4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 11


ყირიმის ომი
ყირიმის ომის წინ,1853 წელს, ინგლისის ელჩთან საუბრისას რუსეთის იმპერატორმა ნიკოლაი პირველმა ოსმალეთის იმპერიას უწოდა « ევროპის ავადმყოფი ადამიანი". ამ "ავადმყოფის" "განსაკურნავად" ნიკოლაის უნდოდა ოსმალეთის უბრალოდ დაშლა-დაქუცმაცება ( ის ვერ დაუძახებდა ოსმალეთს სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიას, როგორც ეს XX საუკუნეში «დემოკრატმა» სახაროვმა დაუძახა საქართველოს,მაგრამ «ავადმყოფობათა» «მკურნალობის» ხერხები ერთნაირია).
ალექსანდრ იპსილანტი
დამხობის ქრონიკა :
920 წლის სევრის ხელშეკრულებამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერიისგან დატოვა რაღაც ნარჩენი,როგორ მოხდა ეს?
XVII საუკუნის დასასრულიდან ხდება ტერიტორიული უკანდახევები. მაგრამ განა შეიძლება ლაპარაკი « დეკადანსზე» როგორც დაჟინებით ლაპარაკობენ ისტორიის სახელმძღვანელოები?
ოსმალები XVII საუკუნიდან ფიქრობდნენ რომ მათი მდგომარეობა იყო უარესი წინა საუკუნის,სოლიმან ბრწყინვალის საუკუნის მდგომარეობასთან შედარებით და რომ საჭირო იყო ძველ პოლიტიკურ პრაქტიკებთან დაბრუნება.
დაკნინება ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით?
ევროპელებისგან ჩამორჩენა პირველ რიგში გამოჩნდა ტექნოლოგიის სფეროში, შემდეგ კი გამოჩნდა რომ ადაპტირებული არაა ინსტიტუტები. ესაა ტანზიმატის მთელი პრობლემატიკა XIX საუკუნეში.
ამ რეფორმების შედეგად ცენტრალური სახელმწიფო გაძლიერდა, მაგრამ ეს ფენომენი შენიღბულია ტერიტორიული უკანდახევით.
სინამდვილეში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამქრალი სახელმწიფო იყო შედარებით ეფექტური,ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალის,მოსახლეობის მობილიზაციის და რეალური ადმინისტრატიული უნარის მქონე სახელმწიფო.
არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს ოსმალეთის იმპერიის წარმოდგენა XVII საუკუნიდან განუწყვეტლივ დაკნინების განმცდელ სახელმწიფოდ.
ყირიმის ომის წინ,1853 წელს, ინგლისის ელჩთან საუბრისას რუსეთის იმპერატორმა ნიკოლაი პირველმა ოსმალეთის იმპერიას უწოდა « ევროპის ავადმყოფი ადამიანი. ამ ავადმყოფის განსაკურნავად ნიკოლაის უნდოდა ოსმალეთის უბრალოდ დაშლა-დაქუცმაცება. დაშლა-დაქუცმაცების იდეა სულ მცირე XVIII საუკუნით თარიღდება და ის მერე არასოდეს გამქრალა.
ტრანდაფირ გ.ჯუვარამ 1914 წელს დაწერა ნაშრომი « თურქეთის დაშლა-დაქუცმაცება-დანაწილების ასი გეგმა».
მე არ ვიცი მართლაც ასი იყო თუ არა ასეთი გეგმა, მაგრამ ეს სათაური მოწმობს იმაზე თუ რამდენად უდგებოდნენ მაკრატლებით ამ პრობლემას დიპლომატები.
გამოთქმა «ავადმყოფი ადამიანი» შემდეგ პოპულარიზებული იქნა.
მრავალი კარიკატურა აჩვენებს ექიმებს დიდ სახელმწიფოებს რომლებიც შხამებით «მკურნალობენ ავადმყოფს». ამანაც იმოქმედა ოსმალების თავმოყვარეობაზე.
XIX საუკუნის ბოლოს ამ ფორმულის წინააღმდეგ აჯანყდა სულთანი აბდულჰამიდ მეორე რომელმაც განაცხადა რომ ოსმალები აჩვენებენ ევროპელებს რომ ისინი სინამდვილეში არიან აღმოსავლეთ ევროპის და საშუალო აღმოსავლეთის ბატონები და იმპერია არის დიდი სახელმწიფო.
ოსმალეთის იმპერიის გეოპოლიტიკური და ტერიტორიული უკანდახევა აიხსნება ორი მთავარი ფაქტორით: დიდი სახელმწიფოების პოლიტიკით რომელსაც მოგვიანებით იმპერიალიზმს უწოდებენ და ნაციონალიზმებით.
იმპერია არის კავკასიაში,შავი ზღვის ჩრდილოეთით და ყირიმში რუსეთის მადის მსხვერპლი ( რუსეთის იმპერია თბილი ზღვებისკენ დაიძრა XVIII საუკუნეში); ის ემსხვერპლა ავსტრია-უნგრეთის მადას ბალკანეთში,ფრანგების მადას ალჟირში და ტუნისში;ბრიტანელების მადას ეგვიპტესა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და იტალიელთა მადას ტრიპოლიტანიაში.
ნაციონალიზმთა მოძრაობა დიდი სახელმწიფოების ამ შეტევების თანამედროვეა და დიდი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ნაციონალიზმებს.
1804 წლის პირველი კრიზისის შემდეგ სერბეთი მოიპოვებს თავის ავტონომიას 1829 წელს და საბერძნეთი პანელინური მოძრაობის და დიდ სახელმწიფოთა დახმარებით 1830 წელს მოიპოვებს თავის დამოუკიდებლობას.
ძნელია თქმა იმისა თუ რომელია გადამწყვეტი ფაქტორი.
ალექსანდრ იპსილანტი
დიდმა სახელმწიფოებმა მიითვისეს იმპერიის განაპირა პროვინციები მაგრამ ყოველ მათგანს ეშინოდა იმპერიის დაშლის შედეგად რომელიმე მათგანის გაძლიერებისა და მათ გაანეიტრალეს ერთმანეთი. მათ წინ წამოსწიეს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიული მთლიანობის თემა და ამით მათ გარკვეულად ხელი შეუწყვეს მის შენარჩუნებას.
ინდოეთში დამკვიდრებული ინგლისისა და კავკასიაში დამკვიდრებული რუსეთის დაპირისპირება ერთმანეთთან სასარგებლო იყო ოსმალეთისთვის.
ბრიტანელებს სურდათ შენარჩუნება სახელმწიფოსი რომელიც აკონტროლებდა სრუტეებს შავ ზღვას,ხმელთაშუა ზღვას და ინდოეთის გზას შორის .
რუსეთს კი არ ძალუძდა ამ სტრატეგიული ადგილების დაპყრობა და მას ჭიანაჭამი იმპერია ერჩივნა დასავლეთ ევროპის ამა თუ იმ სახელმწიფოს ბატონობას.
პარიზის ხელშეკრულების დროს,1856 წელს, ოსმალები შევიდნენ «ევროპულ კონცერტში». სამი წლის შემდეგ ნიკოლაი პირველის სიტყვის შემდეგ რუსეთი ევროპის ნაწილია დიპომატიურ პლანში.


მთარგმნელის ჩანართი:
ფილიკი ეთერია ( «მეგობართა საზოგადოება»: XIX საუკუნის ბოლოს საიდუმლო ორგანიზაცია რომლის მიზანიც იყო საბერძნეთის განთავისუფლება ოსმალთა უღლისგან და საბერძნეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. საზოგადოების წევრები იყვნენ ახალგაზრდა ბერძნები რუსეთიდან.
ეს ფრანკ-მასონური ტიპის ორგანიზაცია შეიქმნა ოდესაში 1814 წელს. ასეთი ორგანიზაციები მოდური იყო ევროპულ სახელმწიფოებში. ორგანიზაციის შემქმნელებმა (ნიკოლაოს სკუფასი,ემანუელ ქსანტოსი და აფანასი ცკალოვი) მიზნად დაისახეს ყველა ბერძნის გაერთიანება შეიარაღებულ ორგანიზაციაში და ოსმალური უღლის გადაგდება. 1817 წელს ორგანიზაციაში შევიდნენ რუსეთის,მოლდავეთის და ვალახეთის ბერძნები. წევრებს შორის იყვნენ ვაჭრები,სასულიერო პირები,რუსი კონსულები,ოსმალო მოხელეები ფანარიდან. ფილიკი ეთერია განიცდიდა კარბონარიზმის და ფრანკ-მასონობის გავლენას.
საზოგადოების ხელმძღვანელი იყო ბერძნული რევოლუციის ლიდერი,საბერძნეთის ეროვნული გმირი ალექსანდრ იპსილანტი (1792-1828).
ის მსახურობდა რუსეთის ჯარში, იყო იმპერატორი ალექსანდრ პირველის ადიუტანტი.1820 წელს ის გახდა ფილიკი ეთერიის ხელმძღვანელი.
1821 წლის 6 მარტს ალექსანდრე იპსილანტიმ ისარგებლა ვალახეთის და მოლდავეთის მმართველის გარდაცვალებით, მომხრეებთან ერთად გადავიდა პრუტზე და მოუწოდა დუნაის პროვინციების ხალხს აჯანყებისკენ ოსმალების წინააღმდეგ.
ალექსანდრ იპსილანტის უნდოდა საბერძნეთის სამეფოს ტახტი და რუსეთის იმპერატორს უნდოდა საბერძნეთის ტახტზე თავისი კაცის ყოლა...
**********************************************************
იმპერიის დასასრულამდე ოსმალეთის გული იყო ბალკანეთში . თურქებმა იქ ფეხი მოიკიდეს XIV საუკუნის შუა ხანებიდან. ამ უმდიდრესი და ყველაზე თანამედროვე რეგიონიდან მოდიოდნენ გადასახადები და იანიჩარები. XIX საუკუნის ბოლოს სალონიკი კონსტანტინეპოლზე უფრო თანამედროვე ქალაქია.
1876 წელს დაიწყო ფინანსური და პოლიტიკური კრიზისი. ეს იყო გარდატეხა.
უკვე მეტისმეტად დიდ ვალებში ჩავარდნილი იმპერია უნდა გაუმკლავდეს გაკოტრებას.
ამავე წელს ერთმანეთს მიყვება სამი სულთანი და რუსეთი ერევა ბალკანეთში აჯანყებული სლავებისა და მართლმადიდებლების სასარგებლოდ.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა ღრმა კვალი დაამჩნია ოსმალთა სულისკვეთებას.
რუსეთის ჯარები იმდენად მიუახლოვდნენ სტამბოლს რომ ქალაქში ესმოდათ რუსული ზარბაზნების გრიალი.
ინგლისელები სტამბოლს გადაარჩენენ ბოსფორში გემების გაგზავნით, მაგრამ საფასური იქნება კვიპროსი.
1878 წელს,ბერლინის ხელშეკრულების შემდეგ, თურქეთს ევროპაში აქვს მხოლოდ მაკედონია, ალბანეთი და თრაკია.
სწორედ 1878 წელს შეაბრუნა რეჟიმი ავტორიტარიზმისკენ სულთანმა აბდულჰამიდმა. მას არ უთქვამს უარი მოდერნიზაციაზე,მან სრულიად უარყო ტანზიმატი როგორც დასავლეთისკენ გახსნა. ის განაგრძობდა სახელმწიფოს გაძლიერებას მაჰმადიანობაზე და მოსახლეობის საშუალო ფენებზე დაყრდნობით.
იმპერიის მაჰმადიანების ერთიანობის განსამტკიცებლად სულთანმა ხაზი გაუსვა მის როგორც ხალიფას როლს რაც განაპირობა 1878 წლის შემდეგ მომხდარმა შემაშფოთებელმა მოვლენებმა:
ღელავენ ოსმალეთის იმპერიიის არათიურქი მაჰმადიანები: ალბანელები,
ქურთები და არაბები. მათ უჩნდებათ კითხვა შეუძლია თუ არა იმპერიას მათი დაცვა.
აქამდე იმპერია იყო ქრისტიანულ ნაციონალიზმთა მსხვერპლი. მაჰმადიანური ავტონომისტური მოძრაობების არსებობა ახალი საფრთხეა.
XIX საუკუნისთვის ჩვენ გვაქვს საგადახადო თუ სამხედრო აღწერები და მოგზურთა თუ დიპლომატთა მოსაზრებები. პირველი თანამედროვე დემოგრაფიული აღწერა თარიღდება 1880-1890 წლებით,მას მოჰყვა 1905-
-1906 წლების აღწერა.
1878 წლამდე არამაჰმადიანები შეადგენდნენ იმპერიის მოსახლეობის მესამედს. შეიძლება ვიფიქროთ რომ 1900 წელს იმპერიის მოსახლეობის 3/4-ს შეადგენენ მაჰმადიანები.
ადგილებზე ვითარება ძალიან იცვლება. 1900 წელს ზოგ ქალაქში არამაჰმადიანები შეადგენენ მოსახლეობის უმეტესობას. შალონიკის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ ებრაელები,დანარჩენები არიან გამაჰმადიანებული ბერძნები,ბულგარები,თურქები და ებრაელები. სტამბოლის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს არამაჰმადიანები შეადგენენ. ასე რომ ცნება «თემები» უფრო ზუსტად აღწერს სინამდვილეს ვიდრე ცნება «უმცირესობები».
ოსმალეთის იმპერიაში,განსაკუთრებით ბალკანეთში და მახლობელი აღმოსავლეთის ზოგ რეგიონში ეროვნებები ქალაქების,სოფლების დონეებზე და კვარტალებშიც კი იმდენად არიან გადახლართულნი ერთმანეთთან რომ თითქმის შეუძლებელია მათი რუკის შედგენა.
ომის შემდეგ ვენაში მცხოვრებმა ერიკ ჰობსბაუმმა თავის ავტობიოგრაფიაში ახსნა რომ ვენა დარჩა ძალიან კოსმოპოლიტურ ქალაქად სადაც ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ერეოდნენ გერმანელები,უნგრელები,ჩეხები,
სლოვაკები,ებრაელები... მაგრამ მისივე თქმით არსებობდა საერთო კულტურა და ენა,გერმანული, რომელიც ადამიანებს გზას უხსნიდა უნივერსალურისკენ,
საყოველთაოსკენ.
ასე არ ყოფილა ოსმალეთის იმპერიაში სადაც ყოველი თემიც კი ძალიან გათიშულ-დაქუცმაცებული იყო: სომხებს შორის,მაგალითად,იყვნენ პროტესტანტები,კათოლიკეები,გრიგორიანები. მაჰმადიანებს შორის კი იყვნენ შიიტები, სუნიტები,ალევები.
რაც შეეხება თემების მდგომარეობას ლეგალურ დონეზე ტანზიმატმა გამოაცხადა თანასწორობა კანონის წინაშე,მაგრამ სინამდვილე,
განსაკუთრებით სამხედრო სამსახურის საკითხში სხვაგვარი იყო. 1909 წლამდე ჯარში მსახურობდნენ მხოლოდ მაჰმადიანები ვინაიდან ხელმძღვანელები დიდად არ ენდობიან არამაჰმადიანებს და გამონაკლისი იყო რამოდენიმე ებრაელი ექიმი...
თემების ადგილი ადმინისტრაციაში შეზღუდულია, მიუხედავად იმისა რომ იმპერიის დასასრულისთვის იყო რამოდენიმე სომეხი მინისტრი.
და შემდეგ, თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ თემებს აქვთ ნამდვილი ავტონომია,მათი სკოლები,მათი სასამართლოები,მათი გადასახადები. ოსმალეთმა ვერ გაბედა იმის მოსპობა რაც გადაიქცა არამაჰმადიანების პრივილეგიათა სერიად.
ამას გარდა თემებს მფარველობენ ძლიერი სახელმწიფოები რაც ამ თემებს აყენებს ორაზროვან მდგომარეობაში.
საფრანგეთი მფარველობს კათოლიკეებს და მარონიტებს,რუსეთი მფარველობს მართლმადიდებლებს და ინგლისი პროტესტანტებს. ებრაელებს მფარველობს საფრანგეთში დაარსებული იზრაელიტური ალიანსი რომელიც აარსებს სკოლებს მახლობელ აღმოსავლეთში.
დემოგრაფიული თვალსაზრისით ესაა ოქროს ხანა ოსმალეთის იმპერიის თემებისთვის. ოსმალეთის ხელმძღვანელებს აწუხებთ ის რომ მაჰმადიანთა რაოდენობის ზრდა უმნიშვნელოა.
ოსმალეთის ეკონომიკურ მოდერნიზაციაში უდიდესი წვლილი შეაქვთ ბერძნებს,სომხებს და ებრაელებს. სწორედ მათგან გამოდიან ყველაზე აქტიური კომერსანტები და ბიზნესმენები. ისინი ავითარებენ ურთიერთობებს ევროპასთან.
სალონიკში კომერციისა და წარმოების არსებითი ნაწილი არის ალატინების მსგავსი დიდი ებრაული ოჯახების ხელში.
მაჰმადიანებს აქვთ უარესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ყველაფერი ეს ქმნის უკმაყოფილებას. ტანზიმატის მეორე დიდი დოკუმენტის,1856 წლის იმპერიული რესკრიპტის გამოქვეყნება (ის ადგენდა ყველას თანასწორობას და განსაკუთრებით სახელმწიფო სამსახურში) იმხანად ერთ-ერრთმა ყველაზე დიდმა პოლიტიკოსმა,რომელიც ასევე ულემაა,აჰმედ ჯევდეთ ფაშამ დაახასიათა როგორც «გლოვა» მაჰმადიანებისთვის.
1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა ბიძგი მისცა მაჰმადიანი ხალხების დიდ გადასახლებებს ანატოლიისკენ და საერთოდ ემიგრაციის საკითხი არსებითია XIX საუკუნეში ოსმალეთის ისტორიის გასაგებად.
ტერიტორიების ზედიზედ დაკარგვამ გამოიწვია მკვიდრთა გადასვლა იქ რაც დარჩა ოსმალეთისგან ევროპაში და შემდეგ ანატოლიაში. იმპერიის ზოგმა მკვიდრმა განიცადა ორმაგი,მეტიც,სამმაგი ემიგრაცია.
ისტორიკოსები ყოყმანობენ ზუსტი ციფრების დასახელებისას მაგრამ ფიქრობენ რომ 1914 წელს იმპერიაში იყო მრავალი მილიონი მაჰმადიანი ემიგრანტი. ამ ხალხს, რომლებსაც უწოდებდნენ მუჰაჯირებს, «იმიგრანტებს», იმპერია იღებდა და თვლიდა რომ ისინი წარმოადგენდნენ სიმდიდრეს და რომ ხალიფას ვალი იყო მაჰმადიანთა მფარველობა. იმიგრანტები წარმოადგენენ ანატოლიის ფუნდამენტურ ნიშანს.
იმპერიისთვის მნიშვნელოვანი იყო რელიგია. მოსახლეობის ამ დიდმა გადაადგილებებმა ხელი შეუწყვეს მთლიანობის გამაჰმადიანებას.
იმპერია შედარებით სუსტად იყო დასახლებული და გადასახლებულებისთვის დიდხანს იყო მიწები. ზოგი იმიგრანტი დამკვიდრდა ბურსას რეგიონში ან ესკისეჰირისკენ.
თანდათანობით გართულდა. სცადეს აგრეთვე კავკასიელების დასახლება აღმოსავლეთით, მაგრამ რუსებმა მოითხოვეს მათი დასახლება რუსეთის საზღვრებისგან მოშორებით.
ზოგმა კავკასიელმა,მაგალითად ჩერქეზებმა შექმნეს პრობლემები მათი ტომობრივი ორგანიზაციის გამო. მათმა ყოფნამ ანატოლიაში გამოიწვია უწესრიგობები და ძალადობა (კონფლიქტები მეზობლებთან,გატაცებები,
გაუპატიურებები,და ა.შ. ისინი დაუპირისპირდნენ სომხებს რომელთაც უკვე ჰქონდათ რთული ურთიერთობები ქურთებთან. ყველაფერმა ამან გაართულა თანაარსებობა ოსმალეთში და ხაზი გაუსვა მის მრავალეროვნულობას და მრავალკულტურულობას.
ძალადობათა ნაწილი იმპერიის დასასრულს დაკავშირებულია ამ შიშთან, მუჰაჯირობის ამ ტრაღიკულ გამოცდილებასთან.
თვითონ ახალგაზრდა თურქთა უმრავლესობა წარმოშობით ევროპის თურქეთიდან იყვნენ და გახდნენ მათი მცირე სამშობლოს გაქრობის მოწმენი. მათ სურდათ ბოლოს მოღება უკანდახევებისთვის ანატოლიაში სოლიდური სახელმწიფოს შექმნით. მათ აღარ სურდათ მუჰაჯირობა.
 (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment