4.02.2011

ქარიშხალში მოყოლილი ჩრდილო კავკასია...

ვასან-გირეი დჯაბაგი (დჯაბაგიევი)

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 23 07, პარასკევი, 15:31-ზე


გაიდარ ბამათი
ახალი მთავრობის,კავკასიის მთიელთა კავშირის შექმნისთანავე გაიდარ ბამატმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ მაჰმადიან ხალხთა დიდ ყრილობაში რომლის დროსაც მან განაცხადა რომ «რუსეთის მაჰმადიანთა ეროვნული საკითხის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ისლამის საფუძველზედა თქვა რომ «რუსეთის ყველა მაჰმადიანმა უნდა შექმნას ერთი ერი 
მისი იდეოლოგია მთლიანობაში ძალიან ლიბერალური იყო. მისი აზრით მთავრობა უნდა შემდგარიყო წვრილი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგარი ინტელექტუალებისაგან და ამავე დროს უნდა მომხდარიყო შარიათის გარდაქმნა თანამედროვე სამყაროზე მის მოსარგებად. 
 1917
წლის 20 სექტემბერს ვლზდიკზვკაზში შედგა კავკასიის მთიელთა კავშირის მეორე ყრილობა. რუსეთში რევოლუციის დაჩქარების პერიოდში განიხილეს თანამედროვე საკითხები. ამ ყრილობაში მონაწილეობა მიიღეს იმ ხალხებმაც რომლებიც არ ესწრებოდნენ პირველ ყრილობას და გადაწყვიტეს კავშირში შესვლა. 
კავკასიის მთიელთა კავშირში შევიდნენ დაღესტანის ხალხები, 
ყაბარდოელი ჩერქეზები და ბალყარლები,ოსები,ინგუშები,ჩეჩნები,ყუმიყები,ყარაჩაელები,ნოღაები და აფხაზები. 
 (
აქ პატივცემული მკვლევარი არაფერს ამბობს იმაზე რომ აფხაზები გაყოფილი იყვნენ, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს უნდოდა საქართველოსთან ყოფნა. ეს მოგვიანებით გამოიხატა აფხაზი ნესტორ ლაკობას დაპირისპირებაში აფხაზ არზაყან ემუხვართან ( საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრმა არზაყან ემუხვარმა ხელი მოაწერა ორ უმნიშვნელოვანეს აქტს: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და აქტს დემოკრატიული საქართველოს შიგნით აფხაზეთის ავტონომიის შესახებ. სტალინის ნებართვით თუ დავალებით აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამომცხადებელმა ნესტორ ლაკობამ არზაყან ემუხვარი გამოაცხადა ხალხის მტრად და მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ეს განაჩენი მოგვიანებით კგბ- წინაპარმა ნკვდ- სისრულეში მოიყვანა პარიზში სადაც არზაყან ემუხვარი ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს,მთარგმნელი). 
 1917
წლის მოვლენების პირობებში კავკასიელ ხალხთა ეს კავშირი სპონტანურად შეიქმნა. ის გადაშლილი იყო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ასე აკონკრეტებდა ისლამის სახელით გაერთიანების პროექტს,რისი განხორციელების გულისთვისაც თავდადებით იბრძოდნენ XVIII საუკუნის ბოლოს შეიხ მანსური და მოგვიანებით შამილი. 
მეორე ყრილობის დროს გადაწყდა რესპუბლიკის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის შექმნა. კონსტიტუციის პროექტის შემუშავება დაევალა მუდმივ კომისიას. 
ორი თვის შემდეგ ,1917 წლის ნოემბერში, ბოლშევიკებმა პეტროგრადში აიღეს ძალაუფლება და კავკასიის მთიელთა კავშირი უშუალოდ დაუპირისპირდა რუსეთის ახალ მთავრობასა და საბჭოებს. 
გაიდარ ბამატი და მისი კავკასიელი ამხანაგები ( ტაპა ჩერმოევი,მოჰამედ კადი დიროვი...) თვლიდნენ რომ ჩერქეზი და დაღესტნელი ხალხების საერთო მთავრობის შექმნა არ ყოფილა მიზანი თავისთავად. 
ისინი თვლიდნენ რომ ასეთი სახელმწიფო სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩრდილოეთ კავკასიის და ამიერკავკასიის ხალხები შეთანხმდებოდნენ და მოახერხებდნენ თანამშრომლობას ყოველგვარი გარეშე აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით. 
ამიტომ ოცნებობდნენ ისინი აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ჩერქეზი და დაღესტნელი ხალხების გამაერთიანებელი კავკასიური კონფედერაციის შექმნაზე. 
 1918
წლის აპრილში ტრაპიზონში ჩავიდა დელეგაცია გაიდარ ბამატის თავმჯდომარეობით. იქ მიმდინარეობდა ამიერკავკასია-თურქეთის კონფერენცია. დელეგაციის მიზანი იყო აზერბაიჯანის,საქართველოს და სომხეთის სხვადასხვა წარმომადგენლის დარწმუნება პოლიტიკური ერთიანობის აუცილებ- 
ლობაში. 
 1918
წლის 1 აპრილით დათარიღებულ წერილში რომელიც გაიდარ ბამატმა გაუგზავნა ოსმალეთის და ამიერკავკასიის დელეგაციების თავმჯდომარეებს ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირის წინადადება შემდეგნაირადაა გადმოცემული : 
 «
ჩრიდილო კავკასიელებს მტკიცედ სწამთ რომ ამიერკავკასია ვერ იარსებებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო დაღესტნისა და ჩრდილო კავკასიის ხალხების ტერიტორიასთან კავშირის გარეშე. 
კავკასიის ერთიანი სახელმწიფოს შექმნა ნაკარნახევია გეოგრაფიული,ეკონომიკური,სტრატეგიული და პოლიტიკური მოსაზრებებით. 
ჩრდილო კავკასიის დელეგაციამ ამ მაღალი მიზნის მიღწევა მიზნად დაისახა ამიერკავკასიის ეროვნულ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებით და ტფილისში და ბაქოში წარდგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 
ამის გაკეთებისას ჩვენ გვინდა დავიჯეროთ რომ ყველა კავკასიელ ხალხს ამოძრავებს კავკასიის შიგნით ერთობლივი,მშვიდობიან და მეგობრული ცხოვრების და სოლიდარული საგარეო პოლიტიკის გატარების მგზნებარე სურვილი. 
ჩვენ ვფიქრობთ რომ დაუყოვნებლივ უნდა მოისპოს მტრული დამოკიდებულებები ჩვენს შორის და მეზობელ სახელმწიფოებთან. უნდა გამოირიცხოს ამიერკავკასიის მტრული ოპერაციები მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამ ოპრაციების შესაძლებლობას ჩვენ ვთვლით უდიდეს უბედურებად მთელი კავკასიისთვის...» 
ამიერკავკასიის სახელმწიფოებთან დაახლოების ამ მცდელობამ მარცხი განიცადა და 1918 წლის 11 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკამ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. 
ამის შემდეგ ამ მთავრობის წევრებმა მიზნად დაისახეს საერთაშორისო აღიარების მოპოვება. 
ასე მოხდა რომ 8 ივნისს ბათუმში დაიდო თურქეთთან მეგობრობის ხელშეკრულება. გერმანიის დელეგაციამ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის კუთვნილ ტერიტორიად აღიარა დაღესტანი და მთელი თერგის რეგიონი. 
 1918
წლის ოქტომბერში გაიდარ ბამატი ჩავიდა სტამბოლში სადაც მან კიდევ ერთხელს სცადა აზერბაიჯანის,სომხეთის და საქართველოს წარმომადგენლების დარწმუნება კავკასიური კონფედერაციის პროექტის მიღების აუცილებლობაში. 
შემდეგ ის მრავალი თვის განმავლობაში იყო ბერნში,რის შემდეგაც შეუერთდა პარიზში მისი მთავრობის დელეგაციის წევრებს. დელეგაციის მიზანი იყო სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და მისი მონაწილეებისთვის კავკასიის ხალხთა პრობლემებისა და მათი კანონიერი მოთხოვნების გაცნობა. 
ბერნში და პარიზში ყოფნისას ეს «კავკასიის ტალეირანი» დაუღალავად უგზავნიდა წერილებს და მემორანდუმებს მრავალ სახელმწიფო მოღვაწეს 
(
პრეზიდენტ ვილსონს,ჟორჟ კლემანსოს...),პოლიტიკოსს თუ დიპლომატს (არისტიდ ბრიანი,ჟორჟ პიშო...) თუ იმ დროის ყველაზე ცნობილ მწერლებს (ანატოლ ფრანსი, პიერ ლოტი...). ამ წერილებში გაიდარ ბამატი ლაპარაკობდა ჩერქეზი და დაღესტნის ხალხების მიერ გადატანილ ტანჯვაზე და სამშვიდობო კონფერენციის წევრებს მოუწოდებდა ამ ხალხებისთვის დახმარების გაწევისაკენ. 
მაგრამ მისი პარიზში ყოფნის დროს,სამშვიდობო კონფერენციის ხანაში, დაღესტანს,ჩეჩნეთს და ჩრდილოეთ ოსეთს შეესივნენ თეთრი არმიების სარდალი გენერალი დენიკინის და შემდეგ ბოლშევიკების ჯარები. 
კავკასიას ცეცსლი წაეკიდა და ის იქცა ერთდროულად თეთრების,კაზაკების, 
წითლების და მთიელების მიერ მათი იდეალების სახელით ჩადენილ სისასტიკეთა თეატრად. 
ბოლოს და ბოლოს, გააფთრებული წინააღმდეგობის გაწევისა და მრავალი ოკუპაციის შემდეგ სისხლისაგან დაცლილმა ჩრდილოეთმა კავკასიამ კაპიტულაცია გამოაცხადა ბოლშევიკური ნიაღვარის წინაშე და ამ ნიაღვარმა მრავალი წლით არარაობად აქცია ჩრდილოეთი კავკასიის მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ (მიუხედავად ძალიან რთული მდგომარეობისა საქართველო მაინც იდგა ჩრდილო კავკასიის გვერდში: 1919 წლის მაისში დაღესტანის დენიკინის ჯარების მიერ ოკუპაციის პირობებში მთის მთავრობამ თვითდაშლა გამოაცხადა და გადავიდა ტფილისში. მისი ზოგი ყოფილი წევრი მონაწილეობდა 1920-1921 წლების გორიცკის აჯანყების მომზადებაში,მთარგმნელის შენიშნვა, გაგრძელება იქნება). 

No comments:

Post a Comment