4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა: დამცირების კულტურა-2

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 29 04, ხუთშაბათი, 2:24-ზე
ირანისა და სირიის დახმარებით "ჰეზბოლა" იქცა სახელმწიფოდ ლიბანის სახელმწიფოშითუ კი ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო ლიბანი... 
მაჰმუდ აჰმადინეჯადი
დამცირების კულტურა-2: 
შეუძლებელია ისლამზე ლაპარაკი როგორც ერთ ერთეულზე. ის დაშლილი და გარდატეხილია მრავალ ინკარნაციად,მრავალ რელიგიურ,კულტურულ,ეროვნულ და პოლიტი- 
კურ ვარიაციად : შიიტები სუნიტების წინააღმდეგ, არაბები არაარაბების წინააღმდეგ, აზიელები საშუალო აღმოსავლელების წინააღმდეგ,აფრიკელები ევროპელების წინააღმდეგ,ზომიერები რადიკალების წინააღმდეგ, რელიგიურები აგნოსტიკოსების წინააღმდეგ. 
ამას გარდა თვითონ არაბული სამყაროც არ არსებობს ნამდვილად როგორც ასეთი. 
ის შედგება დაუცველობის გრძნობით გაერთიანებული მრავალი ერისგან,მაგრამ არ არსებობს არაბული ერთობა, არაბული დიპლომატია,არაბული ინტერესების შეთანხ- 
მებული გამოხატვა. 

მაგრამ თუ კი არაბული ლიგა არის უძლური მრავალმხრივი ორგანიზაცია რომელსაც პატივს არ სცემენ, მიუხედავად ამისა არსებობს რაღაც საერთოარაბული განცდის თუ საერთოარაბული ემოციის მსგავსი რამ. 
ომის შემდგომ წლებში პანარაბული ნაციონალიზმის ზმანებები კვებავდნენ კოლონიალიზმის ფურცლის საჩქაროდ გადაშლის მსურველი პოლიტიკოსების 

პოლიტიკურ პროგრამებს/ ამ არაბულმა ემოციამ დღეს უკან დაიხია და განსაკუთრებით დასავლურ სამყაროსთან დაპირისპირებით ადგილი დაუთმო გარკვეულ «მაჰმადიანურ იდენტობას»,გარკვეულ « მაჰმადიანურ მეობას». 
ისლამი არის VII საუკუნეში დიდი იმპერიების, მსოფლიოს დასავლეთ ნახევარზე მაშინ გაბატონებული ბიზანტიის და სასანიდების იმპერიათა პერიფერიებზე გაჩენილი რელიგია. სწორედ ამ ახალი რელიგიის სახელით დაარსეს შუა აზიიდან ესპანეთამდე გადაშლილი ახალი იმპერია,ხალიფატი, არაბეთის მოსახლეობებში დაქირავებულმა ჯარებმა. ხელისუფლების ცენტრი ომეიადი ხალიფების დროს არაბეთიდან გადავიდა 
ჰეზბოლას დროშა, კალაშნიკოვით?

დამასკოში, სირიაში, შემდეგ, აბასიდების დინასტიის დროს კი ბაღდადში, ერაყში. არაბული ენა გავრცელდა და გადაიქცა ისლამის გარეთაც გაზიარებული კულტურის გამავრცელებელ ძალად. არაბული ენა მაშინ იყო რომის იმპერიის ლათინურის და თანამედროვე სამყაროს ინგლისურის ექვივალენტი, ლინგუა ფრანკა. ამ სამყაროში არაბულად ლაპარაკობდნენ ქრისტიანები,ებრაელები და მაჰმადიანები და დღესაც ძნელდება ამ დროის არაბულად მწერალი, არაბულად მეტყველი და არაბულად მოაზროვნე ზოგი არამაჰმადიანი მეცნიერის თუ ფილოსოფოსის რელიგიური მეობის დადგენა. 
რამოდენიმე წლის წინ ამ ოქროს ხანას პატივი მიაგო ქაიროში გამართულმა გამოფენამ სახელად « როდესაც მეცნიერებები ლაპარაკობდნენ არაბულად». 

XVI-XVIII
საუკუნეების ოსმალური ხანა იყო ისლამის სამყაროს ბოლო დიდი გამოხატულება,მაგრამ მან უკვე აღნიშნა დიდი ცივილიზაციის დაკნინების დასაწყისი. მმართველი ოჯახი ლაპარაკობდა თურქულად,დასავლეთი წინ მიიწევდა და ოსმალეთი, ბრწყინვალე პორტა თავს იცავდა. XVIII საუკუნეში დაწყებული ამბავი დღემდე არაა დასრულებული. 
როგორიც არ უნდა ყოფილიყო ისლამის როგორც რელიგიის აღზევება მაჰმადიანების რაოდენობრივ უპირატესობას, პროპორციათა თვალსაზრისითაც, განაპირობებდა დემოგრაფია. მაგრამ ასეთი ბატონობა მიუღწეველი დარჩა და მაჰმადიანურ სამყაროზე ფსიქოლოგიურად და ემოციურად ბატონობს პოლიტიკური და კულტურული დამცირების გრძნობა და ღირსების გამწვავებული წყურვილი. 
ჰასან ნასრალა
ინტროსპექციის უნარისა და ისტორიის წინაშე მათი პასუხისმგებლობის აღების სურვილის არმქონე ხელმძღვანელების შემყურე და კრიზისის განმცდელი ამ სამყაროს უმეტესობამ დაიწყო განტევების ვაცთა ძიება,ესე იგი ის ეძებს «სხვებს» რომლებიც შეიძლება გამოცხადნენ დამნაშავეებად. რომლებიც შეიძლება გამოცხადნენ შეთქმულებად ისლამის,მაჰმადიანური სამყაროს და არაბი ხალხის წინააღმდეგ. «დროის წრიული ხედვით შთაგონებული» ეს დამცირებულნი გმობენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, იზრაელს და დასავლეთს« ქრისტიანებს და ებრაელებს»,ყველაზე ექსტრემისტები კი ხმარობენ ალ ყაიდას ენას და ილაშქრებენ « ჯვაროსნებისა და სიონისტების» წინააღმდეგ. მახმუდ ახმადინეჟადის რეჟიმისათვის იზრაელის სახელმწიფოს არსებობის უარყოფა არის ისტორიაში დროის «პოზიტიური» მნიშვნელობის დაბრუნება. 

«
ჩვენ ამდენ ხანს ვართ დამცირებულები! მაგრამ იზრაელი მალე აღარ იქნება აქ და მისი არსებობა აღარ მოგვაყენებს შეურაცხყოფას 

მეფე აბდალა

საუდელ პრინცებს შეიძლება აწუხებდეთ შიიტური ირანის აღზევება, ირანელ მოლებს აწუხებთ დასავლეთი. ის რასაც ვუწოდებთ « არაბულ ქუჩას» ძალიან მგრძნობიარეა აჰმადინეჟადის პროვოკაციების მიმართ იმიტომ რომ ის ბედავს იმის თქმას რის თქმასაც ვერ ბედავს არაბ ხელმძღვანელთა უმეტესობა. 

ქაიროს იბნ ჰალდუნის ცენტრის მიერ ბოლო დროს ჩატარებული ზონდაჟის თანახმად სუნიტური გვიპტის გამსრესი უმრავლესობისთვის ყველაზე პოპულარული უცხოელი ხელმძღვანელები არიან ჰეზბოლას შეფი ჰასან ნასრალა და ირანის პრეზიდენტი. 
და ეს ალბათ ასეა მახლობელი აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილში. 

მართალია რომ არაბები თავს უხერხულად გრძნობენ იმიტომ რომ მათ საქმეს ასეთი ენთუზიაზმით იცავს არაბული სიამაყის მოსასხამში გამოპრანჭული არაარაბული თეირანი, მაგრამ მაინც ხომ იცავს, ფიქრობენ ისინი გულში. არიან მათ მიერ ამ ორი კაცის ვულგარულობით და იაფფასიანი პოპულიზმით შოკირებული არაბებიც. მაგრამ ისინი ჩუმად არიან და თავის აზრს თავისთვის ინახავენ ვინაიდან დარწმუნებულები არიან რომ ისტორია არ დაადგება მათ ზომიერ გზას. 

რადიკალიზმის გაძლიერება მაჰმადიანურ სამყაროში ნაწილობრივ მიზეზია და ნაწილობრივ ილუსტრაციაა ფენომენისა რომელიც გავლენას ახდენს ისლამის ყველა მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით კი სუნიტებზე,ვაჰაბიტებზე და ირანელ შიიტებზე. ეს ითქმის ყველა ქვეყანაზე, მაგრამ ზოგზე უფრო ვიდრე დანარჩენზე. 
საკმაოდ მაცდუნებელი იქნებოდა იმის თქმა რომ რაც უფრო ახლოა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ქვეყანა მით უფრო რადიკალურია მისი საზოგადოება. 
ევროპიდან ირანსჰი დაბრუნებული
და პირველი თანამედროვე ისლამისტური
სახელმწიფოს დამაარსებელი ხომეინი.

ამ რეალობას სრულყოფილად გადმოსცემენ ეგვიპტე და საუდის არაბეთი. 

მაგრამ ამ ტენდენციას ვხედავთ ლიბანშიც, სადაც ჰეზბოლა ირანის და სირიის დახმარებით იქცა სახელმწიფოდ სახელმწიფოში თუ კი ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო ლიბანი,და ამავე ტენდენციას, თუმცა შეკავებულს, ვხედავთ იორდანიაშიც. გარდა გარდაუვალი და მუდმივი რადიკალიზმისა არაბულ-მაჰმადიანურ სამყაროს ახასიათებს მისი გეოგრაფიული განვრცობა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებიდან 

ალჟირითტუნისით და მაროკოთი, იქამდე რასაც ტრადიციულად უწოდებენ « კრიზისების აღმოსავლურ რკალს» ავღანეთის და პაკისტანის მსგავსი ქვეყნებით. 

ამ გეოგრაფიული განვრცობის გვირგვინია დამცირების კულტურის ექსპანსია. და ის ეხლა ყველგანაა ძალიან ვრცელ და მობოშებულ ანსამბლში რომელიც მოიცავს ინდონეზიასაც და მალაიზიასაც. საიდან მოდის და რაში მდგომარეობს ის?


No comments:

Post a Comment