«ჰაიეკის აზრით ლიბერალები არიან მხოლოდ ისინი ვინც ფიქრობენ რომ სამყარო ემორჩილება ჩვენთვის უცნობ კანონებს; საბოლოო ანგარიშით ლიბერალებისთვის ინდივიდუალურ ინიციატივათა ჯამი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გააზრებული დაგეგმვა მმართველი ელიტის მიერ»
(გი სორმანი, ლიბერალური გადაწყვეტა).
ტოტალიტარიზმის კრიტიკა გამართლებული იყო, მაგრამ რა უნდა იყოს მის ადგილას? დემარშებით ერთმანეთისგან განსხვავებული მაგრამ კანტით შთაგონებული ფილოსოფოსები რაიმონ არონი საფრანგეთში და ჯონ რაულსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ: ლიბერალიზმი.
რაიმონ არონის დემარში ეფუძნება უბრალო დასკვნას: არსებობს პოლიტიკური ცხოვრების ორგვარად წარმოდგენის შესაძლებლობა. პირველი მონისტურია, მეორე-დუალისტური. მონისტობა ნიშნავს კაცობრიობიდან როგორც მთლიანობიდან ამოსვლას, ესე იგი თქმას იმისა რომ ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოება არის საკუთარ თავთან შერიგებული, ერთიანი და რეალური კაცობრიობა.მონიზმის დადებითი თვისებაა რეალური ადამიანის და რეალური კაცობრიობის დაცვა, მაგრამ მას მივყავართ ტოტალიტარიზმამდე. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ასეთი რეალური კაცობრიობის შექმნას ისე რომ არ გამოვჩნდეთ არაადამიანებად? აქედანაა ყველა ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიური დიქტატურა. ისინი აცხადებენ პრეტენზიას იმაზე რომ განასახიერებენ ადამიანობის,კაცობრიობის ღირებულებებს და უარყოფენ ყოველგვარ ოპოზიციას.
რაიმონ არონმა გააკრიტიკა მონიზმი პოლიტიკაში. მან მას დაუპირისპირა სხვა გზა-დუალიზმი. დუალისტური გზა არის ამოსვლა არა მთლიანობად წარმოდგენილი კაცობრიობიდან არამედ აარსებული, რეალური ადამიანიდან. მის ინტერესებთან ერთად. ამ ინტერესებს უნდა მიეცეთ პოლიტიკურ სივრცეში გამოხატვის საშუალება და უნდა არსებობდეს მაქსიმალურად თავისუფალი დისკუსისს გარანტია. დუალიზმს არა აქვს პრეტენზია კაცობრიობის ერთიანობის განხორციელებაზე ,მაგრამ მისი ღირსებაა კაცობრიობის თავისუფლების შენარჩუნება. მონიზმი აცხადებს პრეტენზიას კაცობრიობის სახელით ლაპარაკზე და დუალიზმი კი კმაყოფილდება კაცობრიობასთან როგორც ადამიანთან ლაპარაკით.
რაიმონ არონის აზრით ლიბერალურ საზოგადოებას მის არასრულყოფილებათა მიუხედავად აქვს მომავალი იმიტომ რომ ის არსებობის საშუალებას აძლევს აზროვნების თავისუფლებას.
ჯონ რაულსის აზრით ლიბერალიზმის ღირსებაა რაციონალურობა. შეგვიძლია ისე როგორც მარქსიზმშია ამოვიდეთ რეალური კაცობრიობიდან და გვინდოდეს რეალური კაცობრიობის რეალიზაცია.
მაგრამ შეიძლება ამოსვლა გონებიდანაც. ეს ნიშნავს პრინციპად აღებას იდეისა რომლის თანახმადაც საზოგადოება არის თამაში რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. თავიდან ეს ჩანს აბსტრაქტულად, მაგრამ სინამდვილეში ის წყვეტს წინააღმდეგობებს რომლებიც განუწყვეტლად აღელვებენ საზოგადოებას. ასე მაგალითად ეკონომიკისათვის უფრო დინამიური ინდივიდუალური ინიციატივების მომხრე ლიბერალები უპირისპირდებიან სიმდიდრის საზოგადოებისთვის უფრო ადამიანური გადანაწილების მომხრე დემოკრატებს.
ლიბერალები რომ თამაშობდნენ თამაშს ისინი მიხვდებოდნენ რომ მათი ინტერესია საზოგადოება რომელიც არ აფეთქდება უთანასწორობათა გამო და ,მაშ,საჭიროა სიმდიდრეთა გადანაწილება. დემოკრატებიც რომ თამაშობდნენ თამაშს ისინი მიხვდებოდნენ რომ მათ ინტერესშია საწარმოების და ინიციატივიან მეწარმეთა ყოდნა, ესე იგი დაუშვებდნენ უთანასწორობის წილს. ყველა რომ თამაშობდეს თამაშს რაციონალურად ყველა მიხვდებოდა რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა სხვისთვის ანგარიშის გაწევა. ჯონ რაულსის აზრით თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის ძალაა წესიერი თამაშის (ფაირ გამე) ამ ლოღიკაში, ესაა ერთადერთი ლოღიკა რომელსაც შეუძლია როგორც ჯუნგლის კანონის ეგოისტური სამყაროს ისე ეგალიტარული დიქტატურების სამყაროს დაძლევა ( თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსთა ბულვარი, გამომცემლობები მილან,2005, თარგმანი ფრანგულიდან).
John Rawls (1921—2002)John Rawls was arguably the most important political philosopher of the twentieth century. He wrote a series of highly influential articles in the 1950s and ’60s that helped refocus Anglo-American moral and political philosophy on substantive problems about what we ought to do. His first book, A Theory of Justice [TJ] (1971), revitalized the social-contract tradition, using it to articulate and defend a detailed vision of egalitarian liberalism. In Political Liberalism [PL] (1993), he recast the role of political philosophy, accommodating it to the effectively permanent “reasonable pluralism” of religious, philosophical, and other comprehensive doctrines or worldviews that characterize modern societies. He explains how philosophers can characterize public justification and the legitimate, democratic use of collective coercive power while accepting that pluralism.Although most of this article will be devoted to TJ, the exposition of that work will take account ofPolitical Liberalism and other later works of Rawls. TJ sets out and defends the principles of Justice as Fairness. Rawls takes the basic structure of society as his subject matter and utilitarianism as his principal opponent. Part One of TJ designs a social-contract-type thought experiment, the Original Position (OP), and argues that parties in the OP will prefer Justice as Fairness to utilitarianism and various other views. In order to understand the argument from the OP, one must pay special attention to the motivation of the parties to the OP, which is philosophically stipulated and provided with a Kantian interpretation. Part Two of TJ checks the fit between the principles of Justice as Fairness and our more concrete considered views about just institutions, thereby helping move us towards a reflective equilibrium that supports those principles. Part Three of TJ addresses the stability of a society organized around Justice as Fairness, arguing that there will be an important congruence in such a society between people’s views about justice and what they value. By the time he wrote Political Liberalism, however, Rawls had decided that an inconsistency in TJ called for recasting the argument for stability. In other ways, the argument ofTJ rested on important simplifications, which had the effect of setting aside questions about international justice, disability, and familial justice. Rawls turned to these “problems of extension,” as he called them, at the end of his career.
No comments:
Post a Comment