Showing posts with label ფილოსოფია. Show all posts
Showing posts with label ფილოსოფია. Show all posts

8.19.2011

დასავლურ-აღმოსავლური დიალოგებიდან: ამერიკაში პოპულარული ძენი, შუნრიუ სუზუკი (1905-1971)


ა სუზუკიც
დასავლელი მსმენელებისადმი მიმართვისას სუზუკი მათ განსაკუთრებით აფრთხილებს დასავლელების აზრით ბუნებრივი დუალიზმის თაობაზე: თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული სინათლე და ჩრდილი,სიკეთე და ბოროტება სინამდვილეში ურთიერთშემავსებლები არიან. მათ არ შეუძლიათ უერთმანეთოთ არსებობა. ჩრდილი შეიძლება გადაიქცეს სინათლედ და დიდი ბოროტებიდან შეიძლება გაჩნდეს დიდი სიკეთე. ასეთია არადუალიზმის,ბუდიზმის სულისკვეთება.

6.21.2011

ოკულტიზმი-3 : ლექსიკონი :

     რაიმონ აბელიო:
1. 1907 წელს ტულუზაში დაბადებულმა ჟორჟ სულემ  დაიწყო მოღვაწეობა როგორც სოციალისტური პარტიის წევრმა: 1937-1939 წლებში ის იყო მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციის ხელმძღვანელი კომიტეტის წევრი. მოვლენებმა და მისმა პირადმა
გაოკულტისტებული ფრანგი სოციალისტი
 რაიმონ აბელიოს ნაშრომი
 "ახალი გნოზისის მანიფესტი".
მიდრეკილებებმა შემდეგში მას უბიძგეს ეზოტერიზმისკენ. ის გახდა წევრი ორგანიზაციისა “მეტაფიზიკური კვლევების წრე” და ფსევდონიმად აიღო სახელი რაიმონ აბელიო რათა გამოექვეყნებინა სერია ნაშრომებისა რომლებმაც ის გადააქციეს ოკულტიზმის ერთ-ერთ ლიდერად. რაიმონ აბელიოს ორიგინალობა იმაშია რომ წინამორბედთა და თანამედროვეთა უმრავლესობის საწინააღმდეგოდ ის არ ცდილობს ოკულტიზმის ფონდის გადატვირთვას თავისი პირადი გამოგონებებით. მან კარგად იცის ეზოტერიზმი, განსაკუთრებით ბიბლიის კაბალისტური ინტერპრეტაცია და ბევრი რამ იცის მოწინავე გამოკვლევების შესახებ.
  აბელიო ცდილობს ეზოტერული ტრადიციის და თანამედროვე მეცნიერების სინთეზის გაკეთებას.

  აბელიოს ზოგადი დებულება გადმოცემულია ესეში “ეზოტერიზმის მიზანი” (1973).

ტრადიციული ეზოტერიზმი, ამბობს ის, ერთდროულად დოქტრინაცაა და პრაქტიკაც. ის მოიცავს მთლიანად არსს, სხეულს, სულს და სამშვინველს ( ეს სამად დაყოფა არსებითია ეზოტერიზმისთვის) არსებობის ფუნდამენტურად “განსხვავებული” წესი განსხვავდება როგორც ერთის მხრივ ერუდიციისგან, მხოლოდ ინტელექტის აქტივობისაგან, ისე მეორეს მხრივ ოკულტიზმისგან, დიქტრინის ინტელექტუალური და სულიერ პარაპეტების არმქონე პრაქტიკისაგან.

3.  მეტაფიზიკური და არა მორალური  საწყისი, თავდაპირველი ტრადიცია ადამიანებს მიეცა ერთბაშად, მთლიანად, მაგრამ შეფარულად.
ან უფრო, აბელიოს თანახმად, მის მიმღებ ადამიანებს  ჯერ არ ჰქონიათ მისი ცხად ცნებებში გადასაყვანად აუცილებელი ინტელექტუალური საშუალებები.

  სწორედ თანამედროვე ადამიანებს აკისრიათ ტრადიციის ახსნა და უბრალო “მონაწილეობიდან” გადასვლა ჭეშმარიტ “ცოდნაზე”.

აბსოლუტური ცოდნა შეუძლებელია. ბოლო წერტილში ინიციატური ცოდნა ვარდება განუსაზღვრელში: ” “ჭეშმარიტების ძიებამ წინასწარ იცის რომ ის მივა ჭეშმარიტების წვდომის შეუძლებლობამდე”.
ფრანგ სოციალისტთა საარჩევნო
პლაკატი: "სამუშაო, პური".
     მაგრამ დოქტრინალური კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლება მოშორდეს ოკულტური ხასიათი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს აბელიო რომელიც გადაჭრით გამოყოფს მიმდინარეობებს რომლებიც ისევ ეძებენ ჭეშმარიტებას აღმოსავლური სულიერების გაღრმავებაში. პირიქით, ის ფიქრობს რომ დაიწყო აღმოსავლეთის დაკნინება და ის იცავს დასავლურ გონებას არა როგორც თავისთავად შემეცნების ინსტრუმენტს არამედ როგორც გნოზისის დიალექტიკურ იარაღს.

   ეზოტერული აზრის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადატანის გასამართლებლად აბელიო ტრადიციის აზრს აღადგენს XX საუკუნის მოწინავე მეცნიერების ენაზე. ასე მაგალითად ის ოკულტურ ხასიათს აცლის კაბალას და ეძებს რიცხობრივ თანაფარდობებს იქ სადაც თითქოს იპოვა თანამედროვე მეცნიერების ცნებები. ძველი ჩინეთის მისნობის წიგნში “ი-ი-კინგ’ მან იპოვა შესაბამისობები შესაქმის წიგნთან და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის უახლეს აღმოჩენებთან.

ალქიმია:
1. ვულგარული გაგებით ალქიმია უნდა იყოს ოქროს კეთების (რეალური თუ ქიმერული) ხელოვნება. სინამდვილეში უკვე შუა საუკუნეების ალქიმიკოსებს ეზიზღებოდათ ისინი ვისი ერთადერთი მიზანი იყო გამდიდრება.
ალბათ ბაბილონში და ეგვიპტეში გაჩენილ ალქიმიას პრაქტიკული განზომილების გვერდით აქვს თეორიული სახეც.

პრაქტიკული ალქიმია მიზნად ისახავს ლითონების გარდამქმნელი და დღეგძრძელობის ელიქსირის შექმნისათვის ხელის შემწყობი ფილოსოფიური ქვის და უნივერსალური, ყველა ავადმყოფის წამალი პანაცეას მოპოვებას, მაგრამ ეს ძიება ეფუძნება ბუნების თეორიას, უფრო ზუსტად თეორიების ერთობლიობას რომელთაგან ერთ-ერთი თეორიის თანახმად ლითონები არიან ცოცხალი არსებები რომელთაც ფილოსოფიური ქვა ანიჭებს სრულყოფილებას.

2.ეს ტრადიცია საუკუნეთა მანძილზე შეიცვალა და გამდიდრდა. Aალექსანდრიისა და ბიზანტიის შემდეგ ის მოხვდა არაბთა არეში სადაც მან მიიღო თავისი სახელი ალ ქიმია ( « ქიმია ») და XII საუკუნეში შეაღწია დასავლეთში  ხან ეგვიპტელთა ღმერთ თოთთან და ხან მოსესთან გაიგივებული სამჯერ დიდი ჰერმესის ანუ ჰერმეს ტრისმეგისტის ნაშრომებად მიჩნეული ნაწერების სერიის სახით. ამ ტექსტების ბუნდოვანებიდან გაჩნდა თანამედროვე ცნება ჰერმეტული, რაც ნიშნავს გასაგებს მხოლოდ განდობილთათვის, ინიციირებულებისთვის. მაგრამ ამ ტექსტების ყურადღებით წამკითხველს გამოაქვს კოსმიური ერთ
ობის იდეა რომელიც უწყვეტ ძაფად მოდის ალექსანდრიელი ნეოპლატონიკოსებიდან თანამედროვე ოკულტისტებამდე.

3.შუა საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებით პარიზში და პრაღაში აქტიურმა ალქიმიკოსებმა თითქოს შექმნეს საიდუმლო საზოგადოებები მათი აღიარების, ცნობის ნიშნებითა და პაროლებით. ალქიმიკოსად გასახდომად არ იყო საკმარისი ბევრის კითხვა, აუცილებელი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოძღვართა ზეპირი გაკვეთილების მიღებაც. ამიტომ საჭირო იყო ხანგრძლივი მოგზაურობა. ეკლესია არც თუ უსაფუძვლოდ ფიქრობს რომ ალქიმიკოსები მისდევენ და ქადაგებენ ერეტიკულ დოქტრინებს და აქედანაა ალქიმიკოსთა განკვეთა ეკლესიიდან და მათი ნაშრომების დაწვა. მაგრამ დევნა არაა უწყვეტი, პერიოდულია და დიდი ალქიმიური ლიტერატურა ვრცელდება ფარულად. ბიბლიოთეკებს ავსებდნენ XV-XVII საუკუნეებში დაწერილი ნაშრომები. Hჰერმეტულ და ნეოპლატონურ ნაწერებს დაემატა კაბალა და ტაროს სიმბოლური ფიგურები.

4. თანამედროვე ქიმიისაგან საბოლოოდ ჩამოშორების მომენტში ალქიმია გადაიქცა მოძღვრებად რომელიც მის ადეპტებს აძლევს სამყაროს ამომწურავი ცოდნის საშუალებას. .


"მოოქროვილი განთიადის ჯვარი.


      ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სინთეზია როზენკრაიცელი ექიმი რობერტ ფლუდის ნაშრომი. რობერტ ფლუდის აზრით ღმერთში არის სამი პირი, მატერიაში არის სამი პრინციპი (ალქიმიკოსების გოგირდი, მარილი და ვერცხლისყალი) და ადამიანს ქმნის სამი პრინციპი (სხეული, სული, სამშვინველი). თავისი საბოლოო და უმაღლესი ფორმით ალქიმია არის  დიდი ხელოვნება, სამეფო ხელოვნება, რომლის წყალობითაც ადეპტს ძალუძს ამავე ცხოვრებაში ხორციელი აღდგომის მდგომარეობის მიღწევა. მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნილია დიდებულ სხეულად რომელიც ჰგავს ცოდვით დაცემამდელი ადამის სხეულს.

5. თავის ლაბორატორიებში ნივთიერებებით მანიპულაციით ალქიმიკოსებმა ხელი შეუწყვეს თანამედროვე ქიმიის გაჩენას. ერუდიტები დღესაც იცავენ სამეფო ხელოვნების კულტს და ალქიმიურ ტრადიციას, აგრძელებენ პრაქტიკულ ალქიმიასაც და ერთი მათგანი იკვეხნის იმით რომ მან ისევ მიიღო ძველი ალქიმიკოსების მიერ ფილოსოფიური ქვის ვერცხლისწყლის წყალში გახსნით ნაპოვნი ოქრო ( ანდრე ბარბო, « მეათასე დილის ოქრო»).

  ჩვენება:
  გარდაცვლილი, ცოცხალი მაგრამ ძალიან შორს მყოფი პიროვნების ან კიდევ არადამიანური არსების მოულოდნელი და წამიერი გამოჩენა ყველა კულტურისთვის, რელიგიისა და ცრურწმენებისთვის საერთო თემაა. რაციონალისტური მეცნიერებისთვის ესაა მოწმობის ფსიქოლოგიის , ჰალუცინაციათა შესწავლის თუ უბრალოდ ფოლკლორის სფერო. ამ კონცეფციათა განსხვავების მიუხედავად მათ აქვთ შეხების წერტილები.

  XIX საუკუნის ბოლოს ლონდონში დაარსდა  « საზოგადოება ფსიქიური გამოკვლევებისთვის » რომლის მიზანი იყო ბრიტანეთში ხშირი ჩვენებების შესწავლა. ჩვენებებს უფრო სანდოს ხდიდა განათლებულ წრეებში გავრცელებული სპირიტიზმის მოდა. შეგროვდა ათასობით შემთხვევა. სცადეს მათი კლასიფიკაცია და ძირითადად ტელეპატიაზე დაფუძნებული თეორიული ახსნა. « აგენტიდან » « მიმღებისკენ » უნდა მიდიოდეს მენტალური ძალა. მიმღებს აქვს პასიური როლი. გარკვეულ შემთხვევებში უწყება შემოიფარგლებოდა წინათგრძნობით ან რაღაც ხმათა აღქმით, მაგრამ ზოგჯერ ის იღებდა სრული ჩვენების სახეს. მიმღები შეიძლებოდა უცბად ვერც კი მიმხვარიყო რომ ხდებოდა რაღაც არაჩვეულებრივი და ჩვენება ბუნებრივ ყოფნად მიეღო.

   განმეორებადი ჩვენებები იყო მხოლოდ ისინი რომლებსაც აწყობდნენ მედიუმები სპირიტული სეანსების დროს. მაგრამ სკანდალთა სერიის შედეგად საზოგადოებამ ფსიქიური გამოკვლევებისთვის დაგმო სპირიტები როგორც შარლატანები.

   პარაფსიქოლოგიის გაჩენასთან ერთად გაჩნდა ჩვენებათა ახალი თეორიაც : ეხლა აქტიურ როლს ასრულებს მიმღები. ჩვენება, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს, არის ექსტრასენსორული, ზეგრძნობითი აღქმა. ჟ.ბ. რაინის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აგროვებს ათასობით შემთხვევას. მრავალ მათგანში აგენტი მკვდარი ან მომაკვდავია, მაგრამ პარაფსიქოლოგები არ იღებენ სპირიტისტულ ახსნას და ამბობენ რომ ყველაფერი ხდება მიმღების სულში. მისი ტვინის მიერ რეალურად მიღებული “ფსი” ინფორმაცია მას ახსენებს ბევრ რამეს და ის იმუშავებს ჰალუცინაციურ ხატს.

 სპირიტების და მრავალი ოკულტისტის აზრით პარაფსიქოლოგიური ახსნა არასაკმარისია ვინაიდან ის სარ უწევს ანგარიშს ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ ნანახ ჩვენებას: უფრო ადვილია ასტრალური სხეულის წამიერი მატერიალიზაციის დაშვება.  რაციონალისტების აზრით ინდივიდუალური ჰალუცინაცია დიდად არ განსხვავდება კოლექტიური ჰალუცინაციისაგან: ერთსაც და მეორესაც იწვევს ჩაგონება. ადამიანები ხედავენ იმას რისი დანახვაც სურთ ისე, იხსნება არა მხოლოდ სასწაულებრივი ჩვენებები არამედ,მაგალითად, მფრინავი თეფშების გამოჩენა.

   სასწაულების თაობაზე დღეს ძალიან ფრთხილი კათოლიკური ეკლესია არ ადასტურებს იოლად თანამედროვე ჩვენებებს. 1976 წელს პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში ჩატარებულ კოლოკვიუმზე მისტიკური ხილვების შესახებ აბე ლორანტამ თქვა რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ღვთისშობელი გამოჩნდა ორასოცდათორმეტჯერ; მისი აზრით ეს უნდა იყოს აუხსნელი ფენომენი რომელიც გამორიცხავს როგორც ჩვენების ობიექტურ რეალობას ისე უბრალო ჰალუცინაციას.

   სამაგიეროდ აბე ორეზომ უყოყმანოდ თქვა: “ 50 წლის წინ ბევრი ხედავდა წმინდა ქალწულს, ეხლა უფრო ხედავენ მფრინავ თეფშებს, ეს ერთი და იგივე ფენომენია”.

ასტრალი:
1. ოკულტისტების აზრით ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან: სულისგან, ასტრალური სხეულისგან და ფიზიკური სხეულისგან. სული შეესაბამება ღვთაებრივ პლანს, ფიზიკური სხეული ფიზიკურ პლანს, ასტრალური სხეული ეკუთვნის ასტრალს, სფეროს სადაც ხილული სამყარო ხვდება უხილავ ძალებს რომლებიც მოძრაობენ ვარსკვლავებს შორის ( ამ ძალებს მიმართავენ ვედრებისას ან მაგიური ცერემონიების დროს). თვითონ სულიც სამმაგია: ის მოიცავს ღვთაებრივ სულს, ასტრალურ სულს ანუ სამშვინველს და ვიტალურ, სასიცოცხლო სულს. ჩვენი ინდივიდუალური არსებობის დროს ჩვენი გრძნობები გვაკავშირებენ მხოლოდ ფიზიკურ პლანთან რაც არის ექსპერიმენტულ მეცნიერებათა სფერო.
2. მიუხედავად ამისა გარკვეულ ვითარებებში, მაგალითად ძილში, ჩვენ შეგვიძლია დაკავშირება ასტრალურ პლანთან. ზოგი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, მაგალითად ნათელმხილველები, ჯადოსნები,ან, დღეს მედიუმები, უფრო ხშირად სწვდებიან ასტრალს რაც ხდება როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად ძალიან დამღლელი ძალისხმევით.
3. 3.ნახსენები სამნაწილედი დაყოფა შეესაბამება  სტანისლას დე გუაიტას თანამედროვე დოქტრინას (სამყაროს სამი პლანი, ადამიანის არსების სამი ნაწილი, სულის სამი ნაწილი). ის ზოგჯერ გადამუშავებული იყო და სხვადასხვა ოკულტისტურ დოქტრინაში ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს.
ოკულტისტურ დოქტრინათა უმრავლესობა, განსაკუთრებით ისინი რომლებიც შთაგონებული არიან აღმოსავლური ფილოსოფიებით, აღიარებენ რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი შემადგენელი ელემენტები შორდება ერთმანეთს. სხეული იხრწნება და იშლება, ღვთაებრივი სული ბრუნდება ღვთაებრივ პლანზე, ასტრალური სული რჩება, ის დაკავშირებულია ასტრალურ სხეულთან და მასთან ერთად ხეტიალებს კოსმიურ სივრცეში. ასტრალურ პლანში არსებობა დროებითია და დასრულდება ან რეინკარნაციით (რაც იქნება ახალი ციკლის დასაწყისი) ან შეერთებით ღვთაებრივ პლანზე რაც ასევე დროებითი შეიძლება იყოს და რასაც მოყვება რეინკარნაცია.

4. ზებუნებრივ თუ პარაბუნებრივ ფენომენებს (ნათელხილვა, ტელეპატია, მისნობა) ოკულტისტები ხსნიან იმით რომ სუბიექტის ასტრალური სხეულმა დროებით დატოვა მისი ფიზიკური სხეული მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ჩაძინებული ან ტრანსში იყო. ასტრალში გასულ ასტრალურ სულს ძალუძს მატერიალურ დაბრკოლებათა და წინაღობათა დაძლევა, შორ მანძილებზე გადაადგილება, წასვლა ძალიან შორს და ნახვა იმისა რაც იქ ხდება. დაბრუნების შემდეგ ასტრალური სხეულის მიერ შეძენილი ცოდნა გადადის ფიზიკურ სხეულში. ასტრალურ სხეულს შეუძლია ფიზიკური სხეულიდან გასვლა ისეც რომ ფიზიკური სხეული ინარჩუნებდეს ცნობიერებას. ასტრალში მოგზაურობის დროს მას შეუძლია წამსვე, წამიერად მატერიალიზაცია. სუბიექტი მაშინ  ერთდროულად ორ ადგილასაა : ესაა ბილოკაცია ანუ ორსხეულობა.
 5. ასტრალში წარსულის თუ მომავალი მოვლენები წარმოდგენილია ხატებით თუ კლიშეებით. ასტრალში გასვლისას ჯადოსანს თუ ნათელმხილველს შეუძლიათ ამ კლიშეების შეცნობა და ასე მომავლის გააზრება.

6.  როდესაც ასტრალური სული სიკვდილის დროს საბოლოოდ სტოვებს სხეულს ზოგჯერ ის წამიერად იღებს ხოლმე მატერიალურ სახეს მოშორებულ ადგილას. ასე შეეძლოთ მომაკვდავებს ხილული  ყოფილიყვნენ ნათესავისთვის, მეგობრისთვის თუ ვინმე ძვირფასი ადამიანისთვის. მეტიც, მათთვის მიემართათ სიტყვით ან რაიმე ნიშნით. ცოცხალი ადამიანის ასტრალური სული შეიძლება შეხვდეს გარდაცვლილებს და ურთიერთობა ჰქონდეს მათთან.

  და ბოლოს, ზოგი ოკულტისტი მესმერის ტრადიციის თანახმად აღიარებს რომ მიცვალებულის ასტრალურ სულს შეუძლია ცოცხალი ადამიანის ფიზიკურ სხეულში შესვლა და მისი დამორჩილება.

მოოქროვილი განთიადი:
როზენკრაიცული საზოგადოებების ბრიტანელმა წევრებმა 1887 წლისთვის დააარსეს განსაკუთრებით დახურული ინიციაციური ორდენი  « მოოქროვილი განთიადის ჰერმეტული ძმობა ». შემოკლებული სახელია « გოულდენ დაუნ ». მისი წევრები იყვნენ წვრილი აზნაურები, ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, ხელოვანები და ინტელექტუალები. ორგანიზაცია გავრცელდა კონტინენტზე და თავისი კვალი დაამჩნია წევრებს. ეს პროცესი დაკავშირებულია ფაშიზმის გაძლიერებასთან.

    მოოქროვილი განთიადის იერარქია შედგება 11 ხარისხისგან და ყოველი მათგანი დაკავშირებულია კაბალას სეფიროტებთან. ინიციაცია, განდობა დადასტურებულია გარკვეული ლათინური თუ გელური დევიზის მინიჭებით. ამ დევიზმა განდობილს უნდა გაახსენოს  გზა რომელსაც ის არ უნდა ჩამოშორდეს თუ კი უნდა მიზნის მიღწევა. მიზანი კი არის « წითელი ვარდის » ესე იგი მისი « სულის დახვეწილი წვერის » გაფურჩქვნა.   დევიზის ინიციალები იქცევა განდობილის ნიშნად  რომლითაც მას ჩვეულებრივ აღნიშნავენ ხოლმე. საზოგადოებას ხელმძღვანელობს « იმპერატორი » რომელსაც აგრეთვე აქვს ეგვიპტური წოდება « ნეფტის ». მისი თანაშემწეები არიან ასევე ლათინური და ეგვიპტური წოდებების მქონე ოფიცრები.
მოოქროვილგანთიადისტი.

   მაგრამ ორდენის ნამდვილი ბელადები ითვლებიან « უცნობ უფროსებად » რომელთაც პირველი იმპერატორი სემუელ ლიდელ მათერსი აღწერს შემდეგნაირად : « ამ საიდუმლო ბელადების თაობაზე მე თქვენ ვერაფერს გეტყვით. მე არც მათი მიწიური სახელები ვიცი და მათ ვიცნობ მხოლოდ გარკვეული საიდუმლო დევიზებით. მე ძალიან იშვიათად მინახავს ისინი მათ ფიზიკურ სხეულში და ამ იშვიათ შემთხვევებში ისინი შეხვედრებს მინიშნავდნენ ასტრალში. შეხვედრის დრო და ადგილი წინასწარ იყო დათქმული. მე მჯერა რომ ისინი არიან დედამიწაზე მცხოვრები მაგრამ საშინელი და ზეადამიანური ძალების მფლობელი ადამიანები... მე ვგრძნობდი რომ დაკავშირებული ვიყავი საშინელ ძალასთან  რომელსაც შევადარებდი ქარიშხალს როდესაც ახლოს ეცემა ელვა და მეხი გრგვინავს. მე მიწყდებოდა სუნთქვა და მრავალჯერ დამიკარგავს გონება ».

   მოოქროვილი განთიადის ისტორია თითქოს სავსე უნდა ყოფილიყო დიდი ნერვიული დაძაბულობით რომელსაც ხშირად თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. ამას დაემატა სასიყვარულო დაპირისპირებები, მოჯადოებები და კონტრ-მოჯადოებები და საზოგადოებაში არსებული ქრისტიანული და წარმართული და კელტისტური მიმდინარეობების კონფლიქტი. ამან გამოიწვია განკვეთები და განხეთქილებები რომელთაც გამოიწვიეს ახალი საიდუმლო საზოგადოებების შექმნა :

   ლიტერატურაში 1923 წლის ნობელის პრემიის კაურეატმა უილიამ ბატლერ იტსმა შექმნა საიდუმლო საზოგადოება «სტელა მატუტინა», ვიოლეტ ფირტმა კი საიდუმლო საზოგადოება «შინაგანი სინათლე». ალისტერ კროულიმ-«ასტრუმ არგენტინუმ».

   მოოქროვილი განთიადის წევრებს შორის იყვნენ ფილოსოფოსი ანრი ბერგსონის და და იმპერატორი მათერსის მეუღლე მოირა ბერგსონი, ირლანდიელი ნაციონალისტი მოდ გონი, მსახიობი ფლორანს ფარ, რომელიც ბერნარდ შოუს საყვარელი იყო, ცნობილი მწერალი საქს რომერი.

  ტარდებოდა მაგიური და ინიციაციის ცერემონიები, მაგრამ ამას გარდა ადეპტები იღებდნენ ეთიკურ აღზრდას რომლის არსი გაამჟღავნა საზოგადოების წევრმა არტურ მაქენმა :

  «სულიერი სამყაროს წევრები არიან დიდად გარყვნილი ადამიანებიც. უბრალო, ხორციელი და სენსუალური ადამიანი ვერასოდეს იქნება დიდი წმინდანი. ვერც დიდი ცოდვილი...

  როგორც სიკეთეში ისე ბოროტებაში დიდები არიან ისინი ვინც სტოვებენ არასრულყოფილ ასლებს და მიდიან სრულყოფილი ორიგინალებისკენ...”

  ლუის პაუელსის თანახმად 25 წლით მიჩუმების შემდეგ მოოქროვილი განთიადი ყველგან ისევ იკრებს ძალებს ყველგან სადაც გავრცელებულია ნეოფაშისტური მიმდინარეობები (გაგრძელება იქნება).

6.19.2011

ოკულტიზმი 2. საიდუმლო საზოგადოებები


რენე გენონი 

 ოდესღაც რომანოვების აგენტი ეზოტერიკოსი და ოკულტისტი გიორგი ივანოვიჩ გურჯიევი პარიზში.


XVI საუკუნეში ხდება ფილოსოფიური დუღილი სადაც ერთმანეთს საინტერესოდ ერწყმის ალქიმიური ოცნება-
-ზმანებები, პირველი ნამდვილად ქიმიური აღმოჩენები ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, ასტროლოგია, მისნობის კვერთხი, კაბალა და მაგია, რომელიც ამოტივტივდა საფრთხეთა მიუხედავად.
        იზრდება საიდუმლო საზოგადოებათა რაოდენობა. ისინი იმდენად საიდუმლონი არიან რომ მათი უმრავლესობის შესახებ ჩვენ მხოლოდ არაპირდაპირ ვიცით.

   ბურუსებისა და მისტიციზმის ქვეყანა გერმანიაში იფურჩქნება და ყვავის მათ შორის ყველაზე ძლიერი საიდუმლო საზოგადოება რომლის ტოტებიც გაიშლება მთელს დასავლეთ ევროპაში: «როზენკრაიცერი ძმები» ( «ვარდი-ჯვრის ძმები»). ნაცისტურ მითებში იყო გერმანული ეზოტერული ტრადიციის წილი.

  ბოლოდროინდელი ტექსტების თანახმად თანამედროვე საიდუმლო საზოგადოებების ფესვები საძიებელია ან ბერძნულ მისტერიებში ან სოლომონის ტაძრის მშენებლობაში ( როგორც ამას აკეთებენ ფრანკ-მასონები), მაგრამ ეს უფრო ამ ტექსტების ავტორთა სურვილია ვიდრე სინამდვილე, ამას არა აქვს ისტორიული დამადასტურებელი საბუთები.

   სამაგიეროდ ჰერმეტული და გნოსტიკური დოქტრინები, რომელთაც უმდიდრესი გამოხატულება ნახეს  აღორძინების ხანის ალქიმიკოსებში უნდა იყოს  არაბების წყალობით აღმოჩენილი ელინისტური ხანის ფილოსოფოსების მემკვიდრეობა.

  მიიღეს თუ არა ეს მემკვიდრეობა უკვე ტამპლიერებმა როგორც ამას ამბობს ზოგი ავტორი ?
   რაინდულ ინიციაციას, რაინდად კურთხევას, როგორც ამას აღნიშნავს ლიუკ ბენუა, ჰქონდა ეზოტერული ხასიათი. წმინდა მიწაზე ტამპლიერებს ჰქონდათ კონტაქტები ისლამმთან რომელთაც ყოველთვის არ ჰქონიათ მტრული ხასიათი.
  ტამპლიერთა ორდენის ტოტალურმა და უხეშმა მოსპობამ საფრანგეთის მეფეების მიერ, ისევე როგორც კატარების მოსპობამ  ორივე შემთხვევაში გაავრცელა მითი ფარული სულიერი და მატერიალური განძის შესახებ.  აქ შეიძლება ამოვიცნოთ ოკულტიზმის ერთ—ერთი არქეტიპი, ფილოსოფიური ქვის და უმაღლესი გასხივოსნება-განათლების  შენარჩუნებული ოკულტისტური ტრადიციის უწყვეტობა, რასაც შუა საუკუნეებში ადასტურებენ «ვარდის რომანი » თუ გრაალის მითი.

  თანამედროვე ფრანკ-მასონობა გამოსულია ამ ეზოტერული ტრადიციების შერევიდან სხვა ინიციაციურ ტრადიციასთან, კომპანიონობასთან. მასონური ლიტერატურა ყველანაირად ალამაზებს ფრანკ-მასონობის წარსულს მაგრამ უეჭველია რომ ფრანკ-მასონობის საწყისია XIII საუკუნიდან გერმანიაში, ინგლისში და ალბათ საფრანგეთში გაჩენილი მშენებელი მუშების ლოჟებიდან. ამ ნათესაობას ხაზს უსვამს მითითება სოლომონის ტაძარზე, ინიციაციის რიტუალები, ცნობის, აღიარების ნიშნები, საიდუმლო, მრავალი სიმბოლო და ალბათ ჰირამის მითი.

   იმპერიის დროს ალბათ ბონაპარტეს კამპანიებით შთაგონებულმა ფაბრ დოლივემ სცადა შეექმნა ებრაული, სანსკრიტის და შეიძლება ეგვიპტის ქურუმების მიერ გამოყენებული საიდუმლო ენის უცნაური სინთეზი. მაგრამ აღმოსავლური ფესვებისგან საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილმა ევროპულმა ოკულტიზმმა აღმოსავლეთთან კავშირი ნამდვილად აღადგინა დიდ კოლონიალურ ხანაში. ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ინგლისელი და ფრანგი ერუდიტების მიერ ინდოეთის წმინდა წიგნების გაცნობამ. ოკულტიზმის განახლების წყაროა ამ ტექსტების კითხვა და თარგმნა, პირადი შეხვედრები ინდუისტ და ბუდისტ ბერებთან და ქურუმებთან. ამ დროს აღმოსავლური ფილოსოფიების და სპირიტუალისტური წარმოშობის პრაქტიკების ( მაგ. იოგას) ნამდვილი შესწავლა ერევა ფაკირების და ასე ვთქვათ მოგვების კომერციულ შარლატანობას.

   ორიენტალიზმის გაძლიერება :

   ამ ტენდენციამ თავისი პირველი დიდი გამოხატულება ნახა  სან-ივ-დალვეიდრის ბუნდოვან მოღვაწეობაში, მაგრამ  მთავარი როლი ორიენტალიზმის გაძლიერებაში საფრანგეთში შეასრულა რენე გენონმა ( 1886-1951). მან ისწავლა სანსკრიტი და 1921 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი “ინდუისტური დოქტრინების კვლევის შესავალი”, შემდეგ კი მრავალი ნაშრომი რომლებიც დასავლურ საზოგადოებას წარუდგენენ  ელინისტური ჰერმეტიზმის მონათესავე მეტაფიზიკურ სისტემებს. კათოლიკეთა ოჯახში დაბადებული და კათოლიკედ აღზრდილი რენე გენონი გარდაიცვალა ეგვიპტეში როგორც დიდად პატივცემული მაჰმადიანი სუფია შეიხი. მას არ შეუქმნია აზროვნების საკუთარი სისტემა, ის აცოცხლებდა დავიწყებულ ტრადიციას, თანამედროვეეებისთვის გასაგებ ენაზე თარგმნიდა იმას რაც იყო კაცობრიობის დიდი ტრადიციების სულიერ მოძღვართა მოძღვრებაში.




უბრალო თვალის შევლება სპეციალიზებული წიგნის მაღაზიების ვიტრინებისთვის გვიჩვენებს  შეგნებულად და გააზრებულად აღმოსავლურად შეფერილი ოკულტუსტური გამოცემების სიუხვესა და მრავალფეროვნებას. ფართო საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდება ამით. პარიზის გარდა ტულუზა და ლიონია მთავარი ცენტრები სადაც ინიციირებულთა, განდობილთა ჯგუფები იკრიბებიან რათა ერთად ეძებონ უმაღლესი ჭეშმარიტება ტრადიციული რიტუალების განხორციელებით ( ძალიან დიდი პოპულარობა, მაგალითად, მოიპოვა ნეო-
-შამანიზმმა, მთარგმნელი).

         თანამედროვე ოკულტიზმი სულ არა ჰგავს რელიგიას თუ დადგენილ დოქტრინას , თუნდაც გაფანტულ და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ სექტებში და დონეებზე. მის სფეროს არა აქვს გარკვეული საზღვრები. იქ არიან ალქიმიის ან გნოზისის მოყვარულნი, იოგას მიმდევრები რომლებიც ეძებენ იოგაში  მარტო უკეთეს ფიზიკურ წონასწორობას კი არა, ერთგვარი სულიერი ასკეზის გზასაც; გასხივოსნებულ მარტოსულებს ( ეს ცნება, სინათლის მიღების ცნება, სულაც არაა დამამცირებელი ოკულტისტებისთვის). იქ არიან მისტიციზმით და სიმბოლისტური მხატვრობით გატაცებული მწერლები და მხატვრები.
  შთაგონების ეს წყარო დაინახა სიურეალიზმმა.

  1949 წელს გარდაცვლილი გიორგი გურჯიევის მსგავსი ძლიერი პიროვნებების ირგვლივ შეიქმნა პატარა არაფორმალური ჯგუფები ( მაგრამ უნდა ითქვას რომ გურჯიევის მიმდევრები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულები, მთარგმნელი).


  შემდეგ ამერიკაში გაჩნდნენ და  დასავლეთ ევროპაში გავრცელდნენ მკაცრი სტრუქტურის მქონე საიდუმლო საზოგადოებები რომელთა განსხვავებაც საკუთრივ რელიგიური სექტებისაგან ხშირად ძალიან ძნელდება.

  სამხრეთკორეელი წინასწარმეტყველი მუნის პოპულარობის ზრდამ საფრანგეთში ბოლო ხანს გამოიწვია მტრული რეაქციები. მუნის მიმდევრები ოკულტისტები არიან მაშინ როდესაც აცხადებენ რომ მათი დოქტრინის გაგება შეუძლიათ მხოლოდ ინიციირებულებს, განდობილებს. საზოგადოებას ნაკლებად აშფოთებენ კრიშნაიტები რომლებიც მნახველებს აოცებენ ინდური მანტრებიდან გამომდინარე პრაქტიკებით.

   მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წამლეკავი ჰოროსკოპები და “ ოკულტურ მეცნიერებათა” რუბრიკები არღვევენ ეზოტერიზმის დიდ კანონს: ჭეშმარიტების გადაცემას მხოლოდ ამის ღირსებისათვის და მის დამალვას უმეცართათვის და ამიტომ ნამდვილი ოკულტისტები ყველაფერ ამას გულგრილად და ზოგჯერ აგრესიული ზიზღითაც კი უყურებენ.

  მიუხედავად ამისა პოპულარული ოკულტისტური ლიტერატურის სწრაფი გადახედვაც საკმარისია იმის დასანახად რომ ზოგი მისი თემა არის აგრეთვე ნამდვილი ოკულტიზმის თემებიც : სიმბოლური ფიგურების სიყვარული, ტარო და აღმოსავლეთის იდუმალი სიბრძნე, დაფუძნება ტრადიციაზე,  წარსულის “ დიდ განდობილთა” კულტი არის საერთო ფონდი ყველა დონეზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ლ.პაუელსის და ჟ.ბერჟიეს ნაშრომი “ჯადოსანთა დილა”-ს და მათ მიერ დაარსებული ჟურნალი “პლანეტა”-ს წარმატება, ხალხური ოკულტიზმისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ჟურნალის ეპონიმია ნოსტრადამუსი. და მრავალი ოკულტისტი გატაცებულია დაუდგენელი მფრინავი ობიექტების თემით.

   გასულ საუკუნეში დღევანდელი ჰოროსკოპების მსგავსად პოპულარული იყო სპირიტიზმი.

  ასტროლოგიის და “ოკულტურ მეცნიერებათა” პოპულარობას დიდად უწყობენ ხელს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გამომცემლობები და, ყველაზე მეტად, რადიო და ტელევიზია.

მაგრამ ესოდენ მცირედ ოკულტური “ოკულტიზმის” გვერდით მშვიდი ერუდიტები რაიმონ აბელიო, რობერ ამადუ, სერჟ უტა, ლიუკ ბენუა, აგრძელებენ მედიტა;ციას კაბალაზე, ალქიმიაზე თუ აღმოსავლურ ფილოსოფიებზე.  პატარა ჯგუფები თაყვანს სცემენ ვიღაც გურუს და ისევე როგორც დიდ საუკუნეში ატარებენ შავ მესებს.

ზოგი ოკულტიზმიდან გამომდინარე ფორმებად მიიჩნევს სატანიზმს და მისტიკური ეროტიზმს რომელიც უკავშირდება სექსუალური მაგიის ძველ მიმდინარეობას. ჩვენი ოკულტისტები, რომელთაგანაც ბევრი ასკეტური განწყობისაა, უარყოფენ ასეთ ბოდიალს. მაგრამ ისინიც უკავშირდება არარაციონალურ რწმენათა მრავალფეროვან და ბუნდოვნად განსაზღვრულ ანსამბლს.

6.18.2011

ოკულტიზმი-1.

«თანამედროვე სამყაროს ენციკლოპედია, ოკულტიზმი»
 (პარიზი, 1976; თარგმნა გ. მარჯანიშვილმა)

უძნელესია ბუნებით საიდუმლოს და ფარულის მოხელთება. ბერძნული ფილოსოფიიდან წარმოქმნილი და აღორძინების ხანის შემდეგ დახვეწილი ლოღიკური აზრის ენა თითქოს ვერ განსაზღვრავს ზუსტად იმ სულიერ მიდგომებს და პრაქტიკებს რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ რომ წარმოადგენენ სულ სხვაგვარ, რაციონალურ აზრზე და მეცნიერებაზე უფრო მაღალ და ღრმა ცოდნას და მსოფლმხვედველობას.

 მაგრამ ოკულტიზმზე ლაპარაკი საჭიროა იმიტომ რომ ის ის არსებობს, ყვავის და იფურჩქნება ათასწლეულების მანძილზე. ის კარგად გრძნობს თავს თანამედროვე დასავლურ საზოგადოებებში და თითქოს განახლებასაც განიცდის. გასარკვევია თუ რა არის ეს: ნამდვილი აღორძინება თუ ჩვენი დროის კულტურულ მუტაციებთან დაკავშირებული მოვლენები.

  ქვის ხანის მხატვრები მათ გამოქვაბულებში ხატავდნენ ისრებით განგმირული ბიზონების სილუეტებს. სწავლულების დასკვნით ეს გამოსახულებები განჭრეტდნენ, ამზადებდნენ სასურველ მომავალს. ეს მოხატული გამოქვაბული ტაძართა, სალოცავთა უძველესი ფორმები იყო.

  ჯადოსნები დღესაც პარიზში, ტულუზაში თუ ლოს ანჟელესში კლიენტის მოთხოვნით ნემსებით განგმირავენ ხოლმე  საძულველი პიროვნების გამომსახველ თოჯინას.

  “ ოდისეას” ჯადოსნების თუ დელფოს მისნის შთამომავლები ( ისემც გაუხმათ მათ თავი, მთარგმნელი) არიან მკითხავები რომელთა განცხადებებითაც დღესაც სავსეა ყოველკვირეულად გამომავალი სპეციალიზებული გამოცემები.

   იმპერიული რომის დამპყრობი აღმოსავლური აღმოსავლური კულტების გამგრძელებლები არიან თანამედროვე მისტიკური სექტები რომლებიც თავს აცხადებენ აზიური სიბრძნის მფლობელებად. ისინი წარმატებით აგრძელებენ პროზელიტიზმს ტექნოლოგიური ცივილიზაციის გულში ( მთარგმნელი დაუმატებს რომ ბოდლერის, პრუსტის, ბალზაკის, ედგარ პოს, რომანტიზმის, სიმბოლიზმის, სიურეალიზმის და თანამედროვე კლასიკური კულტურის დიდი ნაწილის სერიოზულად გაგება შეუძლებელია ოკულტიზმის და  ეზოტერიზმის  ცოდნის გარეშე იმიტომ რომ ყველაფერი ეს გაჟღენთილია ოკულტიზმით და ეზოტერიზმით.

   დაბრუნება წყაროებთან :

   ოკულტიზმის ფორმათა უმრავლესობაში უდიდესი ღირებულება და მნიშვნელობა აქვს ცოდნის უმაღლეს წყაროდ წარმოდგენილ ტრადიციას. ფრანკ-მასონობის “დაკარგული სიტყვის” მითი ენათესავება საწყისი, თავდაპირველი ცენტრის, შეცდომის ან ცოდვის გამო ადამიანის მიერ დაკარგული და ხელახლა საპოვნელი წმინდა მიწის მითებს. ეს წმინდა მიწა სულ მცირე ნაპოვნი უნდა იყოს საკუთარ გულში.

  ესაა ჩინური ფილოსოფიის “ უცვლელი შუაგული”, ისლამის მისტიკოსების “ ღვთაებრივი სადგური”, ებრაული კაბალის “წმინდა სასახლე”, სანსკრიტული ტექსტების “პარადეშა” რაც იუდაურ-ბერძნულმა ტექსტებმა აქციეს ცნებად “პარადიზ” ( “სამოთხე”).

    აქაა საზღვარი და განსხვავება დიდ რელიგიებსა და ოკულტიზმს შორის, თუმცა ისიც ცხადია რომ საზღვარი ბუნდოვანია და არსებობს ცარიელი არე.

   ქრისტიანის და მაჰმადიანის აზრით ღვთაებრივი უწყება განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, მეცნიერებისთვისაც და უმეცრებისთვისაც. ჭეშმარიტება ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი და თუ ის ადამიანებს ესმით სხვადასხვანაირად, მათი პიროვნების შესაბამისად, ეს არ აუქმებს გამოცხადების მათი წილის ჭეშმარიტებას.

  ოკულტისტების აზრით კი ცოდნის შეძენა ძალუძთ მხოლოდ თავისი პიროვნული ნიჭით ამის უნარის მქონე პირებს, იმათ ვინც იმსახურებს ამას თავისი ნიჭით. და ადამიანს ტრადიციის ჯაჭვთან აკავშირებს ინიციაციის, ზიარების რიტუალი.

              განკუთვნილი ინიციირებულებისათვის, განდობილებისთვის :

  ოკულტიზმი გულისხმობს განსაკუთრებით ნიჭიერი ან საგანგებოდ განდობილი პიროვნებების კუთვნილ ცოდნას თუ შემეცნების მეთოდებს. ეს ცოდნა თუ შემეცნების მეთოდები ფარული, უცნობი უნდა დარჩეს პროფანული, უმეცარი მასისთვის.

 მოძღვრებს შეუძლიათ ამ ცოდნის გამოყენება ან არსებობის უფრო მაღალი საფეხურის მისაღწევად ან მათ თანამედროვეებზე სასიკეთო თუ დამღუპველი გავლენის მოსახდენად რასაც აკეთებენ წინასწარმეტყველებითაც და მაგიური ქმედებებითაც. რელიგია და ოკულტიზმი ეფუძნებიან ზებუნებრივის რწმენას : მაგრამ რელიგია ეგზოტერულია, ოკულტიზმი-ეზოტერული. მიუხედავად ამისა არსებობს საერთო ზონა : კათოლიკური ეკლესია დღემდე მისდევს ეკსორსიზიმს, ეშმაკის, დემონის განდევნას შეპყრობილიდან.

  არის სხვა განსხვავებებიც. ოკულტიზმი არ უნდა გავაიგივოთ «ოკულტურ მეცნიერებებთან». ოკულტურ მეცნიერებებად უფრო უწოდებენ წინასწარმეტყველების სხვადასხვა ტექნიკას, მანსიებს მათი ყველაზე უფრო კომერციული ფორმით : მკითხაობას, კარტომანსიას, რადიესთეზიას, და ა.შ.

  ამ სერიაში ასტროლოგია არის ოკულტიზმის ანტიპოდებზე  ვინაიდან ის ეფუძნება ასტრონომიის ობიექტურ მონაცემებს და ინტერპრეტაციის ყველასთვის ხელმისაწვდომ, ფართოდ გავრცელებულ მეთოდებს (რაც არ გულისხმობს მათ უტყუარობას). მაშ აქ არ შევეხებით წინასწარმეტყველების ტექნიკებს ან შევეხებით მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მათ საფუძველში არსებული რწმენები ენათესავებიან ოკულტიზმის თუ მაგიის ფონდს.

  არ შევეხებით არც პარაფსიქოლოგიურ ფენომენებს, მაგ. ტელეპატიას, წინათგრძნობას, ტელეკინეზს, შორიდან ობიექტების დეფორმაციას. პარაფსიქოლოგიის ბევრი სპეციალისტ კატეგორიულად უარყოფს მათი კვლევის ობიექტის გაიგივებას ოკულტიზმთან და, ყველაზე უფრო, “ოკულტურ მეცნიერებებთან”.

             ორაზროვანი კონცეფციები :

  მაშ რა არის ოკულტიზმი?

 ოკულტური არაა მხოლოდ ის რაც არ უნდა იცოდეს პროფანმა; უმეცარმა, ის პირველ რიგში არის ჭეშმარიტების ატრიბუტი, ადამიანის, სამყაროს, მატერიალური სამყაროს ყველა ელემენტის, ინტელექტუალურისა და სულიერის ერთმანეთთან დამაკავშირებელი უხილავი კავშირები. ამ ურთიერთობათა გასაგებად უნდა გავიხსენოთ ის რასაც XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგები უწოდებდნენ ლოღიკურის წინა აზროვნებას, ან კლოდ დე ლევი სტროსის “ ველური აზროვნება”.  ჩვენ შეგვიძლია მისი ზოგი მთავარი ნიშნის განსაზღვრა...

  ფუნდამენტურია განსხვავება ფორმალურსა და არაფორმალურს, გამოვლენილსა და გამოუვლენელს, უხილავს შორის. ამ განსხვავებას ვხედავთ ყველა აღმოსავლურ კოსმოგონიაში ბიბლიური შესაქმის წიგნის ჩათვლით :

  ბიბლიური შესაქმე, ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა შეიძლება გაიგივდეს ღმერთის მიერ მთელი სამყაროს ამ ორ ნაწილად, გამოუვლინებელ და გამოვლენილ, ხილულ და უხილავ ნაწილებად გაყოფასთან.

 ინდური ფილოსოფიის თანახმად შესაქმე, სამყაროს ქმნა, უწყვეტია: მატერიალურ და არაფორმალურ, გამოუვლენელ სამყაროებს შორის არის შუალედური ზონა, ფსიქიურ მდგომარეობათა არე, ინდივიდუალურ ენერგიათა და ღვთაებრივი სულის გაგრძელებათა შეხვედრის ადგილი რომელშიც არიან ხოლმე არაადამიანური ერთეულებიც, დემონთა ბნელი ცვალებადი გავლენებიც. ესაა მაიას, მარადიული ილუზიის სამეფო. : იდეები იქ იღებენ რეალურის ფორმას, სახეებს, იქმნებიან და ქრებიან.

ეს გოლემია!
   ჩვეულებრივი ენით გამოუთქმელი ეს მისტიკური ზმანებები ხშირად გამოითქმება მითებითა და სიმბოლოების ენით. მათი პოეტური ძალა მოქმედებს ყველაზე რეალისტურად განწყობილ ადამიანზე და სწორედ ამით ხიბლავენ განდობილებს ოკულტისტური სექტები. აქ ვეხებით იმას რასაც ფსიქოანალიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგი უწოდებს კაცობრიობის არქეტიპებს.

    თავისი სხვადასხვა ასპექტის მიღმა სამყარო ერთიანია, ერთია: ყველაფერი ყველაფერშია. ამ ერთის შეხედვით ტავტოლოგიური ფორმულიდან გამომდინარეობს ოკულტიზმის ყველა მანიფესტაცია უმაღლესი გამოვლინებებიდან ყველაზე ვულგარულ გამოვლინებებამდე.

  სიმბოლოები არაა მხოლოდ რეალობასთან დაკავშირებული პირობითი ნიშნები: ისინი მონაწილეობენ ამ რეალობაში. ისინი სინამდვილის მსგავსად ამოუწურავები არიან. მათი გაღრმავებით ადამიანი წვდება გნოზისს, ცოდნის უმაღლეს ფორმას: სიმბოლური აზროვნება ჯობნის რაციონალურ აზროვნებას. მრავალფეროვნებაში ერთის მომცველს, მას არ ეშინია, ისე როგორც ეშინია გონებას, სიბნელისა და წინააღმდეგობებისა.

    გაგების სიძნელე, მნიშვნელობათა ორაზროვნება აღქმულია როგორც უტყუარობის და ცოდნის სიღრმის საწინდარები. ინდივიდის თუ საგნის გამოსახულება, სახელი, მონაწილეობენ იმაში ვისაც ან რასაც აღნიშნავენ და გამოსახულებაზე  და სახელზე ზემოქმედებით შესაძლებელია ზემოქმედება იმაზე რასაც ან ვისაც ისინი გამოხატავენ სიმბოლურად. ინდივიდუალურ ფსიქიურ ენერგიებს შეუძლიათ ერთმანეთთან შეხვედრა, გაერთიანება, შეჯახება ერთმანეთთან. განსაკუთრებული წვრთნისა და ვარჯიშების თუ განსაკუთრებული ნიჭის წყალობით  ამ ენერგიებს შეუძლიათ ურთიერთობა შორიდანაც, ზემოქმედება მატერიალურ ობიექტებზე, მომავლის განჭვრეტა. ამაში ვხედავთ ყველანაირი მაგიური ქმედების  სახასიათო ნიშნებს: ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების ნაცვლად დაკავშირება ხდება ანალოგიების და შესაბამისობათა თანახმად.

    ასეთია დომინანტები ყველა ოკულტისტური პრაქტიკისა და დოქტრინისა მიუხედავად მათი უდიდესი მრავალფეროვნებისა უძველესი ხანიდან მათ თანამედროვე გაგრძელებებამდე.


           ჯადოსნები;

  პალეოლითის ნახატებით თუ ვიმსჯელებთ უძველესი პრაქტიკა უეჭველად არის მაგია და მისი სფერო იმდენად ვრცელია რომ მისგან შეიძლება გამომდინარეობდეს არა მხოლოდ ოკულტიზმის შტოთა უმრავლესობა არამედ რელიგიაც რომელთანაც ის დიდი ხნის მანძილზე იყო გაიგივებული და მეცნიერებაც კი რომელიც მაგიისგან მხოლოდ თანდათანობით განთავისუფლდა.

  ჯადოსანს თუ შამანს აქვს სხვა ადამიანებზე მეტი ძალა.  ამ ძალის წყაროა მისი განსაკუთრებული ნიჭი, მისი ურთიერთობა უხილავ ძალებთან და სწორედ აქ ეხება უშუალოდ მაგია ოკულტიზმს , საიდუმლოთა ცოდნას რაც მას აქცევს განდობილად. ამ ცოდნას ჯადოსანი არ უმხელს პროფანს, უმეცარს.

  მაგრამ ეზოტერული ცოდნის პრაქტიკული მხარე მეტ-ნაკლებად უარყოფილია თანამედროვე ოკულტისტების მიერ ან საეჭვოა მათი აზრით. შეიძლება მათ მაგიის ზოგი პრაქტიკული გამოვლინება საშიშად მიაჩნდეთ და ამიტომ ისინი არ უმხელენ მათ თავის ადეპტებს. ინიციაცია, განდობა, ზიარება მათთვის უფრო არის გამოცდა ან განსაცდელი რომელიც უმეცარს აძლევს ახალ სულიერ სამყაროში შეღწევის და მისი პიროვნების გარდაქმნის საშუალებას.

  ქრისტიანულმა ეკლესიამაც დაგმო მაგია არა როგორც ტყუილი არამედ როგორც ურჯულო. რელიგიურ მიდგომასა და მაგიურ დემარშს შორის ამიერიდან არის ანტინომია.  რელიგიური მიდგომა პასიურია და ემორჩილება ღმერთის ნებას რომლის დახმარების მოპოვებაც მას ძალუძს ლოცვით და ქველმოქმედებით.. მაგია მიზნად ისახავს ზებუნებრივის გამოყენებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, მის დამორჩილებას და ამ მიზნის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ცუდი ძალების, ეშაკისა და დემონების დახმარებით.  მიუხედავად ამისა რელიქვიების კულტი, სარწმუნოებრივი მედალები და ღვმერთის ზოგი მოხმობა შეიძლება ენათესავებოდეს მაგიას და ოკულტიზმს.

  ესენიელები, რომელთაც ახალი შუქი მოჰფინა მკვდარი ზღვის ხელნაწერებმა, როგორც ჩანს შეადგენდნენ ოკულტისტურ სექტას. ისინი ნაწილდებოდნენ კანდიდატებად, ახალბედებად და განდობილებად. ეს ნიშნები ჩანს პირველ ქრისტიანულ თემებშიც რომლებშიც იყვნენ მსმენელები, ნათლობისთვის მომზადების პროცესში მყოფნი და მონათლულები. ნათლობა, მონათვლა უდრიდა ინიციაციას.

    გარიგება ეშმაკთან :

  ეკლესიამ უარყო მაგიური პრაქტიკები არა მათი არაეფექტურობის გამო არამედ იმიტომ რომ ისინი ეშმაკის ნამოქმედარი იყო.  ეს იყო ეშმაკისთვის გარკვეული რეკლამის გაწევა იმიტომ  რომ მისი არსებობა იყო რწმენის საკითხი. მაგიურმა პრაქტიკებმა თავი შეაფარა ხალხური ცრურწმენების ბნელ სამყაროს სადაც მათ თითქმის იატაკქვეშა არსებობის მიუხედავად თითქმის დღემდე მოაღწიეს.  რელიგიამ კი თავის სასარგებლოდ აიღო მაგიის ნაწილი, რაზეც მეტყველებს რელიქვიების კულტი. გვიან შუა საუკუნეებში მაგიის გააფთრებულმა დევნამ, კოლექტიურმა სიგჟემ, ჯადოსნების და კუდიანების კოცონებზე დაწვამ ( მათ ბრალად ედებოდათ ეშმაკთან გარიგება) ვერ მოსპო ინტერესი მაგიისადმი, რაც ცოცხალია დღესაც.

    ჯადოსნები, მაგიური სიტყვებით მკურნალები არსებობდნენ და მოქმედებდნენ პრაქტიკულად ყველგან, განსაკუთრებით გლეხობაში ( მაშინ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში). მათ მოხერხებულად დააღწიეს თავი რეპრესიებს და ეს ფარული კულტურული დინებები მოიტანეს დღემდე.

  ქრისტიანულ სამყაროში დევნილმა მაგიამ თავი შეაფარა ებრაელებს და მაჰმადიანებს.

   არაბული მაგიური ლიტერატურა ნეოპლატონიკოსთა მსგავსად ერთმანეთისგან ანსხვავებს სიკეთის ანგელოზების მომხმობ თეთრ მაგიას და შავ სატანურ მაგიას. საკუთრივ ისლამის რწმენები დიდად არ განსხვავდება დაპყრობილი ქვეყნების ცრურწმენებისგან და მათ ბოლოს და ბოლოს შექმნეს  საერთო ფონდი რომელიც დღეს განსაკუთრებით მდიდარია მაღრიბულ ისლამში.

   განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ებრაულ ეზოტერულ დოქტრინა კაბალას. სიტყვა კაბალა ნიშნავს ტრადიციას.  იქ მაგიური პრაქტიკები თავიდან არც ისე მნიშვნელოვანი იყო. უმთავრესი ყურადღება ექცეოდა მოსეს მიერ მიღებული გამოცხადების და დაწერილი კანონის უაღრესად რთულ მისტიკურ ინტერპრეტაციას.

       კაბალა გავლენას ახდენდა იუდაიზმიდან გამოსულ ქრისტიანობაზე და ისლამზე ; საუკუნეების მანძილზე მის ანარეკლს ვხედავთ როგორც პიკო დე ლა მირანდოლას ნაირ ავტორებში ისე ხალხური მაგიის რიტუალურ ფორმულებში რომლებიც დიდი ხანია რაც გაუგებარია მათი წარმომთქმელებისთვის.

   თანამედროვე ოკულტისტური სექტები სარგებლობენ ამ არაჩვეულებრივი მემკვიდრეობის ზოგი ფრაგმენტით. კაბალას ავტორები იყვნენ ქრისტიანობის წინა ორი საუკუნის რაბინები და მათი მოძღვრება გაამდიდრეს შუა საუკუნეების კაბალისტებმა.

   კაბალა შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე დასავლური ოკულტისტური მიმდინარეობების პროტოტიპად და ერთ-ერთ მთავარ წყაროდ.


კაბალისტური მაგიის მაგალითი, პრაღული ლეგენდა გოლემზე, ხელოვნური ადამიანის შექმნის შესახებ :

 « ეს მოხდა 1580 წელს პრაღაში. ღვთისმსახურმა ტადეუშმა, ებრაელების მტერმა, სცადა სიმშვიდის და თანხმობის დარღვევა და ებრაელების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წამოყენება რასაც უნდა მოყოლოდა მათი რბევა და დევნა.

   რაბი ლევმა დროულად გაიგო ამის შესახებ და სიზმარში ჰკითხა ღმერთს თუ როგორ უნდა ებრძოლა ბოროტ მტერთან. რაბი ლევმა გაიგო რომ მას ცის მიერ ნათქვამი ასოთა რაოდენობით შეუძლია მიწისგან ცოცხალი არსების შექმნა. მან მოაყვანინა თავისი სიძე იცხაკ ბენ სიმეონი და თავისი მოწაფე იაკობ ბენ ხაიმ სასონი და გაანდო მათ გოლემის შექმნის საიდუმლო. « მე გთხოვთ დახმარებას იმიტომ რომ მის შესაქმნელად საჭიროა ოთხი სტიქია: შენ, იცხაკ, იქნები ცეცხლი, შენ, იაკობ-წყალი, მე ვიქნები ჰაერი. ჩვენ ერთად მეოთხე სტიქია მიწისგან შევქმნით გოლემს ».

  მან ასწავლა რომ თავიდან საჭიროა განწმენდა რათა მზად იყვნენ ხელოვნური ადამიანის შექმნის დიდი საქმისთვის.

  დათქმულ დღეს მათ თიხისგან გააკეთეს მამაკაცის ფიგურა. ის მიცვალებულივით უძრავად იწვა.

ლევმა ღვთისმსახურ იცხაკს უბრძანა  შვიდჯერ შემოევლო თიხის სხეულისთვის ირგვლივ მარჯვნიდან მარცხნივ  და თან გარკვეული წინადადება ეთქვა. თიხის სხეული გაწითლდა. რაბი ლევმა ლევი იაკობს უბრძანა სხეულის გარშემო მარჯვნიდან მარცხნივ შვიდჯერ შემოვლა და მისი სტიქიისთვის დადგენილი ციფრების თქმა. წითელი ფერი გაქრა. ფიგურაში გაიზარდა ფრჩხილები. მაშინ რაბი ლევმა თვითონ შემოუარა ირგვლივ თიხის სხეულს და ჩაუდო მას პირში პერგამენტზე დაწერილი შემი. შამივემ ერთად წარმოთქვეს სიტყვები : “ და შთაბერა მას სახეში სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამიანი ცოცხალ სულად”. გოლემმა გაახილა თვალები.

“იცოდე რომ ჩვენ შეგქმენით შენ მიწისგან. შენ უნდა დაიცვა ებრაელები დევნისგან. შენ გერქმევა იოსები.შენ უნდა შეასრულო ჩემი ბრძანებები. თუ გიბრძანებ სახურავიდან გადახტომას უნდა გადახტე, თუ გაგაგზავნი ზღვის ფსკერზე უნდა წახვიდე.” იოსები დაეთანხმა.

  გოლემი მხეცდება:

ყოველ პარასკევს რაბი ლევი გოლემს აძლევდა სამუშაოს. შაბათს როგორც წესი გოლემი უნდა ყოფილიყო საგუშაგოზე და უნდა გამოეჩინა სიფრთხილე.
  ერთ პარასკევს რაბი ლევს დაავიწყდა გოლემისთვის სამუშაოს მიცემა და ის უსაქმოდ დარჩა. მოწყენილმა გოლემმა დაიწყო ცოფიანივით სირბილი  ებრაელთა ქალაქში და სპობდა ყველაფერს რაც კი გზაზე ხვდებოდა. ხალხი გარბოდა ყვირილით “იოსებ გოლემი გაგიჟდა”. ეს ამბავი მალე გაიგეს სტარონის სინაგოგაში სადაც ლოცულობდა რაბი ლევი. ის გამოვარდა და იყვირა: “იოსებ გაჩერდი”! გოლემი მორჩილად გაჩერდა. რაბი ლევმა ის იპოვა და უბრძანა სახლში წასვლა. გოლემმა მას დაუჯერა როგორც ბავშვმა. მას შემდეგ რაბი ლევს აღარასოდეს დავიწყებია გოლემისთვის დავალებების მიცემა.

           გოლემის მოსპობა :

როდესაც თემს აღარ ემუქრებოდა ცილისწამება და საფრთხე რაბი ლევმა იხმო თავისი სიზე იცხაკი და მოწაფე იაკობი და უთხრა მათ რომ მათ უნდა მოსპონ გოლემი. ეს ხდებოდა 1593 წლის დასაწყისში. მათ ჩაატარეს იგივე პროცედურა ოღონდ უკუღმა. გოლემი ისევ იქცა მიწის უსულო გროვად, მაგრამ სიცოცხლეში ის იყო ებრაელი ხალხის მცველი.

  ამბობენ რომ თუ კი გააბრაზებენ პრაღელ ებრაელებს მათ შეუძლიათ გოლემის ისევ გაღვიძება და მაშინ ვაი მათ მტრებს. (ალისა სელეზნევა, “პრაღას ტელეგრაფი”, 28.05.2010).

   მრავალი კაბალისტის ინტერპრეტაციით გოლემის გაცოფება იყო სასჯელი რომელიც ღმერთმა მოუვლინა თავისი ძალის შეგრძნებით გათავხედებულ ადამიანს ( მთარგმნელი).

            ასტროლოგები და ალქიმიკოსები :

  ქრისტიანი ევროპის მიერ უარყოფილი ოკულტიზმის დაბალი ფორმები ეხლა ისევ აღორძინდა და ყვავის და იფურჩქნება კანონიერი, თუმცა საკმაოდ საშიშ საქმიანობის საზღვრებში

   ჩვენი თანამედროვე ასტროლოგების განცხადებები ხშირად ჩნდება რუბრიკაში « ოკულტური მეცნიერებები » მაგრამ თანამედროვე ასტროლოგია არაა დაკავშირებული ოკულტიზმთან. ის სულაც არაა ინიციირებულთა, განდობილთა წილი და იქცა მასობრივ ფენომენად. ჰოროსკოპის შედგენაში აღარაფერია ეზოტერული. სრულებით საკმარისია კარგი სპეციალიზებული სახელმძღვანელო და რამოდენიმე მათემატიკური ცნება.

სალამანდრა ცეცხლში
    არც საიდუმლოა და არც ფილოსოფიური პრეტენზია, კიდევ უფრო ნაკლებად, კოსმიური ჟრჟოლა, იმაში რაც გადაიქცა ინდივიდუალურ ხვედრთა შესაძლებლობლების განჭვრეტის სრულებით ეგზოტერულ ტექნიკად. განჭვრეტათა უტყუარობაზე აქ არაა ლაპარაკი. შეიძლება დავასკვნათ რომ ასტროლოგია დღეს ყველაზე მეტად ვულგარიზებულია ფართო საზოგადოებაში რაც მას აქცევს ოკულტისტური ძიების სრულებით საპირისპირო რამედ.

  ძალიან იოლად გასაგები ევოლუცია. თავიდან ვარსკვლავების და ადამიანის სხეულის ნაკვთების შესაბამისობის იდეაზე (კაბალისტებისთვის ძვირფასი იდეა) დაფუძნებულმა ასტროლოგიამ შეითვისა ასტრონომიის მიერ საუკუნეთა მანძილზე დაგროვებული ცოდნა.  და საბოლოო ანგარიშით  თანამედროვე ასტროლოგიის პრესტიჟი მნიშვნელოვანწილად დაფუძნებულია მისი ანგარიშების რაციონალურ და მეცნიერულ ასპექტებზე რაც ადამიანს ავიწყებს ასტროლოგიის წმინდა ირაციონალურ საფუძვლებს. მაგრამ ყოველთვის არ ყოფილა ასე. ძველი ასტროლოგები მათ წინასწარმეტყველებებს ხშირად გამოთქვამდნენ ბუნდოვანი სიმბოლური ფორმით რომლის მნიშვნელობაც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ განდობილებისთვის, ინიციირებულებისთვის. ასეთი იყო სახელგანთქმული მიშელ ნოსტრ-დამ, იგივე ნოსტრადამუსი, ოკულტისტი ასტროლოგის ტიპი. მისი წინასწარმეტყველებები ისევ კვებავენ სპეციალიზებულ პრესას მაგრამ მათ არაფერი აქვთ საერთო იმ ასტროლოგიასთან რომელიც მიმართავს მკაცრ მათემატიკურ ლოღიკას.

   რაც შეეხება ალბათ ქალდეაში და ეგვიპტეში გაჩენილ ალქიმიას  რომლის ოქროს ხანაც იყო III-V საუკუნეების ალექსანდრიაში და შემდეგ VI საუკუნის ბიზანტიაში, ელინისტური ხანის ალქიმიკოსები გარდა ლითონთა გარდაქმნისა და ყველა ავადმყოფობის მკურნალი პანაცეის ძიებისა ცდილობდნენ სრულყოფილი ბედნიერების მოპოვებას ღვთაების წიაღში, სამყაროს სულთან გაიგივებას და კავშირის დამყარებას ციურ სულებთან.

     ეზოტერიზმის მიზნები :

   ალქიმიკოსად ვერ ხდებოდა ყველა და ნებისმიერი მსურველი. აუცილებელი იყო განსაკუთრებული ნიჭი და ასკეზა. უმეცრებისთვის “მცირე ქმნილების” და “დიდი ქმნილების” დასამალავად ალქიმიკოსები იყენებდნენ სიმბოლურ ენას და მრავალმნიშვნელოვან სიტყვებს და ბგერებს. მათი მანიპულაციების სხვადასხვა ეტაპის აღწერისას ალქიმიკოსები შეგნებულად აბუნდოვანებდნენ თანმიმდევრობას, იყენებდნენ კრიპტოგრაფიას და საგანგებო ანბანებს. გასაგებია რომ მათი ლიტერატურა არაა იოლად გასაშიფრი. მათი მსოფლმხედველობა ასევე გამოიხატებოდა გრაფიკული სიმბოლოებით ( ურობოროსი-თავისი საკუთარი კუდის მკბენი გველი, მატერიის ერთიანობის და მარადიულის სიმბოლო, ზოგი მისტიკოსის მიერ დადგენილი ხელახლა დაწყება ოკულტისტების საკრალურ დროში და სხვ.), მრავალი სიმბოლოს გამაერთიანებელი რთული კომპოზიციებით რომლებიც ასახავენ მათ გამაერთიანებელ ურთიერთობებს. ეს უცნაური ნახატები ხშირად ლამაზია და ხიბლავს მნახველს.

   “ საიდუმლო გამხელისას კარგავს თავის ძალას,მის გამხელისას ვასუსტებთ მას, წერს როჯერ ბეკონი. ხალხს არ ძალუძს მისი გაგება; ის მას ვულგარულად გამოიყენებს და დაუკარგავს მას ყოველგვარ მნიშვნელობას. სიგიჟეა სალათის მიცემა სარეველათი კმაყოფილი ვირისთვის.

   საიდუმლოს მცოდნე ბოროტი ცუდად გამოიყენებს მას და შესძრავს სამყაროს. მე არ წავალ ღმერთისა და მეცნიერების ინტერესის წინააღმდეგ და ამიტომ არ დავწერ საიდუმლოს ისე რომ მისი გაგება შესძლოს ნებისმიერმა ვინმემ”.

   ასეთი ეზოტერიზმი დიდი თავსატეხია თანამედროვე ადამიანისთვის . მის გასაგებად აუცილებელია გასაღები, გასაღებები, სიმბოლური ენის ცოდნა, მისი სულის გათავისება.  თანამედროვე მეცნიერების სულის ესოდენ საწინააღმდეგო სულისა. აქ ვხედავთ ნეოპლატონურ დოქტრინებს  რომელთა თანახმადაც ადამიანის მიკროკოსმი არის კოსმიური მაკროკოსმის ანარეკლი, ფენომენები ერთმანეთს უკავშირდება არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით არამედ შესაბამისობებისა და ანალოგიების ძიებით.

  განდობილი, ინიციირებული შეიძლება მივიდეს გნოზისამდე, ღმერთის  ბუნების ინტუიტიურ ტოტალურ ცოდნამდე.

   ასე გაგებული ალქიმია ძალიან შორსაა « უბრალო » ოქროსმაძიებლებისგან. ისაა რელიგია, სუპრარელიგიაც კი ვინაიდან მიზნად ისახავს ყველა დანარჩენი რელიგიის მოცვას. მისგან გამომდინარე და მიუხედავად მისი ეზოტერული და ნახევრადიატაკქვეშა ხასიათისა  ჩვენ შეიძლება მივდიოთ სხვადასხვა მიმდინარეობას რომლებიც აღორძინების ხანიდან პარაცელსთან ერთად მოდიან თანამედროვე ოკულტიზმამდე რომელსაც, სხვათა შორის, არ უთქვამს უარი ალქიმიაზე (გაგრძელება იქნება).

4.10.2011

ესეც ევროპაა: სერენ კიერკეგორი ( დანიელი ფილოსოფოსი, 1813-1865) და არსებობა


              ჰეგელის ლექციების მოსმენისა და თავისი დროის ბრწყინვალე საზოგადოებაში ტრიალის შემდეგ კიერკეგორმა დაინახა რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან...

             კიერკეგორი და არსებობა :
          «... მე ჩემს საფლავს დავაწერდი მხოლოდ სიტყვას « ინდივიდი». და თუ  ამ სიტყვის აზრი ჯერ არ ესმით მას ოდესმე გაიგებენ.... « «ინდივიდი»  არის სულის, სულის გაღვიძების, პოლიტიკასთან მაქსიმალურად დაპირისპირებული კატეგორია... « ინდივიდი»: ეს კატეგორია მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული. პირველად ის გადამწყვეტი დიალექტიკით გამოიყენა სოკრატემ წარმართობის გასაფანტად. ქრისტიანობაში,
პირიქით,მას გამოიყენებენ ადამიანთა ( ქრისტიანთა) ქრისტიანებად გადასაქცევად.» ( კიერკეგორი, « ინდივიდი").

             შოპენჰაუერმა დაგმო სისცოცხლის ჟინი და მის მიერ ნატარები ილუზიები,მაგრამ  არსებობა, არსებობის ცნება არ დაიყვანება წმინდა ილუზიაზე. არსებობის წყურვილი შეიძლება უახლოვდებობეს ვნებას, ჟინს,მაგრამ ამ ჟინსა და ვნებას არა აქვს მხოლოდ დამღუპველი ასპექტები.

      ბერლინში ჰეგელის ლექციების მოსმენის, სალონებში კარგ საზოგადოებასთან შეხვედრის, დაწინდვის მცდელობის, მისი დროის ცნობილი სასულიერო პირების გვერდით ყოფნის შემდეგ კიერკეგორი როგორც პასკალი შესძრა იმის დანახვამ რომ ნამდვილი ადამიანები იშვიათად გვხვდებიან. 

      ადამიანებს ძალიან ხშირად არ სურთ არსებობა, თავისუფლების მღელვარე და შემაშფოთებელი მომენტის განცდა მთელი ცხოვრების ჩამთრევი ფუნდამენტური არჩევანის გაკეთებით და ამიტომ ისინი იმალებიან სიტყვების, საზოგადოებრივი მოდური თამაშების თუ ფუნქციების უკან.

       არსებობს  საწყენი, უსიამოვნო კოლექტიური ტენდენცია რომელიც მდგომარეობს გარეგნულობასთან,მოჩვენებითობასთან შეგუებაში, ქცევაში ისე თითქოს ყველაფერი კარგადაა. თითქოს ყველაფერი საუკეთესოდ იყოს საუკეთესო სამყაროში. თითქოს ყველაფერი ნორმალურია მაშინ როდესაც არსებობა არის დრამა როდესაც არაფერი ხდება თავისთავად და როდესაც წესრიგი სინამდვილეში არის არაბუნებრივი,ხელოვნური გარიგებებით შენიღბული უწესრიგობა. თავის ასეთი დამშვიდება აყალბებს სიცოცხლეს. არარსებული ცხოვრებით დაკმაყოფილება ნიშნავს ნამდვილი ცხოვრების ხელიდან გაშვებას, ნაკლს, ისევე როგორც ხელიდან გაშვებას ცხოვრებისა იმ სახით როგორიც ის შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ გადაიქცა კიერკეგორი არსებობის მგზნებარე დამცველად.
        
         არსებობა ნიშნავს საკუთარი თავიდან გასვლას, საკუთარი თავის დაძლევას და გადალახვას. არსებობა არაა ყოფნა, ესე იგი რეალობა, ბიოლოგიური  სიცოცხლე.  არსებობა არის უბრალო რეალობის როგორც წმინდა ბილოგიური სიცოცხლის დაძლევა და გადალახვა. ჩვენ შეიძლება ვიცოცხლოთ არსებობის გარეშე. სწორედ ეს ხდება დუნე და ზარმაც არსებობაში როდესაც ყველა თავს იკატუნებს და არსებით საკითხებს ემალება მატერიალურ საზრუნავში, საზოგადოებრივ მოდურ თამაშებში ან საშუალო პატარა ბედნიერებებში. მისი სახელის ღირს არსებობაში ადამიანი რომელიც არ გაურბის მას და უაყოფს ამ უსახურობას, ეს ეგზისტენციალური ადამიანი უშიშრად აცხადებს უქეიფობას და წუხილს რომელიც არის თვალთმაქც სამყაროში არსებობაში. ის ბედავს ასე მარტოობასთან დაპირისპირებას და აღმოაჩენს ნამდვილ არსებობას. 

              არსებობა კიერკეგორისთვის არის ღმერთის მეორე სახელი. მისი არსი რელიგიურია. 

           არსებობის საჭიროებას განიცდის ტრანსცენდენტურობის აღმომჩენი ადამიანი რომელმაც აღმოაჩინა რომ სიცოცხლეს აქვს სხვა, ყველაფერზე მაღალი განზომილება რომლის გულისთვისაც ყველაფრის მიტოვებაა  საჭირო იმიტომ რომ მხოლოდ ეს განზომილება ანიჭებს  ადამიანს მის  ჭეშმარიტ სიმაღლეს და სიდიადეს.  ტრანსცენდენტურობის ეს საჭიროება ხშირად იწყება ვნებაში. ვნებიანები, რომლებიც დონ ჟუანის მსგავსად მთლიანად ეძლევიან თავის ვნებას არიან ტრანსცენდენტურობის გზაზე თუნდაც ამტკიცებდნენ ამის საწინააღმდეგოს. 

             ტრანსცენდენტურობასთან დაკავშირებულია მორალიც, როდესაც სამართალს მოწყურებულნი სოკრატეს მსგავსად მზად არიან ყველაფრის გასაღებად რათა გაჩნდეს ადამიანის სახელის ღირსი ადამიანების სამყარო. 

              მაგრამ ტრანსცენდენტურობა ყველაზე მეტად განსრულდება რელიგიაში სადაც სიდიადე მიდის სიდიადემდე და არა უბრალოდ ვნებამდე ან ადამიანობამდე. მაშინ სიდიადე ჭეშმარიტად ხორციელდება და ადამიანები ხდებიან ჭეშმარიტად ცოცხლები როგორც ქრისტე რომელიც მივიდა არსებობის ბოლომდე არსებობის სიკვდილამდე ატანით.  (თავი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელის წიგნიდან « ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები მილან,2005, თარგმანი ფრანგულიდან).

ესეც ევროპაა-2 : ტოტალიტარიზმის გააზრება თეოდორ ადორნოდან ჰანა არენდტამდე



                  «თავისუფლება განუყოფელია განათლებული აზრისაგან...თუ კი გონება არ იაზროვნებს  ის დალუქავს თავის ბედს. … ბრმად პრაგმატიზებული აზრი კარგავს თავის ტრანსცენდენტურ ხასიათს და კავშირს ჭეშმარიტებასთან...» ( თეოდორ ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი, გონების დიალექტიკა).

            ადამიანური არის არაადამიანურის საპირისპირო რამ და ეფუძნება ადამიანების ურთიერთდახმარების უნარს, ურთიერთდახმარებისა, რომელსაც წარმოქმნის თანაგრძნობა სხვის მიმართ.

              მიუხედავად ამისა ადამიანური ზოგჯერ შეიიძლება არაადამიანური იყოს. როგორ? როდესაც ადამიანი არის კულტის, თაყვანისცემის ობიექტი.  ამიტომ აუცილებელია ჰუმანიზმის ფარდობითი ხასიათის დანახვა. ის არაა უბრალოდ ადამიანისთვის ანგარიშის გამწევი კულტურის  დიდი მოძრაობა, ის ზოგჯერ არის ადამიანის თაყვანისცემაც, მისი კერპად გადაქცევა, კერპთაყვანისმცემლობა. ეს სპეციფიური დემარშებით შენიშნეს ფრანკფურტის სკოლამ და გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰანა არენდტმა.

         ფრანკფურტის სკოლა მარქსიზმის მემკვიდრეა გერმანიაში. თეოდორ ადორნოს  და მაქს ჰორკჰაიმერის ნაირ მოაზროვნეებთან, მაგრამ აგრეთვე ჰერბერტ მარკუზესთან ერთად მან კრიტიკულად გაანალიზა მარქსიზმი და თანამედროვე საზოგადოება. თეოდორ ადორნომ და მაქს ჰორკჰაიმერმა შეგვახსენეს რომ XX საუკუნეში მოთარეშე ტოტალიტარიზმი სინამდვილეში გაჩნდა ბევრად უფრო ადრე,
მაშინ  როდესაც დასავლურმა კულტურამ  ადამიანის სოციალური და ისტორიული ქცევების ახსნას საფუძვლად დაუდო მეს შენარჩუნება, ესე იგი ეგოიზმი.

          ადამიანური სინამდვილის ახსნა ინდივიდთა ეგოისტურ წადილზე დაყრდნობით იძლევა მათ ქმედებათა ფარული ლოღიკის გაგების საშუალებას, მაგრამ მისი შედეგი აგრეთვე არის ყველაფრის ახსნა და ყველაფრის გამართლება. აქედან ჩნდება ამ რაციონალობის სიღრმეში ღრმად თვითმნგრეველი პროცესი.

              რაც უფრო მეტად ხსნის გონება ყველაფერს ეგოიზმით მით უფრო  ათანაბრებს ის ღირებულებებს და ქცევებს. ამის მაგალითია დღევანდელი გამოთქმა : « ყველას აქვს თავისი ღირებულებები», « დაე ყველას ჰქონდეს თავისი ღირებულებები».  ეს იწვევს ყველაფრის და  სულერთია რის გამართლებას, გონებისა და ძალადობის დაყენებას ერთსა და იმავე დონეზე. ამიტომაა საჭირო  უკანდახევა, რასაც აკეთებენ ადორნო და ჰორკჰაიმერი, მაგრამ აგრეთვე ვალტერ ბენჟამა, რომელიც იუდაიზმის ხელახლა აღმოჩენით ქადაგებს სხვის მნიშვნელობასთან დაბრუნებას და არა ეგოიზმს. ან კიდევ იურგენ ჰაბერმასი რომელიც ცდილობს ეგოიზმის დაძლევას კომუნიკაციის ლოღიკით.

             ჰანა არენდტის მოდის არა მარქსიზმიდან არამედ ფენომენოლოგიიდან რომელიც ის ისწავლა მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან ერთად. აქედანაა რამდენადმე განსხვავებული დიაგნოზი.

            მისი აზრით ტოტალირიზმი მოდის უფრო აბსტრაქციის ფენომენიდან ვიდრე მეს შენარჩუნების ეგოისტური ლოღიკიდან. საზოგადოებაში მოქმედი, დემოკრატიული დისკუსიის მსვლელობისას სხვათა ინტერესებთან დაპირისიპირებული ინტერესების მორჩილი ადამიანი ტოტალიტარიზმმა შეცვალა მასის ადამიანის ფიგურით. მასაში ჩაკარგული და ამიტომ ხორცს მოკლებული, საზოგადოების გარეთ დარჩენილი  და საკუთარ თავთან რეალური კავშირის დამკარგავი ადამიანის ფიგურით.

          ჰანა არენდტის აზრით მასის ცნება გაჩნდა ადამიანის უფლებების რევოლუციური იდეოლოგიის მიერ ნაქადაგევ ადამიანის იდეალთან ერთად.

             ადამიანის უფლებების იდეოლოგიას არა აქვს მარტო ჰუმანიტარული ხასიათი, ის ქმნის ადამიანის საშიშ კულტს.

          როდესაც ადამიანი ფიქრობს რომ მას აქვს ყველაფრის უფლება ის ვეღარ ხედავ თუ რას აკეთებს და ვარდება ბოროტების ბანალურობაში.

      ჰუმანიზმის პარადოქსი: ადამიანურის საწინააღმდეგო არაადამიანური შეიძლება გამოიწვიოს კერპად,თაყვანისცემის ობიექტად ქცეულმა ადამიანმა.

         ამ ორაზროვნებას გამოხატავს კაპიტალიზმის დამკვიდრება. ეგოიზმი იჭრება საზოგადოებაში პიროვნების გრძნობასთან ერთად და მის საწინააღმდეგოდ.

         მასობრივ ეგოიზმად ქცეული ის იძენს  დასავლური კულტურის ახალი ღმერთი « უნივერსალური ადამიანის» ფორმას.

      ამ კერპთაყვანისმცემლობის მორევა შეიძლება კრიტიკული აზრით,საზოგადოების ადამიანად ( ამ ცნების კეთილშობილი მნიშვნელობით) ყოფნითაც, ადამიანობით და არა ადამიანის მითად ქცევით. ( თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, « ფილოსოფოსთა ბულვარი», გამომცემლობები მილან, 2005,თარგმანი ფრანგულიდან).

ესეც ევროპაა-3: ლიბერალიზმის გააზრება რაიმონ არონიდან ჯონ რაულსამდე


  «ჰაიეკის აზრით ლიბერალები არიან მხოლოდ ისინი ვინც ფიქრობენ რომ სამყარო ემორჩილება ჩვენთვის უცნობ კანონებს; საბოლოო ანგარიშით ლიბერალებისთვის ინდივიდუალურ ინიციატივათა ჯამი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გააზრებული დაგეგმვა მმართველი ელიტის მიერ» 
(გი სორმანი, ლიბერალური გადაწყვეტა).

             ოტალიტარიზმის კრიტიკა გამართლებული იყო, მაგრამ რა უნდა იყოს მის ადგილას?  დემარშებით ერთმანეთისგან განსხვავებული მაგრამ კანტით შთაგონებული ფილოსოფოსები რაიმონ არონი საფრანგეთში და ჯონ რაულსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ: ლიბერალიზმი.

           რაიმონ არონის დემარში ეფუძნება უბრალო დასკვნას: არსებობს პოლიტიკური ცხოვრების ორგვარად წარმოდგენის შესაძლებლობა. პირველი მონისტურია, მეორე-დუალისტური. მონისტობა ნიშნავს კაცობრიობიდან როგორც მთლიანობიდან ამოსვლას, ესე იგი თქმას იმისა რომ ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოება არის საკუთარ თავთან შერიგებული, ერთიანი და რეალური კაცობრიობა.მონიზმის დადებითი თვისებაა რეალური ადამიანის და რეალური კაცობრიობის დაცვა, მაგრამ მას მივყავართ ტოტალიტარიზმამდე. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ასეთი რეალური კაცობრიობის შექმნას ისე რომ არ გამოვჩნდეთ არაადამიანებად?  აქედანაა ყველა ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიური დიქტატურა. ისინი აცხადებენ პრეტენზიას იმაზე რომ განასახიერებენ ადამიანობის,კაცობრიობის ღირებულებებს და უარყოფენ ყოველგვარ ოპოზიციას.

           რაიმონ არონმა გააკრიტიკა მონიზმი პოლიტიკაში. მან მას დაუპირისპირა სხვა გზა-დუალიზმი. დუალისტური გზა არის ამოსვლა არა მთლიანობად წარმოდგენილი კაცობრიობიდან არამედ აარსებული, რეალური ადამიანიდან. მის ინტერესებთან ერთად.  ამ ინტერესებს უნდა მიეცეთ პოლიტიკურ სივრცეში გამოხატვის საშუალება და უნდა არსებობდეს მაქსიმალურად თავისუფალი დისკუსისს გარანტია. დუალიზმს არა აქვს პრეტენზია კაცობრიობის ერთიანობის განხორციელებაზე ,მაგრამ მისი ღირსებაა კაცობრიობის თავისუფლების შენარჩუნება. მონიზმი აცხადებს პრეტენზიას კაცობრიობის სახელით ლაპარაკზე და დუალიზმი კი კმაყოფილდება კაცობრიობასთან როგორც ადამიანთან ლაპარაკით.

             რაიმონ არონის აზრით ლიბერალურ საზოგადოებას მის არასრულყოფილებათა მიუხედავად აქვს მომავალი იმიტომ რომ ის არსებობის საშუალებას აძლევს აზროვნების თავისუფლებას.

           ჯონ რაულსის აზრით ლიბერალიზმის ღირსებაა რაციონალურობა. შეგვიძლია ისე როგორც მარქსიზმშია ამოვიდეთ რეალური კაცობრიობიდან და გვინდოდეს რეალური კაცობრიობის რეალიზაცია.

           მაგრამ შეიძლება ამოსვლა გონებიდანაც. ეს ნიშნავს პრინციპად აღებას იდეისა რომლის თანახმადაც საზოგადოება არის თამაში რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. თავიდან ეს ჩანს აბსტრაქტულად, მაგრამ სინამდვილეში ის წყვეტს წინააღმდეგობებს რომლებიც განუწყვეტლად აღელვებენ საზოგადოებას. ასე მაგალითად  ეკონომიკისათვის უფრო დინამიური ინდივიდუალური ინიციატივების მომხრე ლიბერალები უპირისპირდებიან სიმდიდრის საზოგადოებისთვის უფრო ადამიანური გადანაწილების მომხრე დემოკრატებს.

           ლიბერალები რომ თამაშობდნენ თამაშს ისინი მიხვდებოდნენ რომ მათი ინტერესია  საზოგადოება რომელიც არ აფეთქდება უთანასწორობათა გამო და ,მაშ,საჭიროა სიმდიდრეთა გადანაწილება. დემოკრატებიც რომ თამაშობდნენ თამაშს ისინი მიხვდებოდნენ რომ მათ ინტერესშია საწარმოების და ინიციატივიან მეწარმეთა ყოდნა, ესე იგი დაუშვებდნენ უთანასწორობის წილს. ყველა რომ თამაშობდეს თამაშს რაციონალურად ყველა მიხვდებოდა რომ მიზნის მისაღწევად საჭიროა სხვისთვის ანგარიშის გაწევა. ჯონ რაულსის აზრით თანამედროვე სოციალ-დემოკრატიის ძალაა წესიერი თამაშის (ფაირ გამე) ამ ლოღიკაში, ესაა ერთადერთი ლოღიკა რომელსაც შეუძლია როგორც ჯუნგლის კანონის ეგოისტური სამყაროს ისე ეგალიტარული დიქტატურების სამყაროს დაძლევა ( თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსთა ბულვარი, გამომცემლობები მილან,2005, თარგმანი ფრანგულიდან).

                         
John Rawls (1921—2002)
John Rawls was arguably the most important political philosopher of the twentieth century. He wrote a series of highly influential articles in the 1950s and ’60s that helped refocus Anglo-American moral and political philosophy on substantive problems about what we ought to do. His first book, A Theory of Justice [TJ] (1971), revitalized the social-contract tradition, using it to articulate and defend a detailed vision of egalitarian liberalism. In Political Liberalism [PL] (1993), he recast the role of political philosophy, accommodating it to the effectively permanent “reasonable pluralism” of religious, philosophical, and other comprehensive doctrines or worldviews that characterize modern societies. He explains how philosophers can characterize public justification and the legitimate, democratic use of collective coercive power while accepting that pluralism.
Although most of this article will be devoted to TJ, the exposition of that work will take account ofPolitical Liberalism and other later works of Rawls. TJ sets out and defends the principles of Justice as Fairness. Rawls takes the basic structure of society as his subject matter and utilitarianism as his principal opponent. Part One of TJ designs a social-contract-type thought experiment, the Original Position (OP), and argues that parties in the OP will prefer Justice as Fairness to utilitarianism and various other views. In order to understand the argument from the OP, one must pay special attention to the motivation of the parties to the OP, which is philosophically stipulated and provided with a Kantian interpretation. Part Two of TJ checks the fit between the principles of Justice as Fairness and our more concrete considered views about just institutions, thereby helping move us towards a reflective equilibrium that supports those principles. Part Three of TJ addresses the stability of a society organized around Justice as Fairness, arguing that there will be an important congruence in such a society between people’s views about justice and what they value. By the time he wrote Political Liberalism, however, Rawls had decided that an inconsistency in TJ called for recasting the argument for stability. In other ways, the argument ofTJ rested on important simplifications, which had the effect of setting aside questions about international justice, disability, and familial justice. Rawls turned to these “problems of extension,” as he called them, at the end of his career.

ესეც ევროპაა-4: რენე ჟირარი და საკრალურის კრიზისი


 «დღეს ერთ პურიტანიზმზე უარს ამბობენ  მხოლოდ მეორე პურიტანიზმში გადასავარდნად. ადამიანებს აღარ ართმევენ სექსუალობას, მას ართმევენ იმას რაც კიდევ უფრო აუცილებელია ადამიანისთვის, აზრს.

            დამიანი არ ცხოვრობს მარტო პურით და სექსუალობით. თანამედროვე აზრი არის უმაღლესი კასტრაცია ვინაიდან ეს არის აზრის, მნიშველობის კასტრაცია. ყოველი ადამიანი უთვალთვალებს მეზობელს იმის გასაგებად  ხომ არა სწამს მას რამისა.» ( რენე ჟირარი, სამყაროს დაარსებიდან დამალულ ამბებზე»).

           ცნება « საკრალური» გვაფრთხობს ვინაიდან ის გვესმის როგორც ღირებულად ერთადერთი რამის მიჩნევა და ყველაფერი დანარჩენის უარყოფა. აქედანაა ბრმა და მოძალადე ჟინი რომელიც უპირატესობას ანიჭებს « საკრალიზაციად» წოდებულ ქცევას რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში როგორებიცაა რელიგია, პოლიტიკა, კინემატოგრაფი, მუსიკა, სპორტი. სპორტსმენებს ხომ ზოგჯერ უწოდებენ « სტადიონის ღმერთებს».

      მაგრამ  საკრალურის   ცნება არ აღნიშნავს მხოლოდ ამ ჟინიან ასპექტს. ის აგრეთვე მიუთითებს ღირებულებათა გარკვეულ რაოდენობაზე,ღირებულებებზე რომელთა გარეშე სიცოცხლე ბარბაროსობად გადაიქცევა. ასე ხდება რომ ხელს არ ახლებენ ბავშვს იმიტომ რომ ის განასახიერებს უმანკოებას და მის მიღმა სიცოცხლის მშვენიერებას.

                რელიგიათა დიდი რუმინელი ისტორიკოსი მირჩა ელიადეს აზრით რელიგიათა და მითების შესწავლა ავლენს სიცოცხლის ღრმა აზრს.

         საკრალურის სამყარო,შეგვახსენებს ელიადე, არის სამყარო სადაც ადამიანები ფიქრობენ რომ სიცოცხლეს აქვს უმაღლესი, ღვთაებრივი წყარო. ყველაფერი დაკავშირებულია არსთან რომელიც არის უზენაესი, ფუნდამენტური რეალობა საიდანაც ყველაფერი გამომდინარეობს და რომელიც არსაიდან გამომდინარეობს. სამყარო არის ამ არსის მანიფესტაცია საწყისი ენერგიის ამოფრქვევით. ადამიანებისთვის საკრალურის განცდა ნიშნავს სიცოცხლის ამ წყაროსთან დაკავშირებას  სამყაროზე უზენაესი სამყაროს ხატის ზედდებით. ეს ხდება გარკვეული სივრცის ( ტაძარი), გარკვეული დროის ( დღესასწაული), გარკვეული ცხოვრების წესის (არსის გაცნობიერება სიცოცხლის მანძილზე) მეშვეობით. მიუხედავად ამისა საკრალურს აქვს ძალისმიერი, მოძალადე ასპექტებიც, როგორ უნდა გავიგოთ ეს პარადოქსი?

          რენე ჟირარის აზრით საზოგადოებათა სათავეში ვხედავთ ძალადობას. სწორედ ძალადობაში აძევებს ადამიანი ძალადობას ერთად,კოლექტიურად,საერთო თანხმობით მსხვერპლის შეწირვით. ამ  მსხვერპლის,ნამდვილი განტევების ვაცის შეწირვა იძლევა  ძალადობისაგან  განმუხტვის საშუალებას .   მაგრამ ძალადობისაგან განმანთავისუფლებელი მსხვერპლშეწირვაც ატარებს ძალადობას. ამიტომაა მსხვერპლის შემწირავ საზოგადოებებში  «დესაკრალიზაციის» პერიოდები. მოულოდნელად ხდება მსხვერპლის შემწირველთა მსხვერპლად შეწირვა რაც ხდება მსხვერპლის შეწირვის სქემის არაცნობიერად განმმეორებელი სიკვდილით დასჯით. მსხვერპლის შემწირველებიც თავის როგზე ხდებიან განტევების ვაცები.. ამის შემდეგ იგივე ხვედრი ერგებათ დესაკრალიზატორებს. აქედან ვასკვნით განუწყვეტელი ძალადობის შესახებ. ძალადობა  მსხვერპლის ზედიზედ შეწირვით იღებს ხან რელიგიურ და ხან ანტირელიგიურ სახეს და რიტმს აძლევს საზოგადოებათა ცხოვრებას. შეიძლება თუ არა აქედან დაძრომა?

          რენე ჟირარის აზრით ამ არქაული სტრუქტურის ალტერნატივა შექმნეს იუდაიზმმა და ქრისტიანობამ. როგორ?  დემისტიფიკაციით მითებისა რომლებსაც იგონებენ საზოგადოებები ჩვენთვის იმის ასახსნელად რომ ჯალათები უმანკოები და მსხვერპლები დამნაშავეები არიან. ნაცისტებმა, მაგალითად, მოიგონეს ზღაპრები იმის სათქმელად რომ ისინი უმანკოები იყვნენ და დამნაშავეები იყვნენ ებრაელები.


   პროფეტური ქმედება მდგომარეობს დაგმობაში მითებისა რომლებსაც ქმნიან კულტურები ძალადობის გასამართლებლად. სწორედ ამას ნიშნავს კერპების იუდაური კრიტიკა. ყველაფერი არაა ბუნებრივი, ყველაფერი არაა ღვთაებრივი. შეუძლებელია ღმერთისა და სამყაროს აღრევა. ღმერთი ტრანსცენდენტურია, უხილავია, ჰარმონიაა და ესე იგი ერთია. ის არაა ხილული, ხორციელი, მრავალნაირი. მონოთეიზმის ძალაა ძალადობის რადიკალური კრიტიკა.

         ქრისტესთან ერთად ეს კრიტიკა ღრმავდება. მსხვერპლის შეწირვა არაა უბრალოდ დაგმობილი, ის შებრუნებულია. ქრისტე არ ითხოვს მსხვერპლს,მეტიც, ის თვითონ იღებს მსხვერპლეს, სწირავს თავს და ამით ის ადამიანებს აყენებს მათი საკუთარი თავის წინაშე. მსხვერპლის შემწირავი ადამიანები არ მოსწონს ღმერთს. ისინი მუდამ ძალადობენ უმანკოს წინააღმდეგ. ღმერთისათვის პატივის მიგების მაგივრად ისინი კლავენ ღმერთს და მასთან ერთად უმანკოს. საკრალურის რელიგიას უნდა დავუპირისპიროთ უმანკოების რელიგია რომელიც არ ახშობს  უმანკო მსხვერპლთა მოთქმას. ჭეშმარიტი რელიგიაა უმანკოების როგორც ასეთის პატივისმცემელი რელიგია ( ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსების ბულვარი რენესანსიდან დღემდე, გამომცემლობები  მილან, 2005, თარგმანი ფრანგულიდან).