4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, შიშის ამერიკული კულტურა, იქნებ ვკნინდებით?-2.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 17 05, ორშაბათი, 16:30-ზე
ობამას გამარჯვების მიღმა ფრთხილი ოპტიმიზმის მიზეზები სწორედ აქაა. და ის შეიძლება გამოვხატოთ შემდეგნაირად :

ამერიკა «იმიგრანტთა ერი» ნახავს ახალ ენერგიებს შიშების დასაძლევად იმ ხალხებშიც რომლებიც ამერიკაში არც ისე დიდი ხნის წინ დასახლდნენ. ამერიკა სამართლიანად ამაყობს მის იმიგრანტთა ინტეგრაციით. ისაა «მელტინგ პოტ». თუ კი შევადარებთ მრავალი კარგად ინტეგრირებული ესპანო-ამერიკელის მდგომარეობას ევროპის მაჰმადიანთა თუ შავკანიანთა თემების მდგომარეობას დავინახავთ რომ ევროპელი მაჰმადიანები და შავკანიანები აშკარად უფრო მარგინალიზებულები არიან.

11 სექტემბრის მიუხედავად ამერიკელი მაჰმადიანები წარმატებით განაგრძობენ ეკონომიკურად ბრძოლას,საკუთარი თავის ამერიკელებად განცდას და ამერიკელებად ცხოვრებას; მათ გზაზე თითქოს უფრო ნაკლები დაბრკოლებები ხვდებათ ვიდრე ევროპელ მაჰმადიანებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოშობით იაპონელი ამერიკელები მსახუროობდნენ ამერიკული არმიის სპეციალურ ნაწილებში და მათ თავი გამოიჩინეს ბრძოლებში.

ეხლა ამერიკაში ყოველწლიურად ისევ ჩადის 1,5 მილიონი იმიგრანტი და დაახლოებით 12 მილიონი უსაბუთო მუშა ცხოვრობს ქვეყანაში.
პრეზიდენტმა ჯორჯ .ბუშმა და სენატორმა ედვარდ კენედიმ დასძლიეს მათი პოლიტიკური უთანხმოება და ერთად განაცხადეს რომ იმიგრაცია სულაც არაა საშიში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და პირიქით,შანსია ქვეყნისთვის,
რომ « ახალმოსულებს მოაქვთ აუცილებელი სიცოცხლისუნარიანობა და სულის ის გახსნილობა და ოპტიმიზმი რომელიც წარმოადგენს ეროვნული მეობის გადამწყვეტ ნაწილს», როგორც წერს თამარ იაკობი «ფორინ აფეარს»-ში.

როდესაც ამერიკელები ამბობენ რომ უკანონო იმიგრაციის საშველი ერთადერთი მისაღები წამალია კვოტების გაზრდა და ამასთან ერთად მოქმედი კანონების უფრო მკაცრად შესრულება ისინი უეჭველად უფრო სანდონი არიან ვიდრე მათი ევროპელი კოლეგები,განსაკუთრებით საფრანგეთში სადაც ნიკოლა სარკოზის მთავრობამ ჯერ კიდევ უნდა იპოვოს კარგი წონასწორობა გულუხვობასა და რეგულაციას შორის.

ცხადია რომ ყველაფერი არაა კარგად ამ «იმიგრანტთა ერშიბოლო რვა წლის მანძილზე მკვეთრად შემცირდა სტუდენტთა ვიზების რაოდენობა და ბევრად უფრო გამკაცრდა «უცხოელთა» კონტროლი.


ამერიკა გაირთულებდა მომავალს თუ ადამიანები შეწყვეტდნენ იქ დამკვიდრებაზე ოცნებას თუ კი ის დაკარგავდა მიმზიდველობას მთელი მსოფლიოს მიგრანტებისთვის როგორც ადგილი სადაც მძიმედ მუშაობით და ცოტაოდენი შანსით ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა.

უეჭველია რომ ბარაკ ობამას არჩევამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად მსოფლიოს და და თვითონ ამერიკელების თვალში გააძლიერა ამერიკის როგორც « ყველა სესაძლებლობის» კონტინენტის ხატი.

მაშ მხოლოდ იმედის გამოჩენის გამო არ უნდა გვქონდეს მეტისმეტად დიდი იმედი იმისა რომ ამერიკამ დასძლია ცუდი წარსული რომელიც ისტორიის ციკლური კონცეფციის თანახმად უნდა მისულიყო ბოლომდე.

დააბრუნებს თუ არა ახალი პრეზიდენტი ვაშინგტონში რეალიზმის ჯანსაღი დოზით გაძლიერებულ ოპტიმიზმსა და კეთილგონიერებას,შთაგონებას და ზომიერებას თუ პირიქით,თვითონ ობამას მიუხედავად ამერიკა კიდევ უფრო ჩაეფლობა შიშის კულტურაში?

შიში არაა მხოლოდ ბოროტება ევროპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ის აფუჭებს მათ ურთიერთობასაც.

No comments:

Post a Comment