მასისი-არარატი |
«150 დღის შემდეგ წყალმა იკლო და მეშვიდე თვის მე-17 დღეს კიდობანი შეჩერდა არარატის მთებზე». ამას გადმოსცემს ბიბლია შესაქმის წიგნში. ნოეს კიდობანი ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან კვებავს ებრაულ და ქრისტიანულ იკონოგრაფიას. აღწერილი როგორც კოლოსალური გემი, რომლის ზომებიც იზრდებოდა წარღვნაზე მითის შესწავლის კვალობაზე, ის უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილია როგორც წყალზე მცურავი კიდობანი თუ მცურავი სახლი. ასეთია მისი სახე ფრიგიული ამაპეის მონეტებზე, რომის კატაკომბების ფრესკებზე მეორე საუკუნეში თუ უძველეს
სარკოფაგებზე. მხოლოდ IV საუკუნეში დაიწყეს მისი გამოსახვა ნამდვილი გემის სახით. მეხუთე საკუნის ასეთი საკმაოდ დაზიანებული გამოსახულება ჩანს ჟერაშის სინაგოგაში (იორდანია), შემდეგ შუა საუკუნეების დასავლეთში, სან-სავან-ის მოხატულ კამარაზე ( XI-XII სს.), ბონის ( საფრანგეთის) კოლეგიალის თუ ოტანის კათედრალის კაპიტელებზე ( XII ს.). სხვადასხვა თემის მეშვეობით კიდობნის მშენებლობამ, ცხოველთა აყვანამ და წყლის კლებამ ადგილი მოიპოვა დიდ მხატვართა რეპერტუარში ( რაფაელი ვატიკანის ლოჟებში, მოქელანჯელო სიქსტეს კაპელაში, ტიციანი, პუსენი, გიუსტავ დორე ბიბლიის მისეული ილუსტრაციები...). ამ სახეთა წყალობით კოლექტიურ წარმოსახვაში ღრმად ფესვგადგმული ნოეს კიდობანი ხშირად იჩენს თავს ხელოვნების ნაწარმოებებში და აფიქრებინებს დაინტერესებულ პირებს ექსპედიციების მოწყობას არქეოლოგიურ მოწმობათა მოსაპოვებლად.
ძველ აღთქმაში არარატი სახელია ქვეყნისა რომელიც ალბათ შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ სახელმწიფოს. იგი უპირისპირდებოდა ასურეთს და სამეფო ანალები მას მოიხსენიებდნენ ნაირის, ურუატრის და ურარტუს სახელებით. საკმარისია წავიკითხოთ II მეფეთა, 37 და ისაია, XXXVII, 38: ასურეთის მეფე სინაჰერიბმა უკან დაიხია. იგი დაბრუნდა ნინევიაში სადაც დარჩა კიდეც. თავისი ღმერთი ნისროკის სახლში ლოცვისას იგი ხმლით მოკლეს მისმა შვილებმა ადრამელექმა და სარესერმა და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში. იგივეა იერემიაში, LI, 27: «მის ( ბაბილონის) წინააღმდეგ მოუხმეთ სამეფოებს: არარატს, მინის, აშკენაზს...»
ბიბლია არ ახსენებს რომელიმე განსაკუთრებულ მთას. მხოლოდ ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში დაიწყეს ამ როლის მინიჭება 5156 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ვულკანური მასივისთვის რომელიც თანამედროვე კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით თანამედროვე თურქეთში მდებარეობს. ეს ტრადიცია განამტკიცა სომხურმა ლიტერატურამ XI-XII საუკუნეებში. მთას უწოდებდნენ მასისს, რაც ნიშნავს სიმაღლეს. თურქები მას იცნობენ სახელით « აღრი დაღ» ( « ციცაბო მწვერვალი» ან « არღი დაღ» ( « კიდობნის მთა»). ირანელები მას იცნობენ სახელით « კუბ-ნუ» ( « ნოეს მთა». შახელი « არარატის მთა» დამკვიდრდა ქრისტიანულ ხანაში. ის განამტკიცა ნოეს კიდობნის ნაშთთა ძიებამ ამ სიმაღლეზე. ათანასიუს კირხერის ( 1601-1680) თხზულებიდან ამოღებული რუკა ასახავს არარატის მთით დაგვირგვინებულ შუამდინარეთს. მოგვიანებით გერმანელი გეოგრაფოსი კარლ რიტერი ( 1779-1859) თავის მსოფლიო გეოგრაფიაში (1817-1859) აზუსტებდა რომ არარატის მთა წარმოადგენდა ორიენტირს კასპიის ზღვის მეზღვაურებისთვის.
წარღვნის სხვადასხვა ტრადიციის თანახმად ნოეს კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდა, მაგრამ სხვადასხვა წყარო სხვადასხვა სახელით ცნობილ სხვადასხვა მთაზე მიუთითებს. ებრაული, ქრისტიანული და მაჰმადიანური ლიტერატურა მრავალ ადგილზე მიუთითებს. მრავალ მათგანში ნაპოვნია ძველი ხის ნაშთი. ასე გილგამეშის ეპოპეა ყვებოდა რომ ასურნაზირპალის ანალებში მოხსენებული და ქვემო ზაბის ( პირ ომარ გუდრუმ, ქურთისტანში) მახლობლად ლოკალიზებული მთა ნისირი წარმოადგენდა კიდობანის გაჩერების ადგილს; მელოუენი მას აიგივებდა ბასრას სამხრეთ-დასავლეთით, ქვემო შუამდინარეთში მდებარე ჯებელ სანამთან. ბიბლიის შემდგომი ტრადიციები კიდობანის გაჩერების ადგილად საზოგადოდ სომხეთს ასახელებენ.
მის სამხრეთ საზღვარს, ადგილს სადაც პირველი მთები გამოირჩევა შუამდინარეთის დაბლობზე უწოდებენ კარდუ-ს. ბიბლიის არამეული და სირიული ვერსიები შესაქმის წიგნის VIII ტაეპის თარგმნისას ხმარობენ გამოთქმას
« ქარდუ-ს მთები» ბერძენი და რომაელი ავტორები ამ ზონას უწოდებენ კარდუხთა არეს, რომესაც აგრეთვე გორდიაეა ეწოდებოდა. ასე ბაბილონის ბაბილონის მარდუკის ქურუმი ძვ.წ. III საუკუნეში ამბობს რომ ნოეს კიდობანი კორდ-თა მთებში გაჩერდა. …
----------------------------------
მთარგმნელის ჩანართი: «კარდუხთა ეთნიკური სახელი (სომხურად კორდუხ,იდენტური უნდა იყოს ქართველთა ეთნიკური სახელისა...», წერდა სტრასბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენათა და ლიტერატურათა პროფესორი კარსტი 1934 წელს პარიზში გამოცემულ წიგნში « « ქართული ქრისტიანული ლიტერატურა» ( გვ. 9 ).
ამას გარდა:
სახელმწიფოზე და ქვეყანაზე ურარტუ რომელშიც უნდა გაჩერებულიყო ნოეს კიდობანი სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი, აკადემიკოსი რენე გრუსე წერდა შემდეგს : « … ურარტული ენა ცნობილი გახდა ვანურ წარწერების სახელით ცნობილი წარწერების მეშვეობით. მისი შესწავლის შედეგად გაირკვა რომ ის ახლოა ხურიტების და მითანელების ძველ ენასთან და ასე შემდგარი ანსამბლი უახლოვდება ენათა იბერულ ანუ ქართულ ოჯახს" ( რენე გრუსე, სომხეთის ისტორია საწყისიდან 1071 წლამდე, პაიო,პარიზი, 1995, გვ. 46-47).
---------------------------------------------
და ბოლოს ქალდეური და მაჰმადიანური ტრადიცია კიდობანის გაჩერების ადგილად მიუთითებს მთა ჯუჯის. ეს მთა ორნაირად იყო ლოკალიზებული: მუჰამედი მას ათავსებდა არაბეთში, ჰეჯაზის ქედზე, მეორე თვალსაზრისით იგი მდებარეობდა მდინარე ტიგროსის სათავეებთან მდებარე დაბალ ბორცვებზე, შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის გამოძახილია ყურანის სურატი 11,46:
« და მან თქვა : « ო, მიწავ, შეიწოვე შენი წყლები, ო ცაო, გაჩერდი»; და წყალმა იკლო; ყველაფერი გაჩერდა. გემი გაჩერდა მთაზე ალ-ჯუდი და მან თქვა: ბოროტნო <შორს აქედან!» ამ მთას თურქულად უწოდებენ კუდი-დაღს ნესტორიან ქრისტიანთა მიერ აგებულ მონასტერთა გამო. ამ მონასტრებიდან ერთ-
-ერთს უწოდებენ « კიდობნის მონასტერს». შემდეგ მაჰმადიანებმაც ააგეს იქ მიზგითი. ტრადიციის თანახმად ამ მთაზე იყო კიდობნის იმდენი ხე რომ შესაძლებელი იყო მათგან მეორე კიდობნის აგება.
მითითებული იყო სხვა ადგილებიც: კუბ-ი-ალვანდი და მთა დემავენდი ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, და ბოლოს, ერთი ანონიმური ადგილი თურქეთის დასავლეთ ნაწილში აპამეას დასახლების მახლობლად, მდინარე მარსიასზე. ცხადია რომ ყოველმა ტრადიციამ მოახდინა წინაპართა მითის შემადგენელი ელემენტების ადაპტაცია საკუთარ გარემოსთან. სწორედ ამაზე მოწმობს უეჭველად სემიტური წარმოშობის ინდური ვერსია რომელიც შატაპათა ბრაჰმანაში ( I, VIII, I) თუ მაჰაბჰარატაში არის დამოწმებული : მანუ წარღვნის თაობაზე გააფრთხილა გიგანტურმა თევზმა რომელმაც ნავი მიიყვანა და გააჩერა მთა ჰიმავატ-ის ( ჰიმალაიას) ძირას !....
სახელებისა და წინადადებების ამ ინფლაციის წინაშე უპირველესი სირთულე იყო არჩევანის გაკეთება...
სად უნდა ვეძებოთ კიდობანი?
არარატის მთიდან ჩამოტანილი ხის ანალიზმა ნახშირბადი-14-ის მეშვეობით აჩვენა რომ ეს ხე არ იქნებოდა უადრესი ა.წ. VII საუკუნისა...
ბიბლიური ტრადიციის დამადასტურებელი არქეოლოგიური მასალის ყველა ძიება მარცხით დასრულდა, რაც განამტკიცებს აზრომ მრავალჯერ გადაწერილ მითს აქვს სიმბოლური ხასიათი. ამაოა ეს ძიება » ( ფრანგული ჟურნალი « ლე დოსსიე დე ლ'არქეოლოჟი», ( «არქეოლოგიის დოსიეები»), ნმერი 204, 1995 წლის ივნისი, გვ. 67-71).
// გაგრძელება იქნება...//
No comments:
Post a Comment