4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა,დამცირების კულტურა ! ისლამი და ქრისტიანობა.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 03 05, ორშაბათი, 1:17-ზე
კარიკატურა, ვოლტერი
ისლამი და ქრისტიანობა :
დამცირების კულტურის განვითარების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ისლამისა და ქრისტიანობის ურთიერთობა. ამ ორ მონოთეიზმს თავი მიაჩნიათ უნივერსალურ, საყოველთაო რელიგიად. ისინი შეუთავსებლები არიან სხვა სარწმუნოებებთან და ქადაგებენ მოქცევას. ქრისტიანული კაპიტალისტური თუ ათეისტური მარქსისტული დასავლეთის ზრდა-გაძლიერება მაჰმადიანებისთვის დამატებითი წყევლა--შეჩვენება შეიძლებოდა ყოფილიყო. ადრე მაჰმადიანობის მიერ მართულ ქვეყნებში დასავლური კულტურისა და რწმენის გავრცელება აჩვენებდა მაჰმადიანებს თუ რამდენადა აქვთ დაკარგული მათ მათი ისტორია და,მატიც,მათი რწმენა. 

ისლამის და ქრისტიანობის რელიგიურმა შეჯიბრმა ბოლო ხანს მიიღო ახალი ფორმები.

პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ ქრისტიანობა მნიშვნელოვანწილად,
განსაკუთრებით ევროპაში, უკან იხევს მაშინ როდესაც ისლამი ამიერიდან სულ ახალ-ახალ ტერიტორიებზე ვრცელდება. 
ვოლტერი, დალი
ჩვენ შეიძლება მთლიანად არ გავიზიაროთ ამერიკელ ნეო-კონსერვატორთა იდეა რომლის თანახმადაც ევროპა არის «ცარიელი ეკლესიებისა და სავსე მიზგითების კონტინენტი» მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ ევროპაში ქრისტიანული პრაქტიკა კნინდება. მღვდლობა უნდა ადამიანთა საგანგაშოდ მცირე რაოდენობას;

დღეს იეზუიტები მეტია აზიაში და არა ევროპაში. 

მაგრამ ისლამის აღზევებას და განვრცობას თან არ ახლავს შესამჩნევი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური პროგრესი,ის რჩება ჩაკეტილი რელიგიურ სფეროში და ვერ ამსუბუქებს მაჰმადიანების მიერ განცდილ დამცირების გრძნობას. 

პაკისტანის მადრასაები ახალგაზრდებს აძალებენ ყორანის ზეპირად სწავლას მათთვის გაუგებარ არაბულ ენაზე... ამ პირობებში რელიგია ვერ იქნება დაკავშირებული ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან.

მისი დაკნინების გრძნობით გატანჯულ კულტურაში რელიგიის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება და მისი ურთიერთობა მისადმი თვალშისაცემად გულგრილ,მაგრამ საკუთარი თავის უნივერსალურ და ცენტრალურ კულტურად მიმჩნევ კულტურასთან მხოლოდ ხმაურიან-ჩოჩქოლიანი თუ შეიძლება იყოს. 
პარიზის მიზგითი,1930-ანი წლები

"
ჩვენ",დასავლეთში, სულ უფრო და უფრო გასაეროებულები ვართ, «ისინი», მაჰმადიანურ სამყაროში, სულ უფრო და უფრო რელიგიურები არიან. 

აქედან გვამომდინარე ჩვენ მათში შეიძლება დავინახოთ ჩვენი საკუთარი წარსულის, მაგალითად XVI-XVII საუკუნეების ევროპული რელიგიური ომების ხანის ანაქრონული, უდროო აღორძინება. 

სამაგიეროდ « ისინი» თვლიან რომ მათ მიერ მორალურ დეკადანსად მიჩნეული «ჩვენი» თანამედროვეობა მათ ართმევს კონტროლს მათ კერძო,პირად ცხოვრებაზე. სექსუალობისადმი «ჩვენი» უფრო გახსნილი მიდგომა
«
მათ» აფიქრებინებს რომ « ისინი» აღარ არიან მათი საკუთარი ღირებულებების ბატონ-პატრონნი, რომ ჩვენ გვეზიზღება ან არაფრად მიგვაჩნია მათი გრძნობიერება. 


მაგრამ ისიც მართალია რომ სულ უფრო და უფრო მეტი მაჰმადიანი პროგრესის-
ტი დასავლეთში თუ დანარჩენ მსოფლიოში ცდილობს ამ დიქოტომიის მოსპობას «ჩვენსა» და « მათ» შორის. დასავლეთში თუ მაჰმადიანურ ქვეყნებში განათლებამიღებულმა მეორე თაობის ქალებმა გადაწყვიტეს ქალთა უფლებების-
თვის ბრძოლა ისლამის შიგნით. ეს შეიძლება იყოს უდიდესი რევოლუცია,მაშინაც კი თუ დარჩება მრავალი კონსერვატიზმი. 

პარიზის მიზგითი და მინარეთი
ბოლო ხანს გამოცემულ წიგნში «ისლამური ჰევი მეტალ: როკი,წინააღმდეგობა და ბრძოლა ისლამის სულისთვის» ( Mark Levine,Heavy Metal Islam:Rock,Resistance and the struggle for the Soul of Islam,New York,Three Rivers Press,2008) მარკ ლევინი ლაპარაკობს ავტორიტარული რეჟიმების პირობებში საშუალო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დასავლური როკის გავლენის განმცდელ იატაკქვეშა მუსიკალურ მოძრაობებზე. ნაშრომის მიზანია გაბათილება აზრისა რომლის თანახმადაც ისლამი შეურიგებელია დასავლეთთან, მაგრამ საშუალო მაჰმადიანს შეუძლია სულ საწინააღმდეგო რამის წაკითხვა : « ნახეთ როგორ რყვნის დასავლეთი თავისი დეკადენტური მუსი-
კით ჩვენს ახალგაზრდებს

ტრადიციული ისლამის და დასავლეთის გრძნობიერებათა და წარმოდგენების ერთმანეთისგან გამყოფ უფსკრულს კარგად აჩვენებს პოლიგამიის პრობლემა. დასავლური ცნობიერებისთვის ესაა თანამედროვეობის და ქალის შეურაცხყოფა, მაგრამ მორწმუნე მაჰმადიანისთვის ესაა სრულყოფილი განსრულება. ჩვენს მიერ პოლიგამიის დაგმობა ზოგ მაჰმადიანს მხოლოდ მეტისმეტად თუ შეახსენებს მკაცრ სინამდვილეს: ისინი ამიერიდან ცხოვრობენ « ჩვენი» საერთაშორისო,ან, მეტიც, ეროვნული კანონის პირობებში. და სხვანაირად ვერ იქნება დასავლეთში დამკვიდრებული უმცირობებისთვის. ხაზი გავლებულია განსხვავებათა აუცილებელი პატივისცემის და კულტურული ფარდობითობის ხაფანგს შორის. სამართლებრივი სახელმწიფოს უზენაესობის ამღიარებელ სამყაროში ცხოვრების მსურველმა უნდა პატივი მიაგოს მის თანმხლებ კანონებს,რომელთა შორისაცაა სქესთა თანასწორობის დამამკვიდრებელი კანონიც. 

ქრისტიანებისა და მაჰმადიანების ურთიერთობის მეორე მტკივნეული საკითხია შემწყნარებლობის საკითხი. 

ზოგის მტკიცებით ისლამი უნდა იყოს ყველაზე შემწყნარებელი დიდი რელიგია. ამის დამამტკიცებელ საბუთად მათ მოჰყავთ კეთილგანწყობა რომლითაც იყვნენ გარემოცულმნი ებრაელები და ქრისტიანები მაჰმადიანურ ქვეყნებში. 

ამაში არის გარკვეული სიმართლე. XVIII საუკუნეში ვოლტერმა მის მიერ ქრისტიანული შეუწყნარებლობის დაგმობისას შენიშნა რომ მაჰმადიანურ ქვეყნებში არის ეკლესიები,მაშინ როდესაც ქრისტიანულ ქვეყანაში არაა მიზგითი.
პარიზის მიზგითის ეზო
5-ქიმიანი ვარსკვლავით !!!
მაგრამ მაჰმადიანთა შემწყნარებლობა საკუთარ თავში მათი რწმენის ცვალებადობის მსგავსად იცვლებოდა დროთა შესაბამისად. 

თანამედროვე სინამდვილე უარყოფდა ვოლტერის აზრს :

დღეს მიზგითებს ვხედავთ ქრისტიანულ ევროპაში, რომშიც კი, მაგრამ არც ერთი ეკლესია არაა საუდის არაბეთში
ენ
« «
კონსტრუქციული ანგაჟირების» მცდელობები, რაც ახასიათებს ქრისტიანულ სამყაროში სულ უფრო და უფრო გამოკვეთილ მულტიკულტურულ მიდგომას,მაინც და მაინც არ აკმაყოფილებს მაჰმადიანურ სამყაროში მკაცრი ხაზის მიმდევრებს რომლებიც ამაში ხედავენ თვალთმაქცობის თუ სისუსტის ნიშნებს. 

რაც შეეხება მკაცრი ხაზის უარმყოფელ მაჰმადიანებს, ესე იგი დიდ უმრავლესობას, ისინი ითხოვენ პატივისცემას მაშინ როდესაც უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ შემწყნარებლობისთვის ვართ მზად. 

მთარგმნელის შენიშვნა : მოკლედ რთულია ცხოვრება : 1762 წლის 28 ნოემბერს ვოლტერმა ფილოსოფოსს და « ენციკლოპედიის» შემდგენელ ჟან დალამბერს მისწერა წერილი რომელშიც არის მძიმე ფრაზა :

«
გასრისეთ შერცხვენილი, ბილწი» ( « Ecrasez l'infame»). შერცხვენილს და ბილწს ის უძახოდა მისი თქმით ცრურწმენებით სავსე და ადამიანების მჩაგვრელ ეკლესიას. ეს ფრაზა გაისმა როგორც მოწოდება საზოგადოებრივი ბოროტების მოსპობისაკენ.

ვოლტერმა ეს ფრაზა შემდეგ გაიმეორა საფრანგეთის რევოლუციის დროს მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში. 

ეს ფრაზა იქცა ლოზუნგად რომლითაც დაიწყო ომი ეკლესიასთან.

ესაა ალბათ ევროპაში ქრისტიანობის უკუსვლა-დაკნინების და ევროპის ყოფილ დამცირებულ კოლონიებში და მათ გარეთ მაჰმადიანობის გაძლიერება ექსპანსიის განახლების საწყისი წერტილი.

No comments:

Post a Comment