by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 09 05, კვირა, 21:24-ზე
რა არის ევროპა, დიდი წარსულის მქონე კულტურა თუ ომის შემდეგ იმედის განმასახიერებელი დემოკრატიით და საბაზრო ეკონომიკით გატაცებული და ბოლო დროს შეშინებული ბატონებისა და ქალბატონების კლუბი და მეტი არაფერი?
ვინ ვართ? შიშის ევროპული კულტურა:შიშის ევროპული კულტურის განსაზღვრებისას პირველად შემხვედრი სირთულე არის სიტყვა « ევროპა».
რას აღნიშნავს სიტყვა ევროპა? ევროპულ კავშირს თუ უფრო ფართოდ გარკვეულ კულტურულ და გეოგრაფიულ სინამდვილეს?
ევროპაა ის რაც აიგო საბერძნეთის, რომის მემკვიდრეობის და იუდეურ–ქრისტიანულ ღირებულებათა+განმანათლებელთა კულტურის კომბინაციის შედეგად თუ ესაა ომის შემდეგ იმედის განმასახიერებელი დემოკრატიით და საბაზრო ეკონომიკით გატაცებული და ბოლო დროს შეშინებული ბატონებისა და ქალბატონების კლუბი და მეტი არაფერი? ევროპაში მოქმედი ემოციები თავს იჩენენ ევროპის საზღვრებს გარეთაც.
«ისინი ყველანი არ კვდებოდნენ, მაგრამ ყველა შეძრული იყო.» XVII საუკუნის საფრანგეთში ჟან დე ლაფონტენი ცხოველებს იყენებდა საზოგადოების ავადმყოფობათა სამხელად და დასაგმობად. « შავი ჭირით დაავადებულ ცხოველებს» შეეძლოთ ევროპის გამტანჯველი მეობის დიდი კრიზისის სრულყოფილად ჩვენება. კრიზისისა რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკური რეცესიისა და ევროპის მოქალაქეთა მსყიდველობითი უნარის წინააღმდეგ მიმართული შეტევების შიში. ამ შიშის ძალის დასანახად საკმარისია შევხედოთ საფრანგეთის,ჩეხეთის და იტალიის სატელევიზიო ახალ ამბებს. თითქმის არაა საღამო რომ არ უტევდნენ და არ გმობდნენ ევროპული კომისიის ანონიმურ და მეტისმეტად მკაცრ გადაწყვეტილებებს რომლებიც ყველანაირ მსხვერპლს მოითხოვენ მეთევზეებისგან, მიწათმოქმედებისაგან თუ რესტორნების პატრონებისგან. და დღეს ევროპაში ვხედავთ არა იმდენად პრობლემების
გადაწყვეტას რამდენადაც ამ პრობლემების შემქმნელ მანქანას. დაცვის წყარო იქცა დაძალებულ მოვალეობად.
სიმბოლურ ცნებებში 1989 წელს ბერლნის კედლის ნგრევამ აღნიშნა ევროპის იმედის კულტურის აპოგეა. 20 წელიც არაა გასული და 2005 წელს ფრანგები და ჰოლანდიელები უარყოფენ კონსტიტუციურ ხელშეკრულებას და 2008 წელს მათ ბაძავენ ირლანდიელები.
ასეთია ევროპულ კონტინენტზე შიშის კულტურის გაჩენის ხილული ნიშნები.
1989 წელს ევროპა ზეიმობდა კედლის ნგრევას რაც თითქოს აღნიშნავდა ევროპის გაყოფის დასასრულს.
2009 წელს იქმნება შთაბეჭდილება რომ ევროპას უნდა მისი გარე სამყაროსაგან და მილიონობით კონკურენტისაგან და იმიგრანტებისაგან თუ ასობით ტერორისტისაგან დამცველი კედლების აგება. რა მოხდა?
ამის გასაგებად დავაკვირდეთ იმედის პერიოდს რომელიც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ფერფლზე და ნანგრევებზე. ეკონომიკური აღორძინების, რეკონსტრუქციის, ექსპანსიის ,მაგრამ აგრეთვე ლიბერალიზმის და თავისუფლების განვრცობის, მაგრამ აგრეთვე საერთაშორისო ერთიანობის სტაბილიზაციის ეპოქას.
ორი მსოფლიო ომის აკვანი ევროპა ხდებოდა დედამიწის ყველაზე მშვიდობიანი და აყვავებული რეგიონი რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების მძლავრი მარაო ევროპის საბჭოდან მისი ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით მრავალ ინსტიტუტამდე, რომლებსაც ევროპა მიჰყავდათ მის დღევანდელ სახემდე. და ევრომდე დაპირებით რომ ამდენი სიკეთის წილი შეხვდებოდა კონტინენტის სულ უფრო და უფრო მეტ ხალხს.
მიუხედავად ამისა ამ პერიოდის უფრო ყურადღებიანი შესწავლა გვიჩვენებს ეს პერიოდიც იყო გაჟღენთილი შიშით. 1950 წელს შექმნილი ქვანახშირის და ფოლადის თანამეგობრობა,ევროპული კავშირის ემბრიონი, არსებითად პასუხობდა უკან დაბრუნების და საფრენგეთ-გერმანიის ახალი კონფლიქტის დაწყების შიშს; თავდაცვის ევროპული თანამეგობრობა, რომელიც ბოლოს და ბოლოს უარყოფილი იქნა 1954 წელს, ერთი წლის შემდეგ სტალინის სიკვდილიდან, იყო პასუხი საბჭოთა ტანკების და კომუნიზმისა და კაპიტალიზმის შეჯახების შიშზე. კომუნიზმის და კაპიტალიზმის ბრძოლის ველი კორეის ომის გაგრძელებაზე ევროპა უნდა ყოფილიყო; და ბოლოს, ეხლახანს,საერთოევროპული ფული ევროს შექმნას ბიძგი მისცა გერმანული ნაციონალიზმის აღორძინების და გაერთიანებული გერმანიის ეკონომიკური უპირატესობის შიშმა.
ამას არაორაზროვნად აცხადებდა კანცლერი ჰელმუტ კოლი: ის თავის თავს თვლიდა უკანასკნელ « კარგ გერმანელად», ესე იგი მეორე მსოფლიო ომის გა-
დამტან უკანასკნელ კანცლერად და ყველანაირად აჩქარებდა ინტეგრაციის და ევროს შექმნის პროცესებს რათა არ დაგვიანებულიყო და მნიშვნელობა არ აღედგინათ ეროვნულ ინტერესებს.
ყოველ ევროპულ ქვეყანას აქვს თავისი პოლიტიკური და სოციალური კულტურა,
და ფრანგული შიში არ უნდა გაიგივდეს ბრიტანულ შიშთან და პოლონური შიში არ უნდა გაიგივდეს გერმანულ შიშთან, მაგრამ ამის მიუხედავად ცხადია რომ შიში დღეს არის ევროპის « დომინანტური ფერი.»
შიშის დაგროვილი ფენების გასაგებად აუცილებელია ევროპის მის წარსულთან ურთიერთობის განმსაზღვრელი ისტორიული, ეკონომიკური,სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორების შეკრება. შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავაანალიზებთ იმას თუ როგორ წარმოუდგენია ევროპას თავისი ეკონომიკური და სტრატეგიული მომავალი და დავუბრუნდებით ერთ-ერთ იმ პრობლემას რომელიც დღეს აწუხებს ევროპას,მეობის ძიებას.
წიწკვი, ხარის მიერ გატაცებული, ეხლა, სიბერეში კი შაშინებული ევროპა |
ვინ ვართ? შიშის ევროპული კულტურა:

No comments:
Post a Comment