4.10.2011

ესეც ევროპაა-2 : ტოტალიტარიზმის გააზრება თეოდორ ადორნოდან ჰანა არენდტამდე



                  «თავისუფლება განუყოფელია განათლებული აზრისაგან...თუ კი გონება არ იაზროვნებს  ის დალუქავს თავის ბედს. … ბრმად პრაგმატიზებული აზრი კარგავს თავის ტრანსცენდენტურ ხასიათს და კავშირს ჭეშმარიტებასთან...» ( თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, გონების დიალექტიკა).

            ადამიანური არის არაადამიანურის საპირისპირო რამ და ეფუძნება ადამიანების ურთიერთდახმარების უნარს, ურთიერთდახმარებისა, რომელსაც წარმოქმნის თანაგრძნობა სხვის მიმართ.

              მიუხედავად ამისა ადამიანური ზოგჯერ შეიიძლება არაადამიანური იყოს. როგორ? როდესაც ადამიანი არის კულტის, თაყვანისცემის ობიექტი.  ამიტომ აუცილებელია ჰუმანიზმის ფარდობითი ხასიათის დანახვა. ის არაა უბრალოდ ადამიანისთვის ანგარიშის გამწევი კულტურის  დიდი მოძრაობა, ის ზოგჯერ არის ადამიანის თაყვანისცემაც, მისი კერპად გადაქცევა, კერპთაყვანისმცემლობა. ეს სპეციფიური დემარშებით შენიშნეს ფრანკფურტის სკოლამ და გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰანა არენდტმა.

         ფრანკფურტის სკოლა მარქსიზმის მემკვიდრეა გერმანიაში. თეოდორ ადორნოს  და მაქს ჰორკჰაიმერის ნაირ მოაზროვნეებთან, მაგრამ აგრეთვე ჰერბერტ მარკუზესთან ერთად მან კრიტიკულად გაანალიზა მარქსიზმი და თანამედროვე საზოგადოება. თეოდორ ადორნომ და მაქს ჰორკჰაიმერმა შეგვახსენეს რომ XX საუკუნეში მოთარეშე ტოტალიტარიზმი სინამდვილეში გაჩნდა ბევრად უფრო ადრე,
მაშინ  როდესაც დასავლურმა კულტურამ  ადამიანის სოციალური და ისტორიული ქცევების ახსნას საფუძვლად დაუდო მეს შენარჩუნება, ესე იგი ეგოიზმი.

          ადამიანური სინამდვილის ახსნა ინდივიდთა ეგოისტურ წადილზე დაყრდნობით იძლევა მათ ქმედებათა ფარული ლოღიკის გაგების საშუალებას, მაგრამ მისი შედეგი აგრეთვე არის ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გამართლება. აქედან ჩნდება ამ რაციონალობის სიღრმეში ღრმად თვითმნგრეველი პროცესი.

              რაც უფრო მეტად ხსნის გონება ყველაფერს ეგოიზმით მით უფრო  ათანაბრებს ის ღირებულებებს და ქცევებს. ამის მაგალითია დღევანდელი გამოთქმა : « ყველას აქვს თავისი ღირებულებები», « დაე ყველას ჰქონდეს თავისი ღირებულებები».  ეს იწვევს ყველაფრის და  სულერთია რის გამართლებას, გონებისა და ძალადობის დაყენებას ერთსა და იმავე დონეზე. ამიტომაა საჭირო  უკანდახევა, რასაც აკეთებენ ადორნო და ჰორკჰაიმერი, მაგრამ აგრეთვე ვალტერ ბენჟამა, რომელიც იუდაიზმის ხელახლა აღმოჩენით ქადაგებს სხვის მნიშვნელობასთან დაბრუნებას და არა ეგოიზმს. ან კიდევ იურგენ ჰაბერმასი რომელიც ცდილობს ეგოიზმის დაძლევას კომუნიკაციის ლოღიკით.

             ჰანა არენდტის მოდის არა მარქსიზმიდან არამედ ფენომენოლოგიიდან რომელიც ის ისწავლა მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან ერთად. აქედანაა რამდენადმე განსხვავებული დიაგნოზი.

            მისი აზრით ტოტალირიზმი მოდის უფრო აბსტრაქციის ფენომენიდან ვიდრე მეს შენარჩუნების ეგოისტური ლოღიკიდან. საზოგადოებაში მოქმედი, დემოკრატიული დისკუსიის მსვლელობისას სხვათა ინტერესებთან დაპირისიპირებული ინტერესების მორჩილი ადამიანი ტოტალიტარიზმმა შეცვალა მასის ადამიანის ფიგურით. მასაში ჩაკარგული და ამიტომ ხორცს მოკლებული, საზოგადოების გარეთ დარჩენილი  და საკუთარ თავთან რეალური კავშირის დამკარგავი ადამიანის ფიგურით.

          ჰანა არენდტის აზრით მასის ცნება გაჩნდა ადამიანის უფლებების რევოლუციური იდეოლოგიის მიერ ნაქადაგევ ადამიანის იდეალთან ერთად.

             ადამიანის უფლებების იდეოლოგიას არა აქვს მარტო ჰუმანიტარული ხასიათი, ის ქმნის ადამიანის საშიშ კულტს.

          როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ მას აქვს ყველაფრის უფლება ის ვეღარ ხედავ თუ რას აკეთებს და ვარდება ბოროტების ბანალურობაში.

      ჰუმანიზმის პარადოქსი: ადამიანურის საწინააღმდეგო არაადამიანური შეიძლება გამოიწვიოს კერპად,თაყვანისცემის ობიექტად ქცეულმა ადამიანმა.

         ამ ორაზროვნებას გამოხატავს კაპიტალიზმის დამკვიდრება. ეგოიზმი იჭრება საზოგადოებაში პიროვნების გრძნობასთან ერთად და მის საწინააღმდეგოდ.

         მასობრივ ეგოიზმად ქცეული ის იძენს  დასავლური კულტურის ახალი ღმერთი « უნივერსალური ადამიანის» ფორმას.

      ამ კერპთაყვანისმცემლობის მორევა შეიძლება კრიტიკული აზრით,საზოგადოების ადამიანად ( ამ ცნების კეთილშობილი მნიშვნელობით) ყოფნითაც, ადამიანობით და არა ადამიანის მითად ქცევით. ( თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, « ფილოსოფოსთა ბულვარი», გამომცემლობები მილან, 2005,თარგმანი ფრანგულიდან).

No comments:

Post a Comment