4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-9გ: ჩინეთის შესახებ თავის დასარული

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 23 04, პარასკევი, 13:42-ზე
2006 წლის ზაფხულში ღრმა ჩინეთში მოგზაურობისას ჩემმმა უფროსმა ვაჟმა ნახა სამოქალაქო საზოგადოების გაჩენის მომასწავებელი ზოგი ნიშანი. ჩინური ეროვნული ავიაკომპანიის სამსახურთა არაკომპეტენტურობის გაუქმებული რეისის მგზავრებმა მოაწყვეს ერთგვარი მანიფესტაცია. კომპანიის წარმომადგენელმა დაკარგა სახე, და მეტიც, იძულებული გახდა ფული დაებრუნებინა ბლოკირებული მგზავრებისთვის. სიჩუანის ტრაღედიის შემდეგ თავისი შვილების დამკარგავი მშობლები ითხოვდნენ სამართალს,მართლმსაჯულებას და არა ფინანსურ კომპენსაციებს. 
ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებამ ორნაირად იმოქმედა. მთავრობა მოქალაქეებისგან ელის ტოტალურ ჩართვას და იოლად ათამაშებს ნაციონალისტურ კარტას,მაგრამ მოქალაქეებმა ხელიდან არ გაუშვეს მთავრობისაგან მეტის მოთხოვნის საშუალება. მთელ მსოფლიოს შემოუარა ფოტომ ჩინელი ქალისა რომელიც აპროტესტებდა თავისი სახლის დანგრევას. ის იქცა თანამედროვე სამოქალაქო წინააღმდეგობის სიმბოლოდ. იგივე ითწმის 1989 წლის მაისში ტიანანმენის მოედანზე ტანკების წინ აღმართული მარტოკაცის ფიგურაზე. სტუდენტური მოძრაობა გასრისეს, სახლი ბოლოს და ბოლოს დაანგრიეს, მაგრამ ალბათ არც თუ ისე შორეულ მომავალში ამ სიმბოლოებმა შეიძლება გაიმარჯვონ. 

როდემდე გაგრძელდება ეკონომიკური პროგრესის და პოლიტიკური სტაგნაციის დღევანდელი კომბინაცია? მანამდე სანამ ჭარბობს იმედი,მაგრამ ეს მოითხოვს ეკონომიკური ზრდა-განვითარების გაგრძელებას. 

სინამდვილეში ჩინელები არ ფიქრობენ რომ მათ ბევრი რამე აქვთ გასაკეთებელი საერთაშორისო არენაზე მათი პრესტიჟის,გავლენის და ძალაუფლების კიდევ უფრო გასაზრდელად და გასაძლიერებლად. მათ შეუძლიათ სხვების, განსა- 
კუთრებით ისლამისტურ ფუნდამენტალიზმზე გადაჭარბებული რეაქციით დადამბლავებული ამერიკელების მიერ დაშვებული შეცდომების გამოყენება. ოდესმე ჩინელები მოესწრებიან მათ გამოჩენას საერთაშორისო დიპლომატიურ სცენაზე, როგორც 1905 წელს მოესწრნენ ამას რუსულ-იაპონური ომის დამამთავრებელი სან ფრანცისკოს კონფერენციის მომწყობი ამერიკელები. 

ჩინეთი წყნარადმშვიდად ელოდება თავის დროს. 

აუღელევებლი ჩინელების იმედების მომსპობი ორი პრობლემა შეიძლება იყოს,რა თქმა უნდა, ტაივანი და ტიბეტი,თუმცა ესაა სხვადასხვა ბუნების პრობლემები. პეკინი ტიბეტს მართავს რკინის ხელით და ტაივანი კი სრულიად დამოუკიდებელია ჩინეთისაგან, არ ემორჩილება თეორიულ ფორმულას « ერთი სახელმწიფო,ორი სისტემა». 

ამერიკა შეიძლება დარჩეს მთავარ მოქმედ სუბიექტად ევროპაში და საშუალო აღმოსავლეთში,მაგრამ კრიზისები ჩრდილო კორეასთან და ბირმასთან გვიჩვენებენ რომ ეს ალბათ შეუძლებელი იქნება აღმოსავლეთ აზიაში. 

ჩინეთმა ჩრდილში მოაქცია ამერიკის შეერთებული შტატები. მსოფლიოს ამ 
რეგიონში ჩინეთი ხდება ის რაც XX საუკუნეში დიდი ბრიტანეთი იყო ევროპისთვის: 
წონასწორობის დიდი ფაქტორი. 

არადა ჩინეთი არაა კუნძული,მას მეზობლებისგან არ გამოჰყოფს ზღვები და ის შეიძლება აცთუნოს ექსპანსიონისტურმა მისწრაფებებმა და სწორედ ამიტომ მისი შთამბეჭდავი განვითარება და გაძლიერება აზიის სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით იაპონიას, უბიძგებს ყველაფრის გაკეთებისკენ კონტინენტური, უშუალო მეზობლებით გარშემორტყმული ჩინეთის ძალის გასაწონასწორებლად. 

ამერიკის შეერთებულ შტატებს მომავალში შეიძლება ჰქონდეს ორი კოზირი: პირველია იმედი იმისა რომ ბაზრით განპირობებული ეკონომიკური ზრდა ჩინეთს მიაღებინებს გარკვეულ დემოკრატიულ ზომიერებას მაშინაც კი თუ ჩინეთი არ გახდება საკუთრივ დემოკრატია. მეორე კოზირია ინდოეთის გავლენა. 

ერაყის ომით გამოწვეული კრიზისის მწვავე მომენტში მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი მოზეიმე ტონით მეუბნებოდა : « ჩვენ შეიძლება დავკარგეთ 500 მილიონი ევროპელი,მაგრამ მოვიგეთ მილიარდზე მეტი ინდოელი. 
ევროპელები დაკნინების ფაზაში არიან,მაგრამ ინდოელები ფეხზე დგებიან და არიან ახალი ძალა მსოფლიოში 

შევხედოთ,მაშ,უფრო დაკვირვებით ინდოეთს და შევამოწმოთ გამართლებულია თუ არა ამერიკელთა იმედი აზიაში ინდოეთის განათლებული გავლენის შესახებ. 

No comments:

Post a Comment