4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 5


ოსმალეთის ოქროს ხანა


«მე, ვინც ვარ ხმელთაშუა ზღვის,შავი ზღვის,რუმელიის, ანატოლიის, რუმის და ყარამანის ქვეყნების, დუ-ლ-ლადრის ქვეყნების და დიარბაქირის, ქურთისტანის და აზერბაიჯანის, სპარსეთის,
დამასკოს, ალეპოს,ეგვიპტის, წმინდა იერუსალიმის, დიდებული მექას და სახელოვანი მედინას,ყველა არაბული ქვეყნის იემენიდან ჯედამდე,თათართა ტერიტორიის ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნის სულთანი და ფადიშაჰი.»
ოსმალების კორსარებმა, რომელთა შორისაც იყო სახელგანთქმული ხაირედდინ ბარბაროსა ( მამამისი ალბანელი იყო წარმოშობით და დედამისი- ბერძენი მღვდლის ქვრივი) დაიპყრეს ლიბია, ტუნისი და ალჟირი, მხოლოდ მაროკომ გაუწია წინააღმდეგობა ოსმალთა ზეწოლას რითაც ხელი შეუშალა ოსმალების გაბატონებას ხმელთაშუა ზღვის მთელ აფრიკულ სანაპიროზე.
1402 წლის ანკარას ბრძოლაში როდესაც თემურ ლენგმა სასტიკად დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო სულთანი ბაიეზიდი რითაც 50 წლით გადაავადა ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის აღება სულთანი ბაიეზიდის ჯარის ყველაზე ბრძოლისუნარიან და ერთგულ ნაწილებს შეადგენდნენ სტეფანე ლაზარევიჩის სერბები, მაშინ როდესაც ანატოლიის თურქული ჯარების ნაწილი გადავიდა თემურ ლენგის მხარეს.


ოსმალეთის იმპერიის ოქროს ხანა
(წერილის ავტორი საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი,ოსმალურ კვლევათა საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე რობერ მანტრანი) :


სულტანი სალიმ მეორე
თუ კი არსებობს ნალანძღ-ნათრევი სახელმწიფო, რომელსაც აბრალებდნენ ყველა საშინელებას, ეს ნამდვილად არის ოსმალეთის იმპერია. XIX საუკუნის დასავლელი ისტორიკოსები ძალიან ცუდად უყურებდნენ ოსმალეთს. ამ ისტორიკოსების აზრით ლაპარაკია ტირანიის,სისასტიკის და ძალადობის რეჟიმზე რომელსაც ხელისუფლება უპყრია მხოლოდ მისი ჯარის ძალის მეშვეობით. სულთანები არიან ან სისხლისმელი დაუნდობელი არსებები რომელთაც უპყრიათ აბსოლუტური ძალაუფლება და ბატონობენ მხოლოდ ტერორით ან უხასიათო,აღვირახსნილი და მექრთამე პერსონაჟები; ძლივს აკეთებდნენ რაღაც გამონაკლისებს, სულეიმან ბრწყინვალესთვის,მაგალითად. ეს სამყარო არ იცნობდა ორგანიზებულ სისტემას,ადმინისტრაცია არაა ან სავსეა უსვინდისო მოხელეებით და ჩაგრავდა ან,მეტიც,ჟლეტდა ქრისტიანებს....
ოსმალეთს, ამ დიდ იმპერიას, საუკუნეების მანძილზე ეკავა პირველი ადგილი ძველ მსოფლიოში და იქნებ ამიტომ აღძრავდა ის ასეთ შურს, სიძულვილს და გამწარებას?
ეხლა ცნობილია რომ მას არ ასულდგმულებდა მისწრაფება მხოლოდ დაპყრობებისკენ და ბატონობისკენ. ის ზრუნავდა სოლიდურ შინაგან ორგანიზაციაზე, კარგი სტრუქტურის მქონე ადმინისტრაციაზე, იმაზე რომ მოსახლეობა ყოფილიყო ერთიანი და შემწყნარებელი.
იმპერია აიგო თანდათანობით. XIV საუკუნეში პირველმა ბელადებმა დაიმორჩილეს კონიას სელჩუკური სასულთნოს ნამსხვრევებიდან XIII საუკუნეში შექმნილი თურქმანული საამიროები. ეს ბატონობა მაჰმადიანი თურქებით და ბიზანტიელი მართლმადიდებლებით დასახლებულ ანატოლიაზე მოწმობს სოლიდური სამხედრო ორგანიზაციისა გაერთიანებისკენ მისწრაფების არსებობაზე.
XIV საუკუნის ბოლოსთვის სულთანმა ბაიეზიდ პირველმა (1389-1402) გამოსცა პირველი ორგანული რეგლამენტები რომელთა მიზანიც იყო ყველა დაპყრობილი ქვეყნის ეფექტური მართვა ( მცირე აზიაშიც და ბალკანურ ევროპაშიც).
მიუხედავად ამისა ანკარასთან თემურ ლენგის მიერ ოსმალების სასტიკად დამარცხებისა (1402) და ათწლიან დინასტიურ მღელვარებათა შემდეგ ძველმა თურქმანულმა საამიროებმა დროებით დაიბრუნეს თავისი დამოუკიდებლობა
მათ საწინააღმდეგოდ კი განთავისუფლება არ უცდიათ ბალკანური პროვინციების მკვიდრ სერბებს,ვალახებს,ბულგარებ: იქ თითქოს მიიღეს ოსმალთა ხელისუფლება თუმცა აქა იქ ტყდებოდა ხელისუფლებაჩამორთმეული ბელადების მიერ მოწყობილი აჯანყებები.
ამას გარდა: 1402 წლის ანკარას ბრძოლაში როდესაც თემურ ლენგმა სასტიკად დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო სულთანი ბაიეზიდი რითაც 50 წლით გადაავადა ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის აღება სულთანი ბაიეზიდის ჯარის ყველაზე ბრძოლისუნარიან და ერთგულ ნაწილებს შეადგენდნენ სტეფანე ლაზარევიჩის სერბები,მაშინ როდესაც ანატოლიის თურქული ჯარების ნაწილი გადავიდა თემურ ლენგის მხარეს.
XV საუკუნეში ოსმალეთის ძალაუფლება გავრცელდა მთელ ბალკანეთზე და მცირე აზიაზე,აღმოსავლეთის პროვინციების გარდა. ამ ექსპანსიის საუკეთესო მოწმობაა კონსტანტინეპოლის აღება 1453 წელს. ის ერთდროულად აჩვენებს თურქების უპირატესობას და იმას რომ მათ შესძლეს გამქრალი ბიზანტიის იმპერიის მსგავსი ტერიტორიული და პოლიტიკური ანსამბლის აგება.
ამის საუკეთესო მოწმობაა სტამბულად ქცეული კონსტანტინეპოლის მოსახლეობის შეცვლა:
სულთანმა მეჰმეტ II დამპყრობელმა კონსტანტინეპოლში დაასახლა თურქები, მაგრამ აგრეთვე ბერძნები, ებრაელები, არაბები; ამას გარდა მან კონსტანტინეპოლში დატოვა გენუელები და ვენეციელები; მან აღადგინა ქალაქი,ააგო მიზგითები და სასახლე. სტამბოლი იქცა ნამდვილ საერთაშორისო პოლუსად.


ცენტრალიზებული ადმინისტრაცია :
სულთანის ხელისუფლება ეყრდნობა ორმაგ იურიდიულ საფუძველს: მაჰმადიანური სამართალს (ყურანის განხორციელაბზე დაფუძნებულ შარიათს) და ჩვცეულებით სამართალს,დაპყრობილი ხალხების იურიდიული წეს-ჩვეულებებს.
შარიათის ლაკუნებს ავსებენ «კანუნამე» ორგანული რეგლამენტები. მეჰმეტ მეორის იურისტებმა ასე დაადგინეს რეგლამენტა სერია რომელიც ეხება ხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას,ფინანსურ რეჟიმებს,შემდეგ მეორე სერია სისხლის სამართლის თაობაზე...გლეხების,მომთაბარეების და ბალკანეთის ზოგი რეგიონის მკვიდრთა სტატუსზე.საერთო ჯამში ცდილობენ რომ დიდი ძვრები არ მოხდეს დაპყრობილ ხალხთა ჩვეულებებში რათა ბიძგი არ მიეცეს ამბოხებებს,
არ დაირღვეს პროვონციების და მთელი იმპერიის კარგად მართვისთვის აუცილებელი უწყვეტობა.
სწორედ მხოლოდ XV საუკუნის შუა ხანებიდან შეიძლება ლაპარაკი ოსმალეთის იმპერიაზე.
თავისი სამხედრო ძალისა და დაპყრობების წყალობით სულთანი მაშინ მეფობს ტერიტორიაზე რომელიც შეედრება ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიას, ბატონობს ბალკანური ევროპის ხალხებზე, მახლობელ აღმოსავლეთზე, ჩრდილოეთ აფრიკაზე.
ადმიანისტრატიულმა ორგანიზაციამ თავიდან გადაიღო ბიზანტიური სისტემის ელემენტები და ლოკალური სტრუქტურების შენარჩუნებამ შესაძლებელი გახადა მცხოვრებთა ყოველდღიური ცხოვრების უწყვეტობის შენარჩუნება.
სულთანი განაგებს ცენტრალიზებული და იერარქიზებული ადმინისტრაციის და პროვინციებში წარმომადგენლების მეშვეობით. ეს წარმომადგენლები ზრუნავენ უშიშროებაზე,აკონტროლებენ ეკონომიკურ საქმიანობას,გადასახადთა აკრეფას.
XVI საუკუნეში ოსმალთა ექსპანსია ხდებოდა ორი მიმართულებით: სელიმ პირველის (1512-1520) ირანული ქვეყნებისკენ,ქურთებისკენ და არაბებისკენ მახლობელ აღმოსავლეთშო,სოლიმან ბრწყინვალის (1520-1566) დროს ცენტრალური ევროპისა და ჩრდილოეთი აფრიკისკენ. შედეგი : ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთა უდიდეს ნაწილზე,ხმელთაშუა ზღვის და ინდოეთის ოკეანის გამყოფ ყელზე ბატონობენ თურქები. ესაა ძველი სამყაროს უძლიერეს სახელმწიფოდ ქცეული ოსმალეთის იმპერიის აპოგეა.
ამ ექსპანსიის წარმატება იოლად აიხსნება ოსმალთა სამხედრო უპირატესობით და განხეთქილებებით მათ მოწინააღმდეგეებს შორის, მაგრამ უნდა გავიგოთ ამ ექსპანსიის მიზეზები.
XVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერია გადაიქცა კოლოსალურ ძალად. ის ერთდროულად არის გაბატონებული,მაორგანიზებელი,დამცველი,მწარმოებელი და მომხმარებელი ძალა.
XVI საუკუნის დასაწყისში კეთილი იმედის კონცხის გზაზე დამდგარი პორტუგალელები ბატონობენ ინდოეთის ოკეანის გზებზე რომლებიც მიდიან ინდოეთისკენ და შორეული აღმოსავლეთისკენ. ესპანელები არიან მაროკოში და ალჟირში და ისინი გახდნენ ტუნისში გამეფებული მაჰმადიანი ჰაფსიდების დინასტიის მოკავშირეები რაც მათ აძლევდა რეგიონის და მისკენ მიმავალი აფრიკული გზების კონტროლის საშუალებას.
აღმოსავლეთ ანატოლიაში ლაშქრობების მოწყობით სელიმ პირველი ცდილობს ირანული კონკურენციისა შიიტური რელიგიური საშიშროების თავიდან მოშორებას. მაგრამ მას ყველაზე მეტად უნდა ინდოეთის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვას შორის ტრანზიტული კომერციის გაკონტროლება. მას აგრეთვე სურს ოსმალო მომხმარებლების მიერ ძალიან მოწონებული საქონლით (სანელებლებით,ინდური ქსოვილებით,აბრეშუმით, ჩინური ფაიფურით...) ვაჭრობის ხელში ჩაგდება.
თავიდან სუნიტური კონფესიის მაჰმადიანური ქვეყნები იოლად ემორჩილებიან ბატონობას სუნიტი სუვერენისა რომელიც არ იმკობს თავს ხალიფას წოდებით და კმაყოფილდება იმით რომ აღიარებულია წმინდა ადგილთა მცველად.
სოლიმან ბრწყინვალე იპყრობს ერაყს,იემენს და ადენს,განამტკიცებს თურქების ყოფნას მახლობელ აღმოსავლეთში და აკონტროლებს ტრადიციულ გზებს საშუალო და შორეული აღმოსავლეთისკენ.
ჩრდილოეთი აფრიკიდან მთავარი ქრისტიანული სახელმწიფოს,ესპანეთის გაძევება სულთანის მხარეს გადაიყვანს არაბულ და მაჰმადიანურ ქვეყნებს.
ოსმალების კორსარებმა, რომელთა შორისაც იყო სახელგანთქმული ხაირედდინ ბარბაროსა ( მამამისი ალბანელი იყო წარმოშობით და დედამისი- ბერძენი მღვდლის ქვრივი) დაიპყრეს ლიბია,ტუნისი და ალჟირი,მხოლოდ მაროკომ გაუწია წინააღმდეგობა ოსმალთა ზეწოლას რითაც ხელი შეუშალა ოსმალების გაბატონებას ხმელთაშუა ზღვის მთელ აფრიკულ სანაპიროზე.
ოსმალები ვერ აკონტროლებენ ვერც გასასვლელს ატლანტიკისკენ და კმაყოფილდებიან იბერიული (ესპანური) საფრთხის რაც შეიძლება უფრო დასავლეთით გადაწევით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტუნისს და ლიბიას. ოსმალები ვერ დაიპყრობენ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს მალტას,სიციოლიას და სამხრეთ იტალიას.
სამაგიეროდ სოლიმანი ჰაბსბურგთა საზარალოდ ბატონობს მთელ ბალკანურ ევროპაზე (სერბეთი,ბოსნია,ალბანეთი,ხორვატიის ნაწილი) და ცენტრალურ ევროპაზე (ტრანსილვანია,უნგრეთი). მეტიც, ის დაემუქრება ვენას და აკონტროლებს შავი ზღვის სანაპიროებს ბულგარეთიდან და რუმინეთიდან კავკასიამდე რითაც XVI საუკუნის ბოლოს იქცევა დასავლელი კომერსანტების სერიოზულ კო,კურენტად.


ოსმალური მშვიდობა :
სოლიმან ბრწყინვალეს, რომელმაც ესოდენ შორს გასწია თავისი იმპერიის საზღვრები თურქებმა არაბებმა სამართლიანად უწოდეს «კანონმდებელი». მან მართლაც დიდი ყურადღება მიაქცია გაფართოებული იმპერიის მართვას და ახალშეერთებულ პროვინციებში შესაბამისი კანონების მიღებას.
იმპერიის მართვაში სოლიმანს ეხმარებოდნენ გამოჩენილი დიდი ვიზირები რომლებიც ხშირად ბალკანური წარმოშობისა იყვნენ. ბევრი მათგანი საკმაოდ დიდხანს დარჩა თანამდებობაზე და მათ შესძლეს სულთანის პოლიტიკის გაგრძელება.
მიუხედავად მრავალი ომისა განსაკუთრებით კარლოს მეხუთის, მისი ესპანელი თუ ავსტრიელი მემკვიდრეების წინააღმდეგ ამ პოლიტიკას მუდამ ეტყობოდა სწრაფვა მშვიდობიანად მართვისაკენ. ეს პოლიტიკა მიზნად ისახავდა მოსახლეობათა სტაბილური არსებობის უზრუნველყოფას და მეზობელ სახელმწიფოებს უკრძალავდა სამხედრო ჩარევას ტერიტორიებზე სადაც ბატონობდა «ოსმალური მშვიდობა».
შესანიშნავი შინაგანი მშვიდობა იმპერიაში რომლის პროვინციებსაც აქვთ ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული მემკვიდრეობები,სხვადასხვა კულტურა და წეს-ჩვეულებები,მრავალჯერ ერთმანეთს დაპირისპირებული რელიგიები.
ყველა მცხოვრებს არ ეძლევა ერთი და იგივე პოლიტიკური,ეკონომიკური და სოციალური სტატუსი.
ადმინისტრატიული რეჟიმების მრავალფეროვნება მიდის უბრალო ინკორპორაციიდან ავტონომიის შემნარჩუნებელ ვასალობამდე.
სულთანი დგას ოსმალური და არა თურქული იმპერიის სათავეში. ეს კი იმას ნიშნავს რომ ოსმალური იმპერია არ გულისხმობს თურქული ელემენტის ბატონობას სხვა ელემენტებზე. წარმოშობით თურქი სუვერენი ანგარიშს უწევს მისი იმპერიის მოსახლეობის მრავალფეროვნებას.
სახელმწიფო ადმინისტრაციისა და არმიის მაღალი პერსონალი,მაგალითად, იმდენად ფართოდ იყო დაქირავებული რომ მას შეიძლება «კოსმოპოლიტური» ეწოდოს.
რაც შეეხება სულთანის მორჩილი ქვეყნების სიმრავლეს და მრავალფეროვნებას ის ჩანს მის ტიტულატურაში:
«მე, ვინც ვარ ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვის, რუმელიის, ანატოლიის,რუმის და ყარამანის ქვეყნების, დუ-ლ-ლადრის ქვეყნების და დიარბაქირის, ქურთისტანის და აზერბაიჯანის, სპარსეთის, დამასკოს, ალეპოს, ეგვიპტის, წმინდა იერუსალიმის, დიდებული მექას და სახელოვანი მედინას, ყველა არაბული ქვეყნის იემენიდან ჯედამდე,თათართა ტერიტორიის ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყნის სულთანი და ფადიშაჰი.»
ამ რეჟიმის განსახიერებაა სულთანი. აბსოლუტური ხელისუფლების მქონე სულთანი ნიშნავს დიდ ვაზირას, ცენტრალური და პროვინციული ადმინიდტრაციების მაღალ ფუნქციონერებს, კარის დიდებულებს; ისაა მთავარსარდალი. ის ნიშნავს მთავარ რელიგიურ პირებს და ახორციელებს შარიათს, რომელიც მოითხოვს სამართლიანობის დამკვიდრებას რელიგიის განურჩევლად, უკანონობათა და უწესობათა მოსპობას და გულუხვობის,ხელგაშლილობის გამოჩენას.
სამოქალაქო ადმინისტრაციის და არმიის უმაღლეს თანამდებობებზე ის ნიშნავს ერთგულ მსახურებს, რომლებიც შეიძლება ჩაითვალონ სუვერენის მონებად.
იმპერიის ქრისტიანული პროვინციებიდან მაგრამ აგრეთვე მაჰმადიანური ბოსნიიდან წაყვანილი ბავშვები და მოზარდები გათურქებულები და გამაჰმადიანებული არიან; ისინი მაშინ სამსახურს იწყებენ ან ჯარში,სადაც ქმნიან იანიჩართა კორპუსს ან სასახლეში და,მოგვიანებით,სახელმწიფო ადმინისტრაციაში.
სწორედ ამ გატაცებული და გათურქებულ-გამაჰმადიანებული ადამიანებიდან შეარჩევს სულთანი იმათ ვინც შეასრულებენ გამოჩენილ ფუნქციებს.
იმპერიის დასაწყისიდან სულთანის ქვეშევრდომთა დიდი ნაწილი ქრისტიანია.… სახელმწიფოს ძალა მნიშვნელოვანწილად ეფუძნება ქრისტიანთა მონაწილეობას.
ქრისტიანებისთვის აღწერილი გათურქება-გამაჰმადიანება არის მაღალი თანამდებობების დაკავების ყველაზე სანდო საშუალება.
ცნობილია რომ მაღალი თანამდებობების ასე დამკავებლებისთვის დამახასიათებელია ნეპოტიზმი ვინაიდან მათ არასოდეს დაუვიწყიათ მათი წარმოშობა, მათი ოჯახი, მათი სოფელი, მათი პროვინცია (ცნობილია საქართველოს მაგალითი, ეგვიპტეში ერთმანეთს შეხვდნენ მარტყოფელი ძმები, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო გამამლუქებული და შემდეგ გამდიდრებული ეგვიპტელი ვაჭარი, მეორე კი მარტყოფში იყო დარჩენილი. ეგვიპტელი ძმის ფულით მარტყოფში აიგო მართლმადიდებელთა ეკლესია (ეკლესია შორსაა, დედაჩემი მოხუცია და უჭირს იქ სალოცავად სიარული და მას რომ გაუადვილდეს ამიტომ უნდა ავაგოო, უთქვამს გამაჰმადიანებულ ძმას, მთარგმნელი).
1453-1600 წლებში ცნობილი 35 დიდი ვაზირადან (რამოდენიმე მრავალჯერაა დანიშნული) 5 თურქია წარმოშობით, 9 ალბანელია, 3 ბერძენია, 2 იტალიელი, 3 ხორვატი, 2 ბოსნიელი, 1 ჰერცეგოვინელი, 1 ფრანკი, 1 დალმაციელი,და რვის წარმოშობა უცნობია.
ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ამ ასპექტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დასავლელ მოგზაურებზე და ელჩებზე რომლებიც ქება დიდებას არ იშურებენ და ხოტბას ასხამენ ოსმალეთის იმპერიის ორგანიზაციას, მის მოქმედებას და მოხელეთა ხარისხს.
არ აღნიშნავენ არანაირ რელიგიურ ჩაგვრას, არანაირ მოქმედებას ქრისტიანთა წინააღმდეგ მანამდე სანამ ისინი თანხმდებიან იმპერიის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებაზე.
გავიხსენოთ რომ სწორედ ოსმალეთის იმპერიაში ნახეს თავშესაფარი XV-XVI საუკუნეებში ესპანეთიდან და ცენტრალური ევროპიდან გაძევებულმა ებრაელებმა და ოსმალეთში არასოდეს დაუჩაგრავთ ებრაელები.
ქრისტიანულ პროვინციებში მშვიდობა მეფობს კანონების,კომპეტენტური ხელმძღვანელების, ხელისუფლებასთან ნებაყოფლობით თანამშრომელი სასულიერო თუ საერო ადგილობრივი კადრების წყალობით.
XVI საუკუნეში ჯანყები არ ჩანს და როდესაც ჯანყები ტყდება მათ განაპირობებს სასაზღვრო ინციდენტები ავსტრიასთან თუ ვენეციასთან,
მოგვიანებით რუსეთთან, უფრო იშვიათად ადმინისტრაციის აგენტთა თუ ზოგი სამხედროს უწესობები.
ოსმალური ჯარი იმხანად ნამდვილად უფრო დისციპლინირებულია ვიდრე ქრისტიანული ევროპის არმიები.
ამ პოლიტიკურმა სისტემამ რომელმაც იმპერიის ხალხებს მისცა მათი ენის, მათი რელიგიის, მათი კულტურის,მათი ტრადიციების,მათი ცხოვრების წესის და ხშირად მათი სოციალური კადრების შენარჩუნების საშუალება ათწლეულების მანძილზე ხელი შეუწყო რეალურ პოლიტიკურ სტაბილურობას რომელსაც განამტკიცებდნენ მრავალ ადგილას ჩაყენებული ჯარები რომლებიც თრგუნავდნენ ჯანყის ყოველგვარ მცდელობას.
სტაბილურობა და უწყვეტობა გამოჩნდა აგრეთვე მხავრობაში და ხუროთმოძღვრებაში. ამ ვრცელი ანსამბლის ყველა ქვეყანაში იგება ერთი და იგივე შთაგონების შენობები,განსაკუთრებით მიზგითები. რომლებიც ასე თუ ისე იმეორებენ დედაქალაქის ნაგებობებს რომელთა მოდელიც შექმნა დიდმა ხუროთმოძღვარმა სინანმა ( 1489-1588). ზოგი სახლის გეგმაც შთაგონებულია «თურქული» გეგმებით ( უნდა ითქვას ისიც რომ დიდი სინანის მიზგითები იმეორებენ ბიზანტიურ წმინდა სოფიოს ტაძარს,მთარგმნელი. (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment