6.21.2011

წითელი ფენიქსის ხრიკები

ეს მაიმუნი სტალინია!
საერთო ევროპული  სახლი:            
1994  წლის  ივნისში  მოსკოვი მიუახლოვდა თავისი საგარეო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს, მან კიდევ უფრო ღრმად შეაღწია დასავლურ ინსტიტუტებში.
მოსკოვსა და ნატოს შორის ბრიუსელში შეთანხმება  "პარტნიორობა მშვიდობისათვის" დადებისა და კორფუზე რუსეთსა და ევროპულ კავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსკოვი  რა თქმა უნდა არ გამხდარა ამ დასავლური ორგანიზაციების წევრი, მაგრამ მიაღწია იმ მდგომარეობამდე რომ შესძლებს თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას დასავლეთის ქვეყნების წინაშე.

ევროპულ კავშირთან დადებული ხელშეკრულებაში არის 122 მუხლი, რომლებიც გულისხმობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ისევე როგორც სავაჭრო ურთიერთობებს. ის გულისხმობს  რუსეთისა და ევროპის კომისიის და საბჭოს პრეზიდენტების წელიწადში ორჯერ შეხვედრას. ამას გარდა შექმნილია" თანამშრომლობის საბჭო", რომელიც პერიოდულად იწვევს სამინისტროთაშორის შეხვედრებს. ეს რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არაა მოსკოვის მიერ შემოთავაზებული " ევროპული სახლი", მაგრამ არის მისი შექმნისაკენ გადადგმული  მნიშვნელოვანი ნაბიჯი.           


რაც შეეხება ნატოს მოსკოვი ფიქრობს რომ  " პარტნიორობა მშვიდობისათვის" არის მხოლოდ პირველი ეტაპი სასურველი მიმართულებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა მოსკოვში განაცხადა რომ მონაწილეობა " პარტნიორობაში მშვიდობისათვის" არის მხოლოდ საშუალება და საბოლოო მიზანია  უსაფრთხოების რეალურად პანევროპული სისტემის შექმნა. მეორეს მხრივ კოზირევმა უკვე განსაზღვრა სამომავლო პირობები : პირველ რიგში კარი ღია უნდა დარჩეს. გათვალისწინებული უნდა იყოს მომავალში რუსეთის ნატოში შესვლის შესაძლებლობა. მეორე : რუსეთი ატარებს გრძელვადიან პოლიტიკას. მესამე :  ნატოში ახალი წევრების მიღების შემთხვევაში ამასთან ერთად ახალი სტრატეგიული ურთიერთობები უნდა დამყარდეს რუსეთსა და ნატოს შორის, რათა მოსკოვსაც ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება (ე.ი. შესძლოს ხელის შეშლა ნატოში ახალი წევრების მიღებისათვის).
             
მოსკოვს არასოდეს არ მოსწონდა ევროპული ქვეყნების გაერთიანების პროცესი, ვინაიდან ის ხელს უშლიდა ახალ საბჭოთა ექსპანსიას დასავლეთისაკენ.  1946 წლის ციურიხის თავის სახელგანთქმულ სიტყვაში უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა ფრანგულ–გერმანული გაერთიანების ირგვლივ  " ევროპის შეერთებული შტატების" შექმნის წინადადება, ვინაიდან მან წინა წელს დაადგინა რომ, როგორც ის ყვება თავის მოგონებებში,  ციმბირის თოვლის სითეთრესა და დუვრის  ციცაბო ნაპირებს შორის თითქმის აღარაფერი რჩებოდა.

მოსკოვის მიზანი ყოველთვის იყო და დღესაც არის  ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე თავისუფალი და ერთიანი ევროპის შექმნის არდაშვება. ამის შედეგად უკვე 1950-ან წლებში კრემლი აყენებდა " უსაფრთხოების პანევროპული სისტემის" შექმნის წინადადებას და მოლოტოვმა, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 1954 წელს მოითხოვა საბჭოთა კავშირის მიღება ნატოში ( საბჭოთა მთავრობის მიერ 1954 წლის 31 მარტს დასავლეთის სახელმწიპფოებისათვის გაგზავნილი ნოტა. Keesings Archiv des Gegenwart, 1954, გვ.4453). ამის მიზანი იყო ნატოს გარდაქმნა ევროპული უსაფრთხოების სისტემად. იმ დროს რომელიც ხასიათდებოდა ვილი ბრანდტის ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკით მოსკოვი ქადაგებდა  იდეას დიდი ევროპისა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო მოსკოვის დომინაციის ქვეშ ( საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს  საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმდჯდომარე იური ჟუკოვის მიერ 1970 წლის სექტემბერში ბონში წაკითხული მოხსენება).
   
მოსკოვის პოლიტიკა მუდამ იყო "საერთო ევროპული სახლის" აშენება და თავისი ძალაუფლების გავრცელება მთელ კონტინენტზე. თავისუფალი, ეკონომიკურად  ძლიერი, მაგრამ პოლიტიკურად სუსტი ევროპა განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს. დასავლეთ ევროპის დამოუკიდებლობა და ტრანსატლანტური კავშირების შენარჩუნება  ამერიკის შეერთებული შტატებისათვის არის მისი საკუთარი თავისუფლების საუკეთესო გარანტია. მთელ ევროპაზე გაბატონება რუსეთისათვის ნისნავს  ამერიკის მიმართ მსოფლიოში გაბატონებული პოზიციის დაკავებას. სტალინიდან გორბაჩოვამდე და ელცინამდე მოსკოვის პოლიტიკის გრძელვადიანი მიზანია ამერიკული გავლენის დასუსტება, და ამავე დროს ევროპაში რუსეთის გავლენის თანდათანობით გაზლიერება და ევროპის მოწყვეტა ამერიკის შეერთებული შტატებისაგან.ევროპის ცენტრსი მისი მდებარეობის გამო გერმანია ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობდა მოსკოვის ევროპულ პოლიტიკაში.  ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონოდა მოსკოვის მიერ "გერმანული კარტის" გათამაშების მოლოდინი.
       
სტალინი ატარებდა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას და მან იარაღით დაიპყრო თითქმის მთელი აღმოსავლეთი ევროპა. მხოლოდ ნატომ შეუშალა ხელი ბრეჟნევს იგივეს გაკეთებაში. ბრეჟნევმა თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკა გაატარა ნატოს სფეროს გარეთ და ომობდა მინდობილობით , სხვისი ხელით და სამხედრო დაპირისპირების გარდა, ინფილტრაციით და მავნებლური მოქმედებით.
       
გორბაჩოვი ისახავს იმავე მიზანს და იყენებს  სტრატეგიულ დეზინფორმაციას. ასე ის ახორციელებს ლენინის პრინციპს, რომლის თანახმადაც  საბჭოთა კავშირს არა მარტო უნდა დაემარცხებინა დასავლეთი, მას დასავლეთი თავის  სამსახურში უნდა ჩაეყენებინა კიდეც.

იმისათვის რომ გავუგოთ გორბაჩოვს, გავიგოთ მისი პოლიტიკა და მის მიერ გერმანიის გაერთიანების მოწონება უნდა მივუბრუნდეთ მის წინამორბედს და მოდელს, იური ანდროპოვს. ანდროპოვი,რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად და შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელად გახდომამდე 15 წლის მანძილზე იყო კგბ-ს შეფი, თავისი პოზიციის გამო იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე უკეთესად ინფორმირებული ადამიანი. მან 1970-ანი წლებიდან დაინახა რომ ლენინის წინასწარმეტყველება იმის შესახებ რომ სოციალიზმი დაამარცხებდა თავისი საკუთარი პრინციპების მიერ დაუძლურებულ " კაპიტალიზმს" არასწორი იყო და პირიქიტთ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაყრა დასავლეთისათვის იყო სასარგებლო. უკვე 1970-ან წლებში ანდროპოვის მიერ შექმნილმა კგბ-ს გამოჩენილი ექსპერტების კომისიამ დაადგინა რომ საბჭოთა კავშირის ევოლუციის გაგრძელების შემთხვევაში დაიშლებოდა საფუძველი რომელსაც ეყრდნობოდა მსოფლიოზე გაბატონების მისი მცდელობა ( Peter Weiss, " KG Unter direkter Kontrolle Gorbatchews", Schweizerzeit, Flaach, 1996O წლის 6 ივლისი,გვ.5; იხ. აგრეთვე Hans Graf Huyn, Die Deutsche Karte : Moskaus neue Strategie,
Munich, 1991, გვ.70 და შემდ.).
         
ანდროპოვმა დაინახა რომ აუცილებელი იყო სისტემის სრული გარდაქმნა და,მაშ, ის შეიძლება ჩაითვალოს პერესტროიკის მამად. ხელისუფლების სტრუქტურების ეს განახლება ითხოვდა დიდ დროს. საგარეო პოლიტიკაში აუცილებელი ხდებოდა პაუზა, პერედიშკა იმ მნიშვნელობით რომელსაც მას აძლევდა ლენინი. ამ პაუზის დროს კონფლიქტი დასავლეთთან უნდა შენელებულიყო და მეტიც, დაწყებულიყო მშვიდობიანი თანაარსებობა დასავლეთთან, რომელიც შესაძლებელს გახდიდა დასავლეთზე პარაზიტობას და მოსკოვის ძალაუფლების საფუძვლების განმტკიცებას : ეკონომიკური რეფორმების გარდა საჭირო იყო საგარეო პოლიტიკის გადასინჯვაც, რაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ კლასთა ბრძოლისა და მსოფლიო რევოლუციის მიჩუმათებით.
         
1989 წელს ერთ ინტერვიუში კგბ-ს შეფ კრიუჩკოვს ჰკითხეს დაიწყებდა თუ არაფ პერესტროიკას ანდროპოვი მას რომ მეტი ხანი ეცოცხლა. კრიუჩკოვმა უპასუხა : " დიახ, ვფიქრობ რომ დაიწყებდა. ის დაადგებოდა ამ გზას. ის სრულყოფილად იცნობდა ქვეყნის მდგომარეობას, დიპლომატიურ ასპარეზზე სამსახურის შემდეგ ის იყო პარტიის ფუნქციონერი და, ბოლოს და ბოლოს, კგბ-ს შეფი 15 წლის მანძილზე. ის კარგად იცნობდა
პარტიას და კგბ-ს თავმდჯდომარის თანამდებობამ მას მისცა უზარმაზარი ინფორმაცია... ანდროპოვმა კარგად დაინახა რომ საბჭოთა კავშირის წინსვლა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მექანიზმების გარდაქმნის შემდეგ. მე მწამს რომ
ანდროპოვი და გორბაჩოვი იდგნენ ერთსა და იმავე პოზიციაზე, რომ მათ ჰქონდათ ერთი და იგივე იდეოლოგია და, შეიძლება, პრობლემათა გადაჭრის ერთი და იგივე მეთოდოლოგია"  ( ვლადიმირ კრიუტჰსჰკოვი, Uუნიტასთვის მიცემული ინტერვიუ, რომი, 1989 წლის  19 აგვისტო).
       
"უკვე დიდი ხნით ადრე კგბ-ს თავმჯდომარედ გახდომამდე ანდროპოვი ახლოს იყო ადამიანებთან რომლებიც შემდეგ გახდნენ გორბაჩოვის ახლო წრის წევრები. 1950-ანი წლების ბოლოს და 1960-ანი წლების დასაწყისში მომავალი გორბაჩოველების" საწვრთნელი სკოლა" იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს სხვა სოციალისტურ რეჟიმებთან ურთიერთობის განყოფილება და მრავალი წლის შემდეგ სწორედ ანდროპოვმა წარუდგინა სტავროპოლიდან ახალ ჩასულ გორბაჩოვს  რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც შემდეგ გადაიქცნენ გორბაჩოვის უახლოეს თანამშრომლებად, განსაკუთრებით  გეორგი შახნაზაროვი, ალექსანდრ ბოვინი და გეორგი არბატოვი" ( ივან ფროლოვ, ინტერვიუ  "La Reppublica”-სთან, რომი, ციტირებულია Frederick Kagandames-ის მიერ ნაშრომში " " The Secret History of Perestroika", The Traditional Interest, 1991, გვ.31). ამ ინტერვიუს ავტორი ფიოდორ ბურლაცკი ანდროპოვმა  1982  წელს დანიშნა "ლიტერატურნაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორად და ისიც გადაიქცა პერესტროიკის პროპაგანდისტად. მაშ პერესტროიკის ინკუბაციის პერიოდი იწყება უკვე 1950-ანი წლებიდან. ალბათ უკვე ტარდება  " ევროკომუნიზმის" ზოგი სიმპტომის რეპეტიცია, რათა შემდეგში ისინი ტსარმოედგინათ რუსეთში. იგივე ითქმის 1960-ანი წლების საბჭოთა კავშირზე, კგბ-ს მაშინდელმა თავმჯდომარე შელეპინმა  დაუშვა  კონტროლირებადი " ოპოზიცია" და კოსიგინი ატარებდა ექსპერიმენტებს საწარმოებთან რომლებსაც ჰქონდათ მოგების მიღებაზე ზრუნვის ნებართვა ( ავტორს ინფორმაცია 1995 წლის ორ მარტს მისცა ანატოლი გოლიცინმა).
     
1982 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ ანდროპოვმა გადადგა პირველი ნაბიჯები მის მიერ ჩაფიქრებული ახალი სტრატეგიის განსახორციელებლად, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო მას მოუხდა მემკვიდრის დანიშვნა : ანდროპოვმა აირჩია გორბაჩოვი.
       
მიხაილ გორბაჩოვი ახალგაზრდობიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კგბსთან (Gail Sheehy, Gorbatschow,Munich,1991; Hans Graf Huyn, Die deutsche Karte : Moskaus neue Strategie, Munich, 1991,გვ. 73 და შემდ.). 1995 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებულ თავის მოგონე-
ბებში თვითონ გორბაჩოვიც აღიარებს ამას:"ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კლასში მე ყველაზე მეტ ხანს და ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ვიყავი ანდროპოვთან, ყველაზე მეტად მე ანდროპოვის მადლიერი ვარ" ( Mikhail Gorbatchev, Erinnerungen, Berlin, 1995).
           
გორბაჩოვმა გაატარა დეზინფორმაციის სტრატეგია, დასავლელთა ნდობის მოსაპოვებლად საბჭოთა კავშირს მან მისცა " სხვა ქვეყნების მსგავსი ქვეყნის " სახე. მან გამოიყენა ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის  სტრატეგიის ჩინელი დიდოსტატი სუნ ძუ-ს პრინციპები. მისმა სახელმა რუსეთამდე მიაღწია მონღოლთა ხანგრძლივი ბატონობის დროს და მის რეცეპტებს დღესაც ასწავლიან კგბ-ს აკადემიებში : " ომის
ხელოვნების უმაღლესად რაფინირებული სახეა მტრის წინააღმდეგობის დაძლევა მასთან ომის გარეშე"( Sun Tzu, L'Art de la guerre, Flammarion/ "Champs", Paris)... კგბ-ს სახელმძღვანელოში შეიძლება ამ ფრაზის წაკითხვა : " დეზინფორმაციის სტრატეგია ააიოლებს მთავრობის ამოცანებს და მიზნად ისახავს მთავრობის პოლიტიკის მთავარი სა-
კითხების შესახებ მტრის შეცდომაში შეყვანას" ( კგბ-ს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი დეზინფორმაციის სახელმძღვანელო, მოყვანილია : ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, დაზვერვის  საქმიანობასთან დაკავსირებული საკითხების მუდმივი კომიტეტი," Soviet Covert Action" ( The Forgery Defensive), Washington, 1980, გვ.63; იხ. აგრეთვე Hans Graf Huyn, Die deutsche Karte,გვ.77 და შემდ.).
       
//გაგრძელება იქნება//.    

No comments:

Post a Comment