4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა,დამცირების კულტურა,თავის დასასრული,რა უნდა ვაკეთოთ-2.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 08 05, შაბათი, 21:25-ზე
ბსოლუტური კულტურული ფარდობითობა,იდეა რომლის თანახმადაც ყველას შეუძლია უსაზღვროდ კეთება იმისა რაც სურს ისეთივე საშიშია როგორც შეუწყნარებლობა, ვინაიდან მას მივყავართ ერთგვარ ცინიკურ ნეიტრალურობამდე და უპრინციპობამდე.
არაბეთი, პეტრა
ვიწრო გზა, რომლის ბოლოც ჯერ შორსაა. არაბული ლიგის 22 ქვეყნის მთელი მოსახლების წერა კითხვის ცოდნის დონე ბოლო 30 წელიწადში ორჯერ გაიზარდა სრულწლოვანებში და სამჯერ გაიზარდა ქალებში,მაგრამ წერა-კითხვა არ იცის სწორედ ქალთა 60%-მა.

განვითარებულ საზიგადოებებში ქალები არიან პროგრესის და თანამედროვეობის მატარებლები და არ არიან მარტო სახეობის გადარჩენის გარანტია, მათ მამაკაცებზე მეტად უნდათ ცვლილებები და ამიტომ ისინი ზიდავენ იმედსაც. 

ნებისმიერი სისტემა რომელიც გამორიცხავს ქალებს,მათ შორის ტრადიციული ისლამი ჩამორჩენისთვის და გადაგვარებისთვის სწირავს საკუთარ თავს. და თუ კი ის ძალას დახარჯავს ამ რელიგიის დომინანტურ და თანამედროვეობისადმი მტრულ ინტერპრეტაციაში ის ვერ შესძლებს წინსვლას. 

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დე სიმბოლოებით ყველაზე დატვირთული საკითხია თავსაფარის საკითხი. 

საფრანგეთმა მიიღო კანონი რომელიც გოგონებს უკრძალავს თავსაფრის ტარებას საბავშვო ბაღიდან ლიცეუმამდე.

მე არა ვარ ამ კანონის ენთუზიასტი მომხრე,მიუხედავად იმისა რომ მესმის მისი ლოღიკა. 

საფრანგეთი არის იაკობინური ქვეყანა სადაც საეროობა, ლაისიზმი, ესე იგი დაცვა სახელმწიფოს ნეიტრალობისა რელიგიური თვალსაზრისით თვითონ იქცა რელიგიად. მაჰმადიანური მეობა, რომელიც გულისხმობს თავსაფრის ტარებას,ამ პირობებში 
პეტრა

აუცილებლად ჩანს საფრთხედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. როდესაც ლონდონში სან-პანკრასის სადგურზე მატარებლიდან ჩამოსვლისას მე მხვდება პოლიციელი ქალი უნიფორმაში,მაგრამ მოკრძალებული თავსაფრით, რომელიც ლაპარაკობს მის მეობაზე, მე შოკირებული არა ვარ. პირიქით,ამაში მე ვხედავ შემწყნარებლობის და მრავალფეროვნების ტრიუმფს.

და სრულებით მეორე მხარესაა ნიქაბი, რომელიც ფარავს სახეს და სხეულს და მხოლოდ ვიწრო ჭუჭრუტანით იძლევა მისი თვალებისთვის თვალის შევლების საშუალებას. ეს ჩემის აზრით სრულებით ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს და იმას რასაც ისინი გულისხმობენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დასავლურ ცივილიზაციას ახასიათებს ინდივიდის კულტი და ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს სწორედ მათი სახე და მზერა.

აი რატომაა ესოდენ მნიშვნელოვანი პორტრეტი დასავლური ხელოვნების ანვითარებაში. 

სიცოცხლის ამ ფილოსოფიისთვის უძვირფასესი და უნიკალურია პიროვნების თვალები- «სულის სარკე», და თუ კი მე ვერ ვხედავ პიროვნების თვალებს ის წყვეტს არსებობას. როგორ შეძლებდა ის ცხოვრებას საზოგადოებაში? 

საფრანგეთის ხელისუფლებამ ბოლო ხანს მოქალაქეობის მიცემაზე უარი უთხრა საფრანგეთში მცხოვრებ ერთ გდაოჯახებულ ქალს და უნდა ვთქვა რომ არ ვყოფილვარ აღშფოთებული ამ გადაწყვეტილების მიღებით.

სხვის ღირებულებათა სისტემა შეუწყნარებელი ხდება მას შემდეგ რაც ის ძირს უთხრის ჩემს საკუთარ ღირებულებებს.
აბსოლუტური კულტურული ფარდობითობა, იდეა რომლის თანახმადაც ყველას შეუძლია უსაზღვროდ კეთება იმისა რაც სურს ისეთივე დიდი საშიშროებაა როგორც შეუწყნარებლობა ვინაიდან მას მივყავართ ერთგვარ ცინიკურ ნეიტრალურობამდე და უპრინციპობამდე.

მიუხედავად ამისა ეს არაა იოლად გადასაწყვეტი პრობლემები დასავლეთისათვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საკუთარი ღირებულებები და დავარწმუნოთ არაბული სამყარო იმაში რომ ის ნაკლებად უდრეკი უნდა იყოს,რომ მან უნდა გააზომიეროს თავისი თავდაცვითი პოზიცია,დამცირების კულტურის ნაყოფი. მაგრამ განა მოვახერხებთ ამას ჩვენი პრინციპების მისთვის ფაქტიურად თავზე მოხვევის გარეშე,ავტონომიის უფრო დასუსტების და აქედან გამომდინარე დამცირების და გამწარების პირველი წარმომშობი ჩაგვრის გრძნობის გარეშე? 

არაბული სამყაროს ერთ-ერთი დრამა და დამცირების ამ კულტურის გახანგრძლივების ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ საუკუთესო მცოდნენი უმრავლეს შემთხვევაში დასავლელები არიან.

ეს კი ნიშნავს იმას რომ თავისი საკუთარი ისტორიით დაინტერესებული მეტისმეტად ბევრი არაბი ამ ისტორიას ხედავს სხვისი თვალით. არაბულმა სამყარომ უნდა მოიხელთოს და შეისწავლოს ვნებებისაგან თავისუფალი საკუთარი ისტორია. ეს კი შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ როდესაც პოლიტიკური რეფორმები შექმნიან კვლევათა წყნარად გაგრძელების პირობებს.
ბიზანტიური მოზაიკა არაბეთში,პეტრა


მაგრამ დაუცველობისა და კორუფციის პირობებში ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრესი განუხორციელებელი იქნება.

პოლიტიკური რეფორმები, ეკონომიკური პროგრესი,კულტურული გამდიდრება და ფსიქოლოგიური თუ ემოციური ცვლილებები,ყველაფერი ეს მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. 

და ყველაფერი დაიყვანება ერთ კითხვაზე : საკუთარი თავის რწმენაზე, ნდობაზე.

რა უნდა ვთქვათ დიდ გამონაკლისზე ჩვენი განზოგადოებებიდან არაბულ-მაჰმადიანური სამყაროს თაობაზე, სპარსეთის ყურის მონარქიების შესახებ? მათ მღელვარე გარემოში შექმნეს კეთილდღეობისა და სტაბილურობის სივრცე. პოლიტიკურად ესაა კლასიკური ოლიგარქიები «ბედუინური» ტრადიციის ავტოკრატიას აზომიერებს დიალოგი სხვებთან და ამ სხვების ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა.

მმართველი ოჯახების « განათლებულ დესპოტიზმს» ამხნევებს სისუსტის განცდა. გარდა მუდამ მოქმედი ტერორისტული მუქარისა არსებობს დემოგრაფიული საფრთხეც. გარდა საუდის არაბეთისა (რომელიც არ შედის განათლებული რეჟიმების კატეგორიაში) და ომანის სასულთნოსი,ადგილობრივი მოსახლეობა აშკარა უმცირესობას შეადგენს (გაერთიანებული არაბული საამიროებში 15%- და 20%- კატარში). ზოგმა საამირომმაგ. დუბაიმ თუ ბაჰრეინმა უკვე გაიარეს ნავთობის ხანა და ამიერიდან მათ კეთილდღეობას აფუძნებენ ვაჭრობაზედუბაის ზოგჯერ უწოდებენ მსოფლიო ფულის უდიდეს სარეცხ მანქანას, მაგრამ იაფად, ამოსაღები გაზისა და ნავთობის დიდი საბადოები ისევ ქმნიან ნდობის საფუძველს. მაგრამ ეს სახელმწიფოები ვერ მისცემენ მაგალითს დანარჩენ მაჰმადიანურ-არაბული სამყაროს.

ამ სახელმწიფოებმა განიცადეს ჭეშმარიტი პროგრესი,მაგრამ ისინი ძალიან დაცლილები არიან სულიერი შინაარსისგან და იწვევენ მხოლოდ შურს და ეჭვს.

საქმეს არ ცვლის არც ის რომ რომ აბუ დაბიმ საფრანგეთის დახმარებით ააგო თავისი ლოკალური « ლუვრის მუზეუმი» და თავისი « უნივერსიტეტი პარიზი-სორბონა
ამას გარდა ეს პროგრესი სუსტია. ღა დარჩება მისგან ნავთობისშემდგომ მსოფლიოში? და დუბაის სისუსტე ცხადი გახდა 2009 წლის ნოემბერში როდესაც საამირო კინაღამ გაკოტრდა.

თუ კი არაბულ სამყაროს პროგნოზირებად მომავალში უწერია აღორძინება ამ აღორძინების იმედის მატარებელია ეგვიპტე. მაგრამ განა შეიძლება მისი აკვანი იყოს საშუალო აღმოსავლეთის ყოფილი შუაგულის იმპერია?
ეს სასურველია,მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. 

თუ კი პოზიტიური რეფორმები არ მოვა არაბული სამყაროს გულიდან იქნებ ისინი მოვიდეს ისლამის პერიფერიებიდან? 

იქნებ გაევროპელებულმა ისლამმა სცადოს მთლიანად ისლამის ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმა? 

არაა ლაპარაკი გაგანუხორციებელ ოცნებაზე. ის გულისხმობს მაჰმადიან თეოლოგთა და ინტელექტუალთა ახალი თაობის გამოჩენას,თაობისა რომელიც მოისურვებს ხელის შეწყობას განათლებული ისლამის აღორძინებისათვის. ეს მოითხოვს აგრეთვე ახალგაზრდა ევროპელი მაჰმადიანების მიერ წარმატების მოპოვებას ყველა სფეროში კომერციიდან პოლიტიკამდე, მეცნიერებებიდან ხელოვნებებამდე და ასეთი წარმატებების გამრავლებას.

იმედი არსებობს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გავიხსენოთ ის რომ ახალ ევროპულ კინოში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ წარმოშობით თურქი გერმანელი რეჟისორები,წარმოშობით ინდოელი ინგლისელი რეჟისორები თუ წარმოშობით ალჟირელი და მაროკოელი ფრანგი რეჟისორები. ყველანი წარმოადგენენ გაევროპელებული ისლამის შემოქმედებითობის ცოცხალ მოწმობას.

თუ კი ეს კულტურული რენესანსი დადასტურდება გაევროპემებული ისლამი შესძლებს მაგალითის ჩვენებას და გადაიქცევა იმედის წყაროდ მთელი მსოფლიოს მაჰმადიანებისთვის. 

ექსტრემისტები ყოველთვის იქნებიან მაგრამ მათ ძალას აძლევს დამცირების კულტურის თანამედროვე ძალა და განსხვავებული სიცოცხლისუნარიანი არჩევანის ჩვენება და ამით დამცირების კულტურის ძალის დამსხვრევა მთელ ისლამს გაუჩენს იმედს. 

ამით მთავრდება თავი დამცირების კულტურაზე და გადავდივართ დასავლეთისთვის დამახასიათებელ შიშის კულტურაზე 
(გაგრძელება იქნება).



No comments:

Post a Comment