4.02.2011

ჩრდილო კავკასია რუსეთის რევოლუციის ხანაში



 Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 22 07, ხუთშაბათი, 18:53-ზე





გაიდარ ბამატი
რდილოეთი კავკასიის რესპუბლიკა : 

შემდეგ იყო 1917 წლის რუსული რევოლუციის მღვრიე და სისხლიანი პერიოდი. ეს იყო თავისუფლების უდიდესი იმედებისა და უღრმესი პესიზმის მონაცვლეობის ხანა. 
 «
ისლამისტებმა» იგრძნეს რომ გაჩნდა კავკასიის განთავისუფლების შანსი. იმხანად გაჩენილ სხვადასხვა რელიგიურ პარტიებს შორის ნაყშბანდიას მიმდევრებმა მთავარ მიზნად დაისახეს კავკასიის თეოკრატიული მთავრობის შექმნა. ღმერთის მთავრობა დედამიწაზე უნდა წარმოედგინათ შეიხებს, მათ რელიგიურ ლიდერებს. 
მათ უნდოდათ ყველა მათი მოწინააღმდეგე მაჰმადიანის,რუსებთან 
თანაარსებობის მომხრე თუ რესპუბლიკის დამყარების მსურველი მაჰმადიანების მოსპობა. ეს იყო 1500 წლით უკან,წინასწარმეტყველი მუჰამედის ხანაში დაბრუნება. 
მთელ აღმოსავლეთ კავკასიაში,განსაკუთრებით დაღესტანში ავარლებს შორის და ჩეჩნეთში თავისი ძალმომრეობით და ფანატიზმით გაბატონდა შამილის მიმდევარი,მათი ერთ-ერთი ბელადი უზუმ ჰაჯი. თავის მიმდევრებს ის ეუბნებოდა რომ ღმერთის ნებით მათ უნდა დაამკვიდრონ მხოლოდ შარიათით, 
ყორანის კანონით მართული სამეფო. ის აცხადებდა რომ «ჩამოსახრჩობია ყველა ინჟინერი, სტუდენტები და საზოგადოდ ყველა ვინც წერს მარცხნიდან მარჯვნივ,ესე იგი ყველა ვინც მიიღო რუსული განათლება 
ამ ქარიშხლის შუაგულში მდიდარი ბურჟუაზიიდან და ინტელექტუალური წრეებიდან გამოსულმა მოწინავე პოლიტიკურმა ლიდერებმა სცადეს დემოკრატიული რეჟიმის დამყარება და ამავე დროს ისლამის წესების და ორგანიზაციის შენარჩუნება. 
ამ ლიდერებს შორის გამოირჩა ჰაიდარ ბამატი,1918 წელს შექმნილი ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკის მთავარი მშენებელი. 
წარმოშობით ჩეჩენი ჰაიდარ ბამატი დაიბადა დაღესტანში, თემირ-ხან შურაში, მისი დიდი პაპა შურისძიების რაღაც საქმის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩეჩნეთი და თავი შეეფარებინა დაღესტანის სოფელი კაფირ-კუმუკისთვის. 

პეტერბურგში სამართალის შესწავლის შემდეგ გაიდარ ბამატი მუშაობდა ტფილისში კავკასიის მმართველის კანცელარიაში. 

1917
წლის მარტში ნიკოლოზ მეორის გადადგომის შემდეგ მან დაინახა კავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესაძლებლობა და ამიერკავკასიის მუფტისთან ერთად მოუწოდა ამ რეგიონის მაჰმადიანთა კულტურულ და სოციალურ ინსტიტუტებს რევოლუციის მხარეს გადასვლისაკენ. 
ნაყშბანდი სუფიების ფანატიზმის მიუხედავად ზოგი მაჰმადიანი რევოლუციაში ხედავდა მთიელი ხალხების განთავისუფლების შესაძლებლობას და მათი ნაწილი კომუნისტებსაც კი მიემხრო 
გაიდარ ბამატი კი რევოლუციის სულ დასაწყისში არჩეული იქნა დაღესტანის ორი რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარედ. 
 1917
წლის 1 მაისს მან მონაწილეობა მიიღო ყრილობაში რომელშიც მონაწილეობდნენ ჩრდილო კავკასიის ყველა ხალხის დელეგატები შავი ზღვის სანაპიროდან კასპიის ზღვის სანაპირომდე. 
ამ ყრილობის მსვლელობისას შეიქმნა ჩრდილო კავკასიის მთიელთა კავშირი ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment