ჰეგელის ლექციების მოსმენისა და თავისი დროის ბრწყინვალე საზოგადოებაში ტრიალის შემდეგ კიერკეგორმა დაინახა რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან...
კიერკეგორი და არსებობა :
«... მე ჩემს საფლავს დავაწერდი მხოლოდ სიტყვას « ინდივიდი». და თუ ამ სიტყვის აზრი ჯერ არ ესმით მას ოდესმე გაიგებენ.... « «ინდივიდი» არის სულის, სულის გაღვიძების, პოლიტიკასთან მაქსიმალურად დაპირისპირებული კატეგორია... « ინდივიდი»: ეს კატეგორია მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. პირველად ის გადამწყვეტი დიალექტიკით გამოიყენა სოკრატემ წარმართობის გასაფანტად. ქრისტიანობაში,
პირიქით,მას გამოიყენებენ ადამიანთა ( ქრისტიანთა) ქრისტიანებად გადასაქცევად.» ( კიერკეგორი, « ინდივიდი").
შოპენჰაუერმა დაგმო სისცოცხლის ჟინი და მის მიერ ნატარები ილუზიები,მაგრამ არსებობა, არსებობის ცნება არ დაიყვანება წმინდა ილუზიაზე. არსებობის წყურვილი შეიძლება უახლოვდებობეს ვნებას, ჟინს,მაგრამ ამ ჟინსა და ვნებას არა აქვს მხოლოდ დამღუპველი ასპექტები.
ბერლინში ჰეგელის ლექციების მოსმენის, სალონებში კარგ საზოგადოებასთან შეხვედრის, დაწინდვის მცდელობის, მისი დროის ცნობილი სასულიერო პირების გვერდით ყოფნის შემდეგ კიერკეგორი როგორც პასკალი შესძრა იმის დანახვამ რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან.
ადამიანებს ძალიან ხშირად არ სურთ არსებობა, თავისუფლების მღელვარე და შემაშფოთებელი მომენტის განცდა მთელი ცხოვრების ჩამთრევი ფუნდამენტური არჩევანის გაკეთებით და ამიტომ ისინი იმალებიან სიტყვების, საზოგადოებრივი მოდური თამაშების თუ ფუნქციების უკან.
არსებობს საწყენი, უსიამოვნო კოლექტიური ტენდენცია რომელიც მდგომარეობს გარეგნულობასთან,მოჩვენებითობასთან შეგუებაში, ქცევაში ისე თითქოს ყველაფერი კარგადაა. თითქოს ყველაფერი საუკეთესოდ იყოს საუკეთესო სამყაროში. თითქოს ყველაფერი ნორმალურია მაშინ როდესაც არსებობა არის დრამა როდესაც არაფერი ხდება თავისთავად და როდესაც წესრიგი სინამდვილეში არის არაბუნებრივი,ხელოვნური გარიგებებით შენიღბული უწესრიგობა. თავის ასეთი დამშვიდება აყალბებს სიცოცხლეს. არარსებული ცხოვრებით დაკმაყოფილება ნიშნავს ნამდვილი ცხოვრების ხელიდან გაშვებას, ნაკლს, ისევე როგორც ხელიდან გაშვებას ცხოვრებისა იმ სახით როგორიც ის შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გადაიქცა კიერკეგორი არსებობის მგზნებარე დამცველად.
არსებობა ნიშნავს საკუთარი თავიდან გასვლას, საკუთარი თავის დაძლევას და გადალახვას. არსებობა არაა ყოფნა, ესე იგი რეალობა, ბიოლოგიური სიცოცხლე. არსებობა არის უბრალო რეალობის როგორც წმინდა ბილოგიური სიცოცხლის დაძლევა და გადალახვა. ჩვენ შეიძლება ვიცოცხლოთ არსებობის გარეშე. სწორედ ეს ხდება დუნე და ზარმაც არსებობაში როდესაც ყველა თავს იკატუნებს და არსებით საკითხებს ემალება მატერიალურ საზრუნავში, საზოგადოებრივ მოდურ თამაშებში ან საშუალო პატარა ბედნიერებებში. მისი სახელის ღირს არსებობაში ადამიანი რომელიც არ გაურბის მას და უაყოფს ამ უსახურობას, ეს ეგზისტენციალური ადამიანი უშიშრად აცხადებს უქეიფობას და წუხილს რომელიც არის თვალთმაქც სამყაროში არსებობაში. ის ბედავს ასე მარტოობასთან დაპირისპირებას და აღმოაჩენს ნამდვილ არსებობას.
არსებობა კიერკეგორისთვის არის ღმერთის მეორე სახელი. მისი არსი რელიგიურია.
არსებობის საჭიროებას განიცდის ტრანსცენდენტურობის აღმომჩენი ადამიანი რომელმაც აღმოაჩინა რომ სიცოცხლეს აქვს სხვა, ყველაფერზე მაღალი განზომილება რომლის გულისთვისაც ყველაფრის მიტოვებაა საჭირო იმიტომ რომ მხოლოდ ეს განზომილება ანიჭებს ადამიანს მის ჭეშმარიტ სიმაღლეს და სიდიადეს. ტრანსცენდენტურობის ეს საჭიროება ხშირად იწყება ვნებაში. ვნებიანები, რომლებიც დონ ჟუანის მსგავსად მთლიანად ეძლევიან თავის ვნებას არიან ტრანსცენდენტურობის გზაზე თუნდაც ამტკიცებდნენ ამის საწინააღმდეგოს.
ტრანსცენდენტურობასთან დაკავშირებულია მორალიც, როდესაც სამართალს მოწყურებულნი სოკრატეს მსგავსად მზად არიან ყველაფრის გასაღებად რათა გაჩნდეს ადამიანის სახელის ღირსი ადამიანების სამყარო.
მაგრამ ტრანსცენდენტურობა ყველაზე მეტად განსრულდება რელიგიაში სადაც სიდიადე მიდის სიდიადემდე და არა უბრალოდ ვნებამდე ან ადამიანობამდე. მაშინ სიდიადე ჭეშმარიტად ხორციელდება და ადამიანები ხდებიან ჭეშმარიტად ცოცხლები როგორც ქრისტე რომელიც მივიდა არსებობის ბოლომდე არსებობის სიკვდილამდე ატანით. (თავი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელის წიგნიდან « ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან,2005, თარგმანი ფრანგულიდან).
No comments:
Post a Comment