდა კანონი მისი მოთხოვნა-ნებართვებითა და აკრძალვებით. წმინდა კანონი მუდმივ ზეწოლას ახდენდა ადამიანის სულზე და სულისკვეთებაზე. . პალოტინოს თქმით “ეტრუსკთა ყველა ეს კონცეფცია და პრაქტიკა ქმნის შთაბეჭდილებას რომ ადამიანი მთლიანად მინდობილია, ემორჩილება ღვთაებას რომლის პირისპირაც მას უარი აქვს ნათქვამი ყოველგვარ ინტელექტუალურ ავტონომიაზე”.
ეტრუსკული დისციპლინა შედგებოდა 3 სახის ბედის წიგნისაგან. უპირველეს ყოვლისა ეს იყო “ლიბრი ჰარუსპისინი” რომლებიც ეძღვნებოდა მსხვპლად შეწირული ცხვრების ღვიძლზე მისნობას და მკითხაობას; შემდეგ “ლიბრი ფულგურალეს” რომლებიც ეძღვნებოდა ელვის ინტერპრეტაციას და ბოლოს “ლიბრი რიტუალს”. ეს უკანასკნელები ეძღვნებოდა ძალიან დიდ და მრავალფეროვან სფეროს, კულტის კანონებს, ქალაქთა დაარსების წესებს, საკურთხეველთა და ტაძრების კურთხევის რიტუალებს, სიმაგრეთა ხელშეუვალობას, ქალაქების კარიბჭეებთან დაკავშირებულ კანონებს, ხალხის დაყოფას ტომებად, კურიებად და ცენტურიებად, ჯართა შედგენას და ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სხვა სამი წიგნი “ლიბრი ფატალეს” ეხება დროთა დაყოფას და ადამიანთა და ხალხთა ცხოვრების ხანგრძლივობას. “ლიბრი აქერონტიკა”-ს წიგნები ეხება საიქიოს და განთავისუფლების რიტუალებს და ბოლოს წესებს რომლებიც ხსნის სასწაულებსა და ნიშნებს. “ოსტენტატორია”-ს წიგნები განსაზღვრავენ თუ რომელი გამოსყიდვით შეიძლება უბედურების თავიდან აცილება და ღმერთთა კეთილგანწყობის მოპოვება.
ესოდენ უნივერსალური დოქტრინის შეთვისება მოითხოვდა ხანგრძლივ და რთულ შესწავლას. დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ მოპოვებული სპეციალურ სკოლებს, მათ შორის ტარკვინიესის სკოლას. ისინი უზრუნველყოფდნენ შესაბამის ტექნიკურ მომზადებას. ეს იყო უნივერსიტეტის მსგავსი დაწესებულება რომელიც მოიცავდა მრავალ ფაკულტეტს. თეოლოგიის სწავლების გარდა უნივერსიტეტი იძლეოდა ქურუმისთვის აუცილებელ უზარმაზარ ცოდნას. Iსწავლებოდა ასტრონომია, მეტეოროლოგია, გეოლოგია, ჰიდრავლიკა, ფაუნა და ფლორა. აქვილისებს უნდა სცოდნოდათ წყლის მიწისქვეშა რეზერვუარების პოვნა, ჭის ბურღვის ხელმძღვანელობა თუ არხთა და წყალსადენი მილების გაყვანა, ქალაქთა უზრუნველყოფა სასმელი წყლით და სოფლად სადრენაჟო თუ სარწყავი მოწყობილობების გამართვა. Qქურუმებს უნდა სცოდნოდათ წყალსაცავების, ზოგჯერ მიწისქვეშა წყალსაცავების მოწყობაც ან, პირიქით, ბუნებრივ ტბათა დაშრობაც. იყვნენ მიწისქვეშა გასასვლელების თუ გვირაბების გაყვანის სპეციალისტი ქურუმებიც.
ეტრურიაში, ისევე როგორც ძველ აღმოსავლეთში, ერთმანეთისგან არ მიჯნავდნენ თეოლოგიურ და საერო ცოდნას. ითვლებოდა რომ ზეციური და მიწიერი სამყარო, ბუნებრივი და ზებუნებრივი, ზეცა და დედამიწა ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
ადამიანის ყოველი მოქმედება თუ წამოწყება კოსმოსთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყო. ამიტომ იყო ზეცისკენ მიმართული ქურუმთა მთელი ძალისხმევა როდესაც ლაპარაკი იყო წმინდა დოქტრინის თანახმად ღმერთთა ნების წვდომაზე.
Lლაპარაკი იქნებოდა სამსხვერპლო ცხოველის ღვიძლზე დაკვირვების შედეგად მიღებულ წინასწარმეტყველებაზე, ტაძრის საძირკვლის ჩაყრაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ინტერპრეტაციაზე თუ ველთა და ბაღების გამიჯვნასა და საზღვრების დადგენაზე უდიდეს მნიშვნელობას იძენდა სივრცის ორიენტაცია და დაყოფა.
ითვლებოდა რომ მიწა და ზეცა ოთხად იყო დაყოფილი ჯვრულად გადაკვეთილი ორი ღერძით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ორიენტირებულ ღერძს ერქვა კარდო, დასავლეთ-აღმოსავლეთით ორიენტირებულ მეორე ღერძს-დეკუმანუსი. ასე ორგანიზებულ სივრცეში ხდებოდა ყველა ორგანიზებული რიტუალი და საკულტო ქმედება. მხოლოდ ის იძლეოდა ღმერთების მიერ გამოგზავნილი ნიშნების გაგების საშუალებას. მის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო დედამიწაზე პროეცირებული ყოველი საერო წამოწყება თუ საკრალური აქტი. ეტრუსკთა წარმოდგენით ბედსაც და უბედობასაც ჰქონდა ღმერთთა კოსმიური საცხოვრისებით განსაზღვრულ ოთხ რეგიონში ჩაკეტილი მარადი და უძრავი ადგილი.
არც ერთი ეტრუსკული ქალაქი არ ყოფილა დაუგეგმავი. ისინი არ იყვნენ საცხოვრებელ ნაგებობათა შემთხვევითი გროვა. ყოველგვარი არჩევანის გარეშე ნაგებ აგლომერაციებში მცხოვრებ იტალიკებს ეტრუსკმა მშენებლებმა მისცეს კულტზე მტკიცედ დაფუძნებული ურბანიზმი.
ქალაქი ითვლებოდა ღმერთების მიერ განსაზღვრულ და წარმართულ წესრიგში ჰარმონიულად ჩაწერილი სამყაროს უჯრედად და ამიტომ მისი გენერალური გეგმა იცავდა წმინდა კანონებს.
სოფლიოს ოთხი მხარის დადგენის შემდეგ პირით სამხრეთით მდგარი ქურუმი წარმოთქვამდა შემდეგ სიტყვებს: “დაე ეს იყოს წინა მხარე, დაე ეს იყოს უკანა მხარე, დაე ეს იყოს მარცხენა მხარე, დაე ეს იყოს მარჯვენა მხარე”. თავისი გადაღუნული კვერთხი ლიტიუსით საზეიმოდ ავლებდა კარდოს და დეკუმანუსს.
გაკვრით უნდა აღვნიშნოთ რომ იგივე კვერთხი ლიტიუსი უკავიათ კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიების ეპისკოპოსებს ისევე როგორც შვედეთის ლუთერანებს. მათ ის მიიღეს ეტრუსკების მემკვიდრე რომისგან.
ეტრუსკთა მთავარი ღმერთების
ტრიადა პალატინზე
ახალი ქალაქის ცენტრის ადგილას თხრიდნენ ღრმა ორმოს რომელიც ძალიან ჰგავდა ჭას. მას ცოცხალთა სამყარო უნდა დაეკავშირებინა მიცვალებულთა სამყაროსთან. ეს იყო საიქიოს ძალებისკენ მიმავალი გზა. შემდეგ მას დიდი ბრტყელი ქვებით გადახურავდნენ ხოლმე. ის იმეორებდა ცის კამარას. ამ ჭას უწოდებდნენ მუნდუსს და, ვარონის თქმით, ის ითვლებოდა საიქიოს ღმერთთა კარიბჭედ. და ბოლოს, საზეიმო ცერემონიის დროს მის ირგვლივ მოხაზავდნენ დიდ წრეს რომელიც აღნიშნავდა მომავალი ქალაქის საზღვრებს. ეს ოპერაცია სრულდებოდა იმრიტუალით რომელიც შემდეგნაირად აღწერეს კატონმა და ვარონმა :
წინასწარმეტყველებებით დადგენილ ერთ მშვენიერ დღეს ტოგაში გამოწყობილი ქალაქის ფუძემდებელი თავის გუთანში მარჯვნივ აბავდა თეთრ ხარს, მარცხნივ კი თეთრ ძროხას. სახნისის პირი წმინდა სპილენძისა უნდა ყოფილიყო. კვალის გავლებისას ის გუთანს ხრიდა ისე რომ ბელტები შიგნით ჩავარდნილიყვნენ. ასე მოგროვილი მიწა გალავნის მომავალ კედელს წარმოადგენდა. კვალი გამოსახავდა თხრილს. კარიბჭეთა ადგილას სახნისი ჩერდებოდა ვინაიდან კარიბჭე პროფანულია მაშინ როდესაც კედელი წმინდაა. კვალის მიერ შემოხაზული სივრცე წარმოადგენს სახელგანთქმულ პომერიუმს.
როგორც მუნდუსის შემთხვევაში კარიბჭეების ადგილსაც განსაზღვრავს კარდოს და დეკუმანუსის წმინდა ჯვარი. ეს ჯვარი განსაზღვრავს ქუჩათა მდებარეობას, საკურთხეველთა აღსამართავ ადგილს, ტაძართა და ციტადელის ტერიტორიას. დედაციხეზე, წერს რაიმონ ბლოში, ტაძრები ორიენტირებული იყვნენ ჩრდილოეთ-სამხრეთით რათა ღმერთებს თავისი ცელადან კარგად დაენახათ ქალაქი რომელსაც მფარველობდნენ და რომელსაც განაგებდნენ. Kკანონის თანახმად ქალაქი დაარსებული ითვლებოდა სამი ტაძრის, სამი საკურთხევლისა და სამი ქუჩის კურთხევის შემდეგ.
ქალაქთა დაფუძნების ეს რიტუალები ეტრუსკებმა ასწავლეს რომაელებს. ეტრუსკული წესით, მორო ეტრუსკოთი, ქალაქთა მოწყობა აირეკლა რომაულ ლეგენდაშიც.
პლუტარქე ყვება რომ რომის დასაფუძნებლად ეტრურიიდან მიიწვიეს ადამიანები რომელთაც რომაელებს ასწავლეს რიტუალები და შესაბამისად. ლეგენდარული “ურბს კვადრატა”, რომელიც თითქოს აგვირგვინებდა პალატინს, აგებული უნდა ყოფილიყო ეტრუსკული მოდელის შესაბამისად. რომაული ბანაკიც ირეკლავს. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად. დაზვერვისა და ვარგისი ტერიტორიის მონიშნვის შემდეგ ტრიბუნი აღმართავდა ორიენტირს, თეთრ დროშას. მის მიხედვით უნდა გამართულიყო მთელი ბანაკი. ასე აღნიშნული ადგილის გვერდით იმართებოდა კარავი და აღიმართებოდა ლეგიონის ემბლემები; შემდეგ ავლებდნენ ორ სწორ ხაზს რომლებიც ერთმანეთს კვეთენ პრეტორიუმის წინ და რომლებიც წარმოადგენენ ბანაკის მთავარ ქუჩებს. მთავარი ქუჩა, ლათინურად ვია პრინციპალის, მკაცრად იყო ორიენტირებული ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით და ამდენად შეესაბამებოდა ქალაქის კარდოს. მეორე ქუჩა დეკუმანუსის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული.
ეტრუსკული რიტუალების კოსმიური წარმოდგენების გავლენა ჩანს რომაული ბანაკის კარიბჭეებისთვის მინიჭებულ სხვადასხვა მნიშვნელობაში.იქითკენ საიდანაც მოდის სასიკეთო წინასწარმეტყველებები, აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭეს ჰქონდა კარგი რეპუტაცია: იქიდან გადიოდნენ ბრძოლის ველზე მიმავალი ლეგიონები. დასავლეთის კარს, პირიქით, ცუდი რეპუტაცია ჰქონდა და იქითკენ მიჰყავდათ სიკვდილმისჯილნი განაჩენის აღსასრულებლად. მორო ეტრუსკოს მისდევდნენ სანგართა აგებისასაც. ბანაკის თხრილის თხრისას მიწას შიგნით ყრიდნენ რათა გაეკეთებინათ მიწაყრილი რომელიც კედლით სრულდებოდა. რომის იმპერიის მრავალი სასაზღვრო ქალაქი ბანაკის ამ ტიპიდან ამოიზარდა. მიწაყრილი მალე შეცვალეს ქვის ან აგურის კედლებით.
ეტრურიაში მთელი ტერიტორია ემორჩილება წმინდა კანონებს, ლაპარაკი იქნება მამულებზე, დამუშავებულ მიწებზე თუ პლანტაციებზე. ორი ლეგენდა ინახავს მოგონებას იმ დღის შესახებ როდესაც ეს კანონები იქნა გამოცხადებული. ტარკვინიესში ყვებოდნენ რომ თვითონ ტაგესმა ასწავლა ტარხონს მიწათა მოზომვა, ლიმიტაციო, როგორც ამას რომაელები უწოდებდნენ. ეს წესები ჩაწერილია კოდექსში რომლის ლათინური სახელიცაა “ლიბერ ქი ინსქსრიბიტურ ტერრაე ურის ეტრურიაე”, ე.ი. ეტრურიის მიწის კანონი.
შიუზიში გავრცელებული იყო ლეგენდის სხვა ვერსია რომლის თანახმადაც წესები ერთ მშვენიერ დღეს ეტრუსკთა ერთ-ერთ ღმერთს უნდა გამოეცხადებინა. Lლეგენდის თანახმად იუპიტერისა და სამართლის გადაწყვეტილებები ვინმე არუნსისთვის უნდა გადაეცა ნიმფა ვეგოიას. ამ ვერსიაზე გვაქვს უფრო ვრცელი ინფორმაცია იმიტომ რომ ვეგოიას წიგნები ციცერონის სიცოცხლეში ლათინურად თარგმნა ეტრუსკმა ტარკვინიუს პრისკუსმა. ეს წიგნები ინახებოდა პალატინზე, აპოლონის ტაძარში. მოგვიანო ხანიდან ჩვენამდე მოაღწია ფრაგმენტმა რომელსაც ჰქვია ნაწყვეტი ვეგოიას წიგნებიდან არუნს ვერტუმნუსისთვის :
“ გაიგე რომ ზღვა გამოცალკევებული იქნა ზეცისგან. როდესაც იუპიტერმა განაცხადა თავისი უფლებები ეტრურიაზე მან დაადგინა და გასცა განკარგულება რომ ველები მოზომილი ყოფილიყო და დადგენილიყო მინდორთა საზღვრები.
იცოდა რა ადამიანის სიხარბისა და მიწათა დაუფლების წყურვილის შესახებ მას სურდა რომ ყველაფერი საზღვრების დაწესებით ყოფილიყო გაცხადებული. ის ვინც ხელს ახლებს მათ საკუთარ სამფლობელოთა გასაზრდელად და სხვის სამფლობელოთა შესამცირებლად დაისჯება ღმერთების მიერ დანაშაულისთვის. ამის ჩამდენი მონები უარეს მონობასიც ჩავარდებიან, მაგრამ თუ დამნაშავე აღმოჩნდება ბატონი, მთელი მისი ოჯახი გაქრება მალე და მთელი მისი ჯიში გადაშენდება.”(გვ.87)
ეტრუსკთა იუპიტერისთვის, რომელსაც ოდესღაც თინიას უწოდებდნენ, საზღვრები წმინდა იყო; იგი თვალყურს ადევნებდა მათ და უზრუნველყოფდა მათ ურღვევობას. “ ეტრუსკთა ცივილიზაცია, წერს ჟაკ ჰერგონი, გამოჩნდა როგორც ეტრურიის მიწის კანონთან დაკავშირებული გლეხური ცივილიზაცია და ეს “იუს ტერაე ეტრურიაე”, რომელიც გულისხმობდა საზღვრების წმინდა ხასიათის მკაცრ დაცვას გაჩნდა უშორეს ხანაში, საწყის წარსულში, როდესაც იუპიტერმა დააწესა თავისი კანონი” (გვ.88).
მთელი მსოფლიოს აღმაფრთოვანებელი სახელგანთქმული რომაული სამართალი, რომელიც ისწავლება სამართლის ყველა ფაკულტეტზე და სოლიდურადაა დამკვიდრებული ევროპის საკანონმდებლო ნაშრომებში, ეს სამართალი არსებობდა უკვე რომამდე იმ ფორმით რომელიც მოდელად უნდა ქცეულიყო. დომინიუმის პრინციპი, საკუთრების ეს მოუცილებელი უფლება, მოდის ეტრუსკთა მიწის წმინდა სამართლიდან. რომელ უნივერსიტეტში, სამართლის რომელ ფაკულტეტზე ეუბნებიან თუნდაც სიტყვას ამის შესახებ თავის სტუდენტებს? (გვ. 88)
მიწის მოზომვის ხელოვნებაში ეტრუსკ ქურუმებს მეზობელი ხალხებიდან გამოსული ძალიან ნიჭიერი მოწაფეები ჰყავდათ. ეს ხელოვნება კარგად უხდებოდა რომაელთა პრაქტიკულ და პრაგმატულ სულისკვეთებას. რომაელებს არ დაჰკლებიათ ამ ხელობის გამოყენების საშუალება, ახალ-ახალ დაპყრობებს მოჰქონდა მოსაწყობი მიწა. სამაგიეროდ სხვა მრავალი ეტრუსკული რელიგიური პრაქტიკა სრულებით შეუღწევადი დარჩა მათთვის. განსაკუთრებით ეს ითქმის ღმერთთა ნების შეტყობასა და ინტერპრეტაციაზე რასაც რომაელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
დიოდორე სიცილიელმა გულწრფელად განაცხადა რომ ეტრუსკებმა “ გაამდიდრეს ღმერთთა მეცნიერება, მათ ელვის შესწავლაში მიაღწიეს სხვებისთვის მიუწვდომელ დონეს”. ისტორიკოსის შეცდომა იქნება დავიწყება იმ პრაქტიკისა რომელსაც რომი მიმართავდა იმპერიულ ეპოქამდე. ლაპარაკია, ჰარუსპისინზე, მისნობაზე, ჰარუსპისთა, მისანთა მიერ ღვიძლის შესწავლაზე. მისნობა მსხვერპლად შეწირული ცხოველის ღვიძლზე დაკვირვების მეშვეობით ძალიან რთული ამოცანა იყო. სწორი ინტერპრეტაცია ასტრონომიის ცოდნის გარდა ითხოვდა ანატომიისა და პათოლოგიის კარგ ცოდნასაც. იი
1877 წელს პლეზანსთან ნაპოვნი იქნა ღვიძლის ბრინჯაოს რეპროდუქცია. ცხადია რომ ლაპარაკი იყო უფრო მოგვიანო ხანის ქურუმთა სკოლისათვის გაკეთებულ პედაგოგიურ ნიმუშზე. Mმისი ზედაპირი, რომელზეც 24 ღმერთის სახელი იყო დატანილი, 16 ნაწილად იყო დაყოფილი. ყოველი ნაწილი შეესაბამებოდა ცის კამარის გარკვეულ სექტორს. ფაქტიურად ღვიძლი, რომელიც ბაბილონში სულის სადგურად მიაჩნდათ, ეტრუსკებისთვის კოსმოსის სიმბოლო იყო. ეს იყო თითქოს დაპატარავებული სამყარო, მიკროკოსმი რომელიც მაკროკოსმს შეესაბამებოდა. Eეტრუსკებს სწამდათ რომ ღვიძლში შეიძლებოდა წმინდა კანონების მიხედვით გამართული და სხვადასხვა ღმერთისადმი დამორჩილებული ზეციური კამარის ზუსტი ანარეკლის დანახვა. აქედანაა თავდაპირველი დაყოფა ჯვრულად გადაკვეთილი ღერძების მეშვეობით და შემდგომი დანაწევრება 16 პატარა სექტორად. მსხვერპლად შეწირული ცხოველიდან, უმთავრესად ცხვრიდან მოკვეთილ ღვიძლზე საჭირო იყო წინასწარმეტყველური ნიშნების ამოკითხვა. ორგანოს მდგომარეობა ჰარუსპექსს, მისანს, აძლევდა საშუალებას მიხვედრილიყო თუ რომელი ღმერთი ელაპარაკებოდა მას მისი მეშვეობით. ავადმყოფი ორგანო უბედურებაზე მიუთითებდა, ჯანმრთელი ორგანო- ბედნიერებაზე.
წინასწარმეტყველების ეს ოპერაცია მომდინარეობდა ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან. Mას ყოველთვის მიმართავდნენ შუამდინარეთში და მცირე აზიაში. თავიდან ის გავრცელებული იყო ბაბილონში და შემდეგ ის გადაიღეს ხათებმა. ამ ქვეყნებში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს მრავალჯერ იქნა აღმოჩენილი ღვიძლის გამომწვარი თიხის მოდელები რომლებიც წარწერებით იყო დაფარული. ისინი ადასტურებენ ცნობებს რომელთა ამოკითხვაც შეიძლება ძველ აღთქმაში. ასე, ეზეკიელში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგს : “ რადგანაც ბაბილონის მეფე შეჩერდა გზაჯვარედინზე, ორი გზის საწყის წერტილში ბედის გასაგებად მან შეისწავლა ღვიძლი” (21,26; გვ.88-89).
ეტრუსკებმა პირველებმა მიიტანეს ჰარუსპისინი, მისნობის ეს ხერხი ევროპაში სადაც ის მტკიცედ დამკვიდრდა იტალიაში. რომაელები მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მისნებს დიდ პატივს მიაგებდნენ.
ჰარუსპისინს ემატებოდა წინასწარმეტყველება ელვისა და ჭექა-ქუხილის მიხედვით. ჭინასწარმეტყველებდნენ არაჩვეულებრივი მიწიერი და ზეციური ფენომენებითაც. აღმოსავლეთიდან მოსულმა მაგიამ და ცრურწმენებმა წალეკეს ქვეყანა.
ელვათა ეტრუსკული დოქტრინა შუამდინარეთის ქალდეველთა მსგავსად განასხვავებდა ელვათა 11 სახეობას. მათ მიხედვით წინასწარმეტყველებათა ბუნება დამიკიდებული იყო იმაზე თუ ცის რომელი რეგიონიდან მოდიოდა ელვა, ფენომენის სეზონზე, თვეზე, დღეზე, მნიშვნელობა ჰქონდა ელვის ფორმას, შეფერილობას, ეფექტებს. აღმოჩენილი ძველ-ბაბილონური ტექსტები გარდა განსაცვიფრებელი მსგავსებისა ამჟღავნებდნენ იმას რომ ინტერპრეტაციის წესები დეტალურად იყო ფიქსირებული.”
გადამწყვეტი იყო ელვის დაცემის ადგილიც. ლაპარაკი იყო სახალხო შეკრებების ადგილზე თუ მთავრობის შენობაზე, იყო სამოქალაქო ომის თუ სახელმწიფო დეკადანსის საშიშროება. მაშინ ლაპარაკობდნენ ფულმენ რეგალეზე, სამეფო ელვაზე. პრეტორიუმზე ელვის დაცემის შემთხვევაში იცოდნენ რომ ბანაკი აღებული და სარდალი მოკლული იყო.
ყოველი ელვის შემდეგ საჭირო იყო გამოსყიდვა. ელვის დაცემის ადგილის განწმენდა ევალებოდა ქურუმს სახელად “ფულგურიატორ”. ის აგროვებდა ნაშთებს, დამსხვრეულ ობიექტებს, დახოცილ ადამიანებსა და ცხოველებს და მათ მარხავდა. “ ელვის საფლავი” წმინდა ადგილად რჩებოდა და არავის ჰქონდა ამ ადგილზე ფეხის დადგმის უფლება. გადაიღო რა ეს რიტუალი რომი ეტრუსკ და მხოლოდ ეტრუსკ ექსპერტებს ანდობდა დაკრძალვისა და განწმენდის რიტუალის ჩატარებას.
ყველაფერი თითქოს წინასწარ განსაზღვრული იყო როგორც კოსმოსში, მთელ სამყაროში, ისე მიწიერი არსებობისას. ტრუსკებს სწამდათ რომ მიწაზე ყოველი სიცოცხლე და ყოველი მომავალი მისდევს წინასწარ განსაზღვრულ გზას და იფარგლება უცვლელი დროითი საზღვრებით. შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი ოდნავ გადანაცვლება ლოცვებისა და ძღვენის მეშვეობით. დასასრული ურყევად იყო გადაწყვეტილი.
რიტუალურ წიგნთა მიხედვით ადამიანს ეძლეოდა შვიდჯერ 12 წლისგან შემდგარი ციკლი. ადამიანი თავისი ცხოვრების დროს ამდენად 84 წლისა ასრულებდა. Uფრო ასაკოვანს აღარ შეეძლო ღმერთთა ნიშნების დანახვა.
ეტრუსკთა ბედის ამ რწმენას პარალელი აქვს ეტრუსკი ერის ისტორიის მათ კონცეფციაში: ისევე როგორც ადამიანი თანდათანობით განუხრელად უახლოვდება სიკვდილს, ერსაც აქვს თავისი დასაწყისი და ბოლო, ერის ცხოვრების ხანგრძლივობა ღვთაებრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ათასწლოვანი დოქტრინა “ნომენ ეტრუსკუმ” ეტრუსკთა სახელს აძლევს ათ ერთეულს, ათ სეკულუმს. Yოველ მათგანს აქვს თავისი ხანგრძლივობა რომელიც წინასწარ არ იანგარიშება წელთა უბრალო მიმატებით. Mმის დასანახად საჭიროა ღმერთთა მიერ გამოგზავნილი ნიშნების დანახვა და გააზრება. მიწისძვრის მსგავსი ბუნებრივი კატასტროფები და სხვა გამორჩეული მოვლენები, ეპიდემიები თუ ავადმყოფ მახინჯ ბავშვთა გაჩენა, ელვა, მეტეორიტთა წვიმა თუ კომეტის გამოჩენა შეიძლება ერთი საეკულუმის დასასრულს და ახალის დასაწყისს ნიშნავდეს. ჩვენამდე მოღწეული მოწმობების ზოგი ფრაგმენტი ეტრუსკთა ამ უცნაურ ქრონოლოგიას აძლევს გასაგებ ისტორიულ რეალობას. საუბარია სენსორინუსის მიერ ა.წ. 238 წელს დაწერილი ტრაქტატი „ დე დი ნატალის” გარკვეულ ნაწილებზე. ამიტომ წერია, ამბობს რომაელი ავტორი და იმოწმებს გრამატიკოს ვარონს და მის მითითებებს რომლებიც ეხება ეტრუსკთა ჩანაწერებს იმის თაობაზე რომ ყოველი ოთხი პირველი სეკულუმი გრძელდებოდა ას წელს, მეხუთე-123 წელს, მეექვსე-119 წელს, მეშვიდეც ასევე, მერვე მიმდინარეობდა რედაქციის მომენტში, მეცხრე და მეათე მოსალოდნელი იყო, მაგრამ მეათის დასასრულს დადგებოდა ეტრუსკთა სახელის ბოლო.
ამ ტექსტით ისტორიკოსებს იოლად შეუძლიათ ძვ.წ. 88 წლით დაათარიღონ ამ მერვე «სეკულუმის» ბოლო რომელზეც ლაპარაკობს სენსორინუსი და რომელიც ჯერ არ იყო დასრულებული. ცნობილია რომ იმ წელს ეტრურიაში მონახულმა წინასწარმეტყველებმა განაცხადეს ახალი ხანის დასაწყისი. მიუხედავად ამისა როდესაც დამოწმებული მითითებებით დაიწყეს ეტრუსკთა დაბადების წლის ანგარიში აღმოჩნდა რომ მას ჩვენ ბევრად უფრო ადრეულ ხანაში მივყავართ, ძვ. 907 წელთან. ეს ნიშნავდა იმას რომ ეტრუსკთა მეხსიერებით მათი ისტორია აიწყებოდა რომის ისტორიაზე ბევრად ადრე. რომის დაარსებას კი ტრადიცია ძვ.წ. 753 წლით ათარიღებდა. მეექვსე-მეშვიდე სეკულუმისთვის ნავარაუდევი ციფრები დასაშვებია, ერთმანეთს დამატებისას ისინი იძლევიან ძვ.წ. 507 წელს, ეტრურიის ძლიერების ზენიტის წელს. ისინი ცხადად ეყრდნობიან ძალიან ზუსტ მითითებებს რომლებიც შეიძლება მომდინარეობდეს ვოლსინიუსის ნორტიას ტაძრიდან... სამაგიეროდ ისტორიის პირველი ოთხი ეტაპისთვის ნათქვამი 100 წელი მეტისმეტად რეგულარული ხანგრძლივობაა. უეჭველია რომ ისინი დაუმატეს მაშინ როდესაც უძველესი წარსული დავიწყებას მიეცა. მათ რეალობას ეწინააღმდეგება IX-X საუკუნეების არქეოლოგიური მონაცემების არარსებობა. იტალიაში ეტრუსკთა ცხოვრება ფორმალურად დადასტურებულია მხოლოდ VIII საუკუნიდან.
ეტრუსკთა ისტორიის დასაწყისი, როგორც ამას წარმოგვიდგენს ათი სეკულუმის დამატება ბნელია და ვერასოდეს აიხსნება.
Mმაგრამ აქაა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამ : ესაა მიწიერი სცენიდან გაქრობა ხალხისა რომლის მთელი ცხოვრება და არსებობა მოწესრიგებული იყო ოდესღაც ტაგესის მიერ გამხელილი დოქტრინით, გაქრობა სწორედ იმ დროს რომელზეც მიუთითებენ ამ დოქტრინის მიერ გამოცხადებული ნიშნები
ეტრუსკები თითქოს რაღაცამ ჩაყლაპა. ისინი გაქრნენ როგორც ხალხი ისევე უცნაურად როგორც ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდნენ მათი წინაპრები.
Nნამდვილია ერთი : როდესაც ძვ.წ. 44 წელს კეისრის მკვლელობის შემდეგ ჰალეის კომეტამ გადასერა ღამის ცა და თავისი მანათობელი კუდით შეაძრწუნა მოსახლეობა ეტრუსკმა წინასწარმეტყველმა ვულკასიუსმა განაცხადა რომ დამთავრდა მეცხრე სეკულუმი და იწყებოდა მეათე და უკანასკნელი სეკულუმი.
ა.წ. 54 წელს, როდესაც კვდებოდა იმპერატორი კლავდიუსი, რომელიც იკვლევდა ეტრუსკთა ისტორიას და იყო ეტრუსკული ენის მცოდნე უკანასკნელი რომაელი ( მისი პირველი მეუღლე პლავტია ურგულანილა ეტრუსკი იყო), ასრულდა ვულკასიუსის წინასწარმეტყველება : ზეციურმა ნიშნებმა გაუმხილეს მისან ჰარუსპისებს :
ეტრუსკმა ერმა შეწყვიტა არსებობა!
დაუჯერებელი ისტორია, ლეგენდა? ა.წ. პირველი საუკუნეებიდან ვეღარ პოულობენ ეტრუსკი ხალხის ვერანაირ არქეოლოგიურ ნაკვალევს ! (გვ.89-92: გაგრძელება იქნება).

No comments:
Post a Comment