by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 12 05, ოთხშაბათი, 14:03-ზე
ის არ უჯერებდა საკუთარ თვალებს: ყველა შემხვედრი თეთრკანიანი იყო (ზოგი
იშვიათი აზიელის გამოკლებით. საბჭოეთისაგან თავდაღწეული ვარშავა ლონდონზე უფრო ევროპული გახდა? ბრიტანელი დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველა დიდი ევროპული ქალაქი მულტიეთნიკური და მულტიკულტურული იყო. ბრიტანელი ამას ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ის გამხნევებული, გახალისებული, თუმცა ოდნავ « მოწყენილი» იყო.
პოლონეთში წინააღმდეგობას სწევდა «წმინდა» ევროპული ფესვის ბასტიონი.
გავიხსენოთ აგრეთვე 2005 წლის შემოდგომაზე მაროკოში ესპანურ ანკლავში მომხდარი ამბები. მაროკოს პოლიციამ იქ მოკლა ათობით აფრიკელი მაშინ როდესაც ისინი ცდილობდნენ გაღწევას მავთულხლართებში რომელთა უკანაც იხსნებოდა «ევროპული სამოთხე.»
ეს საშინელი სურათები ჩემი თაობის ზოგ წარმომადგენელს მაინც აგონებს არც ისე შორეულ დროს როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრნი ცდილობდნენ ბერლინის კედლის მეორე მხარეს თავისუფლებაში გაღწევას და თავს აკვლევინებდნენ მესაზღვრეებს.
სიღატაკისაგან თავის დასაღწევად ყოველ თვე ათასობით აფრიკელი საფრთხეში აგდებს თავის სიცოცხლეს და სახელდახელოდ შეკოწიწებული ნავებით სერავს ხმელთაშუა ზღვას და ატლანტის ოკეანეს. ისინი, სიღატაკისაგან გაქცეულე-
ბი ცდილობენ ანდალუზიის სანაპიროებამდე თუ კანარის კუნძულებამდე მიღწევას.
ამ ანონიმ გმირებს შორის არიან აფრიკის კონტინენტის საუკეთესო და უბრწყინვალესი შვილებიც. ისინი დაუპირისპირდნენ ხვედრს რომელმაც ისინი მოათავსა ცუდ დროს და ცუდ ადგილას. მაგრამ მათი ოცნება გადაიქცა ჩვენს კოშმარად,მეტიც, საყოველთაოდ ცნობილ კოშმარად.
სხვის შიში ჩნდება განსაკუთრებული დემოგრაფიისა და განსაკუთრებული გეოგრაფიის შეხვედრიდან.
« ისინი» მეტისმეტად ბევრნი არიან და არიან იქ სადაც არაა იმედი.
ჩვენ მეტისმეტად მცირერიცხოვანნი და იმდენად უფრო მდიდრები ვართ იქ სადაც ვცხოვრობთ.
ჩვენი დემოგრაფიული სისუსტის გამო (მიუხედავად იმისა რომ ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ, მაგ.საფრანგეთმა და განსაკუთრებით გერმანიამ ბოლო ხანს განაახლა ბავშვების გაჩენა) ჩვენს ეკონომიკებს სამუშაოდ და გასაზრდელად სჭირდებათ «ისინი»,მაგრამ ამ საჭიროების ზრდასთან ერთად ჩვენ კულტურული, რელიგიური თუ რასიული საბაბებით ემოციურად უარვყოფთ მათ.
ადამიანები შესძრა 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ექსტრემისტი მემარჯვენეების მიერ « შავი ცხვრის» ხატის გამოყენებამ.
მრავალფეროვნება აღარ ითვლება შემოქმედ სიმდიდრედ და ურთიერთგამდიდრებად. მას ბრალად ედება შინაგანი წონასწორობის დარღვე-
ვა. საფრანგეთში პრეზიდენტობის კონსერვატორმა კანდიდატმა ნიკოლა სარკოზიმ სცადა ჟან-მარი ლე პენის ექსტრემისტული მემარჯვენეობის მოსპობა მის ამომრჩეველთა მოხიბლვისა და მიმხრობის გზით და მან დადო პირობა რომ მკაცრად დაუპირისპირდებოდა იატაკქვეშა იმიგრაციას. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მან შეასრულა დანაპირები მის ამომრჩეველთა ემოციების სრულყოფილად გამომხატველი ენერგიით. მაგრამ ეს აგრეთვე საშიშია ადამიანის უფლებებისთვის და ქვეყნისთვის ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ხელები და ტვინები იმათი ვისაც არ ვუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ან,მეტიც,ვაძევებთ...
დღევანდელობასთან დაპირისპისპირების სირთულე-2 :
პოლიტიკოსებმა ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით გაიუცხოვეს თავის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი.გაჩნდა გრძნობა რომ ამ ამომრჩევლებს აღარ ესმით თუ საით მიდის და რად ხდება ევროპა.
ესაა კითხვა «ვინ ვართ ჩვენ?»
ის პირველ რიგში გამოხატება სხვის, უცხოს შიშით. განსაკუთრებით ეშინიათ ძირითადად სამხრეთიდან მოსული ღარიბების შემოსევისა.
«ბარბაროსები» აღარ არიან ჩვენს კარებთან. მათ უკვე შემოაღწიეს ჩვენს სამყაროში და შეცვალეს მისი ბუნება.
რამოდენიმე წლის წინ მე ბრიტანეთის პოლიტიკური კლასის ერთი პრესტიჟული წარმომადგენელი მივიწვიე მოხსენების წასაკითხად ევროპის კოლეჯში ნატოლინში, ვარშავას ახლოს. მე ის ხანმოკლე ვიზიტით წავიყვანე პოლონეთის დედაქალაქში.ხარი აშინებს |
ესაა კითხვა «ვინ ვართ ჩვენ?»
ის პირველ რიგში გამოხატება სხვის, უცხოს შიშით. განსაკუთრებით ეშინიათ ძირითადად სამხრეთიდან მოსული ღარიბების შემოსევისა.
«ბარბაროსები» აღარ არიან ჩვენს კარებთან. მათ უკვე შემოაღწიეს ჩვენს სამყაროში და შეცვალეს მისი ბუნება.
ის არ უჯერებდა საკუთარ თვალებს: ყველა შემხვედრი თეთრკანიანი იყო (ზოგი
იშვიათი აზიელის გამოკლებით. საბჭოეთისაგან თავდაღწეული ვარშავა ლონდონზე უფრო ევროპული გახდა? ბრიტანელი დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველა დიდი ევროპული ქალაქი მულტიეთნიკური და მულტიკულტურული იყო. ბრიტანელი ამას ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ ეტყობოდა რომ ის გამხნევებული, გახალისებული, თუმცა ოდნავ « მოწყენილი» იყო.
პოლონეთში წინააღმდეგობას სწევდა «წმინდა» ევროპული ფესვის ბასტიონი.
გავიხსენოთ აგრეთვე 2005 წლის შემოდგომაზე მაროკოში ესპანურ ანკლავში მომხდარი ამბები. მაროკოს პოლიციამ იქ მოკლა ათობით აფრიკელი მაშინ როდესაც ისინი ცდილობდნენ გაღწევას მავთულხლართებში რომელთა უკანაც იხსნებოდა «ევროპული სამოთხე.»
ეს საშინელი სურათები ჩემი თაობის ზოგ წარმომადგენელს მაინც აგონებს არც ისე შორეულ დროს როდესაც აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრნი ცდილობდნენ ბერლინის კედლის მეორე მხარეს თავისუფლებაში გაღწევას და თავს აკვლევინებდნენ მესაზღვრეებს.
სიღატაკისაგან თავის დასაღწევად ყოველ თვე ათასობით აფრიკელი საფრთხეში აგდებს თავის სიცოცხლეს და სახელდახელოდ შეკოწიწებული ნავებით სერავს ხმელთაშუა ზღვას და ატლანტის ოკეანეს. ისინი, სიღატაკისაგან გაქცეულე-
ბი ცდილობენ ანდალუზიის სანაპიროებამდე თუ კანარის კუნძულებამდე მიღწევას.
ამ ანონიმ გმირებს შორის არიან აფრიკის კონტინენტის საუკეთესო და უბრწყინვალესი შვილებიც. ისინი დაუპირისპირდნენ ხვედრს რომელმაც ისინი მოათავსა ცუდ დროს და ცუდ ადგილას. მაგრამ მათი ოცნება გადაიქცა ჩვენს კოშმარად,მეტიც, საყოველთაოდ ცნობილ კოშმარად.
სხვის შიში ჩნდება განსაკუთრებული დემოგრაფიისა და განსაკუთრებული გეოგრაფიის შეხვედრიდან.
« ისინი» მეტისმეტად ბევრნი არიან და არიან იქ სადაც არაა იმედი.
ჩვენ მეტისმეტად მცირერიცხოვანნი და იმდენად უფრო მდიდრები ვართ იქ სადაც ვცხოვრობთ.
ჩვენი დემოგრაფიული სისუსტის გამო (მიუხედავად იმისა რომ ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ, მაგ.საფრანგეთმა და განსაკუთრებით გერმანიამ ბოლო ხანს განაახლა ბავშვების გაჩენა) ჩვენს ეკონომიკებს სამუშაოდ და გასაზრდელად სჭირდებათ «ისინი»,მაგრამ ამ საჭიროების ზრდასთან ერთად ჩვენ კულტურული, რელიგიური თუ რასიული საბაბებით ემოციურად უარვყოფთ მათ.
ადამიანები შესძრა 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ექსტრემისტი მემარჯვენეების მიერ « შავი ცხვრის» ხატის გამოყენებამ.
მრავალფეროვნება აღარ ითვლება შემოქმედ სიმდიდრედ და ურთიერთგამდიდრებად. მას ბრალად ედება შინაგანი წონასწორობის დარღვე-
ვა. საფრანგეთში პრეზიდენტობის კონსერვატორმა კანდიდატმა ნიკოლა სარკოზიმ სცადა ჟან-მარი ლე პენის ექსტრემისტული მემარჯვენეობის მოსპობა მის ამომრჩეველთა მოხიბლვისა და მიმხრობის გზით და მან დადო პირობა რომ მკაცრად დაუპირისპირდებოდა იატაკქვეშა იმიგრაციას. პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მან შეასრულა დანაპირები მის ამომრჩეველთა ემოციების სრულყოფილად გამომხატველი ენერგიით. მაგრამ ეს აგრეთვე საშიშია ადამიანის უფლებებისთვის და ქვეყნისთვის ვინაიდან ჩვენ გვჭირდება ხელები და ტვინები იმათი ვისაც არ ვუშვებთ ჩვენს ტერიტორიაზე ან,მეტიც,ვაძევებთ...
No comments:
Post a Comment