4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 10

ყირიმის ომი
სიკვდილი თურქეთის გულისთვის
XIX საუკუნის შუახანების ხანმოკლე და სისხლისმღვრელი ომი რომელიც მომდევნო თაობების მეხსიერებაში დარჩა ყირიმის ომის სახელით იყო გარდამტეხი მოვლენა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში ისე თანამედროვე ომში. ის გვიჩვენებს დასავლეთ ევროპის ძველ კავშირს ოსმალეთის იმპერიასთან.
ყველაფერი დაიწყო რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა.
«ევროპის ავადმყოფად» წოდებული ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე ექსპანსიას დახარბებულმა ნიკოლოზ პირველმა 1853 წელს მოითხოვა ოსმალეთის იპერიის მართლმადიდებლების მფარველობის,მათზე პროტექტორატის დაწესების უფლება.
უეჭველია რომ ეს იყო საბაბი ოსმალეთის იმპერიის დასაშლელად და დასაქუცმაცებლად. თავიდან მოშორებულმა ( «მე ჩემს ლოყაზე ვგრძნობ სულთანის ხუთ თითს») ნიკოლაიმ 1853 წლის სამ ივლისს დაიპყრო ოსმალეთის დუნაის პროვინციები მოლდავეთი და ვალახეთი,სადაც ცხოვრობდნენ მართლმადიდებელი რუმინელები და რომლებიც პეტერბურგს უკვე დიდი ხანია რაც უნდოდა. ნოემბერში სინოპთან,შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, რუსებმა მოსპეს თურქული ესკადრა.
მაგრამ ნიკოლაი პირველმა ანგარიში არ გაუწია იმას თუ რამდენად სურდათ სხვა სახელმწიფოებს,განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. ამ სახელმწიფოებს აწუხებდათ რუსეთის სწრაფვა თურქული სრუტეების დაპყრობისაკენ.
საფრანგეთი შეუთანხმდა ლონდონს და ორმა სახელმწიფომ 1854 წლის 27 მარტს ომი გამოუცხადა რუსეთს. დარდანელებზე გადაჯდა და დუნაისაკენ გაემართა 75000-კაციანი ფრანგულ--ინგლისური კონტინგენტი რომელსაც ეხმარებოდნენ თურქები.
რუსთა ქცევამ ომი გადაიტანა ყირიმის ნახევარკუნძულამდე. ნიკოლაი პირველმა ბრძანა რუმინული პროვინციების დაცლა, მაგრამ კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.
ამიერიდან მოკავშირეთა მიზანი იყო შავი ზღვის დიდი რუსული არსენალი, სევასტოპოლი. მაგრამ 1854 წლის სექტემბერში ალმასთან და 25 ოქტომბერს ბალაკლავასთან და 5 ნოემბერს ინკერმანთან მოკავშირეთა ბრწყინვალე გამარჯვებების მიუხედავად დაგროვდა გაცრუებული იმედები.
ნიკოლაი პირველის მიერ გაგზავნილმა დამხმარე ნაწილებმა ვერ მოახერხეს ალყის მოხსნა,მაგრამ სევასტოპოლში რუსული წინააღმდეგობა გაგრძელდა 349 დღე. დობრუჯას ველზე გადავლისას 5000 ადამიანი მოკლა ქოლერამ. დაღუპულთა შორის იყვნენ მარშალი სან-არნო და ლორდი რეგლანი.
სხვა სახელგანთქმული მსხვერპლი იყო დიდი პოეტი ადამ მიცკევიჩი, რუსების წინააღმდეგ პოლონური საექსპედიციო კორპუსის ორგანიზატორი. ის გარდაიცვალა 1855 წელს კონსტანტინეპოლში.
დიზენტერია, ტიფი და სურავანდი ცივ ზამთართან ერთად სცელავდა ცუდად მომზადებული, ცუდად ნაკვები ფრანგული ჯარის ათასობით ჯარისკაცს. ინგლისური პრესა აღშფოთდა, ცენზურა აჩუმებდა ფრანგულ პრესას.
ნიკოლაი პირველის მოულოდნელმა გარდაცვალებამ 1855 წლის თებერვალში და მისმა შეცვლამ მისი შვილი ალექსანდრე მეორეთი უკან არ დაახევინა რუსებს. ნაპოლეონ მესამეს ეშინოდა დამარცხებისა და მან გაზარდა ჯარი. მრავალი ცდის შემდეგ 1855 წლის 10 სექტემბერს სევასტოპოლის დაცემა გამოიწვია გენერალი მაკ-მაჰონის ზუავების მიერ მალაკოვის კოშკის აღებამ. ყირიმის ომი ადგილზე დამთავრდა,მაგრამ მისი მნიშვნელობა დიდი იყო.
დიპლომატიურ პლანში საფრანგეთმა 1856 წლის 25 თებერვალ-8 აპრილს პარიზში მიიღო საერთაშორისო კონფერენცია .
დამარცხებული რუსეთი იძულებული იყო დათანხმებოდა შავი ზღვის ნეიტრალიზაციას. მოლდავურ-ვალახური პროვინციები გაექცნენ რუსეთს და ეროვნებათა ჩემპიონად აღიარებული ნაპოლეონ მესამის კურთხევით მათ გააძლიერეს მათი ავტონომია. 1859 წელს ისინი გაერთიანდნენ და ასე მოამზადეს რუმინეთის შექმნა (1878).
ოსმალეთის იმპერიას შეეძლო კმაყოფილი ყოფილიყო რუსეთის მადის ასე დაცხრობით.
რაც შეეხება რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, ის აცნობიერებდა რომ მისი ქვეყანა ჩამორჩენილი იყო და არ შეეძლო სახმელეთო შეტევის მოგერიება. მან გადაწყვიტა რეფორმების გატარება:
ყირიმის ომის შედეგია 1861 წელს ბატონყმობის გაუქმება.
პარიზში მეორე იმპერია ზეიმობდა თავის პირველ სამხედრო გამარჯვებას. ერთ-ერთ გამზირს ეწოდა სევასტოპოლის სახელი,მაშინ როდესაც ერთი მოედანი და ხიდი უკვდავყოფდნენ ალმას გამარჯვებას. ვანვის ერთ-ერთ კვარტალს სახელად ეწოდა მალაკოვი.
იმპერატოირის კარგმა ურთიერთობამ ბრწყინვალე პორტასთან შესაძლებელი გახადა 1868 წელს თურქული ელიტებისთვის ფრანგული იდეების მასწავლებელი გალათასარაის ლიცეუმის გახსნა.
კონფლიქტმა გავლენა მოახდინა საომარ ტექნიკაზეც. მოხდა ფრანგული და ბრიტანული ფლოტების მოდერნიზაცია. სევასტოპოლის შეუპოვრად დასაცავად რუსების მიერ გათხრილი სანგრები 60 წლით ადრე პირველ მსოფლიო ომამდე ჩანან თანამედროვე პოზიციათა ომის პრელუდიად. სწორედ ყირიმში განახორციელა ომის პირველი ფოტორეპორტაჟი ბრიტანელმა როჯერ ფენტონმა. დაბოლოს სკუტარიში ავადმყოფი თუ დაჭრილი ჯარისკაცების ჩასვლის სიბეჩავის ნახვამ უბიძგა ფლორანს ნაიტინგეილს მედდების სკოლის შექმნისკენ.
კონფლიქტმა შთანთქა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიის მთლიანობის დასაცად ჩასული ორასი-სამასი ათასი ადამიანი.
(გაგრძელება იქნება)

No comments:

Post a Comment