ეტრუსკთა ქვეყანა: ეტრურია ქვეყანაა სადაც განხორციელდა პირველი ევროპული ეკონომიკური სასწაული!
ევროპის პირველი ეკონომიკური სასწაული
პერუჯა- პორტო ეტრუსკო |
(დასასრული):
იტალიის გულში ქვეყნის ახალმა ბატონებმა დაიწყეს ჭეშმარიტი ბრძოლა განუვითარებლობის წინააღმდეგ. მათ წამოიწყეს მიწათა მოპოვებისა და გაუმჯობესების დიდი ექსპერიმენტული პროგრამის განხორციელება. ბერძნებს თავშიც კი არ მოსვლიათ ეს აზრი. ეტრუსკთა ინიციატივით ქვეყანა დაიფარა უხვი მცენარეულობით. დაიწყეს ყველანაირი ხილისა და საკვების მოყვანა რაც მალე ყველა მოსახლეს გამოადგა. ამ საკვირველი სიუხვის და წარმატების საიდუმლო მდგომარეობდა ეტრუსკ აგრონომთა დიდ ცოდნასა და გამოცდილებაში. ათასწლოვანი გამოცდილებით შეიარაღებულნი, ისინი ჭეშმარიტი ინჟინერ-აგრონომები იყვნენ.
არ არსებობს ძველ აღმოსავლეთში გამოცდილი და ეტრუსკებისთვის უცნობი ტექნიკა. მათ ეს ტექნიკა გადაიტანეს ევროპის ნიადაგზე. ამ გამბედავმა ინიციატორებმა წარმატება იმიტომ მოიპოვეს რომ მათ ჰქონდათ ეგვიპტისა და შუამდინარეთის ხალხების მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. მათ იცოდნენ დამბათა და არხთა მოწყობა, ისეთ დამბათა და არხთა რომლებითაც ბაბილონელებმა ოდესღაც მორწყეს ევფრატის უდაბური სანაპიროები და გადააქციეს ისინი სამოთხის დარ ნაყოფიერ ქვეყნად. ეტრუსკები ფლობდნენ მიწისქვეშა არხების მეშვეობით მდგარი წყლების დაწრეტის და ასე ჭაობთა დაშრობის ფინიკიელთა ხელოვნებას. და ბოლოს, ეტრუსკებმა იციან მთების სიღრმეში გვირაბებისა და დერეფნების გათხრა. გამარჯვებულმა რომმა ეტრუსკების დაპყრობის შემდეგ დაუძახა დამარცხებულებს რათა მათ მიეცათ მისთვის ექსპერტები რთული სამუშაოების შესასრულებლად. ეტრუსკთა ზოგი მოგვიანო ქმნილება დღესაც არსებობს. მნახველებს აღაფრთოვანებს მათ შემქმნელთა ნიჭი. ათი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი არის ანსიდონიას ახლოს. ორტებელოს ყურეზე გაბატონებულ სიმაღლეზე აღმართულია ძვ.წ. 273 წლის რომაული კოლონია კოსას ნანგრევები. გადარჩა მხოლოდ ეტრუსკ არქიტექტორთა მიერ ნაგები მშრალი წყობის ციკლოპური კედელი. ბლოკების სიმაღლე ზოგან 12 მეტრს აღწევს. იქ ხედავენ აგრეთვე ძველ კარიბჭეებს და ძველ კოშკებს.
მაგრამ ნამდვილი შედევრი ბორცვის ძირშია. ციცაბო ფერდის ძირში არის სახელგანთქმული ტალიატა ეტრუსკა რომელიც ეტრუსკმა არქიტექტორებმა ააგეს სანაპირო დინებათა რეგულარიზაციის მიზნით. ერთი არხი გაყვანილი იყო იმისთვის რომ ტბა ბურანო არ გადაქცეულიყო ჭაობად მაგრამ დროთა მანძილზე ის ქვიშით გაიჭედა . არხი გაიყვანეს კლდემდე და კლდეში გათხარეს გვირაბი რათა გზა მიეცათ ტალახისთვის. ზღვასთან შეერთებამდე აუზის დასაცავად კლდეში ბარიერი იქნა ამოთლილი. უაღრესად მახვილგონივრულმა ნაგებობამ არ დაუშვა არხის ლამით ამოვსება. ტალიატა ეტრუსკა დღესაც სავსებით დამაკმაყოფილებლად ასრულებს თავის როლს (აგებიდან 2200 წლის შემდეგ).
სულ ცოტა ხნის წინ შეიძლებოდა მეორე დიდად იმპოზანტური ნაგებობის, პორტო სან კლემენტინოს ნახვაც. გრავისკაეს ძველი რომაული კოლონიის ახლოს იდგა დიდი ქვებით ნაგები თაღიანი გასასვლელი რომელიც ხურავდა ათი მეტრის სიმაღლეზე გამავალ ხელოვნურ წყალსადენს. ეს ნაგებობა სამწუხაროდ დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს. ჰიდრავლიკის ეტრუსკ გენიოსთა ხელი ჩანს აგრეთვე რომის მახლობლად ტბა ნემის დასაშრობ დანადგარებში. წარსულში მრავალჯერ ამაოდ სცადეს იქ ჩაძირული ორი ნავის ამოღება, რაც მოხერხდა მხოლოდ 1928 წელს იქ აღმოჩენილი ეტრუსკული არხის გამოყენებით.
ზოგი რომაელი ავტორი, მაგ. ვარონი და პლინიუსი მრავალჯერ ახსენებენ ეტრუსკთა უხვ მოსავლებს. დიოდორე სიცილიელიც აღნიშნავს რომ ეტრუსკები « ცხოვრობენ უაღრესად ნაყოფიერ და უხვ ქვეყანაში რომელიც კარგი დამუშავებისას იძლევა ყველაფერს რაც აუცილებელია სიამოვნებისა და ფუფუნებისათვის, მაგრამ იძლევა ჭარბად». არა და სიტყვა არაა ნათქვამი იმის შესახებ რომ საჭირო იყო აგრონომიის ცოდნა ისე როგორც ეს იცოდნენ ეტრუსკებმა რათა შესაძლებელი გამხდარიყო ესოდენ უხვი მოსავალი. დღესაც კი არაა ამ სფეროს მკვლევართა ჯგუფი, მხოლოდ გაკვრით თუ ახსენებენ ამას.
როგორც სწორად აღნიშნავს ისტორიკოსი როსტოვცევი « ეტრუსკული ლიგის ეკონომიკური ისტორია ჯერ კიდევ დასაწერია». ამავე დროს გერმანელი ეტრუსკოლოგი ოტო ვილჰელმ ფონ ვაკანოს თანახმად «ზედაპირული დაკვირვებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად რომ ამ ეპოქის ტოსკანის მოსახლეობის სიმჭიდროვე ვერ იქნებოდა ეტრუსკთა ასეთი დანადგარების გარეშე».
ჭაობები ამოშრობილი იქნა მდინარეთა გასვრივ, ხეობათა სიღრმეში, ველებზე და, განსაკუთრებით, ზღვის მახლობლად მაშინ, როდესაც შიდა რაიონები და მთისწინეთი,მეტად მშრალი რაიმეს მოსაყვანად, პირიქით, სარწყავი სისტემებით შეივსო.
იტალიელი პროფესორი მარიო ლოპეზ რეგნას თქმით ეტრუსკები პირველები დაინტერესდნენ მიწის კულტურის პრობლემებით და გადაწყვიტეს ისინი თავისი სრულყოფილებით აღტაცების გამომწვევი ტექნიკური ოპერაციების მთელი სერიით. ამისთვის შექმნილ სკოლებში ისინი ასწავლიდნენ ჰიდრავლიკას და აგრონომიას.
საირიგაციო სისტემების შტოები მოედო ეტრურიასა და ლაციუმს. არხთა რთული სისტემა კრებდა ჭარბ წყალს რათა ის მშრალი რეგიონებისკენ მიემართა. უხმარი წყალი დიდი კოლექტორების მეშვეობით ზღვაში იღვრებოდა. რომაელებმა გადაიღეს და სრულყვეს მდინარეთა წყლების შეგროვებისა და ღამის ნალექების შეკრების ეს ეტრუსკული ტექნიკა. ეტრუსკებმა უკვე შემოიღეს « დრაი ფარმინგ»-ის მეთოდი რომელიც გამოიყენეს მარემის ბორცვთა მშრალ ნიადაგზე.
მარემში დღესაც ნახულობენ ნაშთებს იმ ნაგებობათა რომლებიც ეტრუსკებს უნდა აეგოთ ნალექთა გამოსაყენებლად. იქ უფრო ზამთარში წვიმს და ამიტომ ნალექს აგროვებენ და ინახავენ ზაფხულამდე როდესაც ხილი და მოსავალი იწყებს დამწიფებას და დგება გვალვა. ამ წყალს იყენებენ ველ-მინდორთა მოსარწყავად. ლოპეზ რეგნა აღწერს ამ კონსტრუქციებს: «საუკეთესო ადგილის შერჩევისას გლეხები აწყობენ ერთ ან ორ ხელოვნურ ტბას. თბების ფსკერსა და ვერტიკალურ კედლებს ისინი თიხით ფარავენ. თიხას ისინი ცოტა კირს ურევენ რაც მას თითქმის სრულებით წყალგაუმტარს ხდის. სხვადასხვა სიმაღლეზე კეთდება ხვრელები საიდანაც გამომწვარი თიხის მილები ვენახისკენ მიდიან. ამ მეთოდს, რომელიც დღეს ისევ შემოდის მოდაში ტოსკანის ზოგ რეგიონში მოაქვს შესანიშნავი შედეგებები » ( გვ.54).
ეტრუსკთა სოფლის მეურნეობის ნაგებობათა ნაშთები ნაპოვნია მარემში, არნოს ხეობაში, შიანას ხეობაში. ძველი ავტორების მიერ ნაქები რეგიონების ნაყოფიერება იყო ეტრუსკთა ჰიდრავლიკისა და ეტრუსკ ინჟინერთა ოსტატობის შედეგი. მტრული ბუნებისაგან გამოტაცებული და შემდეგ როგორც გამოშრობით ისე მორწყვით განაყოფიერებული მიწები შესანიშნავი ნიადაგი აღმოჩნდა ბოსტნეულის არნახული მოსავლისათვის და მესაქონლეობის განვითარებისთვის.
ურიცხვი ღია და მიწისქვეშა არხებით დასერილი შიანას ხეობა ცნობილი იყო სახასიათო კულტურით, მარცვლეულის ერთი ჯიშით რომელსაც რომაელები უწოდებდნენ ფარს ( აქედანაა ნაწარმოები თანამედროვე იტალიური ფარინა და ფრანგული ფარინ, რაც ნიშნავს ფქვილს). მოყავდათ აგრეთვე ფეტვი, ჭვავი და სელი.
იმხანად დაიწყეს ვენახების გაშენება, რაშიც ტოსკანას ყოველთვის ჰქონდა მოხვეჭილი სახელი. შიანტის მახლობლად სამარხებში ნაპოვნი ყურძნის მარცვლები მოწმობენ რომ სწორედ ეტრუსკებმა გაავრცელეს ის იტალიაში მანამდე სანამ რომაელები მოაშენებდნენ მას გალიასა ( დღ. საფრანგეთი) და გერმანიაში. ეტრუსკული ვაზი ზოგჯერ პატარა ხის სიმაღლესაც აღწევდა. პლინიუსი ყვება რომ ეტრუსკებმა ვაზისგან გამოთალეს იუპიტერის ქანდაკება.
ეტრურიიდან დიდი რაოდენობით გაჰქონდათ არა მხოლოდ მარცვლეული. ამას უნდა დაემატოს სელი, ღვინო და ყველი. რომაულ ხანაშიც გავრცელებული იყო ცხვრის ყველი პეკორინო. ლუნიში გაკეთებული სახელგანთქმული ყველი გიგანტური იყო, ის ხანდახან 327 კილოს იწონიდა. მარციალის თქმით ასეთი ყველის ერთი თავი საკმარისი იყო ათასი ომის დასაპურებლად.
ეტრუსკები ცნობილი იყვნენ თავისი მეცხოველეობითაც. მათ გამოჰყავდათ ცხენების ჯიში რომელიც ნერვიული კიდურებითა და თხელი თავით ძალიან ჰგავდა დღევანდელ წმინდა სისხლის არაბულ ბედაურებს. მათ წვრთნიდნენ ჯირითისთვის და მათ აბავდნენ ორთვალებში რათა მათ მონაწილეობა მიეღოთ ეტრუსკების საყვარელ რბოლაში. ეტრუსკთა სოფლური ცხოვრების ყოველდღიურ პეიზაჟს შეადგენდნენ ღორთა უზარმაზარი კოლტები. ღორებს წვრთნიდნენ რათა ისინი მიჰყოლოდნენ მწყემსთან ბუკის ხმას.
ეტრურიაში მიწათმოქმედების საშუალების მომცემი ტექნიკა სასარგებლო იყო ქალაქებისთვისაც. ყოველ ქალაქს ჰქონდა წყალსადენის სისტემა და შადრევნები. მოქალაქეებს წყალს აწვდიდნენ გამომწვარი თიხის წყალსადენები. გალერეების მეშვეობით წყაროებს მიმართავდნენ ქალაქებისკენ და თხრიდნენ ჭებს. მრავალი ამ ჰიდრავლიკურ კონსტრუქციათგან დღემდე შემორჩა. მათ პოულობენ ყველგან სადაც იყო ეტრუსკული ქალაქები.
ლაპარაკია, აზუსტებს პროფესორი ფონ ვაკანო, «თაღიან გვირაბებზე რომელთა სიმაღლეც არ აღწევს ადამიანის სიმაღლეს. ისინი ჰკვეთენ ერთმანეთს და ვერტიკალური ჭებით უკავშირდებიან უფრო ქვევით მდებარე იგივე სისტემებს. . მათ მეტ-ნაკლებად დანგრეულებს პოულობენ ქალაქთა ძველი უბნების ქვეშ. ისინი ხშირად განახლებული და გაზრდილია მომდევნო ხანებში, რომაულ ეპოქაში, შუა საუკუნეებში თუ ახალ დროს. ისინი იმდენად შეცვლილია რომ მათი თავდაპირველი მდგომარეობის დადგენა უკვე შეუძლებელია» . დონეთა სხვაობაც არ იყო გადაულახავი სირთულე ეტრუსკებისთვის რომლებიც ამ პრობლემას წყვეტდნენ მიწისქვეშა კანალიზაციის სისტემებით რომელთაც ცვლის სიფონები და ზეწოლის სისტემები. ეს მათ აძლევდა ქალაქებისთვის აუცილებელი წყლის შორს ძიების საშუალებას.
ეტრუსკული სისტემები შეედრება წყლის მიწოდების რომაელთა მიერ ბევრად უფრო გვიან ნაგებ და რომაელებისთვის მშენებელთა რეპუტაციის შემქმნელ სისტემებს. უზარმაზარ თაღნარზე მდგარი აკვედუკები სერავენ ქვეყანას და მასალისა და ადამიანთა უზარმაზარი დანახარჯით დღესაც აკვირვებენ და აღაფრთოვანებენ მსოფლიოს. ეტრუსკთა მიერ მოგონილი და აგებულია
ბევრად უფრო რთული მიწისქვეშა სისტემები რომლებიც მათ ქალაქებს წყლით ამარაგებდნენ დაინგრნენ მანამდე სანამ დავიწყებას მიეცემოდნენ.
ვიტერბში სადაც ძველი ეტრუსკული სურინას ნანგრევებზე კათერალი სენ-ლორანია აღმართული მის ქვევით არსებული კლდე დახვრეტილია უამრავი სადრენაჟო არხით. მათი საერთო განლაგება ავლენს ეტრუსკ კონსტრუქტორთა მხრივ გეოლოგიის გასაკვირად ღრმა ცოდნას. შავი მიწის, ჰუმუსის ქვეშ არის წმინდა ვულკანური წარმოშობის ქანი. ამ უკანასკნელის ქვედა და ძლიერ დაღარული შრე სრულდება ტუფის ფენით.
თანამედროვე მეცნიერული ანგარიშის თანახმად ქვედა შრე იჟღინთება კრატერის ტბებიდან ჩამონადენი მიწისქვეშა წყლებით. მაშინ როდესაც ჰუმუსის ფენა იწოვს ნალექთა მთელ წყალს. ჭარბ წყალს ეს ორი ფენა მიმართავს საშუალო ფენისკენ რომელიც არ ემორჩილება აორთქლების ფენომენს და სველი რჩება მთელი წლის განმავლობაში. ქვეყანა მშრალი მანამდე რჩება სანამ ტუფის ამ საშუალო ფენას აწოდებს წყალს რომელსაც ის შეიწოვს. არა და წარმოებული გამოკვლევების თანახმად სწორედ ტუფის ამ ფენაში აწყობდნენ ეტრუსკები მათ კუნიკული-ს ანუ დრენაჟს. ამ ტიპის კანალიზაცია თავისი განშტოებებით ხშირად თხრის კლდოვან მაღლობებს. ის ნაპოვნია შიუზიში და ვეტულონიაში, ბომაცოში და ორბეტელოში, ბლერაში და ბერდაში რომელიც ტარკვინიესის ნაწილს წარმოადგენს. მათი არსებობა უტყუარი ნიშანია იმისა რომ ვართ ძველი ეტრუსკული აგლომერაციის ადგილზე. ეს უდიდესი აღმოჩენაა რომელიც იმსახურებს ჩვენ აღფრთოვანებას.
ეტრუსკი ინჟინრების წყალობით დასავლეთის პირველმა ქვეყანამ ნახა განხორციელებული ცოდნა და დახვეწილი ტექნიკა რომელიც აქამდე ძველი აღმოსავლეთის ხალხების კუთვნილება იყო. შთამომავლობას მადლობაც არ უთქვამს. მას არც გაუაზრებია ეს შესანიშნავი ცივილიზატორული ღვაწლი წინაისტორიაში ჩაფლულ იტალიურ-ევროპულ მიწაზე. ასევე დავიწყებული იქნა ეტრურიის როლი იმ მოდელის შექმნაში რომელიც მოგვიანებით მთემ მსოფლიოში გავრცელდა. ეტრუსკთა მიერ ჰიდრავლიკური რესურსების სოფლის მეურნეობის სამსახურში ჩაყენების მოდელი რომაელებმა და მათმა მემკვიდრეებმა გაავრცელეს ხმელთაშუა ზღვის მთელ აუზში და შემდეგ მთელ კონტინენტზე ბალტიკის სანაპიროებამდე.
მთელი ბიბლიოთეკები გაივსება კამათით ეტრუსკული ხელოვნების წარმოშობისა და ორიგინალობის შესახებ. სამაგიეროდ არ არსებობს ნაშრომი რომელშიც ასე თუ ისე ნაჩვენები იქნება ეტრუსკების ესოდენ მნიშვნელოვანი ტექნიკური ინოვაციები. ასეთი წიგნი რომ არსებობდეს მას გამორჩეულ ადგილას უნდა ეწეროს:
ეტრუსკთა ქვეყანა ეტრურია ქვეყანაა სადაც განხორციელდა პირველი ევროპული ეკონომიკური სასწაული!

(გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment