4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დამცირების კულტურა-3.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 30 04, პარასკევი, 3:43-ზე
დამცირების საფუძვლები: ისტორიაში დაკნინების განცდა: 
არაბულ-მაჰმადიანურ სამყაროში ბევრია დამცირების ამ გრძნობის არქეოლოგიური ფენა, მაგრამ მათ შორის უმთავრესია ისტორიული დაკნინების განცდა. 
წმინდა სოფიას ტაძარი
ისლამისტურ წარმოსახვას განაპირობებს მოსპობის, გაქრობის შიში-ემოცია რომელიც გავლენას ახდენს ყველა ცივილიზაციაზე,ყველა იმპერიაზე, ყველა ერზე და ყველა კულტურაზე, მაგრამ მათი ისტორიების სხვადასხვა მომენტში და სხვადასხვა ძალით. 

ასე მაგალითად ოსმალებს «ევროპის ავადმყოფად» წოდებული მათი იმპერიის არსებობის ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში სტანჯავდა ნგრევა, დაშლა-დაქუცმაცება შემადგენელ ნაწილებად. 

ევროპელები ახალმოსულები არიან დაკნინების ველზემათ მათი საკუთარი დაშლა-დაქუცმაცებისა და ნგრევის წარმოდგენა დაიწყეს მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ისეთ ავტორებთან ერთად როგორებიც არიან შპენგლერი და ტოინბი. 

«
ჩვენ, სხვებმა,ცივილიზაციებმა, ეხლა ვიცით რომ მოკვდავნი ვართ», წერდა პოლ ვალერი 1919 წელს. ისლამის მიერ მისი კვდომის აღქმარომელიც შეიძლება დათარიღდეს XVII საუკუნის ბოლოთ, გამძაფრდა გასულ საუკუნეში. 

ჰიჯრის შემდეგ არაბებმა შექმნეს სამყარო რომელმაც მოხიბლა და მიიზიდა ხალხებიმაგრამ XIX-XX საუკუნეში თვითონ არაბებს ხიბლავს და იზიდავს დასავლეთ ევროპის შემქმნელი სამყარო. 
არაბებმა თითქოს გაიზიარეს ისტორიის ჰეგელისეული ხილვა და იგრძნეს რომ 
«
წარსულში ეკუთვნოდნენ ადამიანის სულის განვითარებას , შეინახეს ბერძნული აზრი და ამისიის შესრულების შემდეგ მათ ცივილიზაციის ალი სხვებს გადასცეს» ( Albert Habib Hourani,A History of the Arab Peoples,London, 
Faber&Faber,1991,
გვ.249). 

სწორედ ასეთი იყო ექვსდღიანი ომის შემდეგ 1967 წლის დამარცხების კონტექსტი. ამ დამარცხებამ სამხედრო უკანდახევის მნიშვნელობის გარდა შეიძინა მორალური განაჩენის,ღვთაებრივი სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობა. ალბერტ ჰურანის მიერ ციტირებული ეგვიპტელი ეკონომისტი გალალ ამინის აზრით ეგვიპტელებმა და სხვა არაბმა ხალხებმა «დაკარგეს საკუთარი თავის ნდობა». 

პრობლემა ჯერ კულტურული და მორალური იყო და შემდეგ პოლიტიკური და ეკონომიკური. 

თითქოს დაგროვილი დამცირების ყველა ფენა 1683 წლის შემდეგ გაერთიანდა სირცხვილისა და გაუბედაობის გლობალურ აფეთქებაში. 

იმ დროს როდესაც ქრისტიანულ სამყაროს უჭირდა შუა საუკუნეების ფონზე გადასვლა ისლამი განსაკუთრებით ესპანეთში, ალ-ანდალუსში,ანდალუზიაში განიცდიდა აღორძინებას. შაინტერესოა იმის აღნიშვნა რომ ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში მოწყობილ ისლამისადმი მიძღვნილ გამოფენაში მაჰმადიანური ცივილიზაციის აპოგეის სიმბოლოებად შერჩეული სამი ქალაქია კორდოვა, ისპაანი და სტამბული,რომელთაგანაც ორი (კორდოვა და სტამბული) დღეს არსებითად დასავლური ქალაქია და მაჰმადიანურ ქალაქად ისევ 
შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სპარსული ისპაანი. 

ეს უბრალო მაგალითი უკეთესად გვიჩვენებს თუ რატომ უკავია ირანს ცენტრალური ადგილი არაბთა თვალში. თუ რატომ აღიზიანებს ის არაბებს და რატომ წარმოადგენს ის ამავე დროს არაბებისთვის მოდელს. 

ეს ამავე დროს ხსნის იმას თუ როგორ ახერხებს ირანის დღევანდელი და უკულტურო და ბარბაროსული ქცევით გამორჩეული ხელმძღვანელების სტრატეგია გარკვეული წარმატების მოპოვებას არაბების თვალში. 

ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმი თანამედროვე მაჰმადიანს ეუბნება ერთდროულად დამამშვიდებელ-გამამხნევებელ და ნაღველის მომგვრელ ორაზროვან რამეს რომელიც შეიძლება ორნაირად იყოს გაგებული : 

1 : «
თქვენ დიდები იყავით და შეგიძლიათ ისევ დიდები გახდეთ»; 
2 : «
თქვენ ნამდვილად დიდები იყავით,მაგრამ თქვენი დიდება უკვე ოთხი საუკუნეა რაც ჩაბარდა წარსულს». 


მშვენიერ ეგვიპტურ რომანში « იაკუბიანის სახლი» სიგრძნობა შემწყნარებელი და დახვეწილი სამყაროს მონატრება საშინლად ღარიბ და სულ უფრო და უფრო შეუწყნარებელ გარემოში. 

ამ ნგრევა-მოსპობის წყაროების ზუსტად დადგენა ძნელია. 

დასავლური აღორძინება ემთხვევა ისლამის დაკნინების დასაწყისს. 

ისლამის ბედი თითქოს უნდა გადამტყდარიყო 1683 წელს. ამ წელს ოსმალები დამარცხდნენ ვენასთან და მათ დაინახეს რომ ისტორია აღარ მიიწევს წინ მათთვის სასურველი მიმართულებით;ისე როგორც ეს თითქოს ხდებოდა 1453 წელს კონსტანტინეპოლის, « აღმოსავლეთის ახალი რომის» დაპყრობის შემდეგ. 

ოსმალები ვეღარ ახერხებდნენ სამხედრო სფეროში, განასაკუთრებით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თვალსაზრისით მათი მოწინავეობის შენარ- 
ჩუნებას და ამან დიდი როლი შეასრულა მიზიდულობის და ძალის ცენტრის დასავლეთისკენ გადანაცვლებაში. 

XVIII
საუკუნის ბოლოს ეგვიპტე იოლი მსხვერპლი იყო ნაპოლეონ ბონაპარტესთვის. და ფრანგთა წასვლა არ ყოფილა შინაგანი წინააღმდეგობის გამარჯვების ნაყოფი. ეს იყო ადმირალი ნელსონის სარდლობით ბრიტანული ფლოტის გამარჯვების შედეგი. ციტატა ბერნარდ ლიუისის ნაშრომიდან : 

«
მაჰმადიანთა მიწაზე გაბატონებული ძალები ამიერიდან გარეშე ძალები იყვნენ. მაჰმადიანთა ცხოვრებაზე გადამწყვეტ გავლენას ამიერიდან ახდენდნენ საზღვარგარეთ მიღებული გადაწყვეტილებები, უცხოელთა მოქმედებები; მაჰმადიანთა არჩევანს ამიერიდან განაპირობებდა უცხო სახელმწიფოთა დაპირისპირებები.» ( Bernard Lewis, «Europe and Islam»,Irving KRISTOL Lecture,2007;American Entreprise Institute,Washington D.C.). 
დამცირებულს ასე დასცინიან..
ბოლოს და ბოლოს გაირკვა რომ ოსმალებს არ შეეძლოთ დასავლეთის დაწევა. 
საწინააღმდეგოდ იაპონიისა რომელიც მეიჯის ხანაში, XIX საუკუნის ბოლოს, აგზავნიდა დასავლეთში ექსპერტების მისიებს რომელთა ანგარიშებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის მოდერნიზაციაში,აღზევებული იაპონიისა, რომელმაც 1905 წელს დაამარცხა დაკნინების ფაზაში შესული რუსეთი, ოსმალეთის მიერ იაპონური მოდელის შესაბამისად გაგზავნილი მისიები ძალიან გვიან მოვიდნენ. უკვე დაკნინების გზაზე დამდგარი იმპერია მეტისმეტად დასუსტებული იყო. 

თურქეთმა თანამედროვეობაში შეაღწია მხოლოდ მუსტაფა ათათურქთან ერთად. მაგრამ გეოგრაფიულად მეტისმეტად შეზღუდულმა, ყოფილი გიგანტის გულზე დაყვანილმა ქემალიზმმა ვერ მოახერხა იმპერიის დამხობით გამოწვეული დამცირების გრძნობის დაძლევა. 
ისტორიაში დაკნინების გრძნობა არის არაბულ-მაჰმადიანური დამცირების კულტურის ფესვთან.ის გააძლიერა უკმაყოფილობათა,წუხილთა თანმიმდევრობამ: 
XIX
საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლური იმპერიალიზმი- 
სადმი დამორჩილება;იზრაელის სახელმწიფოს შექმნა, ნავთობის,თავიდან მაინც, ეკონომიკურ და დიპლომატიურ იარაღად ვერ გამოყენება; და ბოლოს, და ყველაზე მეტად,ხელმძღვანელთა არარაობა,კიდევ უფრო ძლიერი წუხილი, ვინაიდან ეს ხელმძღვანელები უმრავლეს შემთხვევაში არ მოუხვევიათ თავზე გარედან მოსახლეობებისთვის. გარეშე ძალები დაკმაყოფილდნენ ეგვიპტის თუ საუდის არაბეთის მსგავს ქვეყნებში სტატუს კვოს მხარდაჭერით და მათ ძალა გამოიყენებს საკმაოდ იშვიათად,მაგალითად ერაყში, სადაც რეჟიმი,სხვატა შორის, ცუდად იყო მირებული მოსახლეობის მიერ.

.

No comments:

Post a Comment