by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 02 05, კვირა, 16:56-ზე
დამცირება და მონდიალიზაცია:
დამცირების ყველა ფენას დაემატა მონდიალიზაციასთან დაკავშირებული გაღიზიანება-უკმაყოფილებაც. გამჭვირვალე და ღია გარემოში ისლამს სავსებით ესმის სულ უფრო და უფრო აშკარა კონტრასტი თავიდან მონდიალიზაციის ტალღას « აყოლილ» აზიურ და დასავლურ სამყაროებს და თვითონ მას შორის. ის აშკარად ხედავს რომ თვითონ მას ეს არ შეუძლია.
გაეროს მიერ 2002 წელს გამოქვეყნებული ანგარიში არაბთა განვითარების შესახებ წარმოადგენს განგაშის ერთგვარ ნიშანს რომლის უგულვებელყოფასაც ძნელად თუ მოახერხებენ არაბი ხელმძღვანელები.
ის შეიცავს შემაშფოთებელ სტატისტიკათა სერიას. ყურის ქვეყნების შესამჩნევი გამონაკლისის გარდა ინვესტიციები განათლებაში და მეცნიერებაში მცირეა,სრულებით არასაკმარისია. არაბული სამყაროს ქვეყნებს აკლიათ ეკონომიკური კონკურენციის უნარი.არ შეიმჩნევა დემოკრატიული პროგრესი და იზრდება უთანასწორობები.
ყველა ეს მონაცემი აძლიერებს სამყაროს ცამორჩენილობის განცდას. და ეს მიუხედავად იმისა რომ მაჰმადიანთა რეაქცია გადასავლურობაზე, ოქსიდენტალიზაციაზე,თვითონ არის გადასავლურობის ერთგვარი ფორმა,როგორც ეს აჩვენა საშუალო აღმოსავლეთის გამოჩენილმა სპეციალისტმა ოლივიე როიმ თავის წიგნში « მონდიალიზებული ისლამი». ის ასევე გამოხატავს უძლურების გრძნობას : «მე ვერ მოვიპოვებ წარმატებას სამყაროში რომელსაც ისევ განსაზღვრავენ და რომელზეც ისევ ბატონობენ ისინი»
საიდანაა ეს მწუხარება მარცხის გამო?
განა მაჰმადიანობის თანაარსია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები?
განა შეიძლება ისინი დავუკავშიროთ იმ ფაქტს რომ ყორანი ცხადად ვერ განასხვავებს ერთმანეთისაგან სულიერსა და საეროს, წარმავალს? თუ მაჰმადიანობა ასე თუ ისე შეუთავსებელია თანამედროვეობასთან, კაპიტალიზმთან და დემოკრატიასთან?
ან იქნებ უნდა დავიჯეროთ ის რომ დემოკრატიული კულტურის და ძლიერი საშუალო კლასის არარსებობისას დემოკრატიული საარჩევნო პროცესი მხოლოდ ხელს შეუწყობს არადემოკრატიულ ძალებს როგორც ეს აჩვენა ჰამასის გამარჯვებამ პალესტინაში და რეფორმატორთა დამარცხებამ ირანში?
უფრო თანამედროვე და განვითარებულ თურქეთშიც კი დემოკრატიის პროგრესი დაკავშირებულია ისლამისტური პარტიების გაძლიერებასთან.
საწინააღმდეგოდ იმისა რასაც აცხადებს პრემიერ მინისტრი რესეპ ტაიიპ ერდოგანი, მისი პარტია არასოდეს არ ყოფილა გერმანული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის მკაცრი ექვივალენტი.
გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები ჯერ დემოკრატები არიან და მერე ქრისტიანები. და თუ კი ვიმსჯელებთ სხვა პოლიტიკური ფორმაციების მიმართ მათ მიერ გამოვლენილი შემწყნარებლობით შეიძლება ვიფიქროთ რომ ბატონი ერდოგანის მიმდევართა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც გულში ჯერ მაჰმადიანია და მერე დემოკრატი. ( Nicholas Gage,Orthodox Christianity under threat»,International Herald Tribune, 2008 წლის 9 სექტემბერი).
ისლამის დამოკიდებულება პოლიტიკისადმი მის საფუძვლებში დიდად უნდა განსხვავდებოდეს საჯარო ცხოვრებასთან ქრისტიანობის დამოკიდებულებისაგან.
ეს არ ნიშნავს იმას რომ დემოკრატია არის სისტემა რომელიც ვერ შეეგუება რომელიმე ღვთაების რწმენას ვინაიდან რწმენა სისტემატურად დაუპირისპირდებოდა სახალხო სუვერენიტეტს.
სულ უფრო და უფრო მეტი მაჰმადიანი ინტელექტუალი ეგვიპტეში,იორდანიაში,
თურქეთში, ირანში, მალაიზიაში თუ ინდონეზიაში თვლის რომ პლურალიზმის, შემწყნარებლობის და მოქალაქეობრივი ვალდებულებების შეგნების ღირებულებები შინაგანად და განუყოფლად დაკავშირებულნი არიან ისლამთან და ისინი დაინტერესებულნი არიან ამ ღირებულებათა პრაქტიკული განხორციელებით ( James Piscatori,The Turmoil within Islam,Foreign Affairs,2002 წლის მაისი-ივნისი).
ეს ინტელექტუალები არ იზიარებდნენ აიაან ჰირსი ალის შავ ხედვას,რომელიც გადმოცემულია მის პროვოკაციულ ესეში « ქალწული გალიაში» ( Ayaan Hirsi Ali,
The Caged Virgin,A Muslim Woman's Cry for Reason,New York,London,Free Press,2006), რომლის თანახმადაც ისლამის პრობლემები თვითონ მის ბუნებასთანაა დაკავშირებული ( სალმან რუშდი კი პრობლემების წყაროს ხედავს საზოგადოდ რელიგიებში და არა განსაკუთრებით ისლამში).
აიაან ჰირსი ალის თანახმად « მაჰმადიანების დამოკიდებულება ღმერთთან არის შიშის დამოკიდებულება.»
პრობლემის მეორე ელემენტი მისი აზრით ისაა რომ ისლამი აღიარებს მორალის ერთადერთ წყაროს, არსით შეუმცდარ წინასწარმეტყველს.
და მესამე ელემენტი « ისლამი გაჟღენთილია წინასწარმეტყველის მიერ ალაჰისაგან ინსტრუქციების მიღების ხანაში გავრცელებული ტომობრივი სექსუალური ღირებულებებით.»
ამიტომაა რომ მაჰმადიანთა მიწებზე მყოფ ამერიკულ ჯარებში ქალების ყოფნა აღქმულია დამცირების განსაკუთრებით აგრესიულ ფორმად.
აიაან ჰირსი ალი : « ეს ელემენტები ნათლად აჩვენებენ თუ რატომ ჩამორჩნენ მაჰმადიანი ერები დასავლეთს და, უფრო მოგვიანებით, აზიას.»
არადა მაჰმადიანურ ქვეყანათა უმრავლესობა ვერ ხედავს რომ საზოგადოების ფუნქციუნირებაში ქალების თანასწორ მოქმედ პირებად ჩაურთველობა წარმოადგენს დიდ ნაკლს.
მე მახსენებდა 11 სექტემბრიდან სულ რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემს მიერ ბერლინში წაკითხული მოხსენება. მსმენელები იყვნენ ემირატების ბიზნესმენი ბანკირები რომელთა შორისაც იყვნენ უმაღლესი კადრები, მაჰმადიანი მანდილოსნები რომელთა უნაკლოდ დახვეწილ სამოსსაც ამკობდა მოკრძალებული თავსაბურავი. ისინი შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს ჩემს მიერ ისლამის ქალებისადმი დამოკიდებულების შესახებ ნათქვამის გამო და ცდილობდნენ ჩემს დარწმუნებას იმაში რომ დასავლელი ქალები ვერასოდეს დაიკავებენ ისეთ მაღალ და საპასუხისგებლო ადგილებს იერარქიაში როგორიც უკავიათ მათ,მაჰმადიან ქალებს. ისინი სრულებით უარყოფდნენ მათ დამამცირებელ სინამდვილეს.
თუ კი ისეთ ქვეყანაში როგორიცაა საუდის არაბეთი ქალს იმიტომ რომ ქალია არ შეუძლია თავისი საკუთარი ავტომანქანის ტარება როგორ უნდა შეასერულოს მან საზოგადოებაში მნიშვნელოვანი და ავტონომიური როლი?
2007 წლის სექტემბერში გაეროში მიწვეული ირანის პრეზიდენტი ახმადინეჟადი სინამდვილის სრულიად საწინააღმდეგოდ აცხადებდა რომ ქალის მდგომარეობა ირანში « საუკეთესოა მსოფლიოში». მართალია რომ მის ქვეყანაში ვერ ჩამოახრჩობენ ჰომოსექსუალებს იმიტომ რომ ჰომოსქსუალები იქ არიან....
შეიძლება არც იყოს გასაკვირი რომ დამცირების წონისაგან გასრესილი კულტურა არ აღიარებს იმას რომ თავის გამამხნევებელ სტრატეგიებს შორის ის იყენებს სინამდვილის უბრალო უარყოფას.
ან იქნებ უნდა დავიჯეროთ რომ დემოკრატიული კულტურის და ძლიერი საშუალო კლასის არარსებობისას დემოკრატიული საარჩევნო პროცესი მხოლოდ ხელს უწყობს არადემოკრატიულ ძალებს?
საამიროელთა ოჯახი. |

No comments:
Post a Comment