by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 21 04, ოთხშაბათი, 2:26-ზე
ემოციები ცივილიზაციების წინააღმდეგ:
ზოგმა დამკვირვებელმა განაცხადა რომ ერთაშორისი კონფლიქტები დღეს უკეთესად აიხსნებოდა არა ემოციებით არამედ უფრო ფართო და უფრო ღრმა კულტურული მოდელების ბრძოლით ერთმანეთთან. ამ თვალსაზრისის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო სემუელ ჰანტინგტონი რომელიც 1993 წლის წიგნში აცხადებდა რომ მსოფლიო პოლიტიკურ თამაშზე ბატონდებოდა « ცივილიზაციათა შეჯახება» და გეოპოლიტიკურ გამყოფ ხაზად ეროვნული ინტერესის და პოლიტიკური იდეოლოგიის მსგავსად ხდებოდა კულტურაც. ის იძლეოდა ისტორიის ციკლურ ხედვას,ამოდიოდა რელიგიებიდან და მიდიოდა ცივილიზაციებამდე, სახელმწიფოთა დაპირისპირებიდან ერთა და იდეოლოგიათა დაპირისპირებამდე.
მე ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი ჰანტინგტონის თეორიას. მე ვფიქრობ რომ საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცენტრის გადაადგილების უნარის მქონე მტრის ძიებაში მან საშიშად გააიგივა ერთმანეთთან კულტურისა და პოლიტიკური კულტურის ცნებები. აზიაშიც ბევრ ადამიანს სჯერა დასავლური პრაქტიკების და ღირებულებების, მაგალითად დემოკრატიის უნივერსალური,საყოველთაო ხასიათისა. არა ჩანს არც აზიისა და მაჰმადიანური სამყაროს ჰანტინგტონის მიერ ნაწინასწარმეტყველი ანტიდასავლური კავშირის არავითარი ნიშანი.
და პირიქით, საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთი და ინდოეთი იქცევიან როგორც სტატუს კვოთი კმაყოფილი სახელმწიფოები და არა როგორც უპასუხისმგებლო და საშიში რევოლუციონერები. თუ კი დღეს შეგვიძლია ლაპარაკი რევოლუციაზე ამას განაპირობებს ის რომ ჩინეთმა და ინდოეთმა, პარადოქსულად, მიიღეს სამყარო ისეთი როგორიც ის იყო ! ჩინელები თითქოს სავსებით მოერგნენ სიტუაციას იმდენად რამდენადაც მათ შეუძლიათშეკავება იმპერიული სტატუს კვოს წინააღმდეგ გამომავალი ძალებისა ( ისე როგორც ამის გაკეთებას ისინი ცდილობენ ტიბეტში) და იმდენად რამდენადაც დარწმუნებული არიან რომ მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება ჩინეთისათვის სასარგებლო მიმართულებით.
1990-ან წლებში ფიქრობდნენ რომ აზიის მომავალი იქნებოდა ევროპის წარსული,რომ სამხედრო შეჯიბრი და დაუცველობა დასავლეთ ევროპიდან გადავიდოდა აღმოსავლეთი აზიისკენ. რეალობას არ დაუდასტურებია ეს ჰიპოთეზები. …
დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადავიდა არა ომი არამედ ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება!
ჭეშმარიტი რევოლუციონერები არიან ცივი ომის დროინდელი მტრები: ჯორჯ ბუშის ამერიკა და პუტინის და მედვედევის რუსეთი.
მათ რევოლუციურ ბუნებას განაპირობებენ არა უბრალოდ იმპერიალისტური თუ იდეოლოგიური ფაქტორები,როგორც ეს წარსულში იყო, არა კულტურული ფაქტორები, როგორც ამას ზოგი ფიქრობდა, არამედ ემოციური, მაშინაც კი როდესაც რუსეთი იმპერიალისტია კავკასიაში და ამერიკის შეერთებული შტატები იდეოლოგიურია ერაყში:
რუსეთი, რომელსაც ეს სასტიკად აკლდა,იბრუნებდა რწმენას საკუთარ თავში,მაშინ როდესაც ამერიკა,რომელსაც მტკიცედ სჯეროდა თავისი დემოკრატიული იდეალის უნივერსალური, საყოველთაო ძალისა და თავისი სამხედრო უპირატესობისა, განიცდის იმას რაც შეიძლება დახასიათდეს როგორც მეობის ღრმა კრიზისი.
როდესაც ამერიკა დემოკრატიის სახელით არღვევს სტატუს ქვოს საშუალო აღმოსავლეთში და რუსეთი თავისი « იმპერიული რანგის» აღდგენის მცდელობისას მკვეთრად ცვლის ვიტარებას კავკასიაში, ამერიკა და რუსეთი ბევრად უფრო გვანან ერთმანეთს ვიდრე სურთ ამის აღიარება
რევოლუციონერებიო,ამბობენ... |
რევოლუციონერები ყოფილან მოიმპერატორო პუტინი და ჯორჯ ბუში...
ზოგმა დამკვირვებელმა განაცხადა რომ ერთაშორისი კონფლიქტები დღეს უკეთესად აიხსნებოდა არა ემოციებით არამედ უფრო ფართო და უფრო ღრმა კულტურული მოდელების ბრძოლით ერთმანეთთან. ამ თვალსაზრისის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი იყო სემუელ ჰანტინგტონი რომელიც 1993 წლის წიგნში აცხადებდა რომ მსოფლიო პოლიტიკურ თამაშზე ბატონდებოდა « ცივილიზაციათა შეჯახება» და გეოპოლიტიკურ გამყოფ ხაზად ეროვნული ინტერესის და პოლიტიკური იდეოლოგიის მსგავსად ხდებოდა კულტურაც. ის იძლეოდა ისტორიის ციკლურ ხედვას,ამოდიოდა რელიგიებიდან და მიდიოდა ცივილიზაციებამდე, სახელმწიფოთა დაპირისპირებიდან ერთა და იდეოლოგიათა დაპირისპირებამდე.
მე ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი ჰანტინგტონის თეორიას. მე ვფიქრობ რომ საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ცენტრის გადაადგილების უნარის მქონე მტრის ძიებაში მან საშიშად გააიგივა ერთმანეთთან კულტურისა და პოლიტიკური კულტურის ცნებები. აზიაშიც ბევრ ადამიანს სჯერა დასავლური პრაქტიკების და ღირებულებების, მაგალითად დემოკრატიის უნივერსალური,საყოველთაო ხასიათისა. არა ჩანს არც აზიისა და მაჰმადიანური სამყაროს ჰანტინგტონის მიერ ნაწინასწარმეტყველი ანტიდასავლური კავშირის არავითარი ნიშანი.
ვაინახტა,ოსთა,აფსუატა, რუსთა...იმპერატორი ვლადიმირ პუტინი ! |
1990-ან წლებში ფიქრობდნენ რომ აზიის მომავალი იქნებოდა ევროპის წარსული,რომ სამხედრო შეჯიბრი და დაუცველობა დასავლეთ ევროპიდან გადავიდოდა აღმოსავლეთი აზიისკენ. რეალობას არ დაუდასტურებია ეს ჰიპოთეზები. …
დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადავიდა არა ომი არამედ ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება!
ჭეშმარიტი რევოლუციონერები არიან ცივი ომის დროინდელი მტრები: ჯორჯ ბუშის ამერიკა და პუტინის და მედვედევის რუსეთი.
მათ რევოლუციურ ბუნებას განაპირობებენ არა უბრალოდ იმპერიალისტური თუ იდეოლოგიური ფაქტორები,როგორც ეს წარსულში იყო, არა კულტურული ფაქტორები, როგორც ამას ზოგი ფიქრობდა, არამედ ემოციური, მაშინაც კი როდესაც რუსეთი იმპერიალისტია კავკასიაში და ამერიკის შეერთებული შტატები იდეოლოგიურია ერაყში:
რუსეთი, რომელსაც ეს სასტიკად აკლდა,იბრუნებდა რწმენას საკუთარ თავში,მაშინ როდესაც ამერიკა,რომელსაც მტკიცედ სჯეროდა თავისი დემოკრატიული იდეალის უნივერსალური, საყოველთაო ძალისა და თავისი სამხედრო უპირატესობისა, განიცდის იმას რაც შეიძლება დახასიათდეს როგორც მეობის ღრმა კრიზისი.
როდესაც ამერიკა დემოკრატიის სახელით არღვევს სტატუს ქვოს საშუალო აღმოსავლეთში და რუსეთი თავისი « იმპერიული რანგის» აღდგენის მცდელობისას მკვეთრად ცვლის ვიტარებას კავკასიაში, ამერიკა და რუსეთი ბევრად უფრო გვანან ერთმანეთს ვიდრე სურთ ამის აღიარება
(თავის დასასრული და შემდეგი გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment