4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 12


ვინ არიან ახალგაზრდა თურქები? იმპერიის დასასრული, სომეხთა კატასტროფა
«ჩვენ ვიქნებით საშუალო აღმოსავლეთის იაპონია» ( ახალგაზრდა თურქების დევიზი წარმოგვიდგენს მათ იდეალს: მოდერნიზაცია საკუთარი სულისა და მეობის დაკარგვის გარეშე).

ვინ რიან ახალგაზრდა თურქები? შეეძლოთ თუ არა მათ იმპერიის გადარჩენა?
1908 წლის რევოლუციის გამომწვევ ახალგაზრდა თურქებს სწამთ იმპერიისა. ისინი არიან პატრიოტები, პროგრესისტები, სეკულარისტები.
ფორმულა «ჩვენ ვიქნებით საშუალო აღმოსავლეთის იაპონია» წარმოგვიდგენს მათ იდეალს: მოდერნიზაცია საკუთარი სულისა და მეობის დაკარგვის გარეშე.მათ სურთ ისლამის ადგილის შეზღუდვა და ინსტიტუტების მოდერნიზაცია
ახალგაზრდა თურქთა
საფოსტო ბარათი
  მათ  ამბიციურ პროგრამას ამჩნევია ლტოლვილობაშიგანსაკუთრებით პარიზში ნასწავლი პოზიტივიზმის კვალი.
მათ სწამთ მეცნიერებისა,ტექნიკისა,მათ სურთ იმპერიის გადარჩენა კონსტიტუციით და ბოლოს და ბოლოს დამყარება თანასწორობისა იმპერიის ეროვნულ და რელიგიურ თემებს შორის რომელიც გადაწყვეტს არამაჰმადიანთა პრობლემას და თავიდაბ აიცილებს ევროპელთა ჩარევას მათ დასაცავად.
სწორედ ამ ოცნებებით და ამ ილუზიებით მოხვდებიან ხელისუფლების წინკარაში ახალგაზრდა თურქები 1908 წელს.
იმპერია მიიღებს კონსტიტუციას,პარლამენტს,იქნება არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და სულ მცირე გარკვეული დროის მანძილზე გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლება.
მაგრამ ახალგაზრდა თურქებს ელით საშინელი იმედგაცრუებები:
1908 წლის ოქტომბერში ერთდროულად მოხდება სამი მოვლენა.
პირველ რიგში თეორიულად ჯერ ისევ ვასალი ბულგარეთი გამოაცხადებს დამოუკიდებლობას. შემდეგ ავსტრია-უნგრეთი მოახდენს ბერლინის კონგრესის შემდეგ ოკუპირებული ბოსნია-ჰერცეგოვინის ანექსიას. შემდეგ კრეტა მოითხოვს შეერთებას საბერძნეთთან
ეს ტერიტორიები მხოლოდ თეორიულად თუ იყვნენ ოსმალეთის იმპერიაში,მაგრამ ისინი ეხატნენ იმპერიის რუკაზე და ხალიფატი ისყო ამ ტერიტორიების მაჰმადიანთა სულიერი ხელმძღვანელი
ახალგაზრდა თურქებმა მოულოდნელად დაინახეს ის რაც ცხადი იყოკონსტიტუცია არ იყო საკმარისი იმპერიის დასაცავად
დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს არ უნდათ არც კონსტიტუციური და თანამედროვე და არც ძველი ავტოკრატული იმპერია.
ამას გარდა 1908 წელს მოპოვებული რეალური თავისუფლება სასარგებლო იყო თემებისთვის რომლებმაც შექმნეს მათი ჟურნალ-გაზეთები და ასოციაციები.
გაუგებრობა წარმოიშვა ცნება თანასწორობის მნიშვნელობის გამო
ახალგაზრდა თურქების რწმენით ოსმალეთის მკვიდრნი პირველ რიგში იმპერიის მოქალაქეები არიან და მხოლოდ შემდეგ სომხები,ბერძნები,ქურთები,
თემების რწმენით კი,პირიქითაა სწორი
ახალგაზრდა თურქები წააწყდნენ მაჰმადიანთა წინააღმდეგობასაც.  მაჰმადიანები მათ  ბრალად სდებენ მეტისმეტად სეკულარისტულიმეტისმეტად საერო რეფორმების გატარებას
1909 წლის აპრილში მაკედონიის არმიამ ჩაახშო ერთი კონტრრევოლუცია. ესაა ჯარის პირველ პლანზე გამოსვლის პირველი შემთხვევა
აჯანყებულნი და ჯარისკაცები ერთმანეთს შეეჯახნენ კონსტანტინეპოლში.
ესაა ახალგაზრდა თურქთა რევოლუციის დასასრული. რეჟიმი გამკაცრდა. გამოჩნდა შინაგანი უთანხმოებები. დაიწყო ფინანსური სირთულეები. არ უნდა დაგვავიწყდეს არც 1909 წლის სომეხთა პოგრომი ადანაში.     მას შეეწირა  მრავალი ათასი ადამიანი
1911 წელს იტალია თავს დაესხა ტრიპოლიტანიას.
შემდეგ, 1912-1913 წლებში ტყდება ბალკანეთის ომები რომლებიც აღნიშნავენ ევროპის თურქეთის დასასრულს
დამარცხება და ევროპაში ტერიტორიების დაკარგვა მტკივნეულად განიცადა ჟურნალ-გაზეთებისა და ასოციაციების  მიერ გამოღვიძებულმა და ყურადღებიანმა საზოგადოებრივმა აზრმა და უფრო მრავალრიცხოვანმა ინტელექტუალურმა ელიტამთურქები დაამარცხეს იმ ხალხებმა რომლებზეც ისინი ადრე ბატონობდნენ რაც უფრო დამამცირებელი ვიდრე დამარცხება დიდ და ძლიერ სახელმწიფოებთან,
ინგლისთან თუ რუსეთთან ბრძოლაში.
მაშინ იმპერიის პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად იქცევა არმია. ის იმარჯვებს თუ კი კარგადაა ორგანიზებული და თუ კი მას ჰყავს ენვერ ფაშას ნაირი კარგი სარდალი (ქალაქი ადრინოპლის დაბრუნება). 
ელიტა ზურგს აქცევს დიპლომატიას. ჟურნალ-გაზეთებს ჰქვიათ «ხიშტი», «ზარბაზანი». ამ დროისთვის ოსმალურ ელიტებს აღარ სჯეროდათ იმპერიის სიმდგრადისა და გამძლეობისა.
თურქებმა იციან რომ მათ არ ძალუძთ დაკარგული პროვინციების დაბრუნება,მათ შორის უკანასკნელი დანაკარგისა ბალკანეთში
პრესა ლაპარაკობს «შურისძიებაზე», «რევანშზე», მაგრამ ვინაიდან შეუძლებელია გარეშე მტერთან დაპირისპირება ახალგაზრდა თურქი ხელმძღვანელების მიერ კალაპოტში მოქცეული რისხვა ბრუნდება «შინაგანი მტრის»,ესე იგი იმპერიის ქრისტიანული თემების წინააღმდეგ. მათ,და პირველ რიგში სომხებს,ბრალად სდებენ იმას რომ ისინი არიან მოღალატეები, მეხუთე კოლონა
1915 წლის იანვარში სარიყამიშში რუსებთან ბრძოლაში განცდილ სასტიკ დამარცხებას მოჰყვა სომეხთა დეპორტაციის პირველი ზომები
მრავალი ახალგაზრდა თურქი ენვერ ფაშას და ჯემალ ფაშას მსგავსად სამხედროები არიან
მოდერნიზაციით XVIII საუკუნიდან პირველ რიგში ისარგებლა არმიამ იმიტომ რომ ომი არის დასავლეთთან დაპირისპირების ადგილი. იმპერიის საზღვარი უზომო იყო და ამიტომ არმიამ მიიღო კოლოსალური ფინანსური საშუალებები. XIX საუკუნეში არმიამ მიიღო ბიუჯეტის ნახევარის ოდენობის თანხა
XIX საუკუნეში ახალგაზრდა თურქების თაობაზე დიდი გავლენა იქონია ამავე საუკუნეში შექმნილი ოსმალური სამხედრო სკოლების ხელმძღვანელმა გერმანელმა,დიდმა კოლმარ ფრაიჰერ ფონ დერ გოლცმა. მოახდინა «შეიარაღებული ერის» იდეის პოპულარიზაცია
ფონ დერ გოლცი ქადაგებდა რომ მომავლის ომი იქნება ტოტალური ომი რომელიც ერთმანეთს ფრონტალურად დაუპირისპირებს ხალხებს და კულტურებს
1890-ანი წლების ბოლოს მან აგრეთვე ახსნა რომ თურქები თავს იუძლურებენ ბალკანეთში და მათ თავისი ინტერესების ცენტრი უნდა გადაიტანონ ანატოლიაში და არაბულ პროვინციებში. ბალკანეთის დაკარგვის შედეგად სტამბოლის დაცვა ძალიან გაძნელდა.
დაიწყო დამკვიდრება ანატოლიის როგორც ერთგვარი მითიური და საწყისი სიწმინდის მატარებელი მიწის იდეამთავიდან საკმაოდ რომანტიული ეს იდეა უფრო პოლიტიკური გახდა 1913 წლის შემდეგ
უპირატესობას ანიჭებენ სცენარს რომლის თანახმადაც იმპერია განაგრძობს არსებობას ანატოლიაში და არაბულ პროვინციებში. ერთგვარი თურქულ--არაბული ავსტრია-უნგრეთი. მაგრამ ეს იდეა მოსპო არაბთა 1916 წლის აჯანყებამ. მაშინ დარჩა მარტო ანატოლია.
მრავალი დებატის საგანია ოსმალეთის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის მიზეზი.
რატომ გადაწყვიტა ომში ჩაბმა  დაუძლურებულმა ქვეყანამ საშინელი კონფლიქტების შემდეგ?  და რატომ დადგა ცენტრალურ სახელმწიფოთა მხარეს
გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ მოკავშირეებს იმიტომ რომ 1914 წელს მათ ზურგი შეაქციეს ოსმალთა მთავრობას
ბევრს ლაპარაკობდნენ ომის მინისტრის, ფონ დერ გოლცის  მოწაფე ენვერ ფაშას გავლენაზე. ენვერ ფაშა იყო სამხედრო ატაშე ბერლინში. დიდი ვაზირა და სხვა  დიდმოხელეები მტრულად არიან განწყობილნი გერმანიის მიმართ.
1914 წლის 2 აგვისტოს ხელი მოაწერეს საიდუმლო შეთანხმებას 
გერმანია-თურქეთის საიდუმლო სამხედრო ალიანსის შესახებ. გერმანელები ცდილობენ თურქეთი ჩაითრიონ ომში უფრო ადრე ვიდრე ეს სურთ თურქებს.
მაგრამ უმთავრესია ნაციონალიზმი. აღგზნებული საზოგადოებრივი აზრი მიდის ინტერვენციონიზმამდე.. ომში ჩართვა მაშინ ჩანს იმპერიის ინტერესების სამსახურად. არაა დასავიწყები ის რომ ყველას სჯეროდა რომ ომი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო და უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობით
თურქები ფიქრობენ რომ გაიმარჯვებს გერმანია, ყველაზე მეტად კი იმედოვნებენ რომ განთავისუფლდებიან დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჩარევისგან. ოსმალები მართლაც ვერ აკონტროლებენ მათ საბაჟო ტარიფებს და დიდი უცხოური საზოგადოებები სარგებლობენ პრივილეგიებით.
ოსმალეთის ომში ჩაბმის გასაგებად მეორე არსებითი ელემენტია საფრთხე რომელსაც მას უქმნის რუსეთი
ოსმალთა ტრადიციულ მტერი რუსეთი ოცნებობს სამხრეთის ზღვებისკენ ექსპანსიაზე და სრუტეების გაკონტროლებაზე. უკრაინული პურის უდიდესი ნაწილი გადის სრუტეებით
ამას გარდა,1914 წლის თებერვალში რუსეთმა ისევ დასვა აღმოსავლეთ ანატოლიაში სომხებისთვის სასარგებლო რეფორმების საკითხი. ამის გამო გაბრაზებული ახალგაზრდა თურქი ხელმძღვანელები იმედოვნებენ რომ გერმანია მოსპობს რუსეთის ძალას რაც შეამსუბუქებს ოსმალეთის ჩრდილოეთის საზღვრების მდგომარეობას კავკასიის მხრიდან.
პირველი დიდი შეტევა დაიწყო რუსების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ანატოლიაში 1915 წლის ზამთარში.
ამავე დროს მარცხი განიცადა შეტევამ სუეცის არხისკენ. ოსმალთა ჯარებმა გააჩერეს ბრიტანელთა წინსვლა მესოპოტამიაში
მიუხედავად ამისა 1916 წელს განახლდა რუსების შეტევა და ეს იმ დროს როდესაც ბრიტანელების და მექას შერიფის მეთაურობით აჯანყებული არაბების დარტყმები აზანზარებენ პალესტინის და ერაყის ფრონტებს
მართალია რომ ბოლშევიკური რევოლუცია გააიოლებს მდგომარეობას აღმოსავლეთის ფრონტზე და ოსმალებს მისცემს აზერბაიჯანამდე მისვლის საშუალება, მაგრამ განა უწერია განხორციელება « პანთურქულ ოცნებას»?
ცენტრალური სახელმწიფოების ფრონტი ემხობა 1918 წლის ზაფხულშიბულგარეთი დამარცხებულია.
1918 წლის 30 ოქტომბერს ოსმალები ხელს აწერენ მუდროსის ზავს. რამოდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდა თურქთა მთავარი ხელმძღვანელები გაიქცევიან გერმანიაში
სომეხთა გენოციდი დაიწყო 1915 წლიდან,მაგრამ ანგარიში უნდა გაეწიოს იმას რომ ოსმალეთის ხელისუფლება უნდობლად უყურებდა ოსმალეთის ყველა არამაჰმადიანურ თემს. ისინი მოწყვეტილები არიან  ტრადიციულად მათი მფარველი სახელმწიფოებისგან და ამიტომ უფრო სუსტები და დაუცველები არიან.
ინგლისელი და ფრანგი კონსულები და დიპლომატები გაქრნენ  სცენიდან  და დარჩა გერმანული და ამერიკული ქსელი. ის და იშვიათი მისიონერები 1917 წლამდე  იძლევიან ძვირფას მოწმობებს.
ომმა ახალ თურქებს მისცა თემების გავლენის დასუსტების მათი პროექტის განხორციელების საშუალება
სომხების მიმართ პოლიტიკის თაობაზე ფუატ დუნდარის მსგავსი ისტორიკოსები იყენებენ ცნებას «დემოგრაფიული ინჟინერია».
მისი მთავარი გამტარებელი ტალატ ფაშა მიზნად ისახავდა ანატოლიის გადაქცევას ეთნიკურად ერთგვაროვან სივრცედ და,ამდენად,სომეხთა გაძევებას: სომხები უნდა გადაესახლებინათ მესოპოტამიის უდაბნოებისკენ.
მაგრამ მთელი მოსახლეობის გადაყვანა არასტუმართმოყვარე რეგიონისკენ უკვე ნიშნავდა მისი მოსპობის ორგანიზებას. ამას უნდა დაემატოს გადაყვანის არაადამიანური პირობები, ლოკალური ძალადობები და სასაკლაოები.
შემდგომში შოას მსგავსად გენოციდად წოდებული ამ მასობრივი დანაშაულის (მისი თანადროული ტერმინი) მსხვერპლი ალბათ გახდა 600-800 ათასი სომეხი
ამას გარდა ოსმალეთის ხელისუფლებას ეშინოდა სომხების და რუსების შეთანხმებისა და ამ შიშს აძლიერებდა ზოგი სომხის ღალატი 1915 წლის იანვარში სარიყამიშის დამარცხების შემდეგ და ვანის აჯანყება
ახალგაზრდა თურქებს სურთ სომეხთა ნეიტრალიზება და მოშორება ბრძოლის ველიდანლაპარაკია ადგილის განთავისუფლებაზე ოსმალეთის ერთგულიუფრო სანდო ელემენტებისთვისმაგრამ ძალადობა არ შემოიფარგლება აღმოსავლეთით.
1915 წლის 24 აპრილს,რომელიც აღნიშნავს დასაწყისს იმისა რასაც სომხები უწოდებენ «დიდ კატასტროფას» კონსტანტინეპოლში დააპატიმრეს ასობით სომეხი წარჩინებული
 ეს გადასახლებები და სასაკლაოები შეეხო ბერძნებსაც ეგეოსის რეგიონში და ქალდეველებს ანატოლიაში. ეჭვი შეიტანეს ქურთების ერთგულებაშიც და ისინიც გადაასახლეს საზღვრიდან რომელსაც ისინი დიდხანს რუსებისგან იცავდნენ.
ომის შედეგები საშინელია: 325 000 დაღუპული, 350 000 დაჭრილი, 250 000 პატიმარი. სოციალური ქსოვილი დაგლეჯილია მოსახლეობის გადაადგილების, გადასახლებათა და სასაკლაოთა შედეგად.
დაზავების პიროიბები ძალიან მძიმეა: სრუტეთა სამხედრო ოკუპაცია, კომუნიკაციათა (რკინიგზები,ტელეგრაფი) კონტროლი,ოსმალური ჯარების დემობილიზაცია და განიარაღება.
დაზავების შემდგომ კვირებში ბრიტანელებმა დაიპყრეს მოსული. მაჰმადიანები დააუძლურა ომის წლებმა, ისინი დემორალიზებულნი არიან.
თემებს შორის კონფლიქტები მრავლდება და ხშირდება. 1919 წლის მაისში ბერძნები გადასხდნენ სმირნაში. 1920 წლის მარტში მოკავშირეებმა მოახდინეს სტამბოლის ოკუპაცია
1920 წლის აგვისტოში სევრის ხელშეკრულებამ ოსმალეთის იმპერიას დაუტოვა სახელმწიფოს ნარჩენი ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში დედაქალაქით სტამბოლში. სრუტეები ინტერნაციონალიზებულია.
ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა სომხური რესპუბლიკა,მაშინ როდესაც აღიარეს ქურთების ავტონომია
არაბული პროვინციები მანდატების ფორმით გაინაწილეს საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.
ამასობაში ანატოლიაში იწყება წინააღმდეგობის მოძრაობა...
ტერიტორიული უკანდახევის ეტაპები:
1830. საბერძნეთი დამოუკიდებელი ხდება. ალჟირის დაპყრობა საფრანგეთის მიერ.
1878. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ბერლინის ხელშეკრულების თანახმად რუსეთს გადასცეს ყარსის და არტაანის პროვინციები; დამოუკიდებლები ხდებიან სერბეთი,ბულგარეთი,რუმინეთი,მონტენეგრო და  ავსტრია-უნგრეთმა მოახდინა ბოსნია-ჰერცეგოვინის ოკუპაცია. კვიპროსის დაკარგვა ბრიტანელების სასარგებლოდ.
1881.ბერლინის ხელშეკრულების განხორციელების სახით  თესალია დაუთმეს საბერძნეთს. ტუნისი ხდება საფრანგეთის პროტექტორატი
1882. ეგვიპტე სამხედრო ძალით ოკუპირებულია ბრიტანელების მიერ.
1908. პრინცმა ფერდინანდმა ისარგებლა სტამბოლში ხელისუფლების აღებით ახალგაზრდა თურქების მიერ და გამოაცხადა ბულგარეთის დამოუკიდებლობა.    ავსტრია-უნგრეთმა მოახდინა ბოსნია-ჰერცეგოვინის ანექსია. იყო კრეტას საბერძნეთთან შეერთების მცდელობა,მაგრამ მან მარცხი განიცადა უცხოური ზეწოლის შედეგად.
1912. ტრიპოილიტანიის ანექსია იტალიის მიერ. პირველი ბალკანური ომი.ოსმალეთის იმპერია საბერძნეთის,მონტენეგროს,სერბეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ.
1913. ლონდონის ხელშეკრულება ასრულებს ბალკანეთის პირველ ომს, ახდენს ალბანეთის დამოუკიდებლობის რატიფიკაციას და ამთავრებს ევროპის ოსმალეთის იმპერიის დაშლა-დაქუცმაცებას. ყოფილ მოკავშირეებს შორის ჩამოვარდნილმა უთანხმოებამ გამოიწვია ბალკანეთის მეორე ომი რომელიც ოსმალებს მისცემს ადრინოპლის და თრაკიის ნაწილის დაბრუნების საშუალებას. კრეტა შეუერთეს საბერძნეთს.
1914. იმპერიის ჩაბმა პირველ მსოფლიო ომში.
1918. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების თანახმად რუსეთმა ოსმალეთს უნდა დაუბრუნოს ყარსის და არტაანის პროვინციები. მაგრამ ომი სხვანაირად წარიმართა და მუდროსის ზავი ანტანტას აძლევს სრუტეების ზონის ოკუპაციის უფლებას.
1920. სევრის შეთანხმებამ ოსმალეთისგან დატოვა სახელმწიფო ნარჩენი ანატოლიაში: აღმოსავლეთი თრაკია და სმირნა ანექსირებულია საბერძნეთის მიერ,ყარსის, არტაანისა და არზრუმის პროვინციები ანექსირებულია სომხეთის მიერ;ქურთებს დაპირდნენ ავტონომიის მიცემას; ფრანგებმა და ბრიტანელებმა მანდატები მიიღეს საშუალო აღმოსავლეთში; იტალიელები არიან როდოსის და დოდეკანეზის კუნძულებზე; სრუტეთა ზონის დემილიტარიზა.
1923. ლოზანის ხელშეკრულებამ წაშალა თურქეთის დამცირება და მისცა მას თანამედროვე საზღვრები.
აბდულჰამიდ მეორე, ვიზიონერი თუ ტირანი?
ცოტა სულთანს თუ გამოუწვევია იმდენი პოლემიკა რამდენიც აბდულჰამიდ მეორეს (1876-1909). ზოგი მასში ხედავს განათლებულ,მართალია ნაკლებად ვრცელი მაგრამ ტანზიმატის რეფორმების მეშვეობით უფრო გახსნილი იმპერიის მოდერნიზაციაზე მზრუნველ სუვერენს
ზოგი გმობს ამ «წითელ სულთანს», რომელსაც არ ძალუძს «ევროპის ავადმყოფის» ფეხზე დაყენება და მისი დაცვა გარეშე მტრებისგან და მისთვის ძირის გამომთხრელი ნაციონალიზმებისგან
ახალგაზრდა თურქების რევოლუციის მიერ ტახტიდან გადაყენებული აბდულჰამიდ მეორე გარდაიცვალა 1918 წლის თებერვალში რამოდენიმე თვით ადრე ოსმალეთის იმპერიის დასასრულამდე.
სომხური ტრაღედია:
ოსმალეთის იმპერიის დასასრულისთვის სომხები არიან მრავალი პოგრომის მსხვერპლნი. ყველაზე უარესი იყო 1909 წლის აპრილის პოგრომი ადანაში
1914 წელს დიდი და ძლიერი სახელმწიფოები,განსაკუთრებით კი რუსეთი ზეწოლას ახდენენ სულთანზე რათა მან ხელი მოაწეროს « სომხეთის რეფორმას»,
დოკუმენტს რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთი ანატოლიის სომხებისთვის ხელსაყრელი ადმინისტრატიული რეფორმების გატარებას
ეს რეფორმა უნდა გაეტარებინათ ორ გენერალურ ინსპექტორს, 1914 წლის ივლისში დანიშნულ  ერთ ჰოლანდიელსა და ერთ ნორვეგიელს
1908 წლიდან ოსმალეთის ხელისუფლებაში მხოფი ერთიანობისა და პროგრესის კომიტეტის ახალგაზრდა თურქები რომლებსაც აქამდე არ გამოუმჟღავნებიათ ღია მტრული განწყობა სომხების მიმართ  ამ რეგიონების დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ამ პირველ ნაბიჯს უყურებენ როგორც საშიშ მოვლენას
მაგრამ ვითარებას მკვეთრად ცვლის პირველი მსოფლიო ომის დაწყება რომელშიც ოსმალეთი გერმანიის მხარეს ჩაება 1914 წლის პირველ ნოემბერს
1915 წლის იანვრიდან ვითარება კატასტროფიულია
მთავრობის ხელმძღვანელ ენვერ ფაშას ეშინია აღმოსავლეთ ანატოლიაში «ზურგში დარტყმისა».  სწორედ ამ დროს იქცნენ სომხები « შინაგან მტრებად».
ფრანგული ჟურნალი «ისტორია»- 2009 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ საუბარში თურქი ისტორიკოსი ფუატ დუნდარი ლაპარაკობს შეტევის სამ ეტაპზე.
პირველი პოლიციური ეტაპია: 1915 წელს რუსებთან სარიყამიშთან მარცხის შემდეგ დეზერტირების ძებნის საბაბით სდევნიან სომეხ აქტივისტებს.
მეორე ეტაპი დაიწყო მაშინ როდესაც სუეცთან დამარცხებულმა სარდალმა  ჯემალ ფაშამ სამიზნედ აირჩია დორტიოლის და ზეითუნის სომხები. მან პირველმა გადაწყვიტა 1915 წლის თებერვალში მათი დეპორტაცია რამაც მომდევნო 20 აპრილს გამოიწვია ვანის აჯანყება. მაშინ მთავრობამ ბრძანა არზრუმის,ვანის და ბითლისის სომეხთა ჯერ ნაწილობრივი და შემდეგ სრული ევაკუცია დეირ ეზ-ზორის უდაბურ რეგიონებში,სირიაში და მოსულში. .
სომხების რუსეთში გაცევა ფაქტი იყო. ისინი იქ ქმნიდნენ სომხურ შეიარაღებულ რაზმებს რომლებიც აოხრებდნენ მაჰმადიანთა სოფლებს და ხოცავდნენ მათ მკვიდრებს
ამან დააჩქარა ოსმალეთის ხელისუფლების პოლიტიკის გამკაცრება და გაუხეშება
მესამე ეტაპი გადაილახა როდესაც არმიამ უკან დაიხია
ყველა ერთეული, მათ შორის ერთიანობისა და პროგრესის კომიტეტის მიერ შექმნილი საგანგებო საიდუმლო ორგანიზაცია 1915 წლის მაისის ბოლოდან აგვისტომდე აწყობენ მასობრივ სასაკლაოებს.
საშინელება არ დამთავრებულა. დეპორტაციას გადარჩენილები იძულებულები არიან იარონ სირიის მომაკვდინებელ უდაბნოში,ბანაკებში ჩაკეტილებს, მათ ხოცავს  შიმშილი და ავადმყოფობა.  რაიმონ კევორკიანმა თავის წიგნში «სომეხთა გენოციდი» ( ოდილ იაკობი,2006,ფრანგულად) დაწვრილებით აღწერა  ეს საშინელი წამოწყება რომელშიც ცხადად ჩანს გენოციდის ჩანაფიქრი
სომხეთის რუკა ვერსალის
1919 წლის კონფერენციაზე
სულ ეხლახანს გამოქვეყნდა ოსმალეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტალატ ფაშას ჩანაწერები,საიდუმლო დოკუმენტი რომელშის არის 1914 წლის ტექსტები,რუკები და სტატისტიკა სომხების შესახებ ( ისინი ოპერატიული მიზნით დააჯგუფეს 1916 წელს). 
ტალატ ფაშას ტელეგრამები ყოველი პროვინციისთვის ადგენენ იქ ცხოვრების უფლების მქონე სომეხთა მაქსიმალურ რაოდენობას: რეგიონებში რომლებშიც უნდა გატარებულიყო რეფორმა ( დიარბაქირი,სივასი, ტრაპიზონი,ბანი,ბითლისი, არზრუმი,მამურეტულაზიზი) არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი სომეხი.,ალეპოში უნდა ყოფილიყო 2%,დანარჩენ ანატოლიაში 5% და 10% დეირ-ეზ-ზორის,დამასკოს და მოსულის უდაბნოების ზონებში.
მთავარი საკითხია დეპორტაციის ბრძანება (1915 წლის 27 მაისი). ზოგი ისტორიკოსის,მათ შორის ფუატ დუნდარის აზრით ხელისუფლებას უეჭველად უნდა სცოდნოდა რომ უდაბნოში გადასახლება ნიშნავდა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება ციფრებს შეუძლებელია მათი უეჭველი სიზუსტით დადგენა...
სომხური საპატრიარქოს აღწერით ანატოლიაში უნდა გადარჩენილიყო თუ ემიგრაციაში უნდა წასულიყო 850 000 სომეხი. აქედან გამომდინარე დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 650 000 უნდა იყოს. ერიკ ჟან ციურხერის თანახმად დაღუპულთა რაოდენობა 600 000-800 000 უნდა იყოს
ციფრები იცვლება წყაროების შესაბამისად,მაგრამ გამქრალთა პროპორცია რჩება დაახლოებით იგივე, დაახლოებით ნახევარი
ყველა მხარის კეთილი ნების ადამიანები ცდილობენ საშინელებისთვის თვალის გასწორებას. ისტორიკოსი მათ უნდა დაეხმაროს და არ აყვეს სიძულვილით სავსე პოლემიკებს. არ უნდა გააკეთოს კარიკატურა
(გაგრძელება იქნება).

1 comment:

  1. ახალგაზრდა თურქების დევიზი: " გაუმარჯოს სამშობლოს, გაუმარჯოს ერს, გაუმარჯოს თავისუფლებას !"

    ReplyDelete