4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 8




ლეპანტის კატასტროფა და მისი გაკვეთილები ოსმალეთისთვის
ვინ მოიგო ლეპანტის ბრძოლა?
1571 წლის 7 ოქტომბერს დაახლოებით 170 000 ადამიანი სამი საათის განმავლობაში ერთმანეთს ებრძვის ზღვაზე. ლეპანტში ოსმალთა დამამარცხებელი ქრისტიანული ლიგა ზეიმობს,მაგრამ სულთანს არ უთქვამს თავისი უკანასკნელი სიტყვა.
გალერები, ლეპანტი
1570 წლის ივლისი: თურქული არმია შეიჭრა კვიპროსზე,ვენეციის საზღვაო იმპერიის უმნიშვნელოვანეს ნაწილში და ფამაგუსტას გამოკლებით ის რამოდენიმე თვეში დაიპყრო მთლიანად.
1571 წლის 7 ოქტომბერს უზარმაზარი ოსმალური ფლოტი (280 გემი,34000 მეომარი) რამოდენიმე საათში მოსპო ქრისტიანულმა ლიგამ. გაანთავისუფლეს 12-15 ათასი ქრისტიანი მონა. Iსტორიის ერთერთი უდიდესი საზღვაო ბრძოლა.
ამ ორი მოვლენის დაახლოება არის ხმელთაშუა ზღვაში ქრისტიანული დასავლეთისა და ოსმალეთის იმპერიის ხანგრძლივი დაპირისპირების სიმბოლო.
კვიპროსზე ოსმალთა თავდასხმა მოულოდნელი იყო ვენეციელებისთვის რომლებმაც უეცრად აღმოაჩინეს რომ მარტონი არიან ხმელთაშუა ზღვის ორ გიგანტს, ესპანეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის.
მადრიდში მეფე ფილიპე მეორეს სულაც არ სურს დახმარების გაწევა ურჯულოების ნახევრადმოკავშირე ამ რესპუბლიკისთვის.
დახმარებას მას გაუწევს რომი,სადაც პიუს მეხუთეს უნდა ქრისტიანული სამყაროს გაერთიანება და ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის გამოცხადე-
ბა. 1570 წლიდან მან იძულებით დაითანხმა «კათოლიკე მეფე» ფილიპე მეორე იმაზე რომ მას 50 გალერა მიეცა გენუელი გიან ანდრეა დორიასთვის, მაგრამ ესპანურ გალერათა ღალატმა ბოლო მომენტში ხელი შეუშალა კვიპროსისთვის ნებისმიერი დახმარების გაწევას რამაც გააძლიერა ვენეციელების უნდობლობა ღალატისთვის მუდამ მზა მოკავშირეებისადმი. 1571 წლის გაზაფხულზე, მიუხედავად კვიპროსის აღებისა, ვენეციას არ ჰქონდა არჩეული თავისი ბანაკი.
სტამბულში 1566 წლიდან ტახტზე მჯდომ სელიმ მეორეს სურს რომ იყოს სოლიმან ბრწყინვალის ღირსეული მემკვიდრე და ამისთვის უნდა «ურჯულო» მიწების დაპყრობა.მას როგორც ხალიფას არ აღიარებენ ირანი, იემენი ჩრდილოეთ აფრიკაში . ესაა ნამდვილი გამოწვევა ოსმალთა სულთანის პრესტიჟისთვის რომელიც უკვე შეარყია მალტის ალყის მარცხმა ( 1565 წლის მაისი-სექტემბერი) და იმან რომ მას არ ძალუძს მაჰმადიანი მლოცველების დაცვა მალტელი და ტოსკანელი კორსარებისგან.ბრწყინვალე პორტა ემზადება ყველანაირი ომისთვის.
ნორმალურ პირობებშიც კი დიდი ოსმალური ფლოტების აგებ შესძლოა მოითხოვს ძალიან ცენტრალიზებულ დაგეგმვას და მრავალ გემსაშენს. არადა ზამთარი მკაცრი იყო: საუკუნეთა მანძილზე პირველად ბოსფორი გაყინულია და მასალების ჩატანა და გემების გასვლა შავი ზღვიდან შეუძლებელი გახდა.
ოსმალური ფლოტის ადმირალი ალი ფაშას 30-მა გალერამ დაუბრკონებლივ გასვლა კვიპროსისკენ შესძლო 21 მარტიდან,მაგრამ ფლოტის ძირითადმა ნაწილმა სტამბოლი დატოვა 4 მაისს. მისი გალერები ცუდად იყო მომზადებული მათ აკლდათ მეხოფეთა ნახევარი. მონები აღარ არიან საკმარისნი. ქრისტიანი თუ მაჰმადიანი მეხოფეების საპოვნელად ყველა პროვინციაში,მაგრამ განსაკუთრებით ხალხისაგან ყველაზე მეტად დაცლილ საბერძნეთში და არქიპელაგზე საჭირო გახდა დაუნდობელი გაწვევა. მემატიანე მუსტაფა ალი ამაში დაინახავს ოსმალთა დამარცხების მიზეზს. ხელმძღვანელობაც არ ყოფილა საუკეთესო.
ბოლოს და ბოლოს 1571 წლის ივნისში კრეტას თავს დაესხა და შემდეგ ორი თვე ადრიატიკის სანაპიროებთან სეირნობდა ძლიერი მაგრამ ცუდი სარდლობის მყოლი და ნაკლებად სანდო ადამიანებისგან შემდგარი ფლოტი.
10 თვის მოლაპარაკებების შემდეგ ვენეცია შევიდა მუდმივ ლიგაში, «წყლის და ცეცხლის» სასწაულებრივ კავშირში,როგორც იტყვიან თანამედროვეები. ყოველ გაზაფხულს ესპანეთი,პაპი და ვენეცია თურქის წინააღმდეგ ექსპედიციისთვის გამოყოფენ 200 გალერას, 100 სატრანსპორტო გემს და 50 000 ქვეით ჯარისკაცს. უმაღლესი სარდლობა დაევალა ახალგაზრდა და პოპულარულ დონ ხუან ავსტრიელს,კარლოს მეხუთის უკანონო შვილს. გავრცელდა ენთუზიაზმი. პირველად ხდება მთელი ნახევარკუნძულის მობილიზაცია.
ტიტანების შეჯახება :
მიუხედავად ამისა დრო აჩქარებს. ადრიატიკა ამიერიდან გახსნილია თავდამსხმელებისთვის: ზაფხულში ალბანეთის და დალმაციის ყველა ბაზა აღებული და გაძარცულია. მიუხედავად ამისა ოსმალთა შეტევა აგვისტოს შუა რიცხვებისთვის სუსტდება. ოსმალური ფლოტის ხელმძღვანელებმა 27 სექტემბერს თავი შეაფარეს ლეპანტის პორტს,ფორტების არტილერიას. მრავალ კაპიტანს და მებრძოლს ჰგონია რომ კამპანია დამთავრებულია: როგორც შესძლებდა თავისი ბაზებისგან შორს მყოფი მტერი საზღვაო შეტევის დაწყებას ცუდ სეზონში?
ვენეციელთა საიდუმლო იარაღი გალეასი
ეს დემობილიზაცია არ გამოეპარათ ბერძნებს რომლებმაც ამის შესახებ შეატყობინეს ქრისტიან მეთაურებს კორფუზე.
სამ ოქტომბერს გაიცა თურქული ფლოტის წინააღმდეგ შეტევის დაწყების ბრძანება.
7-ის გარიჟრაჟზე თურქული ფლოტი გადის ყურიდან დასავლეთისკენ. ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილება წინა დღეს მიიღეს. ყურის ვიწრო ნაწილში მისული თურქები
გაჩერდნენ ქრისტიანთა პირველი გალერების დანახვისას. მოწმეთა თქმით ორივე მხარე გაკვირვებული იყო ვინაიდან ბრძოლა ჩაფიქრებული არ ყოფილა არც ამ ადგილას და არც ამ დროს.
შუადღისას, როდესაც დონ ხუანმა აღმართა ლიგის დიდი ალამი მთელმა არმიამ დაიჩოქა სალოცავად და აღსარების სათქმელად.
ვენეციელები შესძრა ახალმა ამბებმა კვიპროსიდან: ფამაგუსტა დანებდა და მეთაურს ცოცხლად გააძრეს ტყავი. მათ იციან რომ მათი დამარცხება ნიშნავს მათი ქალაქის დამოუკიდებლობის დასასრულს.
თურქები დარწმუნებულები არიან რომ გაიმარჯვებენ და არ მალავენ თავის სიხარულს იმის გამო რომ უნდა ეომონ მტერს რომელიც «დასაკლავი ჯოგია» და მეტი არაფერი. ამ ოპტიმიზმს ამართლებს თურქთა ფლოტის მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა.
არასოდეს უნახავთ ზღვაზე ადამიანთა ასეთი კონცენტრაცია. ველურ ბრძოლაში სამი საათის განმავლობაში ერთმანეთს ებრძვის დაახლოებით
170 000 ადამიანი. აბორდაჟის შემდეგ უსასრულოდ მეორდება ხელჩართული
ბრძოლა,უწესრიგო ბრძოლა რომლის დროსაც იყენებენ როგორც ძველ იარაღს ისე მძიმე ზარბაზნებს, ბომბარდებს, მუშკეტებსა და არკებუზებს. გადამწყვეტ როლს ასრულებს ცეცხლის ძალა.
თურქულ გალერებს თავზარი დასცა და მათი მშვენიერი წყობა დაარღვია ვენეციელთა საიდუმლო იარაღმა, გალეასებმა, 30-40 ზარბაზნის მქონე მცურავმა ციხე სიმაგრეებმა რომლებმაც უმცირესი დანაკარგის გარეშე არ დაუშვეს დამხმარე ძალების მოახლოება. უამრავი თურქი მეომარი დაიხრჩო ან გაიჟლიტა.ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ.
ალი ფაშამ ორთაბრძოლაში გამოიწვია დონ ხუან ავსტრიელი,მაგრამ ალი ფაშას გემი აიღეს იტალიელმა ფეხოსნებმა. ბრძოლაში დაცემული ალი ფაშას გემზე აღიმართა ქრისტიანული ლიგის დროშა. ამის დამნახველ სხვა ოსმალურ გემებზე დაიწყო საყოველთაო პანიკა,ქრისტიანმა მონებმა ისარგებლეს ამით,დაამსხვრიეს მათი ბორკილები და მონაწილეობა მიირეს მათი ოსმალო ბატონების ჟლეტაში. 5 საათზე ბრძოლა დამთავრდა. დაღამებისას ყვირილი და მოთქმა ისევ ისმის დასავლეთისთვის თავზარდამცემი ოსმალური ფლოტის ნაშთებით სავსე და სისხლისგან წითელი ზღვიდან.
სელიმ მეორემ და მისმა კარმა სტამბოლი დატოვეს და ანდრინოპლში სანადიროდ წავიდნენ ამ ბრძოლის დღეს სწორედ იქ მიიღო მან 23 ოქტომბერს ცნობა ფლოტის «გაფანტვის» შესახებ. უბედურების მასშტაბი ცნობილი გახდა მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ. მეორე დღიდანვე მიღებული იქნა საჩქარო ზომები. კაპუდანად დაინიშნა ულუჯი ალი ( ალი ხმალი),ვისაც დაევალა ყველა გადარჩენილი გალერის გადაყვანა ეგეოსის ზღვაში. Iმავე დღეს ყველა გემთსაშენს დაავალეს ახალი გალერების აგება.
ვითარება ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე დამარცხება საზღვაო ბრძოლაში.
დიდი ვაზირა მეჰმეტ სოკოლუ აცნობიერებს სამხედრო და ადმინისტრატიული აპარატის მოშლას.
პირველადაა ისე რომ ოსმალეთის იმპერია თითქოს დაუცველია ქრისტიანთა თავდასხმის საფრთხის წინაშე. დასაცავია ათასობით კილომეტრის სიგრძის სანაპირო და მტერს ემხრობიან ოსმალეთის მკვიდრნი. ტყდება მრავალი ჯანყი.
დიდმა ვაზირამ არაჩვეულებრივი ენერგიით მოახდინა გემთსაშენების მეთოდური რეორგანიზაცია,აღადგინა სიმაგრეები და სასტიკად,დაუნდობლად ჩაახშო ბერძენთა ჯანყი.
იმპერიის უზარმაზარი მანქანა რამოდენიმე თვეში აღდგა.
რომში და ვენეციაში დღესასწაულებისა და ტრიუმფების შემდეგ ილუზიები გაქრა. ერთ დროს ისე ჩანდა თითქოს შესაძლებელი იყო საქრისტიანოს გამარჯვება (კვიპროსის დაბრუნება,წმინდა ადგილების განთავისუფლება და სტამბოლის დაპყრობაც კი).
სინამდვილეში მალე დაინახეს რომ ფლოტის მოსპობა არ იყო საკმარისი იმპერიის მოსაკლავად.
სამი თვის შემდეგ დიდმა ვაზირამ ელჩს ხმამაღლა უთხრა რომ კვიპროსი, ვენეციის «მოკვეთილი ხელი» აღარ გაიზრდებოდა.
ცნობილია რომ დასავლეთი ისევ გათიშულია: ვენეცია დაუბრუნდა თავის ბრწყინვალე მარტოობას და ფილიპე მეორის პრიორიტეტია ჩრდილოეთი აფრიკა.
დამარცხების გაკვეთილები :
ლეპანტის უბედურებამ შეანჯღრია და ფეხზე დააყენა ოსმალეთი. დამარცხების გაკვეთილები ისწავლეს: გააუქმეს პატარა,ნაკლებად ეფექტური საზღვაო ერთეულები;მოახდინეს შეიარაღების მოდერნიზაცია,შვილდისარი შეცვალეს არკებუზებითა და მუშკეტებით.დღე და ღამე მუშაობდნენ და ახალი ფლოტის შესახედაობამაც გადააფიქრებინა ლეპანტის გამარჯვებულებს ნამდვილ შეტევაზე გადასვლა.
1572 წლის ზაფხულის დასასრულს კაპუდანი ბრძოლის გარეშეც გამარჯვებული დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ მან 300 გემიანი და 70 000 ჯარისკაციანი არმადა,ლეპანტის ფლოტზე უფრო ძლიერი ფლოტი წაიყვანა 1573 წელს დონ ხუან ავსტრიელის მიერ დროებით აღებული ტუნისის და გულეტის დასაპყრობად. ესაა ოსმალური ფლოტის ნამდვილად უკანასკნელი გმირობა მაგრამ ის რომ სულთანმა თავისი ფლოტი გააგზავნა ჩრდილოეთ აფრიკაში , ბაზებისაგან შორს, ნიშნავს იმას რომ მოგონება დამარცხების შესახებ უკვე წაშლილია.
ოსმალთა პრესტიჟი კიდევ უფრო გაზარდა კვიპროსის საბოლოო ანექსიამ და ვენეციისთვის თავს მოხვეულმა დრაკონულმა შეთანხმებამ.
ახალმა სულთანმა მურად მესამემ მეჰმეტ სოკოლუ დატოვა თავის თანამდებობაზე და მას ხელები აქვს გახსნილი სოლიმანის ერთ-ერთი მთავარი მიზნის,მაღრიბის გაკონტროლების განსახორციელებლად.
1576 წელს 10 000 თურქი ჯარისკაცი მიდის ფეზში შერიფის ტახტზე სულთანის პროტეჟე მულაი აბდელ მალეკის ასაყვანად:
1578 წელს გასრისეს პორტუგალიის ჯვაროსნული ლაშქრობა მაროკოს წინააღმდეგ. მადრიდში ეშინიათ იმისა რომ ბერბერიის პორტები იქცევა თურქულ საზღვაო ბაზებად ესპანეთის კარიბჭესთან.
მაგრამ გიგანტიზმით შეპყრობილი ყველა იმპერიის მსგავსად სულტანის იმპერიამაც მუდამ ანგარიში უნდა გაუწიოს მრავალ პრობლემას.
კონფლიქტები ხდება სპარსეთში, კავკასიაში და მოლდავეთში.
დიდი ვაზირა რეალისტია და გრძნობს რომ ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში მიღწეულია წონასწორობა. 1579 წელს მის მოკვლამდე ის ამზადებს მშვიდობას რომელიც სჭირდება როგორც ატლანტიკისკენ წაბიძგებულ ესპანეთს ისე თურქულ სამყაროს.
ხმელთაშუა ზღვა დაუთმეს კორსარებს. ლეპანტის შემდეგ ორი ბლოკის ხელმძღვანელები თითქოს მიხვდნენ რომ წარსულს ჩაბარდა როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების ისე წმინდა ომის დრო
( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment