როდესაც 1860 წელს გარიბალდი დაიძრება სიცილიისა და ნეაპოლის სამეფოს დასაპყრობად მაესტრო ვერდი ენთუზიაზმით მიესალმება «ორი სამყაროს გმირს». «კი, წერს ის თავის მეგობარ მარიანის,გაუმარჯოს გარიბალდის! აი კაცი რომლის წინაც შეიძლება მუხლი მოვიყაროთ.»
მესმის მესმის მესმის სანატრელი
მესმის,მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.
აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
და აღმიგზნებს იმედს გულში...
ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში!
29 ივლისი,1860 წ.პავლოვსკი
ილია
ცოტა რამ ჯუზეპე ვერდიზე :
«...ვერდი კითხულობდა ახალ ამბებს გარიბალდის ბრძოლების შესახებ: «მელაპარაკეთ სხვა მუსიკაზე. როგორია კიალდინის,გაბრიბალდის და სხვათა ტონები და ნახევარტონები? აი მაესტროები. და რა ოპერებია! და როგორი ფინალებია! ზარბაზნების ქუხილით». ეს გულიდან ამოხეთქილი ძახილი მოწმობს ვერდის ემოციების შესახებ.
ჯუზეპე ვერდი |
და მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ლიბრეტოებს, «ჰუნები», «ფრიდრიხ ბარბაროსა» და «ჟანა დარკი».
ეს არც ლოზუნგებია და აღარც ნოტები, ესაა ზარბაზანთა ქუხილი რომლის ლირიკული ძალაც ხოტბას ასხამს ახალშობილ პატრიოტიზმს.
როდესაც 1859 წელს ავსტრიელები მოსთხოვენ იტალიელებს ქალაქი პლეზანსის დაცლას მათ დაუყოვნებლივ უპასუხებს კავური.
ის გააღებს თავის ფანჯარას და ბრბოს პირისპირ მოუწოდებს იარაღის აღებისაკენ და დააქუხებს : დი ქუელლ პირა, დე მანრიკო, «ტრუბადურში» :
«ამ კოცონიდან საშინელი ცეცხლი წვავს მთელ ჩემ არსებას! ჩააქრეთ ურჯულოებო ან მე ჩავაქრობ მას თქვენი სისხლით!»
ვერდი თოფს ხელს მოჰკიდებს მხოლოდ თავის მიწებზე სანადიროდ მაგრამ მისი მელოდიები ამხნევებენ მსმენელებს.
როდესაც ლიბრეტისტმა ფრანჩესკო პიავემ აიღო იარაღი თავისი ქვეყნის განთავისუფლებაში მონაწილეობის მისაღებად ვერდიმ მას უთხრა:
«რომ შემეძლოს სიამოვნებით ვიქნებოდი შენსავით რიგითი ჯარისკაცი,მაგრამ მე ვარ მხოლოდ საკმაოდ საშუალო ტრიბუნი რომელსაც მჭერმეტყველება მოსდის მხოლოდ რყევებად».
დეპუტატად და სენატორად გამხდარი ვერდი მუდამ განზე იდგება დებატებისგან. მისი პროგრამა მხოლოდ ოპერაა !
ვერდი იბრძვის უძლეველი იარაღით, მისი ნიჭით. ის გაბედულად თანდათანობით უკან ახევინებს ავსტრიულ ცენზურას...ოკუპანტიც, რომელიც უყოყმანოდ ესვრის ბრბოს, ოპერის შესახებ კანონებს ფრთხილად იღებს.ლა სკალას დახურვას შეუძლია აჯანყების გამოწვევა. აჯანყდება ყველა სოციალური კლასი ვინაიდან ოპერა ყველას უყვარს...
ერის გაჩენა :
1848 წლის მარცხის შემდეგ იტალიის ერთიანობა იგება პიემონტის მეფე ვიქტორ-ემანუელის და მისი მინისტრი კავურის ირგვლივ. თავიდან რევოლუციონერი გარიბალდის მომხრე ვერდი დადგება მათ გვერდით.მაგრამ მისი ნამდვილი გმირია მწერალი მანზონი. იტალიური კულტურის ორი გიგანტი აღფრთოვანებულია ერთმანეთით.
ვერდის ჯერ არ შესრულებია 30 წელი როდესაც ის უეცრად აღმოჩნდა პოლიტიკური სცენის წინა პლანზე.
მისი «ნაბუკო» მილანის ლა სკალაში პირველად წარმოადგინეს 1842 წლის 9 მარტს და მისმა უზომო წარმატებამ ეს ახალგაზრდა უცნობი კომპოზიტორი აქცია იტალიის თავისუფლების მეხოტბედ და მგალობლად. ვერდის ეს სტატუსი არ უძებნია, მაგრამ ის ასე უნდა წარმოდგეს როგორც მრავალი «პატრიოტული» ოპერის ავტორი და როგორც დამცველი იტალიური ლირიული ტრადიციისა რომელსაც ემუქრება ვაგნერიზმი.
გარიბალდი |
არათანაბარი მნიშვნელობის რვა სახელმწიფოდ დაყოფილი იტალია ნაწილობრივ ოკუპირებულია გაბატონებული ავსტრიელების მიერ.
ნაპოლეონის ნადავლის გაყოფისას ჰაბსბურგებმა ხელში ჩაიგდეს ნახევარკუნძულის უმდიდრესი რეგიონები. ისინი უშუალოდ ბატონობენ ლომბარდიულ-ვენეციურ სამეფოზე ( მილანი და ვენეცია იმპერიის შემადგენელი ნაწილებია) და მტკიცედ აკონტროლებენ პარმის,ლუკას და მოდენის საჰერცოგოებს,ისევე როგორც ტოსკანის დიდ საჰერცოგოს. ჯანყის უსუსტესი მცდელობაც კი იწვევს ავსტრიის არმიის ინტერვენციას.
ამ დამონების და თავისუფლების მოგუდვის საპასუხოდ მრავალი იტალიელი ავლენს გაერთიანების და ავსტრიელების გაძევების სურვილს. მათ სურთ დაარსება სახელმწიფოსი რომელიც ერთი დროშის ქვეშ გააერთიანებს ნახევარკუნძულის ყველა ხალხს. ამ პროგრამას ჰქვია იტალიური კულტურის აღორძინება (რისორჯიმენტო). მის განხორციელებაში მონაწილეობს მრავალი ინტელექტუალი და მწერალი. ის ძირითადად ახდენს ლიბერალური და დემოკრატიული შეხედულებების მქონე ბურჟუაზიის და არისტოკრატიის ელიტის მობილიზაციას.
მაგრამ სხვადასხვა მოღვაწე სხვადასხვანაირად გეგმავს იტალიის გაერთიანებას :
გენუელი ჯუზეპე მაძინის და მოძრაობა «ახალგაზრდა იტალიის» წევრების აზრით იტალია უნდა იყოს მასების მხარდაჭერაზე დაფუძნებული უნიტარული და დემოკრატიული რესპუბლიკა. არადა ისინი ცუდად იცნობენ იტალიელთა მასებს რომლებიც განსაკუთრებით სამხრეთში რჩებიან ძველი რეჟიმის ინსტიტუტების ერთგულნი.
მეორეა ნეოგველფიზმის გზა. ამ მოძრაობის ლიდერ აბე ჯიობერტის უნდა იტალიურ სახელმწიფოთა ფედერაცია რომის პაპის ხელმძღვანელობით.
დაბოლოს პიემონტელი მასიმო დაზეგლიო თავის ჟურნალში «ილრისორჯიმენტო» ხოტბას ასხავს სავუას მონარქიის გამაერთიანებელ მოღვაწეობას. ამ მონარქიას აქვს ლიბერალური მონარქიის რეპუტაცია.
ბოლოს და ბოლოს,1848 წლის რევოლუციური მოძრაობების მარცხისა და 1859 წელს « დამოუკიდებლობის ომში» ნაპოლეონ მესამის ჩარევის შემდეგ გაიმარჯვებს მესამე ტენდენცია.
ავსტრიული ბატონობისგან განთავისუფლებული იტალია 1860-1870 წლებში გაერთიანდება პიემონტის და მისი «მეფე-ჯარისკაცი» ვიქტორ-ემანუელ მეორის კვერთხით.
იაკობინელთა და ანტიკლერიკალთა იდეების გავლენის ქვეშ მყოფი ვერდი დიდი ხნის განმავლობაში იყო მაძინისა და გარიბალდის მომხრე.
გარიბალდი არ ყოფილა «ახალგაზრდა იტალიის» ინტელექტუალი. ის იყო კონდოტიერი, რაზმის გულუხვი და მამაცი მეთაური რომელიც ჯერ იცავდა ლათინური ამერიკის პატრიოტებს ბრაზილიის და არგენტინის ავტორიტარულ ხელისუფალთაგან და შემდეგ მან თავისი მახვილი ჩააყენა იტალიის და რესპუბლიკური იდეების სამსახურში.
გარიბალდი |
ვერდი იზიარებს მაძინის და გარიბალდის დემოკრატიულ იდეალებს. ისინი კი 1849-1850 წლებში ცდილობენ ამ იდეების რომში განხორციელებას.
მაგრამ გარიბალდიელები დაამარცხა საფრანგეთის საექსპედიციო კორპუსმა რომელიც მივიდა რომის პაპის სუვერენიტეტის აღსადგენად. კომპოზიტორმა უტოპიურად ჩათვალა მაძინის პროექტი და ამან ის რამდენადმე ჩამოაშორა დემოკრატიულ მოძრაობას.
მაგრამ როდესაც 1860 წელს გარიბალდი დაიძრება სიცილიისა და ნეაპოლის სამეფოს დასაპყრობად მაესტრო ენთუზიაზმით მიესალმება «ორი სამყაროს გმირს».
«კი, წერს ის თავის მეგობარ მარიანის,გაუმარჯოს გარიბალდის! აი კაცი რომლის წინაც შეიძლება მუხლი მოვიყაროთ.»
მაგრამ ამავე დროს მას ეშინია რომ წითელი პერანგების მოქმედება გამოიწვევს სახალხო აჯანყებას რომელსაც ის პრინციპულად არ იღებს. მართალია ისიც რომ ამ დროისთვის უფულო შემოქმედი იქცა მდიდარ მიწათმფლობელად რომელსაც დიდად არ სურს რევოლუციონერებისთვის დახმარების გაწევა.
ვერდის გული ამიერიდან არის პიემონტელი ლიბერალების და მათი ბელადის,კამილო ბენსოს,გრაფი კავურის მხარეს
(ფრანგული ჟურნალი "ტელერამას" რიგგარეშე ნომერი "ვივა ვერდი",დასასრული იქნება).
No comments:
Post a Comment