ჭეშმარიტება; მაგრამ არსებობს ახალ მნიშვნელობათა მუდმივი და უწყვეტი ძიების აუცილებლობა. საჭიროა არსთა და საგანთა გაქვავებულ მნიშვნელობათა აფეთქება. საჭიროა არა სრულყოფილების არამედ სრულყოფადის ეთიკა. თავისუფალი რომ იყოს, ადამიანს, მაშ, მისჯილი აქვს ინტერპრეტაცია. მან ასე ადგილი უნდა დაუთმოს პოეტურს და წარმოსახვითს. ლიტერატურა, მწერლობა, აზრის ნაპერწკლები, ყველაფერი ეს ხსნის სხვაგვარად, ტრანსცენდენტურობიდან არსებობის შესაძლებლობას. და თუ კი ადამიანი არსებობს იმიტომ რომ მას აქვს ისტორიების მოყოლით გამოგონების უნარი?»
(მარკ-ალენ უაკნა, კითხვა ბზინვა-ხარხარით).
თუ კი დასავლეთში არ იცნობენ ისლამის სიმდიდრეს, არ იცნობენ იუდაიზმის სიმდიდრესაც. ბიბლიამ გაქრისტიანების პროცესში ზოგჯერ გააბუნდოვანა ებრაული წყარო. ბიბლიის ზედაპირული გაგება მასში ხედავს ებრაელების ისტორიას აქა-იქ ჩართული მორალური დარიგებებით. აქედანაა კარიკატურული სახე წიგნისა რომელიც გადმოსცემს ხალხის ჩხუბს საშინელ და შურისმაძიებელ ღმერთთან. მიუხედავად ამისა არსებობს ბიბლიური ტექსტის ფარული სიღრმე რომელსაც არაფერი აქვს ტექსტთან რომლის კითხვასაც მიჩვეული ვართ. ეს სიღრმე იხსნება მას შემდეგ რაც იწყებენ ებრაული ენის სწავლას. და აგრეთვე ზოგი დიდი კომენტატორის, მაგალითად რაშის ინტერპრეტაციებზე დაფიქრებისას. ეს ინტერპრეტაციები აჩვენებენ რომ ბიბლიური ტექსტი ისტორიული მოვლენების, მოთხრობების,ხატების, სიტყვების, ტექსტის ასოების შესაბამისობების თამაშით გამოხატული მისი სიმბოლური ხასიათით არის ცოცხალი ტექსტი. სინამდვილეში ბიბლიის კითხვა სულაც არაა ის რისაც გვჯერა.ესაა ეგზისტენციალური მიდგომა, რაც მდგომარეობს მუდმივი ყურადღებითა და სრული დასწრებით საგნების და მოვლენების სიღმეთა წვდომას. იუდაიზმისთვის ბიბლიის კითხვა ისევე როგორც სიცოცხლის განცდა დაუსრულებელი პროცესია. გარდა გადავარდნისა ძალადობაში რომელიც მუდამ უღებს ბოლოს აზრსა და სიცოცხლეს როგორც ამას ამბობს თანამედროვე იუდაიზმის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე გერშომ შოლემი.
მარკ-ალენ უაკნას აზრით იუადაიზმს ძალიან დიდ თანამედროვეობაში აქცევს სწორედ ცოცხალი აზრი რომელსაც პოულობს ყურადღებიანი ინტერპრეტაცია ვინაიდან სწორედ მასში პოულობენ იმ აზროვნების თავისუფლებას რომელსაც ეძებს თანამედროვე აზრი. თანამედროვე აზრმა ნიცშეს და ე.წ. ეჭვის ფილოსოფიის შემდეგ ძალიან კარგად დაინახა აზრის საზღვრები. აზრი ემორჩილება გაგების ინტელექტუალურ მოთხოვნილებას, ისევე როგორც ცხოვრების გზის არჩევის მორალურ საჭიროებას. ცხადია რომ ცხოვრების აწყობა შეუძლებელია სულერთია რისი თქმით და კეთებით. მაგრამ არაა საჭირო ყველაფრის გაგების სურვილი და მეტისმეტად ხისტად ქცევა. ყველაფრის გაგების სურვილი ტოტალიტარულია და შემაშფოთებელია გაგონება წინადადებისა «მე ყველაფერი გავიგე», « მე ყველაფერს მივხვდი». ამავე დროს ზარმაცის საქმეა და შეზღუდულია წინასწარ მოცემული წესრიგის შესაბამისად ცხოვრება. აზრის ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში რომ ის აზროვნებისკენ უბიძგებს იმას ვინც მას იაზრებს. მოქმედების ჭეშმარიტებაა მოქმედის ცხოვრებაში. მაშ საჭიროა კონფორმიზმის დამსხვრევა. და რაც შეეხება ტექსტს რომელსაც ვკითხულობთ უნდა გავბედოთ თქმა იმისა რომ აზრი არაა აზრი და ისე აღმოვაჩინოთ აზრი და მნიშვნელობა ვინაიდან არ უნდა გადავაქციოთ აზრი კერპად. სწორედ ამას გვეუბნება ბიბლია. იუდაიზმისთვის ღმერთის სახელი გამოუთქმელია. ამას გარდა ღმერთი ტრანსცენდენტურია და უსასრულოა.ის არის ის ვინც აჭარბებს ყველას და ყველაფერს, ის ყველაფერზე დიდია. ყველა ეს დამახასიათებელი ნიშანი ერთდება. ღმერთს ვერ ჩავკეტავთ ენაში,სივრცეში თუ ცხოვრებაში თუ კი არ გადავაქცევთ მას კერპად და გადავვარდებით დახურული ცხოვრების ძალადობაში. მაშ ბიბლიურ ღმერთში უყოყმანოდ უნდა დავინახოთ სრული თავისუფლება, ისევე როგორც რადიკალური ნონკონფორმიზმი. ესაა ღმერთის ფარული სახე. და იქნებ ბიბლია შეიძლება იყოს ხვალინდელი დღის დიდი წიგნი?
(ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსების ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან, 2005).
No comments:
Post a Comment