4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დასავლეთი:შიშის კულტურა

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 09 05, კვირა, 14:20-ზე
ნეოგოთური დუბლინი
იქნებ დასავლეთი აუტანია შიშს ისევე როგორც აზია გააძლიერა იმედმა და არაბულ-მაჰმადიანური სამყარო დაადამბლავა დამცირებამ

 «ხიფათში ჩავარდნილი კაცი ხიფათიდან თავის დაღწევის შემდეგ ივიწყებს თავის შიშებს და ზოგჯერ დაპირებებსაც.» ( ევრიპიდე, იფიგენია ტავრიდაში).

იქნებ დასავლეთი აუტანია შიშს ისევე როგორც აზია გააძლიერა იმედმა და არაბულ-მაჰმადიანური სამყარო დაადამბლავა დამცირებამ?

დასავლეთის ემოცია უფრო და ყველაზე მეტად ჩანს რეაქციად სხვაგან მომხდარ ამბებზე და სხვათა გრძნობებზე.

რატომ გვჯობნის აზია ეკონომიკურად? რატომ უნდათ ინტეგრისტებს ჩვენი მოსპობა?
ჩვენი მეობის კრიზისის შუაგულშია ჩვენი სისუსტის, მოწყვლადობის და ცენტრიდან პერიფერიაზე გადასვლის განცდა.

ეს კრიზისი დაიყვანება ერთ კითხვაზე: «რა დაგვემართა
ჩვენ ვიყავით ჩვენს სიცოცხლეთა და ჩვენს კოლექტიურ მეობათა ბატონ-პატრონებიჩვენ ვფიქრობდით რომ პასუხისმგებლები ვიყავით ყველაფერზე რაც ხდებოდა მსოფლიოში.

ჩვენ გადავურჩით თვითმკვლელობას პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომის დროს თავისუფლად გამოვავლინეთ მისწრაფებები მკვლელობისაკენ და თვითმკვლელობისაკენ. მაგრამსულ მცირე, ლაპარაკი იყო «ჩვენს საკუთარ» სიგიჟეებზე.


მეობის კრიზისი, რომელსაც განიცდის დასავლეთი მოკლედ შეიძლება გადმოიცეს ერთი კონცეფციის დახმარებით და ამ კონცეფცია ჰქვია შიში.

მაგრამ ერთი და იგივე სიტყვა გამოხატავს სხვადასხვა რეალობებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ეშინია დაკნინებისა და ევროპას ეშინია თავისი არსებობის აზრის დაკარგვისა

როდესაც ამერიკა ფიქრობს რომზე ევროპა ხედავს შვეიცარიის აჩრდილს და მას აკვიატებია Magna Helvetia- გადაქცევის იდეა.

მიუხედავად ამისა ჩვენ არ გავამარტივებთ ექსცესიურად ვითარებას და არ ვიტყვით რომ დასავლეთის ორ «შტოს» ,ამერიკას და ევროპას დღეს აერთიანებს შიში. ამერიკამ თავისი ახალგაზრდა და ენერგიული პრეზიდენტის გავლენით შეიძლება დასძლიოს შიში და და დაიბრუნოს თავისი იმედის ტრადიციული კულტურა და თუ კი ევროპა ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციის მიუხედავად ჩაეფლობა თავის რწმენის ნაკლებობაში ეს იქნება საინტერესო ევოლუცია. განა წარმოსადგენია რომ ამერიკის და ევროპის პოლიტიკურად დაახლოების მომენტში ისინი გაიტაცოს სხვადასხვა ემოციური კულტურის დინებამ? იმედმა ამერიკა და შიშმა ევროპა?

როცა ამას ვწერ ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ.

დასავლური სამყაროს მეობის კრიზისი ისევ გამოიხატება შიშის ემოციური რეალობით. ბარაკ ობამა აირჩიეს 2008 წლის ნოემბერში მეგრამ ჯერ შეუძლებელია თქმა იმისა შესძლებს თუ არა ის დადებითი შედეგებით ამერიკისთვის ნამდვილი და არა წარმავალი და ზედაპირული იმედის მიცემას.

როგორიც არ უნდა იყოს მათი რეალური თუ წარმოსახვითი განსხვავებები დასავლური სამყაროს ორივე შტოს წინაშე არის ერთი და იგივე გამოწვევა.

მათ უნდა აღიარონ რომ «მონდიალიზაცია» აღარ ეკუთვნით მათ.
ახალმა ძალებმაც,ჩინეთმა,ინდოეთმა,რუსეთმა, ბრაზილიამ ასევე უნდა გაიგონ რომ მათ წინაშეა საერთო გამოწვევა, ძალის გარდაუვალი თანმხლები პასუხისმგებლობა და უნდა გაიგონ რომ მათ აღარ შეუძლიათ დამოუკიდებლად,
მარტო ჭენაობა

No comments:

Post a Comment