4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა: არაბთა კულტურული დაკნინება

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 03 05, ორშაბათი, 15:06-ზე
მაჰმადიანთა ღმერთი
 არაბთა კულტურული დაკნინება:
დამცირების ძირითადად პოლიტიკური და სოციალური წყაროები კულტურულ პლანზე გააძლიერა არაბული ენისა და კულტურის დაკნინებამ. ისლამი კი გავრცელდამაგრამ 
არაბული კულტურა არ განვითარებულა. დიდი გამონაკლისები იშვიათია: ეგვიპტელი ნაგიბ მაჰფუზიალჟირელი კატებ იასინი თუ ეხლახანს გარდაცვლილი დიდი პალესტინელი პოეტი მაჰმუდ დარვიში. არაბული ლიტერატურაკინომუსიკაც კი სუსტად გავრცელდა მათი ქვეყნების გარეთ.
მაგრამ მართალია ისიც რომ ბოლო წლებში საფრანგეთში მუსიკალური მეტისაჟები დიდად არიან შთაგონებულნი საშუალო აღმოსავლეთის მუსიკებით და ალჟირულმა რაიმ ნახა რეალური წარმატება.
შესანიშნავად კარგია აგრეთვე ირანული კინო კანის ოქროს პალმის კიაროსტამიდან მარჯან სატრაპიმდე.
მაგრამ ფაქტია რომ ინტელექტუალად და შემოქმედად ყოფნა შეიძლება საშიში აღმოჩნდეს გარემოში სადაც დესპოტებს და ინტეგრისტებს ეთნაირად უნდათ 
შემოქმედებითობის თავისუფლად გამოხატვის დათრგუნვა, არდაშვება.
ცენტრში ალჟირში მოკლული
კაბილიაში უზომოდ პოპულარული
ერბერი მომღერალი ლუნეს მატუბ
10 წლის წინ ალჟირში მოკლეს კაბილიაში უზომოდ პოპულარული ბერბერი მომღერალი და პოეტი ლუნეს მატუბირაც შეეხება თარგმანებს, მაგალითად უცხოური ლიტერატურის თარგმნას არაბულად, ისინი შედარებით ცოტაა. მთელ არაბულ სამყაროში ნაკლები ითარგმნება ვიდრე საბერძნეთში ათი მილიონი მცხოვრებით (Arab Human Developpement Report, 2002).
რა თქმა უნდა მაჰმადიანური ქვეყნები შეიძლება დიდად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.

ამ თვალსაზრისით ყველაზე შთამბეჭდავია კონტრასტი ქაიროსა და სტამბოლის წიგნის მაღაზიებს შორის. პირველები გამოხატავენ დაშლის გზაზე დამდგარი გერონტოკრატიის პროვინციალიზმს,მაშინ როდესაც მეორეები სავსეა სიცოცხლით.

ორჰან პამუკი, 2006 წლის ნობელის პრემიის კაურეატი ლიტერატურის სფეროში შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ დისიდენტად თურქეთში. მაგრამ ეს არაა შემთხვევითობა. პამუკი არის სიმბოლო იმისა რომ აქ გაანალიზებული დაკნინება არა იმდენად ისლამის რამდენადაც არაბული სამყაროს დაკნინებაა.
არაბი ჩიტუნა
ეგვიპტე დიდი ხნის მანძილზე თვლიდა თავს დიდი წინაისლამური კულტურის მემკვიდრედ. უწყვეტობა თანამედროვე და ძველ ეგვიპტელებს შორის ბევრად უფრო თვალშისაცემია ვიდრე უწყვეტობა ძველ და თანამედროვე საბერძნეთს შორის. მე მახსოვს თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ოცზე მეტი წლის წინ ეგვიპტის იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ესმა აბდელ ნეგიბთან შეხვედრის შემდეგ ეგვიპტის სიძველეთა მუზეუმში მისი წინაპრის თუ არა მისი ორეულის ნახვამ: მწერლის სახელგანთქმული ქანდაკება უცნაურად ჰგავდა მას.
იმდროინდელი ეგვიპტე აღარ იყო საშუალო იმპერიის ეგვიპტე,მაგრამ მას შეეძლო თავის ჩათვლა ერთგვარ,თავისებურ შუაგულის იმპერიად,აუცილებელ სუბიექტად,ექვივალენტად იმისა რაც აზიაში იყო ჩინეთი.

არაბული ხვეულები
ეხლა აღარაა ასე. ეგვიპტე გააშეშა მეტისმეტად ცოტას მაქნისმა და მეტისმეტად ხანგრძლივმა რეჟიმმა და ქვეყანამ დაკარგა ნდობა რომელსაც ის იღებდა ფარაონთა დროის გახსენებიდან. ის მოკლედ გადმოსცემს იმას რაც ვერაა რიგზე არაბულ სამყაროში.

მე კიდევ მახსოვს ზოგი აფიშა ქაიროს კედლებზე 1986 წელს, რამოდენიმე თვით ადრე პრეზიდენტის არჩევნებამდე რომელსაც პირველად უნდა დაედასტურებინა ჰოსნი მუბარაკი ქვეყნის პრეზიდენტად.

ნასერის პორტრეტებს მოსდევდა სადათის პორტრეტები, რომელთაც მოსდევდა მარკ როტკოს სურათების უცნაურად მსგავსი მწვანე პლაკატები რომლებიც წარმოადგენდნენ ეგვიპტეში თანდათანობით სულ უფრო და უფრო პოპულარულ ძალას ძმებ მაჰმადიანებს.

ესეც არაბული კალიგრაფია
მათი ნათქვამი ნათელი იყო
 «ეგვიპტელებო, თაქვენ საკმაოდ სცადეთ არაბული ნაციონალიზმი ნასერთან ერთად,ეფვიპტური ნაციონალიზმი სადათთან ერთად,ორივე დამარცხდა,რატომ არ უნდა სცადოთ ღმერთის პარტია,მაჰმადიანი ძმები?
ეს ძმები დღეს ემსახურებიან რეჟიმს რომელიც პოლიტიკური სტატუს კვოს ლეგიტიმაციისთვის მათ საფრთხობელად იყენებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ.
ღმერთი როგორც არჩევანი, ღმერთი როგორც გამოსავალი და გადაწყვეტა.

მრავალი მაჰმადიანი დაადგა ამ გზას რომელიც საბოლოო ანგარიშით არ იძლევა არავითარ იარაღს თანამედროვე გამოწვევების მისაღებად და დასაძლევად.

არა და ყოველმა ერმა ასე თუ ისე უნდა გასცეს პასუხი თანამედროვეობის მიერ დასმულ კითხვებს.

No comments:

Post a Comment