«დაე ბედნიერად ინავარდოს მსოფლიოში შენი დიდების ახალგაზრდა რაშმა» (სოლიმან ბრწყინვალის საყვარელი პოეტი აბდულბაკი).
პლანეტების ბატონი :
ოსმალეთმა დასავლეთისგან ჩამორჩენა მეცნიერულ სფეროში დაიწყო XVI საუკუნის ბოლოს. 1580 წელს, მაგალითად,პერაში არსებული ობსერვატორია დაანგრიეს ულემათა გავლენით. რეჟიმი გახევდა და დაიხურა ასტრონომიული,კოსმოლოგიური,ისევე როგორც გეოგრაფიული თუ სამედიცინო აღმოჩენების მიმართ. სამაგიეროდ უსმენდნენ ასტროლოგებს, სულთანები მათ მიმართავდნენ მნიშვნელოვანი თარიღების გასაგებად, ბრძოლის დაწყების წინ, მაგალითად.
ვარსკვლავების შემყურე ასტროლოგი ვარდება ორმოში |
პირველი ჭრიალები :
ლეპანტთან ქრისტიანთა ფლოტის გამარჯვებას 1571 წელს ოსმალები უყურებენ როგორც უმნიშვნელო მოვლენას.
ცოტა ხნის შემდეგ ოსმალები მართლაც დაიპყრობენ ბოლოს და ბოლოს მთელ ტუნისს და ჩრდილოეთ აფრიკაში (მაროკოს გამოკლებით) შექმნიან სტამბოლზე დამოკიდებულ სამ პროვინციას ( ალჟირი,ტუნისი,ტრიპოლი)-წინა სახეები ჩვენთვის ცნობილი სამი სახელმწიფოსი. ამას გარდა მათ დაიპყრეს კვიპროსი. სხვა სიტყვებით ოსმალეთის იპერია სულაც არაა მკვდარი,ის ცოცხალია მიუხედავად იმისა რომ ლეპანტთან გამარჯვებამ ევროპელებს აჩვენა რომ ის არაა დაუმარცხებელი.
ვითარება შეიცვალა XVI საუკუნის ბოლოს.
პირველ რიგში სათქმელია ის რომ სულთანებს და ოსმალეთის იმპერიის მთავარ ხელმძღვანელებს,მაგალითად მეჰმეტ მესამეს (1595-1603),იბრაჰიმ პირველს (1640-1648) და მეჰმეტ მეოთხეს (1648-1687) აღარა აქვთ მათი წინამორბედების ნიჭი და უნარი. შემდეგ,დიდი აღმოჩენების დროს გახსნილი გზების გამოყენებამ შეცვალა მსოფლიო ეკონომიკის მონაცემები: დაიწყო თურქულ-ოსმალური სივრცის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის შემცირება. და ბოლოს, ინდუსტრიული ტიპის ნაწარმის ( განსაკუთრებით ქსოვილების) ექსპორტატორმა დასავლურმა სახელმწიფოებმა (საფრანგეთმა,
ინგლისმა, ჰოლანდიამ) თანდათანობით შეაღწიეს იმპერიაში და საფრთხე შეუქმნეს მის ფინანსურ წონასწორობას. იწყება ჯანყები ( განსაკუთრებით თურქულ და არაბულ პროვინციებში). ტუნისი განთავისუფლდა XVII საუკუნის დასაწყისიდან, ეგვიპტე-ოდნავ მოგვიანებით.
ამას დაემატა რუსეთის ექსპანსიონისტური ჩანაფიქრები ბალკანური ევროპისკენ და ხმელთაშუა ზღვისკენ: ის საბაბად იდებს სლავი და მართლმადიდებელი ხალხების დაცვას.
მიუხედავად ამისა ოსმალეთმა XVII საუკუნის დასასრულამდე მოახერხა რუსების და ავსტრიელების მოგერიება და დათმო მხოლოდ უნგრეთი.
იმპერიის ნელმა დაშლამ ადამიანებს დაავიწყა რომ მან მოხიბლა ქრისტიანული სამყარო და თავზარი დასცა მას.
სოლიმან ბრწყინვალის სიკვდილი :
1566 წლის უნგრეთის დაუსრულებელი კამპანიის დროს ოსმალეთის ჯარს თვეზე მეტი სჯერა რომ ის უჯერებს სოლიმან ბრწყინვალის ბრძანებებს მაშინ როდესაც სულთანი უკვე მკვდარია. იმპერია ალბათ გადაარჩინა ამ არაჩვეულებრივმა სახელმწიფო საიდუმლომ.
15 წელზე მეტია რაც ევროპაში პერიოდულად ვრცელდება ხოლმე ჭორი: თურქი ძალიან ავადაა;ის კვდება;ის უკვე მოკვდა.
თურქი? სოლიმანი, სულთანი რომელმაც ისე გაზარდა უმისოდაც დიდი ოსმალეთის იმპერია რომ მისი მამული მიადგა ვენის კარიბჭეს და აღმოსავლეთში მოიცავდა მაჰმადიანური სამყაროს დიდ ნაწილს ინდოეთის ზღვებამდე და თათრების ტრამალებამდე.
საქრისტიანო წყევლიდა იმას ვინც საფრთხეს უქმნიდა მას მაგრამ ის ასევე მოხიბლული იყო შეუდარებლად ბრწყინვალე, ოქრო-ვერცხლით და ძვირფასი თქვებით სავსე სასახლეებში მდიდრულად ჩაცმული მსახურებით გარშემორტყმული სუვერენით რომელსაც მან ბრწყინვალე უწოდა.
მეტიც, მისი ყველაზე დაუძინებელი მტრებიც კი აღიარებდნენ რომ მან მის სახელმწიფოებში დაამყარა წესრიგი და სამართალი,რომ ის იყო ბრძენი და ღვთისმოსავი,მოწყალე,ზნეობით გამორჩეული,პატიოსანი მტრის მიმართ.
ისე ჩანდა თიტქოს ის მუდამ იყო აქ. მართლაც, ვის ეცოცხლა იმდენ ხანს რომ გაეხსენებინა სოლიმან ბრწყინვალის გამოჩენა 46 წლის წინ და მისი პირველი დაპყრობების (ბელგრადი, როდოსი, ბუდა, ბაღდადი) ჯოჯოხეთური მწკრივი? მოგვიანებით ტალღა შენელდა არა იმდენად დაბრკოლებათა რამდენადაც მისაწვდომი მიზნების სულ უფრო და უფრო დაშორების გამო. სულ მცირე დროებით დადგინდა ახალი საზღვრები როგორც დასავლეთით 1547 წელს ფერდინანდ დე ჰაბსბურგთან დადებული და 1562 წელს განახლებული სელშეკრულებით ისე აღმოსავლეთით სპარსეთის შახთან 1555 წელს დადებული ამასიის სამშვიდობო შეთანხმების შესაბამისად.
ამავე დროს სოლიმანი შეიცვალა:
მას არ დაუკარგავს დიდებული და ღირსეული იერი, მაგრამ მოხუცდა. მოიხარა წელში,ფეხები დაუსივდა, ყველაზე მეტად კი მისი პირისახე იმდენად გაფითრდა რომ ჭორების შესაწყვეტად ის ხმარობდა წითელ საღებავს. ამის კეთებით კი ის ახალისებდა ჭორებს: ლაპარაკობდნენ ფარულ ავადმყოფობაზე, შეიძლება ფეხის სიმსივნეზე, განგრენაზეც კი. მას ტანჯავდა ნიკრისი. მისი ებრაელი ექიმი მოსე ჰამონი მას აძლევდა ოპიუმს,მაგრამ ეს მეთოდი მას უკანონოდ ჩაუთვალეს მისმა მაჰმადიანმა კოლეგებმა და სოლიმანმა ის გააგდო. მისი დამაუძლურებელი შეტევები უფრო გვანან დიზენტერიას ან ნაწლავების კიბოს. ლაპარაკობდნენ აგრეთვე რომ მისი ბებერი სული ყანყალებდა. ჩნდებოდა კითხვა შეეძლო თუ არა მას ისევ მართვა.
ყოველ შემთხვევაში ჯარებს აღარ სჯეროდათ რომ მას შეეძლო ახალ გამარჯვებათა მოპოვება.
რატომ არ უწვდიდა ის ხელს თავის ერთ-ერთ ვაჟიშვილს?
როქსოლანა და სოლიმან ბრწყინვალე |
მას დარჩა ორი ვაჟიშვილი და ექვსი წლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი,ბაიეზიდი, აჯანყდა და ირანში გაიქცა სადაც ისიც მოკლეს.
მოხუც სულთანს უყვარდა თავისი შვილები,მაგრამ ყველაზე მეტად უყვარდა წესრიგი და ის უფლის ნებით იყო ერთადერთი ვისაც კანონიერად ეპყრა ხელისუფლება სულთანატში.
ამ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვათა წყებამ,რასაც დაემატა მისი საყვარელი მეუღლე სლავი როქსელანას (ის დღევანდელ დასავლეთ უკრაინაში,იმდროინდელი პონეთის სამეფოს ნაწილში დაბადებული როქსელანა ლისოვსკაია იყო,მთარგმნელი) გარდაცვალებამ 1558 წელს დიდად იმოქმედა სოლიმან ბრწყინვალის განწყობაზე.
მან, ვისაც ესოდენ უყვარდა მუსიკა და სიმღერა,ბრძანა მისი სასახლის ყველა მუსიკალური ინსტრუმენტის დაწვა; მას, ვინც ახალგაზრდობაში ისწავლა ოქრომჭედლობა, ეხლა უნდოდა მხოლოდ შიშველი ქვა ყოველგვარი ოქრო-ვერცხლით ორნამენტის და ინკრუსტაციის გარეშე. მუდამ მწუხარეს,მას უბრალოდ ეცვა და ჭამდა გამომწვარი თიხის ჭურჭელზე.
მისი ძველი ახლობლები გარდაიცვალნენ. სანდო პირად მან აირჩია თავისი ქალიშვილი მიჰრიმა რომელიც მას ჰგავდა. სოლიმან ბრწყინვალეს ასევე ჰქონდა ახლო ურთიერთობა ერთ პრინციპულ სუფიასთან, სუფიური საძმო ხალვატის მოძღვარ მუსლიჰიდდინ ნურედდინზადესთან ( როგორც სახელი გვეუბნება ის წარმოშობით სპარსელი შე იძლება ყოფილიყო,მთარგმნელი).
ბოლოს ფიქრობდნენ რომ ეს ავადმყოფი და ნაღვლიანი მოხუცი და ოსმალეთის იმპერია უკვდავები იყვნენ. მაგრამ ეს იმპერია განა ესოდენ უძლეველი იყო? 1565 წლის სექტემბერში სტამბულში დაბრუნდა უზარმაზარი ოსმალური ფლოტი რომელიც 5 თვის მანძილზე ამაოდ ცდილობდა კუნძული მალტის აღებას. ეს იყო მხოლოდ ერთი დამარცხება ამდენი გამარჯვების შემდეგ ,მაგრამ ეს იყო მწარე დამარცხება. სოლიმან ბრწყინვალე დაამარცხეს იმავე წმინდა იოანეს რაინდებმა რომლებიც მან გააძევა როდოსიდან თავისი მეფობის დასაწყისში.
ნიშნების ამომცნობებს გაუჩნდათ კითხვა: ხომ არ მთავრდებოდა ციკლი?
დიდი არმია ისევ გაუდგა გზას :
მაგრამ მომდევნო ზამთარს გავრცელდა ხმა რომ მთელ იმპერიაში გაიგზავნა მოიბილიზაციის ბრძანება,რომ ქმნიდნენ იარაღის და სურსათ-
-სანოვაგის უპრეცენდენტოდ დიდ მარაგს. ისევ ამოძრავდა იმპერიის მექანიზმი რომელიც გაფუჭებული ეგონათ. ეს მექანიზმი როგორც არასდროს ძლიერი და მუქარით სავსე იყო.
მთავარსარდალი იყო საუცხოო სოკოლოვიჩი,სერბი ბოსნიიდან, გაყვანილი და გამაჰმადიანებული ახალგაზრდობაში და მას შემდეგ მდგარი სულთანის სამსახურში.
ის მეთოდურად ავიდა ყველა საფეხურზე და გახდა სოლიმან ბრწყინვალის დიდი ვაზირა,1551-1555 წლებში იმპერიის ევროპული ნაწილის მმართველი სოკოლუ მეხმედ ფაშა.
მან დაარღვია ზავი ავსტრიის იმპერატორ მაქსიმილიანესთან და მის წინააღმდეგ დაძრა არაჩვეულებრივი არმია.
1529 წელს ძლივს გადარჩენილი ვენა ისევ იყო ისლამის მეომართა მიზანი. მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო რომ ბრწყინვალე ვაზირას გვერდით მთავარსარდლობა პირადად იკისრა მოხუცმა სულთანმა,რომელსაც ათი წელია რაც არ მიუღია მონაწილეობა ბრძოლებში.გაუგებარია დიდ ვაზირას უნდოდა უნგრეთის დამპყრობლის აღდგენა და ამით ევროპის შეძრწუნება თუ თვითონ მომაკვდავ სულთანს სურდა მისი ღირსი მარტვილობით სიკვდილი და აყვა თავის მოხუცებულ გარემოცვას რომელმაც საქმე წმინდა ომამდე მიიყვანა.
დიდმა არმიამ სტამბოლი დატოვა 1566 წლის პირველ მაისს, გზა და გზა მას ემატებოდნენ პროვინციული კონტინგენტები. სოლიმან ბრწყინვალე მეექვსედ ადგებოდა ურჯულოთა ქვეყნებისკენ მიმავალ გზას.
«დაე ბედნიერად ინავარდოს მსოფლიოში შენი დიდების ახალგაზრდა რაშმა», უსურვა სოლიმან ბრწყინვალეს თავიდან მისმა საყვარელმა პოეტმა აბდულბაკიმ. სურვილი, რომელიც შემდეგ შეიღება მწარე ირონიით.
სულთანი ისე ცუდად გრძნობდა თავს რომ «ახალგაზრდა ცხენი» მალე შეიცვალა ეტლით, შემდეგ კი საკაცეთი. …
მიუხედავად ამისა ზოგჯერ ოქროს ტახტზე მჯდომი სულთანი ჩნდებოდა მთელი თავისი დიდებულებით.
ასე მაგალითად ზემუნის ველზე,ბელგრადთან ახლოს, მან მიიღო ტრანსილვანიის ახალგაზრდა ვოევოდა ჟან-სიგიზმონდი,დასვა ის ძვირფასი ქვებით შემკულ სკამზე და დაპირდა მას უნგრეთის გვირგვინის მიცემას...
შემდეგ მიიღო საფრანგეთის მეფე კარლოს IX-ის ელჩი. საფრანგეთის რამდენი ელჩი მისულა ასე საქრისტიანოს ნების საწინააღმდეგოდ ფრანსუა პირველის შემდეგ! მან მიიღო აგრეთვე რაგუზის ვაჭრები რომლებმაც მას აკოცეს ხელზე და შემდეგ დაიწყეს მოლაპარაკებები ვაზირასთან.
ამ უძრავ და უცვლელ ჟესტებში და სიტყვებში სულთანი თითქოს პოულობდა დასტურს მისი კანცლერის საყვარელი მეტაფორისა რომლის თანახმადაც სულთანი იყო ღერძი რომლის ირგვლივაც განუწყვეტლივ ბრუნავდა მთელი მსოფლიო. ეს მეტაფორა თითქოს იწყებდა განხორციელებას.
უზარმაზარი ჯარი დაადგა ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზას რათა დაეპყრო სიმაგრე ეგერი,ვენასკენ მიმავალი გზის მთავარი კლიტე. მაგრამ ადამიანები საგონებელში ჩავარდნენ როდესაც ჯარმა სლავონიით დასავლეთისკენ გადაუხვია. სოლიმანმა გადაწყვიტა გზიდან გადახვევა რათა ალყაში მოექცია პეჩის დასავლეთით მდებარე მეორეხარისხოვანი სიმაგრე შიგეტვარი. მოხუცი სულთანი გაამწარა შიგეტვარის მმართველმა გრაფმა ნიკოლას ზრინსკიმ რომელმაც ღამის შეჯახებაში მოკლა ოსმალო ოფიცერი და სოლიმანი ფიქრობდა მხოლოდ შურისძიებაზე.
წინ გაუშვეს არტილერია და ჯარების უდიდესი ნაწილი. სულთანი და მისი ესკორტი მიყვებოდნენ რამოდენიმე ეტაპად. 5 აგვისტოს დილით აღმოაჩინეს რომ შიგეტვარი უკეთესად იყო გამაგრებული ვიდრე წარმოედგინათ. სიმაგრე აგებული დაჭაობებული და ბუჩქნარით დაფარული ველის შუაგულში არსებულ ბორცვზე...
სიმაგრე თვეზე მეტ ხანს სწევდა წინააღმდეგობას. მაქსიმილიანმა ის გასწირა და დამხმარე ძალა არ მიაშველა ვინაიდან ფიქრობდა რომ ბრძოლა მაქსიმალურად დააგვიანებდა თურქის მსვლელობას ვენასკენ.
სიმაგრის ასაღებად სოლიმანს დასჭირდა მრავალი შეტევა,ცენტრალური კოშკის აფეთქება და ამ კოშკის წამლის საწყობი აფეთქდა. იყო ნიკოლას ზრინსკის უკანასკნელი თვითმკვლელური გამოსვლაც დანებებამდე 7 სექტემბერს.
სოლიმანმა გაიმარჯვა მაგრამ 20 000 დაღუპულის ფასად.
თავის კარავში ჩაკეტილი სოლიმანი გამარჯვების შესახებ ჩვეულ შეტყობინებებს უგზავნიდა პროვინციათა მმართველებს,ყირიმის თათრებს,
სპარსეთის შახს და ოსმალეთის ყველა მოკავშირეს. ის გამოსცემდა ოპერაციების მსვლელობისთვის აუცილებელ ბრძანებებს და არ იზარებდა მათი თავისი ხელით დაწერას.
მოჩურჩულეებს სუვერენის გაგრძელებული ჩაკეტილობის შესახებ პასუხობდნენ რომ მას ფეხები სტკიოდა და უჭირდა გამოსვლა,მაგრამ მისი დანახვა შეიძლებოდა შორიდან,რომ ის ბანაკს ათვალიერებდა თავისი კარვის ფანჯრიდან,რომ იღებდა მისთვის მიტანილ საჭმელს და უსმენდა მუსიკას. წუხილმა მიაღწია მწვერვალს როდესაც ის არ მივიდა შიგეტვარის ახალ მიზგითში ჩატარებულ პირველ პარასკევის დიდ ლოცვაზე. მაგრამ იცოდნენ რომ სოლიმანმა მიიღო დიდი დივანის მონაწილე დიდმოხელეები.
დაბოლოს 18 ოქტომბერს ჯარებმა მიიღეს ხელფასი, რამაც დაამშვიდა ხალხი.
გამოცხადდა რომ შიგეტვარის აღდგენა დამთავრდა,რომ ძალიან დაგვიანდა ვენასკენ გზის გასაგრძელებლად და რომ საჭირო იყო დაბრუნება.
ოლიმანი ისევ გაუდგა გზას თავისი ეტლით წინ მიჰქონდათ დროშები და ალმები ზედ წარწერილი ყურანის ლექსებით,წინ მიდიოდნენ დიდმოხელეები, «სახელმწიფოს ბურჯები» და აღლუმის ჯარები.ისმოდა დოლების,დაფდაფების და საყვირების ხმები. მემატიანის თქმით « შეძახილები აღწევდა ცამდე»
გავლისას ბრბო შორიდან ხედავდა თუ როგორ ესალმებოდა სულთანი გამარჯვებულ არმის, არჩევდა მის ავადმყოფურ სახეს და წვერს,მის ქორის ნისკარტის მსგავს ცხვირს... სოკოლუ ზოგჯერ ცხენით უახლოვდებოდა ეტლს რათა ესაუბრა თავის ბატონთან.
სავას გადალახვის შემდეგ ვაზირამ ჩათვალა რომ იყვნენ უსაფრთხო,სანდო მიწაზე და გაუშვა ჯარების ნაწილი. ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა ცოტა მოშორებით აქედან, როდესაც ღამეს ათენებდნენ ერთი მოღუშული ტყის ნაპირას.
დილის ოთხ საათზე, გარიჟრაჟამდე, სულტანის ეტლთან ჩვეულებრივ ესკორტის მაგივრად გამოჩნდა ექვსი მგალობელი. ისინი იმეორებდნენ ღმერთის სახელს და უწყვეტად წარმოთქვამდნენ ყურანის სტროფებს.
ჯარისკაცებს თავზარი დაეცათ გაისმა ხვნეშა,მოთქმა, ქვითინი. ისინი იმეორებდნენ სიკვდილის პირისპირ მდგარი ძველი თურქების ყველა მწვავე რეაქციას. ჯარი გაშეშდა. მხოლოდ დიდ ვაზირას შეეძლო მოძრაობა. ის მიმართავდა ჯარისკაცებს :
«ძმებო, მეგობრებო, რატომ არ მიიწევთ წინ? მან ამდენი გმირობა მოახდინა! მან უნგრეთი აქცია ისლამის მიწათა ნაწილად. მან ამდენი სიკეთე გააკეთა თქვენთვის და განა დიდი ამბავია რომ ჩვენ მისი დალოცვილი კუბო უფრო შორს წავიღოთ?»
ყველამ იცოდა ამიერიდან რომ სოლიმან ბრწყინვალე გარდაიცვალა. მაგრამ როდესაც დიდმა ვაზირამ გადაწყვიტა სულთანის გარდაცვალების ამბის გახმაურება ის უკვე 48 დღის გარდაცვლილი იყო. მან სული უფალს ჩააბარა 6-7 სექტემბრის ღამით,თავის კარავში,რამოდენიმე საათით ადრე შიგეტვარის დანებებამდე.
სოკოლუმ საკმაოდ კარგად იცოდა ოსმალთა ისტორია და იცოდა რომ სარდლის დამკარგავი არმია იქცეოდა ბრმა და საშიშ ძალად. საშიშროება კიდევ უფრო დიდია როდესაც არმია შორსაა თავისი ბაზებისგან და მტრის ტერიტორიაზეა. სულთანის სიკვდილი,მაშ,საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო მანამდე სანამ ჯარს არ შეუერთდებოდა ტახტის მემკვიდრე სელიმი. სოკოლუმ საიდუმლო გაუმხილა მხოლოდ რამოდენიმე ძალიან სანდო პირს რომლებიც აუცილებლები იყვნენ მისტიფიკაციის დიდოსტატურად დასადგმელად.
ლოცვა მიცვალებულთათვის :
კარავში სულთანის გვამი ჩუმად განბანეს, გაახვიეს ზეწარში. წარმოითქვა ლოცვა მიცვალებულთათვის.დროებით დაკრძალეს კარავში,ადგილას სადაც მოგვიანებით უნდა აეგოთ მავზოლეუმი,მიზგითი და დერვიშთა მონასტერი. მოგვიანებით გვამი გაახვიეს ნელსაცხებლებით გაჟღენთილ სუდარაში და დაასვენეს მუთაქებზე დაყრდნობილი მისი კარავის ფანჯარასთან. მისი ხელწერის მცნობი მოხელე საჭიროების შემთხვევაში იმეორებდა მის ნაწერს.მას ზოგჯერ მოუხდა,დამალულს,სულთანის ხმისთვის მიბაძვაც. მოგვიანებით სულთანის როლს ასრულებდა ერთი ბოსნიელი რომელიც ძალიან ჰგავდა სელიმ ბრწყინვალეს. ხალხმა დაიჯერა,არმიამ კი მალე დაინახა სიმართლე მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა.
სოკოლუ უკვე საკმაოდ ახლოს იყო ბელგრადთან სადაც მას სელიმი ელოდა როდესაც მან გადაწყვიტა დუმილის დარღვევა. მაშინ გლოვამ დაიწყო თავისუფლად გამოვლენა. ჭინ წამოვიდნენ სამგლოვიაროდ შემოსილი და შებურვილი დიდმოხელეები; ყველა მოთქვამდა და ქვითინებდა.
ემოცია ყველაზე დიდი იყო როდესაც დუნაიზე გაბატონებულ «სუვერენის ბორცვზე» საბურველი ახადეს ეტლს და გამოჩნდა დიდი სოლიმანის კუბო. ვაჟკაცი ჯარისკაცები გაოგნებულები დარჩნენ.
იმპერიული კარვიდან გამოვიდა ახალი სულთანი რომელიც « თავმდაბლად და მოკრძალებით» ეახლა მამამისის ნეშტს და აქვითინდა. მეორე იქნა წარმოთქმული ლოცვა მიცვალებულებისთვის.
მაგრამ სოლიმანის გარდაცვალების შემდგომი უსიამოვნებები არ დასრულებულა. სელიმისა და მისი ჯარის პირველი კონტაქტების შედეგები ძალიან ცუდი იყო:
ცუდი რჩევებით დაბნეულმა ახალმა სულთანმა არ დაუჯერა სოკოლუს რჩევას და უარი თქვა ინვესტიტურაზე ჯარების წინ და ჯარებისთვის ამ შემთხვევისთვის ტრადიციული ძღვენის მიცემაზე. შეიძლებოდა დაწყებულიყო საშინელი აჯანყება.
სოკოლუმ არჩია სულთანის ნეშტის გარიდება საშიში ადგილიდან და სტამბულში გაგზავნა მაშინ როდესაც ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა აჯანყებულებთან.
მაქსიმილიანის მიერ წარგზავნილი ჰოსუტოტი,რომელიც ომის დროს სტამბოლში იყო დაკავებული, გაანთავისუფლეს რათა შეხვედროდა სელიმს. მან გზაზე, პლოვდივთან ახლოს, ნახა საწყალი კორტეჟი:
კუბო იმისა ვინც აოცებდა მსოფლიოს და თავზარს სცემდა საქრისტიანოს ნახევარი საუკუნის მანძილზე მიჰქონდა უბრალო ბულგარულ გლეხურ ურემს რომელშიც შებმული იყო სხვადასხვა ფერის ცხენები: ესკორტში ოთხასიოდე ცხენოსანი თუ იყო. მაგრამ მიცვალებულის სანახავად მიდიოდნენ მლოცველ და მტირალ მცხოვრებთა ბრბოები.
მიცვალებული დედაქალაქში მიიღეს დიდმოხელეებმა. ისლამის დიდმა დოქტორმა მესამედ წარმოსთქვა ლოცვა მიცვალებულთათვის. გარდაცვლილის ნების თანახმად ის დაკრძალეს მის მიერ აგებული მიზგითის, სულეიმანიის სასაფლაოზე, ახლოს როქსოლანას საფლავთან.
სტამბულის ხალხი დარდობდა ვინაიდან,აღნიშნავს სელანიკი, « ყველას ახსოვდა სოლიმანის მფარველობა, სამართლიანი და მოწყალე მმართველობა».
სისხლიანი ბრძოლა ძალაუფლებისთვის :
ოსმალეთი თავიდანვე მისდევს სხვა ძველ თუ თანამედროვე თურქული სახელმწიფოებისთვის უჩვეულო და ხელშეუხებელ პრინციპს,სახელმწიფოს განუყოფლობის პრინციპს: იმპერია არ შეიძლება გაიყოს და შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი მემკვიდრე. არა და განსხვავებით იმისგან რაც ხდება დასავლეთში სადაც ბატონობს უფროსი შვილის პრინციპი არავითარი პრინციპი არ განსაზღვრავს მომავალი სულტანის დანიშნვას. იმპერიული ოჯახის ყველა პრინცს აქვს მეფობის თეორიული შანსი. მაგრამ რეალურად მეფობს ერთი და ხელისფლებაში მოსვლის შემდეგ ან ხელისუფლებისთვის ბრძოლისას ის ჩქარობს ყველა შესაძლებელი კონკურენტის,ძმების,ბიძაშვილების, ძმისშვილების აკვანშიც კი მოკვლას. სულთანის სიკვდილის გამოცხადებიდანვე ძმათამკვლელი ომი ჟლეტს ყველა მის შთამომავალს, შვილებს,შვილიშვილებს, ერთის გარდა.
XVII საუკუნეში წესი რბილდება : ყველა მამრობითი სქესის შთამომავლის გაჟლეტის ნაცვლად მათ ამწყვდევენ «გალიებში» ( ხელისუფლებისგან მათი მოშორების აღმნიშვნელი მეტაფორა ) და ახალი სულთანის არჩევის დროს ტახტს ყველაზე ხშირად იკავებს უფრო ასაკოვანი. ამას უწოდებენ «სენიორატს».
საკვირველია რომ ამდენი სხვადასხვა კანონების მიმღებ სახელმწიფოს არ მიუღია მემკვიდრეობის შესახებ ესოდენ მნიშვნელოვანი კანონი.
შეიძლება ეს იყოს ცრურწმენის შედეგი: სულთანის არჩევა ადამიანების კი არა ღმერთის საქმეა და სწორედ ღმერთმა უნდა შეარჩიოს ოსმანის წმინდა კლანში ის ვისაც აქვს «ბარაქა». ასე ექნება ახალი სულთანის ძალაუფლებას საკრალური ხასიათი
(გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment