4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 1 (თარგმანის ავტორი გიორგი მარჯანიშვილი)



ფრანგული ჟურნალი «ისტორიის კოლექციები»,  საგანგებო ნომერი «თურქები»,  2009 წლის ოქტომბერი
თურქია ის ვინც ლაპარაკობს თურქულად» 
(1920-ან წლებში გაუქმებული ძველთურქული წესი).

«თურქო და ოღუზო მთავრებო,თურქო ერო, ისმინეთ: სანამ ჩვენს თავს ზემოთ არსებული ცა არ დაცემულა, სანამ მიწა ფეხქვეშ არ გამოგვცლია ვინ შესძლებს თურქი ერის, თურქული იმპერიის, თურქული სათნოების მოსპობას?» ( კულ ტეგინის სტელა).
რამდენად უფრო სამართლიანი იქნებოდა რომის იმპერიის მემკვიდრედ თურქთა სულთანის ჩათვლა (ფრანგი იურისკონსულტი, ფილოსოფოსი და პოლიტიკური (თეორეტიკოსი ჟან ბოდა,ისტორიის მეთოდი,1566-1576).

თურქები :
იყო დრო როდესაც მოწინავე დასავლეთი აქებდა თურქებს :
XVI საუკუნეში სახელმწიფოს თეორეტიკოსი ჟან ბოდა ხოტბას ასხავდა ოსმალეთის იმპერიას:
«როგორ უნდა გათავხედდეს ისე გერმანიის სუვერენი რომ გაბედოს საკუთარი თავის შედარება თურქების სუვერენთან?... თუ კი არსებობს სადმე იმპერიის თუ ჭეშმარიტი მონარქიის სახელის ღირსი ხელისუფლება ესაა ნამდვილად სულთანი. ეს უეჭველია.
რამდენად უფრო სამართლიანი იქნებოდა რომის იმპერიის მემკვიდრედ თურქთა სულთანის ჩათვლა (ჟან ბოდა,ისტორიის მეთოდი,1566-1576).

საიდან მოდიან თურქები?
თურქთა ისტორია დაიწყო შუა აზიის ტრამალებში. მეცხოველეთა და მეომართა მომთაბარე ტომებმა VI საუკუნეში დააარსეს თურქთა პირველი იმპერია ( პიერ შუვა).
თურქი
თანამედროვე თურქები მათი წინაპრების პორტრეტების გალერეაში პირველ ადგილს უთმობენ ჰუნთა მეფე ატილას. თურქეთში სახელ ატილას ხშირად არქმევენ ბავშვებს,რაც არის ამ ისტორიული პერსონაჟის პოპულარობის ნიშანი.
აზიის გულიდან, ალტაიდან დაძრულმა ჰუნებმა ლეგენდარულად ქცეული ძალით შეუტიეს ჩინეთის და რომის იმპერიებს. ბუნებრივია რომ არც ჩინელები და არც რომაელები არ აქებენ ჰუნებს.
სამაგიეროდ 449 წელს ატილას ბანაკში (დღევანდელ უნგრეთში) ჩასული ბიზანტიის ელჩი პრისკუსი ჰუნების სახელმწიფოს აღწერს როგორც აწყობილ სახელმწიფოს რომელიც ეპოქის ზნე-ჩვეულებათა გათვალისწინებით არაა სხვა ქვეყნებზე უფრო ველური ქვეყანა. ჰუნების ამ ორმაგმა ხატმა თითქმის დღემდე შეინარჩუნა თავისი ძალა: ერთის მხრივ უფლის მიერ გამოგზავნილი ჭირი და მეორეს მხრივ ორგანიზებული მოხელეები.
ჰუნთა იმპერია დაიშალა 453 წელს ატილას სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობისთვის გამართულ ბრძოლებში.
მეორე პორტრეტი: მითიური წინაპრები,ცხენების მომშენებლები და მჭედლები გაჩნდნენ ხელფეხდაჭრილი ბავშვისა და ტოტემური ცხოველის, ძუ მგელის შეუღლების შედეგად. ძუ მგელმა ეს ბავშვი თავისი რძით გამოკვება ალტაის ერგენეკონის ხეობაში (დღევანდელ ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში).
აქედანაა თურქი ულტრანაციონალისტების,ძველი «რუხი მგლების» და დღევანდელი «ერგენეკონის» სიმბოლოები.
მიუხედავად ამისა ეს უკანასკნელები დიდად არ იყენებენ ერთ ნიშანს : მომთაბარეების ძალიან ძლიერი მისწრაფება ეგზოგამიისკენ აძნელებს ყოველგვარ სპეკულაციას თურქული «რასის» შესახებ...თურქობა განისაზღვრება მხოლოდ ლინგვისტურად და კულტურულად.

თურქთა პირველი იმპერია :
ნამდვილად ისტორიული პირველი თურქული იმპერია გაჩნდა VI საუკუნეში შუა აზიაში; ესაა «გიოკ თურქთა», «ლურჯ თურქთა» იმპერია რომელიც მის აპოგეაში ბატონობდა წყნარი ოკეანიდან კასპიის ზღვამდე. მას ეკავა უმნიშვნელოვანესი პოზიციები აბრეშუმის გზაზე. ჩვენ მას ვიცნობთ ბიზანტიის ელჩების ანგარიშებიდან. ბიზანტია ცდილობდა თურქებთან კავშირის დადებას რათა ზურგიდან მოევლო მისი მოსისხლე მტრები სასანიდი სპარსელებისთვის რომლებიც აგრეთვე თურქებისა და მათი სოგდიელი მოკავშირეების კომერციული კონკურენტები იყვნენ.
მეცხოველეები და საჭიროების შემთხვევაში მეომრები, მშვილდისრის არაჩვეულებრივი ოსტატობით მხმარებელი თურქები იყვნენ ირანული მოდგმის ხალხის, ქარავნების გამძღოლ კომერსანტ სოგდიელთა მოკავშირეები ( სოგდიელთა მთავარი ქალაქი იყო სამარყანდი). ამ თურქულ-ირანულ სიმბიოზს ჰქონდა ბრწყინვალე მომავალი.
ციურმა თურქებმა დატოვეს სტელები რომლებზეც წარწერები უკვე თურქულ ენაზეა გაკეთებული. დამწერლობა ჰგავს სკანდინავურ დამწერლობას რუნებით და ამიტომ მასაც «რუნიულს» უწოდებენ.
თურქები პირველად მოგვამართავენ ჩვენ, უფრო ზუსტად მიმართავენ საკუთარ თავს :
«თურქო და ოღუზო მთავრებო, თურქო ერო,ისმინეთ: სანამ ჩვენს თავს ზემოთ არსებული ცა არ დაცემულა, სანამ მიწა ფეხქვეშ არ გამოგვცლია ვინ შესძლებს თურქი ერის,თურქული იმპერიის, თურქული სათნოების მოსპობას?» ( კულ ტეგინის სტელა).

თურქული ენები :
თურქეთის თურქული ენა ეკუთვნის თურქულ-ალტაური ენების ოჯახს. ამ ენებზე მოლაპარაკეებს ხშირად არ ესმით ერთმანეთისა. თურქეთის თურქული ახლოა აზერბაიჯანულ ენასთან და მასთან და თურქმენულთან ერთად ქმნის ოღუზის ჯგუფს. უზბეკური და თანამედროვე უიგურული ენები ეკუთვნიან ჩაღატაის ჯგუფს. საბჭოთა კავშირის თურქ ხალხებში დაგეგმილმა პოლიტიკამ გამოიწვია ერთმანეთისგან განსხვავებული ევოლუციები : ანკარას ხელმძღვანელობით შექმნილი «ჭეშმარიტი თურქული ენის» შექმნა, სალიტერატუროდ ამა თუ იმ ლოკალური ენის არჩევა,
სხვადასხვა ანბანების შექმნა.
ისლამიზაციას უნდა მიეღო ორი ფორმა: სამხედროთა გამაჰმადიანება სამარაში და შუა აზიის ტომების გამაჰმადიანება.

უიგურები,ხაზარები და თათრები :
თურქები თავიდან იყვნენ პოლითეისტები და შამანისტები,ესე იგი ისინი მიმართავდნენ არა გაუგებარ ჯადოსნებს ცნება შამანის დღეს ბანალიზებული გაგებით არამედ ცაში, უზენაეს ღმერთ ტენგრისთან მოგზაურობის ნამდვილ და მისი ნების ადამიანებისთვის გადაცემის «სპეციალისტებს».
მაგრამ იგივე თურქები შეიძლება ყოფილიყვნენ ნესტორიანი ქრისტიანები ან ბუდისტები.
ორხონზე დამკვიდრებულ თურქთა,უიგურთა ჯგუფმა კი შექმნა ერთადერთი მანიქეური სამეფო რომელიც ცნობილი იყო 762/63-840 წლებში,შემდეგ კი ტურფანის ოაზისში 849 წლიდან XI საუკუნემდე ( დღეს უიგურებად წოდებულმა ხალხმა ეს სახელი მიიღო 1921 წელს პრესტიჟის მოსაზრებების გამო. ის არაა ძველ მანიქეველ უიგურთა შთამომავალი).
ატილა
იყვნენ აგრეთვე სახელგანთქმული ხაზარები, კასპიის ზღვისა და კავკასიონის ჩრდილოეთით მკვიდრი თურქები რომელთა ხელმძღვანელმა კლასმაც მიიღო იუდაიზმი. ისინი ბიზანტიის მოკავშირეები იყვნენ და ებრძოდნენ ხალიფებს,მაგრამ როგორც ჩანს თანდათანობით გამაჰმადიანდნენ VIII-IX საუკუნეებში. და ალბათ მით უფრო იოლად რომ თურქები მიდრეკილები იყვნენ რელიგიური სინკრეტიზმისკენ და ყველა მხრიდან იღებდნენ იმას რასაც კარგად და მისაღებად მიიჩნევდნენ.
ხაზარები თურქობისათვის დაკარგული ერთ-ერთი ტომია.
სხვა ასეთი ტომია ბულგარები. ისინი პირველად ნახსენები არიან მეხუთე საუკუნის ბოლოს და საუკუნეების მანძილზე იქნებიან ბიზანტიის მოწინააღმდეგეები. მაგრამ ბალკანებში სლავებს შორის დამკვიდრებულ ბულგართა ენა თანდათანობით გასლავურდა, განსაკუთრებით მათი ხანის გაქრისტიანების (864 თუ 865 წ.) შემდეგ.
ვოლგის სანაპიროებზე დარჩენილმა ბულგარებმა შეინარჩუნეს მათი თურქული ენა და მიიღეს მაჰმადიანობა,სამაგიეროდ მათ დაკარგეს სახელი. ისინი ვოლგის თათრებად გადაიქცნენ.
საბოლოო ანგარიშით თურქ ხალხთა უმრავლესობა გამაჰმადიანდა. ძოროასტრიულ და ბინადარ სოგდიანაში ბუხარა და სამარყანდი არაბებმა დაიპყრეს 712 წლიდან.გამაჰმადიანება თავიდან ნელი იყო და ზოგისთვის,მაგალითად ყირგიზებისთვის,ძალიან გვიან დასრულდა; ისლამიზაცია,თითქოს,ყველაზე მეტად გავრცელდა IX საუკუნიდან.
და სწორედ ამ დროს დაძახეს თურქებს აბასიდმა ხალიფებმა მათ დედაქალაქ სამარაში მათი გვარდიის შესაქმნელად.თურქებმა როგორც ჩანს თავიდან შექმნეს კონტინგენტი რომელსაც სარდლობდა მმართველი დინასტიის მემკვიდრე; შემდეგ,IX სსაუკუნის ბოლოსა და X საუკუნეში, შეიქმნა მონა ჯარისკაცების,მამლუქების სისტემა.
მეორეს მხრივ კოლექტიურად გამაჰმადიანდნენ ყარა ხანთა, «შავ ბატონთა» ტომების დიდი კონფედერაციის თურქები. მათმა მეფე სატუქ ბუღა ყარა-ყაენმა თავის თურქულ სახელს დაუმატა მაჰმადიანური სახელი აბდ ალ-კარიმი. გამაჰმადიანებას, მაშ, უნდა მიეღო ორი ფორმა: სამხედროების გამაჰმადიანება სამარაში და ტომების გამაჰმადიანება შუა აზიაში.
სწორედ ყარა-ყაენებში დაიწერა პირველი თურქული ლიტერატურული ნაწარმოებები (XI ს.): ენის ლექსიკონი და პოლიტიკური მეცნიერების ტრაქტატი.
IX-XI საუკუნეებში განვითარდა მნიშვნელოვანი პროცესი: მაჰმადიანურ სამყაროში გაჩნდა თურქული ხელისუფლება. ტრამალებიდან გამოსული დაქირავებულები და ტომები არ იყვნენ წმინდა ბარბაროსები. ისინი იმპერიის მემკვიდრეები იყვნენ...
ატილა ღრეობს
ფაქტიურად ყველა დიდ მაჰმადიანურ იმპერიას, შავი აფრიკის გარდა, XIX საუკუნემდე მართავდნენ თურქული დინასტიები ( მოგოლები,
ოსმალები. სეფევიდები,ყაჯარები...).
იყო დამარცხებებიც, ისლამის უკანდახევაც. ყველაზე სახელგანთქმული უკანდახევა გამოიწვია ჩინგიზ ყაენის დაპყრობებმა და სამარყანდის აღებამ 1220 წელს; ის გაგრძელდა 1332 წელს ყაენი ტარმაშირინის გამაჰმადიანებამდე.
მონღოლური წეს-ჩვეულებების და მაჰმადიანური კანონის შეუთავსებლობა ცხადად ჩანს ორ მთავარ პუნქტში: მონღოლები მეტისმეტად სცემდნენ თაყვანს წყალს და უარს ამბობდნენ მასში გაუფრთხილებლად განბანვაზე რათა არ გაებინძურებინათ ის მაშინ როდესაც ისლამი მოითხოვს განბანვას ლოცვის წინ; მონღოლები შეძლებისდაგვარად ახრჩობდნენ ცხოველებს რომელთაც ჭამდნენ მაშინ როდესაც ისლამი მოითხოვს მათი სისხლისგან დაცლას.
თურქმენები,ოღუზები... შავი ბატკნების და თეთრი ბატკნების ტომები რომელთაც XV საუკუნეში უძღვებოდა ერთ დროს ოსმალო სულთანის მტერი ჰასან გრძელი,დიდი სელჩუკები, სულთანი სანჯარი: მრავალი ტომისა და მრავალი მთავარის შესახებ მხოლოდ მათი ჟღერადი სახელების ხსენებით უნდა შემოვიფარგლოთ.

წინაოსმალო თურქთა წინაპრების გალერეაში უნდა დავკიდოთ ბოლო პორტრეტი:
სელჩუკთა სულთანმა ალფარსლანმა 1071 წელს მანზიკერტთან აღმოსავლეთ ანატოლიაში სასტიკად დაამარცხა და დაატყვევა ბიზანტიის იმპერატორი რომან დიოგენი.
სელჩუკს არ მოუკლავს ბიზანტიის იმპერატორი. პირიქით,პატივით ეპყრობოდა მას და მალე გაანთავისუფლა კიდეც. რომან დიოგენი მოკლეს მისივე ახლობლებმა რომლებმაც ისე უხერხულად დათხარეს თვალები რომ ის მოკვდა.
გამარჯვებამ სულთანს გაუღო ანატოლიის კარები:7 წლის შემდეგ ის იყო ნიკეაში,ძალიან ახლოს კონსტანტინეპოლთან. ქალაქი არ დარჩენილა თურქ სელჩუკთა ხელში, მაგრამ მათ შექმნეს მკაცრი ანატოლიის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ხელისუფლება,რუმის სელჩუკიანთა ხელისუფლება.
რუმის სელჩუკიანთა დედაქალაქი კონია უიფრო სპარსული კულტურისა იყო ვიდრე თურქულის. სწორედ იქ ცხოვრობდა XIII საუკუნეში ბალხიდან (მაზარ-ე-შარიფთან დღევანდელ ავღანეთში) ჩასული დიდი მისტიკოსი მევლანა (1207-1273). ის იყო თანამედროვე ასევე ძალიან შორიდან,
ხორასანიდან ჩასული მეორე დიდი ანატოლიელი წმინდანისა,ჰაჯი ბეკტაშისა ( 1209-1271). მევლანა წერდა სპარსულად და ის ასევე არის დიდი სპარსელი პოეტი და სპარსელები მწუხარების ჟამს დღესაც წარმოსთქვამენ მის ლექსებს. ჰაჯი ბეკტაშის ბიოგრაფია «სიწმინდის წიგნი» დაწერილია თურქულად და გადმოსცემს ტრადიციას რომელშიც ხედავენ შამანიზმის ნაშთს- თუთის ხის ალმოდებული მუგუზალის მოგზაურობა ცაში. ის მიფრინავს ხორასანიდან და ფესვს იდგამს ანატოლიაში.

ანატოლიის კარები :
მე-13 საუკუნის ანატოლია ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად ქრისტიანული იყო.იქ სომხების გარდა ცხოვრობდნენ თურქულენოვანი მართლმადიდებელი ქრისტიანები,გათურქებულ ბერძნულად მოლაპარაკე სხვა ადამიანები, და კიდევ სხვები ვინც დედა ენა შემოინახეს ოჯახში სალაპარაკოდ.
საბოლოო ანგარიშით ვინ არიან თურქები?
ისინი ყველაზე მეტად, მათი ისტორიის ყველა ეტაპზე, არიან ნარევი, მეზობლებთან სიმბიოზში მცხოვრები და თავისი მეობის დამცველი ხალხები.
ამ წარმატების სიმბოლო შეიძლება იყოს სემიტური თუ ინდოევროპული ენების სტრუქტურებისგან რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურის მქონე მაგრამ ხანათა შესაბამისად სპარსული,არაბული თუ ფრანგული ნსესხობების მიღების უნარის მქონე თურქული ენა.
ისიც გაწმინდეს: მრავალფეროვანი იმპერიის მემკვიდრეობის უარყოფას ჰქონდა დიდად სამწუხარო შედეგები.
უეჭველად უფრო მცირერიცხოვანი თურქულენოვანი ქრისტიანები დარჩნენ 1923 წლის მოსახლეობათა გაცვლამდე რომელმაც გადაჭრა და ამოძირკვა მრავალსაუკუნოვანი ფესვები და საბოლოოდ გააუქმა წესი «თურქია ის ვინც ლაპარაკობს თურქულად». ანატოლიის ზოგი მუზეუმი დღესაც აჩვენებს ამ ქრისტიანთა გულისამაჩუყებელ ეპიტაფიებს რომლებზეც თურქული წარწერები ბერძნული ანბანითაა გაკეთებული.
1243 წლის 26 ივნისის კოსე დაღის ბრძოლის შემდეგ სელჩუკთა რუმის სამეფო გახდა მონღოლთა ვასალი. სწორედ ამ დროს ცხოვრობდა თურქთა ერთ-ერთი უდიდესი პოეტი იუნუს ემრე (1238-1321):
«არის კი აქ «ჩემნაირი უცხოელი? თავდახრილი, აცრემლებული, ჩემნაირი უცხოელი?» ისიცაა რესპუბლიკური თურქეთის პანთეონში როგორც წმინდა თურქულ პოეზიის ფუძემდებელი.
ერთ დროს დაქუცმაცებული ისტორიიდან გამოიყოფა ერთი სიმბოლური თარიღი: მაჰმადიანთა ხელში მყოფი მიწების დასავლეთის საზღვართან 1299 წელს ჩნდება «ოსმანის კომპანიონთა» ემირატი. მათ,ოსმალებმა დააფუძნეს დინასტია რომელმაც იარსება ექვსი საუკუნე. მათ დაიპყრეს ქალაქები,თუმცა დიდად არ ცხოვრობდნენ ქალაქების კედლებს შიგნით. ძალიან მალე,1354 წლიდან, ისინი გადავიდნენ ევროპაში,მათ დაიპყრეს ჯერ ბალკანეთი და შემდეგ ანატოლია მიუხედავად კონსტანტინეპოლის «ბოქლომისა».
მათ კონსტანტინეპოლის აღება შეეძლოთ XV საუკუნის დასაწყისში მგზნებარე სულთან ბაიაზიდ პირველი და მისი ერთგული სერბული კონტინგენტები 1402 წელს ანკარასთან ბრძოლაში რომ არ გაესრისა სხვა მაჰმადიანს,თემურ ლენგს. კონსტანტინეპოლს ამოსუნთქვის საშუალება შემდეგ მისცა ძმათა ბრძოლამ ძალაუფლებისთვის. ეს პაუზა დამთავრდა 1453 წლის 29 მაისს მეჰმეტ მეორესთან ერთად.
შეცვლიდა თუ არა მსოფლიო ისტორიას კონსტანტინეპოლის 50 წლით უფრო ადრე დაპყრობა? ეს სხვა ისტორიაა
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment