ბევრი ევროპელი მეცნიერის აზრით ქართველთა ნათესავ ეტრუსკებზე და ეტრურიაზე:
ეტრუსკებს იტალიის შუაგულში, რეგიონში რომელიც დღეს მათ სახელს ატარებს წილად ხვდათ ბრწყინვალე და, სულ ცოტა, განსაკუთრებული ბედი. ძვ.წ. მეშვიდე საუკუნიდან მათ განავითარეს ორიგინალური და ბრწყინვალე ცივილიზაცია. მათ თავისი იმპერია კინაღამ იტალიის მთელ ნახევარკუნძულზე განავრცეს. მაგრამ გამოჩნდა რომი და მან შეიძინა თავისი ცნობილი მნიშვნელობა. ეტრუსკული ძლიერება
ეფემერული აღმოჩნდა: ეტრურია რომაელთა დარტყმების ქვეშ ეცემა ძვ.წ. III საუკუნიდან. მაგრამ მისი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები უნდა გადარჩენილიყო. რომში გაჩნდა არისტოკრატია რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ნათესაობაზე დიდ ეტრუსკულ საგვარეულოებთან. ეტრუსკებმა დატოვეს დიდი კულტურული და მხატვრული მემკვიდრეობა რომლის მიმართ ინტერესს ძველადვე იჩენდნენ. მაგრამ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ამ შესანიშნავი ხალხის შესახებ, ხალხისა რომლის ბრწყინვალე ნაწარმოებებითაც შეიძლება დავტკბეთ მსოფლიოს მუზეუმებში...
ფრაგმენტები გერმანელი სწავლული ვერნერ კელერის წიგნისა «ეტრუსკები» რომლის ფრანგული თარგმანიც გამოსცა გამოლემცემლობა ფაიარმა 2002 წელს ( თარგმანი ფრანგული თარგმანიდან).
წინასიტყვაობა:
ევროპის არც ერთ ხალხს არ მოქცევიან ისე ცუდად როგორც მოექცნენ ეტრუსკებს. ესოდენ სისტემატურად არ უნგრევიათ რომელიმე ხალხის მიერ თავისი შთამომავლებისთვის დატოვებული მემკვიდრეობა. მოხდა ზუსტად ისე თითქოს არსებობდა საერთო შეთქმულება რომელიც მიზნად ისახავდა წაეშალა ყოველგვარი კვალი ერისა რომლის პიონერულმა საქმიანობამაც დაწერა დასავლეთის ისტორიის პირველი თავი. ამაში არაფერი შეუცვლია უკანასკნელი ასი წლის მანძილზე მოპოვებულ გასაოცარი რაოდენობის არქეოლოგიურ აღმოჩენებს. კითხეთ აბა ვინმეს თქვენს ირგვლივ რომის დაარსების თარიღი და იგი გიპასუხებთ იმას რაც არის სასკოლო სახელმძღვანელოებში და ყველა ლექსიკონში, მაგრამ რაც დიდი ხნის წინ უკუგდებული ტყუილია. რომი დაარსებულია ძვ.წ. 753 წელს. რომის დამფუძნებლის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე მიიღებთ ასევე მცდარ პასუხს. გეტყვიან რომ რომი დააარსა რომულუსმა.

არადა მეცნიერულად დადასტურებულია რომ რომი ძვ.წ. 575 წელს დააარსა ეტრუსკმა მეფე ტარკვინიუს პრისკუსმა, ესე იგი ტარკვინიუს უხუცესმა. ეს ისტორიული სინამდვილე დარჩა მეცნიერების სპილოს ძვლის კოშკში და ის სრულებით უცნობია ფართო საზოგადოებისათვის. და ეს ერთადერთი არაა. ეტრუსკების მიერ დაარსება და განვითარება რომისა რომელიც რომაული მხოლოდ მოგვიანებით გახდა მხოლოდ ერთი ფაქტია იმ მრავალ არაჩვეულებრივ ქმედებათგან რომლებითაც შეუძლია იამაყოს ამ ხალხს.
ამ ხალხმა დიდი ხნით ადრე შესძლო იტალიის მიწაზე დაეარსებინა პირველი იმპერია თავისი დიდი ქალაქებით, თავისი ინდუსტრიით, თავისი ხელოსნობით და მსოფლიო მასშტაბით გაშლილი კომერციით. მაგრამ ყოველივე ამის შესახებ საზოგადოებას ბევრი არაფერი სცოდნია...
ევროპა თავის წარსულზე საუბრისას ახსენებს ელადასა და რომს. მხოლოდ ბერძნები და რომაელები ითვლებიან ანტიკური ხანის დიდ ხალხებად, მოძღვრებად რომელთა ღვაწლმაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ დასავლეთს. მხოლოდ ისინი იწვევენ აღფრთოვანებას, მხოლოდ მათ განადიდებენ, სცემენ თაყვანს და იკვლევენ. ისტორიული თხზულებები და სპეციალური გამოკვლევები სავსეა მათი ხოტბით და განათლებული ადამიანი აღივსება სიამაყით როდესაც იგი ლაპარაკობს პერიკლეს თუ ავგუსტუსის საუკუნეზე. ეტრუსკები რჩებიან ამ პანორამის გარეთ. შეიძლება დაიჯეროთ რომ ამ ხალხს, რომელმაც ევროპაში იცხოვრა ათასწლეულის 3/4-ის მანძილზე, არასოდეს ჰქონია ისტორიული არსებობა. როგორც ერთხელ აღნიშნა ამერიკელმა ისტორიკოსმა უილლ დიურანტმა, ლაპარაკია ერთი ისტორიული ტრადიციის პროვინციალიზმზე რომელიც ევროპას საბერძნეთიდან იწყებს.
შუა საუკუნეებიდან სულ უკანასკნელ დრომდე თანდათანობით დაისახა არასრული, მიკერძოებული და, ამდენად, ცრუ სურათი. იგი ფაქტიურად შეიცავს უზარმაზარ სიცარიელეს. ცარიელ ფურცლადაა დატოვებული, გამოტოვებულია ევროპის ისტორიის მთელი თავი, უძველესი და ყველაზე ამაღელვებელი თავი; გამოტოვებულია ყველაფერი რაც ეტრუსკებს ეხება.
მრავალი საუკუნის მანძილზე ამ სიცარიელეს ჰქონდა თავისი მიზეზი; ნამდვილი და განვითარებული ტრადიციების არარსებობა. თვითონ ეტრუსკებს არაფერი დაუტოვებიათ თავისი ისტორიის შესახებ. მათი ქრონიკები დაიღუპა. თუსცაე ჰისტორიაე ტყრრჰენიცა-ს 20 ტომი, დაწერილი მოგვიანებით იმპერატორი კლავდიუსის მიერ აგრეთვე დაკარგულია. ერთადერთი წყარო იყო ანტიკური ხანის ზოგი ბერძენი ან რომაელი ავტორის თხზულებებში აღმოჩენილი ზოგი ძალიან მოკლე შენიშვნა. გვაკლია მეფეთა და პიროვნებათა სახელები, მათი მოქმედებებისა და საქმიანობის აღწერა, მოთხრობები და ქრონიკები, მოკლედ ყველაფერი რაც იძლევა ხალხის სრული და ცოცხალი სურათის დახატვის საშუალებას. ეტრურიის წარსული დიდების მოწმე ძეგლებიც სისტემატურად ინგრეოდა. თითქმის მთელი ორი ათასწლეულის მანძილზე მათ ანგრევდა ყველა რომაელებიდან დაწყებული XIX საუკუნის იტალიის მიწათმფლობელების ჩათვლით. მიწისქვეშა საგანძურების მაძიებლებმა გიგანტური ნეკროპოლები მეთოდურად დასცალეს ზღაპრული საუნჯისაგან. მხოლოდ სწრაფი მოგებით დაინტრესებული ბარბაროსები ანგრევდნენ მიწისქვეშა აკლდამებს, იტაცებდნენ ძვირფასეულობას, ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელს, ფუფუნების საგნებს და დელიკატურ კერამიკას, ამსხვრევდნენ იმას რაც უმნიშვნელოდ ეჩვენებოდათ და ისე ავსებდნენ მიწით საფლავებს რომ დღეს შეუძლებელია მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენა.
და ბოლოს და ბოლოს, როდესაც გასულ საუკუნეში გაიღვიძა სამეცნიერო ინტერესმა, რამაც ადგილი დაუთმო პირველ არქეოლოგიურ გათხრებს, განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა ჯერაც ხელუხლებელი აკლდამის აღმოჩენა. მიუხედავად ამისა თავდაუზოგავი შრომის წყალობით არქეოლოგებმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მოახერხეს დაეგროვებინათ სრულებით გასაოცარი და ზოგჯერ სენსაციური აღმოჩენები.
ძველი აღმოსავლეთის, წინა აზიის და ეგვიპტის შესწავლამ შესაძლებელი გახადა გამოკვეთილიყო ეტრურიის სახე. დაიწყო ამდენი საიდუმლოთი გარემოცული ხალხის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი სურათის შექმნა. ამის საშუალება გააჩინა უამრავმა დოკუმენტმა და ძეგლმა. ამის მიუხედავად არ დაწყებულა თვით ეტრუსკული ქალაქების სისტემატური შესწავლა.
სწორედ ეტრუსკებმა, კარგა ხნით ადრე რომამდე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე, იტალიის შუაგულში დააფუძნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას.
მათ ევროპას გადასცეს ძველი აღმოსავლეთის მემკვიდრეობა და შეუგუეს ის კონტინენტის დასავლეთ ნაწილს.
ამ ხალხმა დიდი ხნით ადრე შესძლო იტალიის მიწაზე დაეარსებინა პირველი იმპერია თავისი დიდი ქალაქებით, თავისი ინდუსტრიით, თავისი ხელოსნობით და მსოფლიო მასშტაბით გაშლილი კომერციით. მაგრამ ყოველივე ამის შესახებ საზოგადოებას ბევრი არაფერი სცოდნია...
ევროპა თავის წარსულზე საუბრისას ახსენებს ელადასა და რომს. მხოლოდ ბერძნები და რომაელები ითვლებიან ანტიკური ხანის დიდ ხალხებად, მოძღვრებად რომელთა ღვაწლმაც საფუძველი ჩაუყარა მომავალ დასავლეთს. მხოლოდ ისინი იწვევენ აღფრთოვანებას, მხოლოდ მათ განადიდებენ, სცემენ თაყვანს და იკვლევენ. ისტორიული თხზულებები და სპეციალური გამოკვლევები სავსეა მათი ხოტბით და განათლებული ადამიანი აღივსება სიამაყით როდესაც იგი ლაპარაკობს პერიკლეს თუ ავგუსტუსის საუკუნეზე. ეტრუსკები რჩებიან ამ პანორამის გარეთ. შეიძლება დაიჯეროთ რომ ამ ხალხს, რომელმაც ევროპაში იცხოვრა ათასწლეულის 3/4-ის მანძილზე, არასოდეს ჰქონია ისტორიული არსებობა. როგორც ერთხელ აღნიშნა ამერიკელმა ისტორიკოსმა უილლ დიურანტმა, ლაპარაკია ერთი ისტორიული ტრადიციის პროვინციალიზმზე რომელიც ევროპას საბერძნეთიდან იწყებს.
შუა საუკუნეებიდან სულ უკანასკნელ დრომდე თანდათანობით დაისახა არასრული, მიკერძოებული და, ამდენად, ცრუ სურათი. იგი ფაქტიურად შეიცავს უზარმაზარ სიცარიელეს. ცარიელ ფურცლადაა დატოვებული, გამოტოვებულია ევროპის ისტორიის მთელი თავი, უძველესი და ყველაზე ამაღელვებელი თავი; გამოტოვებულია ყველაფერი რაც ეტრუსკებს ეხება.
მრავალი საუკუნის მანძილზე ამ სიცარიელეს ჰქონდა თავისი მიზეზი; ნამდვილი და განვითარებული ტრადიციების არარსებობა. თვითონ ეტრუსკებს არაფერი დაუტოვებიათ თავისი ისტორიის შესახებ. მათი ქრონიკები დაიღუპა. თუსცაე ჰისტორიაე ტყრრჰენიცა-ს 20 ტომი, დაწერილი მოგვიანებით იმპერატორი კლავდიუსის მიერ აგრეთვე დაკარგულია. ერთადერთი წყარო იყო ანტიკური ხანის ზოგი ბერძენი ან რომაელი ავტორის თხზულებებში აღმოჩენილი ზოგი ძალიან მოკლე შენიშვნა. გვაკლია მეფეთა და პიროვნებათა სახელები, მათი მოქმედებებისა და საქმიანობის აღწერა, მოთხრობები და ქრონიკები, მოკლედ ყველაფერი რაც იძლევა ხალხის სრული და ცოცხალი სურათის დახატვის საშუალებას. ეტრურიის წარსული დიდების მოწმე ძეგლებიც სისტემატურად ინგრეოდა. თითქმის მთელი ორი ათასწლეულის მანძილზე მათ ანგრევდა ყველა რომაელებიდან დაწყებული XIX საუკუნის იტალიის მიწათმფლობელების ჩათვლით. მიწისქვეშა საგანძურების მაძიებლებმა გიგანტური ნეკროპოლები მეთოდურად დასცალეს ზღაპრული საუნჯისაგან. მხოლოდ სწრაფი მოგებით დაინტრესებული ბარბაროსები ანგრევდნენ მიწისქვეშა აკლდამებს, იტაცებდნენ ძვირფასეულობას, ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელს, ფუფუნების საგნებს და დელიკატურ კერამიკას, ამსხვრევდნენ იმას რაც უმნიშვნელოდ ეჩვენებოდათ და ისე ავსებდნენ მიწით საფლავებს რომ დღეს შეუძლებელია მათი ადგილმდებარეობის აღმოჩენა.
და ბოლოს და ბოლოს, როდესაც გასულ საუკუნეში გაიღვიძა სამეცნიერო ინტერესმა, რამაც ადგილი დაუთმო პირველ არქეოლოგიურ გათხრებს, განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენდა ჯერაც ხელუხლებელი აკლდამის აღმოჩენა. მიუხედავად ამისა თავდაუზოგავი შრომის წყალობით არქეოლოგებმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მოახერხეს დაეგროვებინათ სრულებით გასაოცარი და ზოგჯერ სენსაციური აღმოჩენები.
სწორედ ეტრუსკებმა, კარგა ხნით ადრე რომამდე, წინაისტორიისა და ისტორიის გამყოფ ზღურბლზე, იტალიის შუაგულში დააფუძნეს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ამით საფუძველი ჩაუყარეს ევროპის შემდგომ აღმავლობას.
მათ ევროპას გადასცეს ძველი აღმოსავლეთის მემკვიდრეობა და შეუგუეს ის კონტინენტის დასავლეთ ნაწილს.
(გაგრძელება იქნება)
No comments:
Post a Comment