4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა,დასავლეთის შიშის კულტურა:დრევანდელობასთან დაპირისპირების სირთულეები.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 12 05, ოთხშაბათი, 20:44-ზე
დღევანდელობასთან დაპირისპისპირების სირთულე-4:
და ბოლოს მოდის შიში იმისა რომ შეიძლება ვიქცეთ მეგობრული,ამერიკის შეერთებული შტატების ან ნაკლებად მეგობრული რუსეთის, მაგრამ ორივე შემთხვევაში გარეშე ძალის მიერ მართულ ხალხებად; ეს გარეშე ძალა შეიძლება აგრეთვე იყოს ხალხის მიერ აურჩეველი ანონიმური ბიუროკრატია, როგორიცაა ევროპული კომისია ბრიუსელში.


პირველი საშიშროების შესახებ ლაპარაკობდნენ საფრანგეთში (სულ მცირე  ხელისუფლებაში ნიკოლა სარკოზის მოსვლამდე).

მეორე საშიშროების შესახებ ლაპარაკობენ პოლონეთშიმესამე საშიშროების შესახებ-დიდ ბრიტანეთში.

ევროპული კომისია ევროპელებმა თანდათანობით აღიქვეს როგორც მისი საკუთარი ინტერესების მქონე ერთგვარი 28- სახელმწიფო და არა როგორც ევროპული კეთილდღეობის განსახიერება.

მაგრამ ყველა ეს შიში დაიყვანება ერთადერთ შიშზე. ევროპელებს ეშინიათ იმისა რომ მათი მომავალი,მათი ხვედრი შეიძლება განსაზღვრონ არა თვითონ მათ არამედ გარეშე,უცხო ძალებმა.

კითხვა « ვინ ვართ ჩვენგაართულა კითხვამ « სადამდე მივდივართ ჩვენგარკვეული გეოგრაფიული საზღვრების არარსებობამ, რომელსაც დაემატა « ჩრდილოეთის დამკარგავი» ინსტიტუციური პროექტის აზრის დაკარგვა დაასუსტა ევროპის ფსიქოლოგიური საზღვრები.


სად მთავრდება ევროპა? სად იწყება ის? ევროპელებს არა აქვთ ცხადი პასუხები ამ კითხვებზე.

რა უნდა ითქვას უკრაინაზე, კავკასიის ქვეყნებზე და განსაკუთრებით საქართველოზე,ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ ქვეყნებზე,მაროკოზე მაგალითად?
შეძლებენ თუ არა შიდა ზღვის, ხმელთაშუა ზღვის ორი სანაპიროს შერიგების პროცესის ბურჯებად გადაქცევას საფრანგეთი და ალჟირი, როგორც ამას ესოდენი გზნებით ქადაგებს საფრანგეთის პრეზიდენტი?

და რა უნდა ითქვას უეჭველად დასავლურ ქვეყანა იზრაელზე, კულტურულად უეჭველად ევროპულ ქვეყანაზე რომელიც არაა ევროპის ნაწილი გეოგრაფიული და ინსტიტუციური თვალსაზრისით

(მთარგმნელის ჩანართი : ევროპის რაობის განსაზღვრა კიდევ უფრო გაართულა საბერძნეთის ბოლო დროინდელმა სირთულეებმა. აი რისი წაკითხვა შეიძლება, მაგალითად გერმანულ გაზეთში « დი ველტ» ( O4.05.2010) ; «ჩვენ გვიყვარდა ბერძნები. მათ ხომ გამოიგონეს დემოკრატია 2500 წლის წინ.მათ კაცობრიობას მისცეს ისეთი დიდი მოაზროვნები როგორიცაა არისტოტელე,გენიალური ხუროთმოძღვრები რომელთაც აკროპოლისზე ააგეს პართენონი.
       ამიტომ მივიღეთ კითხვების დაუსმელად ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობაში აზიის საზღვარზე მდებარე ეს უცხო მართლმადიდებელი ქვეყანა. ჩვენთვის ხომ ცხადი იყო: საბერძნეთი იყო ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობის ღირსი, ჩვენ ხომ გვინდოდა საკუთარი თავის დანახვა ბერძნების სულიერ მემკვიდრეებად...». ასეა რომ ბელგია, ნგრევის ზღვარზე მყოფი ქვეყანა სადაც ფრანგულად მოლაპარაკებს «მაინცდამაინც არ უყვართ» ჰოლანდიურად მოლაპარაკენი და პირიქით უეჭველად ევროპულად ითვლება და ევროპელებს უკვე უჭირთ «აზიის საძღვარზე მდებარე უცხო მართლმადიდებელი საბერძნეთის» დანახვა ევროპულ ქვეყნად.სირთულეები, სირთულეები, ევროპული სირთულეები. იქნებ ამან განაპირობა შტურმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც მოვლენის წინააღმდეგ?).

No comments:

Post a Comment