4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა: დამცირების დიპლომატია

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 01 05, შაბათი, 18:50-ზე
 დამცირების კულტურა-6.
დამცირების გრძნობა ზოგჯერ შეიძლება გადაიქცეს ძლიერ დიპლომატიურ იარაღად. 
მექა
მაჰმადიანური ქვეყნები დაოსტატდნენ ყოფილ კოლონზატორ სახელმწიფოთა მიერ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის განცდის გამოყენებაში და ეს იქცა მაჰმადიანურ სახელმწიფოთა დიპლომატიის კლასიკურ ელემენტად. 

მაგრამ ეს იარაღი ცვდება და სტრატეგია უძლურდება. 

იზრაელიც დაუზარებლად იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად ევროპის მონაწილეობას ანტისემიტიზმის მიერ ჩადენილ ისტორიულ დანაშაულებში, განსაკუთრებით შოაში ( ნაციზმის მიერ მოწყობილ ებრაელთა გენოციდში). 

ამ წინააღმდეგობათა ტყვე ევროპას უჭირს საშუალო აღმოსავლეთის მიმართ საერთო და სიცოცხლისუნარიანი პოზიციის შემუშავება. გერმანია ემხრობა იზრაელს,მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთი, რომელიც თავს არ განიცდის დამნაშავედ შოაში, და საფრანგეთი, რომელიც გოლიზმთან ერთად თავს აღიქვამს « წინააღმდეგობის გამწევ სახელმწიფოდ» ზოგჯერ ცდუნებული იყვნენ თავისი ძველი იმპერიული მიდრეკილებებით და თუ კი გავიმეორებთ ერთი ამერიკელი დიპლომატის სიტყვებს « მიდიოდნენ თავის დამცირებამდე ნავთობის გულისთვის», მათი რეაქცია იყო დანაშაულის გრძნობისა და სიხარბის ნარევი. 
ბირთვულ საკითხებზე დასავლეთთან მოლაპარაკებებისას ირანის წარ- 
მომადგენლები მუდამ ეყრდნობიან მათი ყოფილი პრემიერ მინისტრი მოჰამედ მოსადეღის ხსოვნას. მოსადეღი გადააგდო აშშ- მიერ 1953 წელს მოწყობილმა გადატრიალებამ. მის სახელს ირანელები მუდამ ახსენებენ და ხმარობენ ემოციური მოგერიების იარაღად: «თქვენ 50 წლის წინ დაგვამცირეთ,მაგრამ თქვენ ვეღარ გაიმეორებთ ამას. ჩვენ ვიქეცით პირველი პლანის მოქმედ სუბიექტად. « ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას ჩვენც გვაქვს ბირთვული ენერგიის გამოყენების უფლება ჩვენ პაკისტანზე უფრო კვალიფიცირებული ვართ როგორც ცივილიზაცია და დემოგრაფიული თვალსაზრისით ჩვენ არა ვართ იზრაელის კატეგორიაში 

თურქეთიც კი თავისებურად იყენებს ემოციურ « კარტას» რათა მოიგერიოს გარედან მოსული საყვედურები მისი წარსულის გამო. 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მოინდომა სომხური ტრაღედიის აღიარება გენოციდად რასაც მოჰყვა უკვე ერაყის ომით გაფუჭებული თურქულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ მეტად გაუარესება.
 
მექა, ქააბა
სულაც არაა გამორიცხული რომ თურქებს ეზიზღებოდეთ არაბები ან თვლიდნენ ირანს სტრატეგიულ საშიშროებად მაგრამ მიუხედავად ამისა დამცირების ერთნაირი გრძნობა მათ უბიძგებს ერთნაირი ემოციური რეაქციის მოხდენისაკენ როდესაც ისინი უპირისპირდებიან საკუთარ წარსულს, განსაკუთრებით მაშინ თუ მათ საყვედურობს დასავლეთი : 

«
თქვენ ვერ ჩაგვიტარებთ გაკვეთილებს. გაიხსენეთ თუ რა უქენით თქვენ თვითონ თქვენს მკვიდრ ხალხებს თუ თქვენს ებრაელებს»,თითქოს ამას უნდა ამბობდეს ხმადაბლა ანკარა. 
მაგრამ დამცირება შეიძლება აგრეთვე პოლიტიკური, დიპლომატიური, 
მეტიც,რელიგიური მოტივებით დაიმალოს, შეინიღბოს კიდეც. 

1979
წელქ ფრანგული ელიტარული კომანდოს დახმარება გადამწყვეტი აღმოჩნდა მექას წმინდა ადგილების ინტეგრისტთა ჯგუფისათვის წასართმევად. საუდის რეჟიმი თავზარდაცემული იყო იმით რომ გამჟღავნდა ისლამის ემბლემა- 
ტურ სიწმინდეში « ურჯულოების» შესვლა. ამ რეჟიმს არ სურდა აღიარება თავისი საკუთარი მარცხისა იმის წინაშე რაც მოგვიანებით ჩაითვალა ალ ყაიდას გაჩენად და შეძლებისდაგვარად მალავდა ამ ფაქტს ( Yaroslav Trofimov,The Siege of Mecca,New York,Doubleday,2007). 
თანამედროვე მექა
არაბ პრინცებს დასავლეთი სჭირდებოდათ არა მარტო მათი უდიდესი სიწმინდეების გადასარჩენად არამედ საკუთარი უსაფრთხოებისა და მათი რეჟიმების სტაბილურობის დასაცავადაც. იარაღის მიყიდვის დღევანდელი კონტრაქტები შეიძლება ჩაითვალოს 

უფრო პერსონალიზებული მფარველობის საფარველად : «ჩვენ ვიყიდით თქვენს იარაღს,მაგრამ უარეს შემთხვევაში დაგვიცავით თქვენი ელიტარული ნაწილებითროგორი დამოუკიდებლობაა ეს? განა ოსმალთა უღელი დასავლურ უღელზე უფრო მსუბუქი არ იყო? ყოველ შემთხვევაში ოსმალები 
კარგი მაჰმადიანები იყვნენ. 

დამცირებამ შეიძლება აგრეთვე გაიკეთოს ინტელექტუალური ქედმაღლობა-თავხედობის ნიღაბი : « მომავალიც ჩვენი იქნება ისევე როგორც წარსული იყო ჩვენი 

ბერნარდ ლიუისის მიერ მოყვანილი ერთი სირიელი ფილოსოფოსი შემდეგნაირად სვავს ევროპის მომავლის საკითხს : 

«
ევროპა გამაჰმადიანდება თუ მაჰმადიანობა გევროპულდება 
(
დასახ.თხ.). 

ასეთი კვეხნა-ფანფარონობა დიდად არ შველის მილიონობით დამცირებულ მაჰმადიანს და არაფერი არ მოწმობს მათი დამშვიდების შესახებ. 

No comments:

Post a Comment