4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-10ა : ინდოეთის გამოჩენა

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 23 04, პარასკევი, 20:48-ზე
2007 წელს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ძნელი წარმოსადგენი იყო რომ ეს ახალი ერი დააფუძნა ნახევრად შიშველმა ფილოსოფოსმა, უბრალოების და თავშეკავების,სიმკაცრის მქადაგებელმა აქტივისტმა. 
მარტვილობის დღე
ინდოეთის გამოჩენა: 
თუ კი « ჩინეთი ბრუნდება» ინდოეთი პირველად მოდის მსოფლიო სცენაზე. მას არ წარმოუდგენია თავი თავისი ცენტრალური ადგილის დამბრუნებელ ძველ იმპერიად.ის მოდის როგორც ახალგაზრდა ერი რომელმაც 2007 წელს უზომო სიამაყისა და ღრმა ინტროსპექციის ნაზავით აღნიშნა მისი დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავი : « ჩვენ ასე ცოტა ხანში ამდენი გავაკეთეთ... მაგრამ გავაკეთეთ კი ისე როგორც საჭირო იყო ამის გაკეთება 
უზომო ქვე-კონტინენტზე ახალი ერის შექმნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. განა სადმე სხვაგან შევხვდებით ეთნიკური ჯგუფების, ენების, ,რელიგიების და კულტურულ პრაქტიკათა ესოდენ არაჩვეულებრივ ნარევს? უინსტონ ჩერჩილის თქმით ინდოეთი იყო მხოლოდ « გეოგრაფიული გამოხატულება...». ინდოეთმა დაამტკიცა რომ ჩერჩილი ცდებოდა. ინდოეთი მეტია ვიდრე მის წინააღმდეგობათა ჯამი. ადრე ის შეიძლება იყო იდეა ან მითი; დღეს ის იქცა ხელშესახებ და პრაქტიკულ რეალობად. 

ინდოეთს არა აქვს ჩინეთის მსგავსად დიდი იმპერიის ისტორია; მაგრამ მიუხედავად ამისა მას მრავალ სფეროში აქვს ძლიერი ტრადიცია. მის დამოუკიდებლობამდე წიგნები ინდოეთის შესახებ დაწყობილი იყო ბიბლიოთეკების იმ განყოფილებაში რომელსაც ერქვა «სულიერება». ინდოეთის შესახებ წიგნები ჯერ არ იყო კატეგორიებში "პოლიტიკა" თუ "ეკონომიკა",ინდოეთის სიმდიდრე "სულიერი ბუნების" იყო. 

თანამედროვე ინდოელი ეკონომისტი ამარტია სენი შეგვახსენებს რომ ჩინელები ძვ.. პირველ ათასწლეულში ლაპარაკობდნენ ინდოეთზე როგორც «ბუდისტურ სამეფოზე». თავის ნაშრომში «ინდოეთი: ისტორია,კულტურა და მეობა» ის ახსენებს ბუდისტ იმპერატორ აშოკას რომელმაც ძვ..III საუკუნეში «არა მხოლოდ ხაზი გაუსვა შემწყნარებლობის საჭიროებას და არაორთოდოქსულობის, სხვაგვარად აზროვნების სიმდიდრეს არამედ დაადგინა დავა-კამათის ალბათ პირველი წესები რომელთა თანახმადაც მოკამათეებისთვის ყოველთვის და ყველანაირად უნდა მიეგოთ პატივი 
(Amartya Sen,The Argumentative Indian, London,Allen Lane,Penguin Books,2005,
გვ.XII-XIII; L'Inde: histoire,culture et identité,Paris,Odile Jacob,2007). შემწყნარებლობის ეს ტრადიცია მძაფრად უპირისპირდებოდა იმდროინდელ ჩინეთში და ევროპაში არსებულ მდგომარეობას. 
მარტვილობის დღე

განდის მემკვიდრეობამ ის გადაიყვანა თანამედროვე პოლიტიკის ენაზე. მაგრამ ძნელია იმის თქმა თუ რა დარჩა მისგან დღეს. ფრანგულ-გერმანულმა ტელარხმა არტემ 2007 წელს აჩვენა გადაცემა «განდის ნაკვალევზე» რომელშიც ნაჩვენები იყო რომ მაჰატმას სახელი ერქვა სიცილის კონკურსს! აი დამოუკიდებლობის მამის ღრმა მოძღვრებისა და პოლიტიკური გაკვეთილების შესახებ! 
ეს დოკუმენტური ფილმი ასევე გვიჩვენებს რომ თითქმის ყველა სოფელში განდის ბიუსტები შეიტანეს მუნიციპალურ საწყობებში. 

თითქოს მთელმა ქვეყანამ გულცივი რეალიზმით ზურგი შეაქცია თავის დიდ სულს. 

როდესაც 2007 წელს ინდოეთს უნდოდა აღენიშნა თავისი დასწრება დავოსის მსოფლიო ფორუმზე მან მიმართა მოდის დეფილეებს, სუბვენციონირებულ «ჰეპი ოურს»-ების თუ მოხმარების კაპიტალისტური საზოგადოების სხვა ზიზილ-პიპილა თუ შიკი სიმბოლოების დარიგებას. 

ძნელი წარმოსადგენი იყო რომ ეს ახალი ერი დააფუძნა ნახევრად შიშველმა ფილოსოფოსმა,უბრალოების და თავშეკავების,სიმკაცრის 
მქადაგებელმა აქტივისტმა... 

No comments:

Post a Comment