5.29.2011

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ რამე! - 2

«გარყვნილი მსოფლიოს დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ გავიდა 50 დღე და მეშვიდე თვეს, თვის მე-17 დღეს ნოეს კიდობანი არარატის მთებზე გაჩერდა» ( შესაქმე, II, 8-4).
წარღვნა 
«კაცობრიობის და საერთოდ ცოცხალი სამყაროს ახალი ცხოვრება, ამდენად, კავკასიიდან გავრცელდა.» ( «სკვითებზე ადრე, ხელოვნების წინაისტორია საბჭოთა კავშირში», პარიზი, ეროვნულ მუზეუმთა გაერთიანების გამოცემა, 1979, გვ. 154).
ახალი თეორიები ბიბლიური წარღვნის შესახებ:
«ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს გაიხსნა დიდი უფსკრულის ყველა რეზერვუარი. დაიწყო თავსხმა რომელიც გრძელდებოდა 40 დღე და 40 ღამე. ძულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა წყლის დონე. წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთები» ( შესაქმის წიგნი 7, 11-19). ასე აღწერს ბიბლია წარღვნის შთამბეჭდავ ეპიზოდს, კატასტროფას რომელმაც შესძრა კაცობრიობა. საუკუნის დასაწყისიდან შეიქმნა მრავალი ჰიპოთეზა რათა მოენახათ ბუნებრივი მოვლენა რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა მასში ღვთაებრივი ნიშნის დასანახად და მის გადასაქცევად ბიბლიური თხრობის ნაწილად.

გასულ ზაფხულს ტიტანიკის სახელგანთქმული მკვლევარი რობერტ ბალლარტის მიერ შავ ზღვაში მოწყობილმა წყალქვეშა ექსპედიციამ ( ექსპედიცია მოეწყო ნეიშნლ ჯეოგრაფიკ სოსაიეტის პატრონაჟით) აღმოაჩინა ადამიანის დასახლებათა კვალი. ქვის იარაღები და, რაც მთავარია, ხის კოჭები რომლებიც გვაფიქრებინებენ რომ ძვ.წ. 5000 წელს შავი ზღვის ფსკერზე აგებული იყო დასახლება რომელიც შემდეგ ზღვაში იქნა დანთქმული.
აღმოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა : ექსპედიცია მოეწყო ორი ამერიკელი გენეოლოგის; უილიამ რაიანისა და უოლტერ პიტმანის მიერ 1997 წელს გამოთქმული ჰიპოთეზის დასადასტურებლად. მარილიანი წყლის უძველეს ნიჟარათა დათარიღების შემდეგ ორმა გეოლოგმა ჩათვალა რომ შავი ზღვა წყლით უეცრად შეივსო ძვ. წ. 5000 წლისათვის.

ძვ.წ. 5000 წლისათვის, უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის შემდეგ ხმელთაშუა ზღვის დონე იწევდა მაღლა. ბოსფორის ზღუდემ ვერ გაუძლო ჭარბი წყლის ზეწოლას და გზა გაუხსნა უზარმაზარ წყალვარდნილს, გიგანტურ ჩანჩქერს, რომლის მარილიანმა წყალმაც ერთ წელიწადში ველი რომელზეც იყო საშუალო ზომის მტკნარი წყლის ტბა ჩვენთვის ნაცნობ შავ ზღვად გადააქცია. ველის და მტკნარი ტბის სანაპიროების მოსახლეობა იძულებული იყო შუამდინარეთისკენ გაქცეულიყო.

როგორ შეიძლებოდა მსგავსი მოვლენა ამოშლილიყო ადამიანის მეხსიერებიდან? სვამენ ამ კითხვას უილიამ რაიანი და უოლტერ პიტმანი რომელთაც ამ მოვლენისადმი მიძღვნილ თავის ნაშრომს სახელად დაარქვეს

«ნოეს წარღვნა». მათი აზრით მიწათმოქმედმა მოსახლეობამ ზეპირად, თაობიდან თაობაში გადასცა ეს ამბავი. მითის სიმაღლეზე აყვანილი ეს ამბავი ჩაწერილი უნდა ყოფილიყო სამი ათასი წლის შემდეგ შუმერულ, შემდეგ ბაბილონურ და ბოლოს ბიბლიურ მოთხრობებში.

რობერტ ბალლარტი 
ორი მკვლევარის კლიმატური თეორია სიმართლის შესაბამისად მიაჩნიათ კლიმატის ისტორიის სპეციალისტებს. საფრანგეთის მეცნიერულ კვლევათა ეროვნული ცენტრის კლიმატის მეცნიერებათა ლაბორატორიის თანამშრომელი ჟან-კლოდ დიუპლესი ადასტურებს : « შავი ზღვის ფსკერზე ადამიანის საქმიანობის კვალის აღმოჩენა სერიოზულ საფუძველს უქმნის ამ თეორიას» (ფრანგული ჟურნალი «ლე მონდ დე ლა ბიბლ» ( « ბიბლიური სამყარო», 2001 წლის მარტის ნომერი 133, გვ. 58).

«ამერიკელმა გეოლოგებმა უოლტერ პიტმანმა და უილიამ რაიანმა 1998 წელს წამოაყენეს ჰიპოთეზა რომლის თანახმადაც ბიბლიურ მოთხრობებს წარღვნის შესახებ საფუძვლად უნდა დასდებოდა რეალური, სინამდვილეში მომხდარი კატაკლიზმი.

მოულოდნელ, ძლიერ და მძაფრ წყალდიდობას უნდა გაეძევებინა შავი ზღვის სანაპიროთა მკვიდრნი და მტკნარი წყლის ტბა მარილიან შავ ზღვად უნდა გადაექცია. ეყრდნობოდნენ რა ნალექებისა და ნიჟარების ანალიზს მათ დაასკვნეს რომ წყალდიდობა უნდა მომხდარიყო დაახლოებით 7500 წლის წინ და რომ ძველი ტბის სანაპირო ზღვის ზედაპირიდან 150 მეტრით ქვეშ უნდა მდებარეობდეს. 1999 წელს მათი თეორიის შესამოწმებლად ბალლარდმა შეისწავლა სინოპის ( თანამედროვე თურქეთი) მიდამოები. სონარის დახმარებით მან სანაპირო ზოლი ზუსტად მითითებულ ადგილას იპოვა. მის მიერ მოპოვებული ნიჟარები ადასტურებენ ამ ჰიპოთეზას.

დაახლოებით 12 000 წლის წინ მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე. რაიანისა და პიტმანის ჰიპოთეზის თანახმად მარმარილოს ზღვამ გაარღვია ბოსფორის ზღუდე და მარილიანი წყალი ჩაიღვარა შავი ზღვის მტკნარ წყალში. შეიქმნა ორი შრე: ზემო-მწარე და ქვედა-მარილიანი, მოკლებული ჟანგბადს და, ამდენად, სიცოცხლეს.

მრავალი ათასი წლის წინ შავი ზღვა იყო მტკნარი წყლის ტბას და მისი ფართობი ზღვის თანამედროვე ფართობის დაახლოებით ორ მესამედს შეადგენდა. ის მოწყვეტილი იყო ხმელთაშუა ზღვისაგან. ნეოლითის ხანაში, ქვის ხანის ბოლო პერიოდში ის ალბათ წარმოადგენდა ოაზისს გადამხმარი რეგიონის შუაგულში. მყინვართა დნობამ აამაღლა ოკეანეთა დონე გამყინვარების უკანასკნელი პერიოდის დასასრულს. მარმარილოს ზღვამ მაშინ გაარღვია ბოსფორი და გაავსო შავი ზღვა.

უილიამ რაიანი და უოლტერ პიტმანი ხსნიან რომ ხმელთაშუა ზღვის ჩაღვრა შავ ზღვაში თანდათანობით არ მომხდარა. ის იყო ბოსფორის ადგილას მდებარე მიწის ბარიერის უეცრად გარღვევის შედეგი. თავიდან ეს იყო წყარო, შემდეგ სული უფრო და უფრო სწრაფად მდინარი ნიაღვარი. რამოდენიმე თვეში ის გადაიქცა სწრაფ და მძლავრ კასკადად.

გამყინვარების ხანის დასასრული უეჭველად აღნიშნული იყო შთამბეჭდავი წყალდიდობებით. წინაისტორიის ადამიანებს ისინი უტოვებდნენ ვიწრო ზოლს მყინვარებსა და სანაპიროს შორის. შემდეგ მყინვართა დნობის წყალმა დაიკავა ტერიტორია და შეიჭრა შავ ზღვაში რომელიც მაშინ მტკნარი წყლის ტბას წარმოადგენდა (დაახლოებით 10000 წლის წინ).

შავი ზღვის დონეს ყოველდღიურად 15 სანტიმეტრით უნდა მოემატა. პიტმანის დაანგარიშებით. ევრაზიის ტრამალების მეზობელი, ჩრდილოეთი სანაპიროს მკვიდრნი დღეში ერთ კილომეტრზე მეტით იხევდნენ უკან მაშინ როდესაც დღევანდელი თურქეთის სანაპიროების მკვიდრებს თავშესაფრის პოვნა მეზობელ მთებში შეეძლოთ. წყალდიდობის სისწრაფემ არ დაუტოვა დრო ადამიანებს საცხოვრებელთა დასაშლელად. საყოფაცხოვრებო ნივთები ხელუხლებელი დარჩა ზღვის ფსკერზე...

შავი ზღვის პროექტის რეალური განხორციელება დაიწყო 1996 წლის ზაფხულის ბოლოს. ორი პირველი ზაფხულის მანძილზე ლაპარაკი იყო სინოპის ყელის

სისტემატურ შესწავლაზე. დადასტურებული იქნა ნეოლითის ხანიდან ბიზანტიურ ხანამდე მიმავალი არქეოლოგიური ძეგლების არსებობა. ნაპოვნი იქნა

3000-დან 4000 წლამდე ადამიანის ცხოვრების კვალი. ნაპოვნი იქნა კონსტრუქცია ხის ბოძებით და ლამში სანახევროდ ჩაფლული სწორკუთხა ბლოგებით ნაგ!ები დანგრეული შენობა ! ნაპოვნი იქნა ადამიანების მიერ წარღვნის წინ დამუშავებული მასალა

მოვლენათა მეცნიერული რეკონსტრუქცია გვაგონებს გილგამეშის ეპოპეაში მოთხრობილ ამბავს.
ესაა ერთ-ერთი უძველესი ტექსტი! ადამიანური მეხსიერების თვალსაზრისით მითი მღელვარების მომგვრელია. მაგრამ ეს რჩება გლობალურ კლიმატთან დაკავშირებულ ეპიზოდად. ჩაკეტილი შავი ზღვა წარმოადგენდა უნიკალურ საცავს რომელმაც დაიცვა მოწმობები რეგიონალურ და გლობალურ კლიმატურ მოვლენებზე.

მაგრამ ზოგი ფრანგი მეცნიერი გარკვეული ეჭვით უყურებს ამას; « უეჭველია რომ 7500 წლის წინ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა», იღიმის გეოლოგი. დღეს ჩვენთვის ცნობილია რომ ამ პერიოდში შავი ზღვის დონემ 150 მეტრით აიწია. მაგრამ ჩვენი ანალიზი არ იძლევა რაიანის მსგავსად იმის ფიქრის საშუალებას რომ წყლის დონემ ერთ წელიწადში აიწია. შეიძლება ესეც ყოფილიყო, შეიძლება ამას 600 წელი დასჭირვებოდა. ესეც უკვე სწრაფი იქნებოდა. ვიმედოვნებ რომ ჩვენ მალე შევძლებთ უკან დაბრუნებას გამოკვლევათა გასაგრძელებლად.» წარღვნამ ცოტაც უნდა მოიცადოს....» ( ჟურნალი « ნასიონალ ჟეოგრაფიკ საფრანგეთი, აღმოსავლეთის გზებზე მარკო პოლოდან ოთხი საუკუნის შემდეგ», 2001 წლის მაისის ნომერი, გვ.56-73).

მთარგმნელს დარჩა იმის თქმა რომ ამერიკელი სწავლულების აზრით შავ ზღვაში მომხდარი წარღვნის შედეგად იქაური უკვე ცივილიზებული მოსახლეობის გაფანტვამ ბიძგი მისცა უდიდესი ძველი ცივილიზაციების, მთ შორის ძველეგვიპტური და შუამდინარეთის ცივილიზაციების გაჩენას. მეტიც, მათ გრაფიკულად დახატეს რუკა რომელზედაც შავი ზღვიდან მაშინ ლტოლვილთა გადაადგილების მაჩვენებელი ისარი პარიზამდეც მიდის. ძალიან საინტერესო თეორიაა.



სათქმელია ისიც გათხრების ჩატარების ადგილი ემთხვევა უძველესი, თავდაპირველი კოლხეთის, კულხას არეს...// გაგრძელება იქნება...//

No comments:

Post a Comment