4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, იზრაელი როგორც დამცირება ( ქვეთავის დასასრული)

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 01 05, შაბათი, 0:58-ზე
არაფატის ფატაჰი
უეჭველია რომ პრესის თავისუფლება არ უნდა გულისხმობდეს სხვათა უღრმესი გრძნობების უაზროდ შეურაცხყოფის უფლებას. არ უტევენ სხვის უწმინდეს რწმენას « კარგი პროვოკაციის» საბაბით. ნავთობის ჭასთან არ თამაშობენ ასანთით. 
დამცირების კულტურა-5: 
შეუძლებელია იმის უთქმელობა რომ იზრაელელებმა გააძლიერეს არაბულ- 
-
მაჰმადიანური სამყაროს გრძნობა. პალესტინელებისადმი და საერთაშორისო თანა- 
მეგობრობისადმი მიცემული დაპირებების მიუხედავად დასახლების მათი კოლონიების განვრცობით იზრაელელები აჩვენებდნენ რომ ისინი არაფრად აგდებდ- 
ნენ პალესტინელთა გრძნობებს. 

მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ პასუხისმგებელნი სამშვიდობო პროცესის მარცხის გამო ერთნაირად არიან პალესტინელები, იზრაელელები, საერთაშორისო თანამეგობრობა და არაბი ხელმძღვანელები. 
ადგილზე პალესტინელთა სისტემატური 
დამცირების პოლიტიკის ნაწილი იყო კონტროლის გაძლიერება და გზების გადაღობვა რის საბაბადაც მოჰყავდათ ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობა. იზრაელელების ქცევას განაპირობებდა როგორც დემოგრაფიული რეფლექსი ისე ის რომ ექსვდღიან ომს მოჰყვა ჰუბრისის, უზომობის ატმოსფერო,სიხარული მტრის დაჯაბნვამ იზრაელელებს მისცა უპირატესობის განცდა. ამ დროს იზრაელში ხშირად გაიგებდით შემდეგ კომენტარს : « იზრაელს აქვს საიდუმლო იარაღი: არაბები.». 

არაფატი
დღეს მრავალი არაბი დადებდა სანაძლეოს რომ « არაბების საიდუმლო იარაღია იზრაელის ფსიქოლოგიური სისუსტე 
არა და ძალიან საშიშია მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის გაწევის უნარის შეუფასებლობა და საკუთარი ძალის გადაჭარბებით შეფასება. 

გაზას ომის მიზანი ნაწილობრივ მაინც იყო დაშინების, ტერორის ამ წონასწორობის აღდგენა. 
მტრულ გარემოსთან ურთიერთობისას იზრაელმა რაოდენობის კომპენსაცია უნდა მოახდინოს ხარისხით და დაპირისპირებათა საშინელ ანგარიშში ტექნოლოგიურმა უპირატესობამ უნდა დაჯაბნოს არაბთა მასების ჟინი და თავგანწირვის სული. . ძალთა წონასწორობის ამ თამაშმა გამოიწვია 2000 წელს დაწყებული მეორე ინტიფადა,რომლის კულმინაციაც იყო 2002 წელს, ისევე როგორც 2006 წლის ლიბანის ომი. 
იზრაელისთვის აშკარა გამარჯვების მოუპოვებლობა ნიშნავდა მარცხს. 
ჰეზბოლასთვის ომის დამთავრება აშკარად დამარცხების გარეშე გამარჯვება იყო. 10-ჯერ მეტი მსხვერპლის ხარჯზე არაბები გაუთანასწორდნენ იზრაელს სამხრეთ ლიბანში, მაგრამ არა გაზაში. 

ადამიან ბომბებს, თვალებისა და ფეხების მქონე ნგრევის ამ გონიერ იარაღს, შეუძლიათ მაქსიმალურად დიდი მსხვერპლის გამომწვევი აფეთქების დროის და ადგილის შერჩევა. ესაა პასუხი იზრაელის მიერ რთული და ზუსტი იარაღის გამოყენებაზე.
 
რაბინი, არაფატი
ესაა სრულიად არაადამიანური სტრატეგია რომელმაც მხოლოდ უფრო გააჯიუტა იზრაელელები და ის პროპაგანდის სფეროშიც კი მარცხად ჩათვალა თვითონ პალესტინელთა უმრავლესობამ. მაგრამ მიუხედავად ამისა ის აჩვენებს დამცირების კულტურის მიერ გაჩენილ ძალადობას. 

დამცირებით პოლიტიკურმა მანიპულაციამ მრავალი ფორმა მიიღო არაბულ ისლამში,მაგრამ აგრეთვე აზიაში სადაც მაჰმადიანებმა ინდოეთიდან ინდონეზიამდე,მალაიზიიდან ფილიპინებამდე ენერგიული და ძალისმიერი ფორმით გამოხატეს დასავლეთის მიერ,განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი კორუმპირებული მოკავშირეების მიერ მათი დამცირებისა და გამოყენების განცდა ( რაც უფრო ძლიერია ემოციები მით უფრო უკეთესად შეიძლება მათი გამოყენება პოლიტიკური თუ დიპლომატიური მიზნების მისაღწევად). ამის საუკეთესო მაგალითია 2005 წელს ერთ დანიურ გამოცემაში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის გამოქვეყნების მიერ გამოწვეული სკანდალი. 

უეჭველია რომ პრესის თავისუფლება არ უნდა გულისხმობდეს სხვათა უღრმესი გრძნობების უაზროდ შეურაცხყოფის უფლებას. 

ნავთობის ჭასთან ასანთით არ თამაშობენ ; 

სხვათა უწმინდეს რწმენას არ უტევენ «კარგი პროვოკაციის» საბაბით. 

მაგრამ აგრეთვე ცხადია ისიც რომ სიადვილე რომლითაც ამ ნახატებმა გამოიწვიეს მაჰმადიანთა გააფთრება განპირობებულია დამცირების გრძნობით,იმით რამაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს დამცირებულ ან დამცირებულად მიჩნეული რწმენას. 

საინტერსოა იმის აღნიშვნვაც რომ ძალისმიერი რეაქცია მოახდინეს არა დანიელმა მაჰმადიანებმა არამედ ისლამის შორეული დედაქალაქების,კარაჩის თუ ტრიპოლის მცხოვრებლებმა.

No comments:

Post a Comment