4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 6




ფრანსუა პირველის და სოლიმან ბრწყინვალის კავშირი


ფრანსუა პირველი და სოლიმანი: კარლოს მეხუთისაგან თავის დასაცავად ფრანსუა პირველმა კავშირი დაამყარა სოლიმან ბრწყინვალესთან.
ფრანსუა პირველი და სოლიმან ბრწყინვალე
«შენ,ვინც ხარ ფრანგი,საფრანგეთის მეფე,თქვენ თქვენი ერთგული აგენტი ფრანკიპანის ხელით გამომიგზავნეთ წერილი ჩემს პორტაში,სუვერენთა თავშესაფარში. თქვენ ფრანკიპანს აგრეთვე უბრძანეთ ჩემთვის სიტყვიერად ზოგიერთი ამბის გადმოცემა; თქვენ გამაგებინეთ რომ მტერმა დაიპყრო თქვენი ქვეყანა,რომ თქვენ ეხლა ციხეში ხართ და თქვენ გვთხოვეთ დახმარება თქვენს გასანთავისუფლებლად. . ყველაფერი რაც თქვით ითქვა ჩემი ტახტის, მსოფლიოს თავშესაფრის ფერხთით. ჩემმა იმპერიულმა გონებამ გაიგო ყველაფერი დაწვრილებით.
არაა გასაკვირი იმპერატორთა დამარცხება და ტყვედ ჩავარდნა. გამხნევდით. არ დაამხობინოთ თავი. ჩვენს დიდებულ და სახელოვან წინაპრებს (დაე ღმერთმა გაანათლოს მათი საფლავი) არასოდეს შეუწყვეტიათ ომი მტრის მოსაგერიებლად და ქვეყნის დასაბრუნებლად».
ამ მანუგეშებელი სიტყვებით უპასუხა სულთანმა სოლიმანმა, რომელიც უკვე ათი წელი იყო ოსმალეთის იმპერიის სულთანი პავიის დამარცხების შემდეგ კარლოს მეხუთის მიერ დატყვევებულ საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველს. პასუხი სოლიმანმა გააგზავნა საიდუმლო ემისარის, უნგრელი ფრანგიპანის ხელით.
მეგობრული,თანამგრძნობი წერილი «არაბუნებრივი» თხოვნისთვის:
საფრანგეთის ძალიან ქრისტიანი მეფისა და მაჰმადიანთა ბელადის კავშირის შეკვრა წმინდა რომაული გერმანული იმპერიის იმპერატორი კარლოს მეხუთის ალყაში მოქცევის მიზნით...
 (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment