4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა,დასავლეთის შიშის კულტურა,დღევანდელობასთან დაპირისპირების სირთულე-1.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 12 05, ოთხშაბათი, 2:47-ზე
დიდი სიხარულის
სევდანარევი გახსენება...
დღევანდელობასთან დაპირისპისპირების სირთულე: 
აწმყოს გაურკვევლობას კი სრულყოფილად გამოხატავს ევროპის მოქალაქეთა სულ უფრო და უფრო უარესი შეხედულება ევროპულ კავშირზე. ამან გამოიწვია «არას» გამარჯვება 2005 წლის რეფერენდუმებზე საფრანგეთში და ჰოლანდიაში და 2008 წლის რეფერენდუმზე ირლანდიაში. თუ კი სამი ქვეყნის ელექტორატს უნდოდა ხელისუფლებაში მყოფი ელიტების დასჯა მან აგრეთვე გამოხატა ეჭვი გაფართოებისა და მონდიალიზაციის მიმართ. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 2008 წლის ირლანდიული « არა». ის გამოხატავდა იმას რომ კავშირით ამ დიდ მოსარგებლეში გავრცელებული იყო უმადურობა,მაგრამ გამოხატავდა მოსახლეობათა მღელვარებას და დაბნეუ- 
ლობასაც. და ეს მით უფრო შემაშფოთებელი იყო რომ ამან უფრო ძლიერი გამოძა- 
ხილი ნახა ახალგაზრდებში. 

რეფერენდუმის შედეგების შესახებ მე გაოცების გარეშე შევიტყვე ბერლინში ყოფნისას. 

მე ინსტინქტურად ვიგრძენი რომ ბერლინი,1989 წლის 9 ნოემბერი, იყო ჩემი თაობის დიდი გამარჯვება,მაგრამ 2008 წლის 12 ივნისმა უკანასკნელი ლურსმანი ჩააჭედა მისი ოცნებების კუბოში. და მე არა ვარ დარწმუნებული იმაში რომ რომ ირლანდიის ბოლოდროინდელი « ხო» ,რამაც შესაძლებელი გახადა ლისაბონის შეთანხმების რატიფიკაცია, საკმარისი იქნება ჩემი დიაგნოზის შესაცვლელად. 

ევროპა რომელზეც ვოცნებობდი მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გავხდი არ განხორციელებულა. ზოგ საკითხში ოცნება გადაიქცა საოცარ,ზღაპრულ რეალობად, 
მაგრამ პოლიტიკური უსახურობის და ზოგის მიერ ამიერიდან პასიურად მიღებული და სხვების მიერ ამოციურად უარყოფილი პროექტის მიმართ მძიმე მტრობის გამო რაღაც გატყდა გზაში. 


ევროპამ არჩია საკუთარი თავის ნეგატიურად და არა პოზიტიურად განსაზღვრა. 
«
ევროსკეპტიციზმმა გაიმარჯვა და ის აღარაა მხოლოდ ბრიტანული თავისებურე- 
ბა. 
ვინ დანაძლევდებოდა იმაზე რომ « ხო» გაიმარჯვებდა გერმანიაში რომ ჩატარებულიყო რეფერენდუმი ევროპის ერთიანობის საკითხზე? რა უნდა იფიქრო ევროპაზე რომელიც ხელმძღვანელებს ირჩევს მათი საზღვრების და არა მათი ღირსებების შესაბამისად? (ქვეთავის გაგრძელება და დასასრული იქნება).

No comments:

Post a Comment