6.21.2011

ოკულტიზმი-3 : ლექსიკონი :

     რაიმონ აბელიო:
1. 1907 წელს ტულუზაში დაბადებულმა ჟორჟ სულემ  დაიწყო მოღვაწეობა როგორც სოციალისტური პარტიის წევრმა: 1937-1939 წლებში ის იყო მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექციის ხელმძღვანელი კომიტეტის წევრი. მოვლენებმა და მისმა პირადმა
გაოკულტისტებული ფრანგი სოციალისტი
 რაიმონ აბელიოს ნაშრომი
 "ახალი გნოზისის მანიფესტი".
მიდრეკილებებმა შემდეგში მას უბიძგეს ეზოტერიზმისკენ. ის გახდა წევრი ორგანიზაციისა “მეტაფიზიკური კვლევების წრე” და ფსევდონიმად აიღო სახელი რაიმონ აბელიო რათა გამოექვეყნებინა სერია ნაშრომებისა რომლებმაც ის გადააქციეს ოკულტიზმის ერთ-ერთ ლიდერად. რაიმონ აბელიოს ორიგინალობა იმაშია რომ წინამორბედთა და თანამედროვეთა უმრავლესობის საწინააღმდეგოდ ის არ ცდილობს ოკულტიზმის ფონდის გადატვირთვას თავისი პირადი გამოგონებებით. მან კარგად იცის ეზოტერიზმი, განსაკუთრებით ბიბლიის კაბალისტური ინტერპრეტაცია და ბევრი რამ იცის მოწინავე გამოკვლევების შესახებ.
  აბელიო ცდილობს ეზოტერული ტრადიციის და თანამედროვე მეცნიერების სინთეზის გაკეთებას.

  აბელიოს ზოგადი დებულება გადმოცემულია ესეში “ეზოტერიზმის მიზანი” (1973).

ტრადიციული ეზოტერიზმი, ამბობს ის, ერთდროულად დოქტრინაცაა და პრაქტიკაც. ის მოიცავს მთლიანად არსს, სხეულს, სულს და სამშვინველს ( ეს სამად დაყოფა არსებითია ეზოტერიზმისთვის) არსებობის ფუნდამენტურად “განსხვავებული” წესი განსხვავდება როგორც ერთის მხრივ ერუდიციისგან, მხოლოდ ინტელექტის აქტივობისაგან, ისე მეორეს მხრივ ოკულტიზმისგან, დიქტრინის ინტელექტუალური და სულიერ პარაპეტების არმქონე პრაქტიკისაგან.

3.  მეტაფიზიკური და არა მორალური  საწყისი, თავდაპირველი ტრადიცია ადამიანებს მიეცა ერთბაშად, მთლიანად, მაგრამ შეფარულად.
ან უფრო, აბელიოს თანახმად, მის მიმღებ ადამიანებს  ჯერ არ ჰქონიათ მისი ცხად ცნებებში გადასაყვანად აუცილებელი ინტელექტუალური საშუალებები.

  სწორედ თანამედროვე ადამიანებს აკისრიათ ტრადიციის ახსნა და უბრალო “მონაწილეობიდან” გადასვლა ჭეშმარიტ “ცოდნაზე”.

აბსოლუტური ცოდნა შეუძლებელია. ბოლო წერტილში ინიციატური ცოდნა ვარდება განუსაზღვრელში: ” “ჭეშმარიტების ძიებამ წინასწარ იცის რომ ის მივა ჭეშმარიტების წვდომის შეუძლებლობამდე”.
ფრანგ სოციალისტთა საარჩევნო
პლაკატი: "სამუშაო, პური".
     მაგრამ დოქტრინალური კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლება მოშორდეს ოკულტური ხასიათი. და სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს აბელიო რომელიც გადაჭრით გამოყოფს მიმდინარეობებს რომლებიც ისევ ეძებენ ჭეშმარიტებას აღმოსავლური სულიერების გაღრმავებაში. პირიქით, ის ფიქრობს რომ დაიწყო აღმოსავლეთის დაკნინება და ის იცავს დასავლურ გონებას არა როგორც თავისთავად შემეცნების ინსტრუმენტს არამედ როგორც გნოზისის დიალექტიკურ იარაღს.

   ეზოტერული აზრის აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადატანის გასამართლებლად აბელიო ტრადიციის აზრს აღადგენს XX საუკუნის მოწინავე მეცნიერების ენაზე. ასე მაგალითად ის ოკულტურ ხასიათს აცლის კაბალას და ეძებს რიცხობრივ თანაფარდობებს იქ სადაც თითქოს იპოვა თანამედროვე მეცნიერების ცნებები. ძველი ჩინეთის მისნობის წიგნში “ი-ი-კინგ’ მან იპოვა შესაბამისობები შესაქმის წიგნთან და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის უახლეს აღმოჩენებთან.

ალქიმია:
1. ვულგარული გაგებით ალქიმია უნდა იყოს ოქროს კეთების (რეალური თუ ქიმერული) ხელოვნება. სინამდვილეში უკვე შუა საუკუნეების ალქიმიკოსებს ეზიზღებოდათ ისინი ვისი ერთადერთი მიზანი იყო გამდიდრება.
ალბათ ბაბილონში და ეგვიპტეში გაჩენილ ალქიმიას პრაქტიკული განზომილების გვერდით აქვს თეორიული სახეც.

პრაქტიკული ალქიმია მიზნად ისახავს ლითონების გარდამქმნელი და დღეგძრძელობის ელიქსირის შექმნისათვის ხელის შემწყობი ფილოსოფიური ქვის და უნივერსალური, ყველა ავადმყოფის წამალი პანაცეას მოპოვებას, მაგრამ ეს ძიება ეფუძნება ბუნების თეორიას, უფრო ზუსტად თეორიების ერთობლიობას რომელთაგან ერთ-ერთი თეორიის თანახმად ლითონები არიან ცოცხალი არსებები რომელთაც ფილოსოფიური ქვა ანიჭებს სრულყოფილებას.

2.ეს ტრადიცია საუკუნეთა მანძილზე შეიცვალა და გამდიდრდა. Aალექსანდრიისა და ბიზანტიის შემდეგ ის მოხვდა არაბთა არეში სადაც მან მიიღო თავისი სახელი ალ ქიმია ( « ქიმია ») და XII საუკუნეში შეაღწია დასავლეთში  ხან ეგვიპტელთა ღმერთ თოთთან და ხან მოსესთან გაიგივებული სამჯერ დიდი ჰერმესის ანუ ჰერმეს ტრისმეგისტის ნაშრომებად მიჩნეული ნაწერების სერიის სახით. ამ ტექსტების ბუნდოვანებიდან გაჩნდა თანამედროვე ცნება ჰერმეტული, რაც ნიშნავს გასაგებს მხოლოდ განდობილთათვის, ინიციირებულებისთვის. მაგრამ ამ ტექსტების ყურადღებით წამკითხველს გამოაქვს კოსმიური ერთ
ობის იდეა რომელიც უწყვეტ ძაფად მოდის ალექსანდრიელი ნეოპლატონიკოსებიდან თანამედროვე ოკულტისტებამდე.

3.შუა საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებით პარიზში და პრაღაში აქტიურმა ალქიმიკოსებმა თითქოს შექმნეს საიდუმლო საზოგადოებები მათი აღიარების, ცნობის ნიშნებითა და პაროლებით. ალქიმიკოსად გასახდომად არ იყო საკმარისი ბევრის კითხვა, აუცილებელი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოძღვართა ზეპირი გაკვეთილების მიღებაც. ამიტომ საჭირო იყო ხანგრძლივი მოგზაურობა. ეკლესია არც თუ უსაფუძვლოდ ფიქრობს რომ ალქიმიკოსები მისდევენ და ქადაგებენ ერეტიკულ დოქტრინებს და აქედანაა ალქიმიკოსთა განკვეთა ეკლესიიდან და მათი ნაშრომების დაწვა. მაგრამ დევნა არაა უწყვეტი, პერიოდულია და დიდი ალქიმიური ლიტერატურა ვრცელდება ფარულად. ბიბლიოთეკებს ავსებდნენ XV-XVII საუკუნეებში დაწერილი ნაშრომები. Hჰერმეტულ და ნეოპლატონურ ნაწერებს დაემატა კაბალა და ტაროს სიმბოლური ფიგურები.

4. თანამედროვე ქიმიისაგან საბოლოოდ ჩამოშორების მომენტში ალქიმია გადაიქცა მოძღვრებად რომელიც მის ადეპტებს აძლევს სამყაროს ამომწურავი ცოდნის საშუალებას. .


"მოოქროვილი განთიადის ჯვარი.


      ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სინთეზია როზენკრაიცელი ექიმი რობერტ ფლუდის ნაშრომი. რობერტ ფლუდის აზრით ღმერთში არის სამი პირი, მატერიაში არის სამი პრინციპი (ალქიმიკოსების გოგირდი, მარილი და ვერცხლისყალი) და ადამიანს ქმნის სამი პრინციპი (სხეული, სული, სამშვინველი). თავისი საბოლოო და უმაღლესი ფორმით ალქიმია არის  დიდი ხელოვნება, სამეფო ხელოვნება, რომლის წყალობითაც ადეპტს ძალუძს ამავე ცხოვრებაში ხორციელი აღდგომის მდგომარეობის მიღწევა. მისი ფიზიკური სხეული გარდაქმნილია დიდებულ სხეულად რომელიც ჰგავს ცოდვით დაცემამდელი ადამის სხეულს.

5. თავის ლაბორატორიებში ნივთიერებებით მანიპულაციით ალქიმიკოსებმა ხელი შეუწყვეს თანამედროვე ქიმიის გაჩენას. ერუდიტები დღესაც იცავენ სამეფო ხელოვნების კულტს და ალქიმიურ ტრადიციას, აგრძელებენ პრაქტიკულ ალქიმიასაც და ერთი მათგანი იკვეხნის იმით რომ მან ისევ მიიღო ძველი ალქიმიკოსების მიერ ფილოსოფიური ქვის ვერცხლისწყლის წყალში გახსნით ნაპოვნი ოქრო ( ანდრე ბარბო, « მეათასე დილის ოქრო»).

  ჩვენება:
  გარდაცვლილი, ცოცხალი მაგრამ ძალიან შორს მყოფი პიროვნების ან კიდევ არადამიანური არსების მოულოდნელი და წამიერი გამოჩენა ყველა კულტურისთვის, რელიგიისა და ცრურწმენებისთვის საერთო თემაა. რაციონალისტური მეცნიერებისთვის ესაა მოწმობის ფსიქოლოგიის , ჰალუცინაციათა შესწავლის თუ უბრალოდ ფოლკლორის სფერო. ამ კონცეფციათა განსხვავების მიუხედავად მათ აქვთ შეხების წერტილები.

  XIX საუკუნის ბოლოს ლონდონში დაარსდა  « საზოგადოება ფსიქიური გამოკვლევებისთვის » რომლის მიზანი იყო ბრიტანეთში ხშირი ჩვენებების შესწავლა. ჩვენებებს უფრო სანდოს ხდიდა განათლებულ წრეებში გავრცელებული სპირიტიზმის მოდა. შეგროვდა ათასობით შემთხვევა. სცადეს მათი კლასიფიკაცია და ძირითადად ტელეპატიაზე დაფუძნებული თეორიული ახსნა. « აგენტიდან » « მიმღებისკენ » უნდა მიდიოდეს მენტალური ძალა. მიმღებს აქვს პასიური როლი. გარკვეულ შემთხვევებში უწყება შემოიფარგლებოდა წინათგრძნობით ან რაღაც ხმათა აღქმით, მაგრამ ზოგჯერ ის იღებდა სრული ჩვენების სახეს. მიმღები შეიძლებოდა უცბად ვერც კი მიმხვარიყო რომ ხდებოდა რაღაც არაჩვეულებრივი და ჩვენება ბუნებრივ ყოფნად მიეღო.

   განმეორებადი ჩვენებები იყო მხოლოდ ისინი რომლებსაც აწყობდნენ მედიუმები სპირიტული სეანსების დროს. მაგრამ სკანდალთა სერიის შედეგად საზოგადოებამ ფსიქიური გამოკვლევებისთვის დაგმო სპირიტები როგორც შარლატანები.

   პარაფსიქოლოგიის გაჩენასთან ერთად გაჩნდა ჩვენებათა ახალი თეორიაც : ეხლა აქტიურ როლს ასრულებს მიმღები. ჩვენება, რომელსაც მხოლოდ ის ხედავს, არის ექსტრასენსორული, ზეგრძნობითი აღქმა. ჟ.ბ. რაინის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებულ შტატებში აგროვებს ათასობით შემთხვევას. მრავალ მათგანში აგენტი მკვდარი ან მომაკვდავია, მაგრამ პარაფსიქოლოგები არ იღებენ სპირიტისტულ ახსნას და ამბობენ რომ ყველაფერი ხდება მიმღების სულში. მისი ტვინის მიერ რეალურად მიღებული “ფსი” ინფორმაცია მას ახსენებს ბევრ რამეს და ის იმუშავებს ჰალუცინაციურ ხატს.

 სპირიტების და მრავალი ოკულტისტის აზრით პარაფსიქოლოგიური ახსნა არასაკმარისია ვინაიდან ის სარ უწევს ანგარიშს ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ ნანახ ჩვენებას: უფრო ადვილია ასტრალური სხეულის წამიერი მატერიალიზაციის დაშვება.  რაციონალისტების აზრით ინდივიდუალური ჰალუცინაცია დიდად არ განსხვავდება კოლექტიური ჰალუცინაციისაგან: ერთსაც და მეორესაც იწვევს ჩაგონება. ადამიანები ხედავენ იმას რისი დანახვაც სურთ ისე, იხსნება არა მხოლოდ სასწაულებრივი ჩვენებები არამედ,მაგალითად, მფრინავი თეფშების გამოჩენა.

   სასწაულების თაობაზე დღეს ძალიან ფრთხილი კათოლიკური ეკლესია არ ადასტურებს იოლად თანამედროვე ჩვენებებს. 1976 წელს პარიზის კათოლიკურ ინსტიტუტში ჩატარებულ კოლოკვიუმზე მისტიკური ხილვების შესახებ აბე ლორანტამ თქვა რომ ბოლო 30 წლის მანძილზე ღვთისშობელი გამოჩნდა ორასოცდათორმეტჯერ; მისი აზრით ეს უნდა იყოს აუხსნელი ფენომენი რომელიც გამორიცხავს როგორც ჩვენების ობიექტურ რეალობას ისე უბრალო ჰალუცინაციას.

   სამაგიეროდ აბე ორეზომ უყოყმანოდ თქვა: “ 50 წლის წინ ბევრი ხედავდა წმინდა ქალწულს, ეხლა უფრო ხედავენ მფრინავ თეფშებს, ეს ერთი და იგივე ფენომენია”.

ასტრალი:
1. ოკულტისტების აზრით ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან: სულისგან, ასტრალური სხეულისგან და ფიზიკური სხეულისგან. სული შეესაბამება ღვთაებრივ პლანს, ფიზიკური სხეული ფიზიკურ პლანს, ასტრალური სხეული ეკუთვნის ასტრალს, სფეროს სადაც ხილული სამყარო ხვდება უხილავ ძალებს რომლებიც მოძრაობენ ვარსკვლავებს შორის ( ამ ძალებს მიმართავენ ვედრებისას ან მაგიური ცერემონიების დროს). თვითონ სულიც სამმაგია: ის მოიცავს ღვთაებრივ სულს, ასტრალურ სულს ანუ სამშვინველს და ვიტალურ, სასიცოცხლო სულს. ჩვენი ინდივიდუალური არსებობის დროს ჩვენი გრძნობები გვაკავშირებენ მხოლოდ ფიზიკურ პლანთან რაც არის ექსპერიმენტულ მეცნიერებათა სფერო.
2. მიუხედავად ამისა გარკვეულ ვითარებებში, მაგალითად ძილში, ჩვენ შეგვიძლია დაკავშირება ასტრალურ პლანთან. ზოგი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები, მაგალითად ნათელმხილველები, ჯადოსნები,ან, დღეს მედიუმები, უფრო ხშირად სწვდებიან ასტრალს რაც ხდება როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად ძალიან დამღლელი ძალისხმევით.
3. 3.ნახსენები სამნაწილედი დაყოფა შეესაბამება  სტანისლას დე გუაიტას თანამედროვე დოქტრინას (სამყაროს სამი პლანი, ადამიანის არსების სამი ნაწილი, სულის სამი ნაწილი). ის ზოგჯერ გადამუშავებული იყო და სხვადასხვა ოკულტისტურ დოქტრინაში ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს.
ოკულტისტურ დოქტრინათა უმრავლესობა, განსაკუთრებით ისინი რომლებიც შთაგონებული არიან აღმოსავლური ფილოსოფიებით, აღიარებენ რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი შემადგენელი ელემენტები შორდება ერთმანეთს. სხეული იხრწნება და იშლება, ღვთაებრივი სული ბრუნდება ღვთაებრივ პლანზე, ასტრალური სული რჩება, ის დაკავშირებულია ასტრალურ სხეულთან და მასთან ერთად ხეტიალებს კოსმიურ სივრცეში. ასტრალურ პლანში არსებობა დროებითია და დასრულდება ან რეინკარნაციით (რაც იქნება ახალი ციკლის დასაწყისი) ან შეერთებით ღვთაებრივ პლანზე რაც ასევე დროებითი შეიძლება იყოს და რასაც მოყვება რეინკარნაცია.

4. ზებუნებრივ თუ პარაბუნებრივ ფენომენებს (ნათელხილვა, ტელეპატია, მისნობა) ოკულტისტები ხსნიან იმით რომ სუბიექტის ასტრალური სხეულმა დროებით დატოვა მისი ფიზიკური სხეული მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი ჩაძინებული ან ტრანსში იყო. ასტრალში გასულ ასტრალურ სულს ძალუძს მატერიალურ დაბრკოლებათა და წინაღობათა დაძლევა, შორ მანძილებზე გადაადგილება, წასვლა ძალიან შორს და ნახვა იმისა რაც იქ ხდება. დაბრუნების შემდეგ ასტრალური სხეულის მიერ შეძენილი ცოდნა გადადის ფიზიკურ სხეულში. ასტრალურ სხეულს შეუძლია ფიზიკური სხეულიდან გასვლა ისეც რომ ფიზიკური სხეული ინარჩუნებდეს ცნობიერებას. ასტრალში მოგზაურობის დროს მას შეუძლია წამსვე, წამიერად მატერიალიზაცია. სუბიექტი მაშინ  ერთდროულად ორ ადგილასაა : ესაა ბილოკაცია ანუ ორსხეულობა.
 5. ასტრალში წარსულის თუ მომავალი მოვლენები წარმოდგენილია ხატებით თუ კლიშეებით. ასტრალში გასვლისას ჯადოსანს თუ ნათელმხილველს შეუძლიათ ამ კლიშეების შეცნობა და ასე მომავლის გააზრება.

6.  როდესაც ასტრალური სული სიკვდილის დროს საბოლოოდ სტოვებს სხეულს ზოგჯერ ის წამიერად იღებს ხოლმე მატერიალურ სახეს მოშორებულ ადგილას. ასე შეეძლოთ მომაკვდავებს ხილული  ყოფილიყვნენ ნათესავისთვის, მეგობრისთვის თუ ვინმე ძვირფასი ადამიანისთვის. მეტიც, მათთვის მიემართათ სიტყვით ან რაიმე ნიშნით. ცოცხალი ადამიანის ასტრალური სული შეიძლება შეხვდეს გარდაცვლილებს და ურთიერთობა ჰქონდეს მათთან.

  და ბოლოს, ზოგი ოკულტისტი მესმერის ტრადიციის თანახმად აღიარებს რომ მიცვალებულის ასტრალურ სულს შეუძლია ცოცხალი ადამიანის ფიზიკურ სხეულში შესვლა და მისი დამორჩილება.

მოოქროვილი განთიადი:
როზენკრაიცული საზოგადოებების ბრიტანელმა წევრებმა 1887 წლისთვის დააარსეს განსაკუთრებით დახურული ინიციაციური ორდენი  « მოოქროვილი განთიადის ჰერმეტული ძმობა ». შემოკლებული სახელია « გოულდენ დაუნ ». მისი წევრები იყვნენ წვრილი აზნაურები, ისტებლიშმენტის წარმომადგენლები, ხელოვანები და ინტელექტუალები. ორგანიზაცია გავრცელდა კონტინენტზე და თავისი კვალი დაამჩნია წევრებს. ეს პროცესი დაკავშირებულია ფაშიზმის გაძლიერებასთან.

    მოოქროვილი განთიადის იერარქია შედგება 11 ხარისხისგან და ყოველი მათგანი დაკავშირებულია კაბალას სეფიროტებთან. ინიციაცია, განდობა დადასტურებულია გარკვეული ლათინური თუ გელური დევიზის მინიჭებით. ამ დევიზმა განდობილს უნდა გაახსენოს  გზა რომელსაც ის არ უნდა ჩამოშორდეს თუ კი უნდა მიზნის მიღწევა. მიზანი კი არის « წითელი ვარდის » ესე იგი მისი « სულის დახვეწილი წვერის » გაფურჩქვნა.   დევიზის ინიციალები იქცევა განდობილის ნიშნად  რომლითაც მას ჩვეულებრივ აღნიშნავენ ხოლმე. საზოგადოებას ხელმძღვანელობს « იმპერატორი » რომელსაც აგრეთვე აქვს ეგვიპტური წოდება « ნეფტის ». მისი თანაშემწეები არიან ასევე ლათინური და ეგვიპტური წოდებების მქონე ოფიცრები.
მოოქროვილგანთიადისტი.

   მაგრამ ორდენის ნამდვილი ბელადები ითვლებიან « უცნობ უფროსებად » რომელთაც პირველი იმპერატორი სემუელ ლიდელ მათერსი აღწერს შემდეგნაირად : « ამ საიდუმლო ბელადების თაობაზე მე თქვენ ვერაფერს გეტყვით. მე არც მათი მიწიური სახელები ვიცი და მათ ვიცნობ მხოლოდ გარკვეული საიდუმლო დევიზებით. მე ძალიან იშვიათად მინახავს ისინი მათ ფიზიკურ სხეულში და ამ იშვიათ შემთხვევებში ისინი შეხვედრებს მინიშნავდნენ ასტრალში. შეხვედრის დრო და ადგილი წინასწარ იყო დათქმული. მე მჯერა რომ ისინი არიან დედამიწაზე მცხოვრები მაგრამ საშინელი და ზეადამიანური ძალების მფლობელი ადამიანები... მე ვგრძნობდი რომ დაკავშირებული ვიყავი საშინელ ძალასთან  რომელსაც შევადარებდი ქარიშხალს როდესაც ახლოს ეცემა ელვა და მეხი გრგვინავს. მე მიწყდებოდა სუნთქვა და მრავალჯერ დამიკარგავს გონება ».

   მოოქროვილი განთიადის ისტორია თითქოს სავსე უნდა ყოფილიყო დიდი ნერვიული დაძაბულობით რომელსაც ხშირად თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. ამას დაემატა სასიყვარულო დაპირისპირებები, მოჯადოებები და კონტრ-მოჯადოებები და საზოგადოებაში არსებული ქრისტიანული და წარმართული და კელტისტური მიმდინარეობების კონფლიქტი. ამან გამოიწვია განკვეთები და განხეთქილებები რომელთაც გამოიწვიეს ახალი საიდუმლო საზოგადოებების შექმნა :

   ლიტერატურაში 1923 წლის ნობელის პრემიის კაურეატმა უილიამ ბატლერ იტსმა შექმნა საიდუმლო საზოგადოება «სტელა მატუტინა», ვიოლეტ ფირტმა კი საიდუმლო საზოგადოება «შინაგანი სინათლე». ალისტერ კროულიმ-«ასტრუმ არგენტინუმ».

   მოოქროვილი განთიადის წევრებს შორის იყვნენ ფილოსოფოსი ანრი ბერგსონის და და იმპერატორი მათერსის მეუღლე მოირა ბერგსონი, ირლანდიელი ნაციონალისტი მოდ გონი, მსახიობი ფლორანს ფარ, რომელიც ბერნარდ შოუს საყვარელი იყო, ცნობილი მწერალი საქს რომერი.

  ტარდებოდა მაგიური და ინიციაციის ცერემონიები, მაგრამ ამას გარდა ადეპტები იღებდნენ ეთიკურ აღზრდას რომლის არსი გაამჟღავნა საზოგადოების წევრმა არტურ მაქენმა :

  «სულიერი სამყაროს წევრები არიან დიდად გარყვნილი ადამიანებიც. უბრალო, ხორციელი და სენსუალური ადამიანი ვერასოდეს იქნება დიდი წმინდანი. ვერც დიდი ცოდვილი...

  როგორც სიკეთეში ისე ბოროტებაში დიდები არიან ისინი ვინც სტოვებენ არასრულყოფილ ასლებს და მიდიან სრულყოფილი ორიგინალებისკენ...”

  ლუის პაუელსის თანახმად 25 წლით მიჩუმების შემდეგ მოოქროვილი განთიადი ყველგან ისევ იკრებს ძალებს ყველგან სადაც გავრცელებულია ნეოფაშისტური მიმდინარეობები (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment