8.19.2011

დასავლურ-აღმოსავლური დიალოგებიდან: ამერიკაში პოპულარული ძენი, შუნრიუ სუზუკი (1905-1971)


ა სუზუკიც
დასავლელი მსმენელებისადმი მიმართვისას სუზუკი მათ განსაკუთრებით აფრთხილებს დასავლელების აზრით ბუნებრივი დუალიზმის თაობაზე: თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული სინათლე და ჩრდილი,სიკეთე და ბოროტება სინამდვილეში ურთიერთშემავსებლები არიან. მათ არ შეუძლიათ უერთმანეთოთ არსებობა. ჩრდილი შეიძლება გადაიქცეს სინათლედ და დიდი ბოროტებიდან შეიძლება გაჩნდეს დიდი სიკეთე. ასეთია არადუალიზმის,ბუდიზმის სულისკვეთება.

ზაზენი მიზნად ისახავს კეთილგონიერებას საკუთარი თავის მიმართ და ადამიანის ბედის გაგებას, მაგრამ დოგენისთვის ის უპირველეს ყოვლისა არის თანაგრძნობა ყველა არსების მიმართ.

იაპონური ძენის მოძღვარი სუზუკი როშის საჯარო ცხოვრება დაიწყო 1959 წელს სან ფრანცისკოში ჩასვლისას, როდესაც 54 წლისა იყო. მან მალე დიდი გავლენა მოახდინა კალიფორნიაზე და ეს წარმატება არ ყოფილა ეფემერული იმიტომ რომ მის მიერ შექმნილი ზენ სიტი სენტრი და ტასაჯარას მაუნტინ სენტრ დღემდე იზიდავენ ადეპტებს.

შუნრიუ სუზუკი ახლობლებსაც კი არასოდეს ელაპარაკებოდა თავის წარსულზე. მისთვის ნამდვილი ცხოვრება დაიწყო 1959 წელს სან ფრანცისკოში ჩასვლისას. სამი წლით ადრე მას დაასწრო ტეზან მაეზუმი როშიმ. მან დააარსა ლოს ანჟელესის ზენ სენტრი და ცოტა ხნის შემდეგ მრავალი ახალგაზრდა ამერიკელის მოწოდების საპასუხოდ მას მიყვა მრავალი იაპონელი და კორეელი მოძღვარი.

რამოდენიმე წელიწადში კალიფორნია ასე გადაიქცა მნიშვნელოვანი მოძრაობის ცენტრად რომელიც შემდეგ გავლენას ახდენდა მთელ ქვეყანაზე.

სუზუკი იყო 38-ე შთამომავალი დოგენ ზენჯისა (1200-1253) რომელმაც ზენ სოტო გაავრცელა იაპონიაში მას შემდეგ რაც ინვესტიტურა მიიღო ჩანის დიდი ჩინელი მოძღვრისგან.

ჩან-ზენი ჩინეთში VI საუკუნეში გაავრცელა ინდოელმა მოძღვარმა ბოდჰიდჰარმამ, ბუდა შაკიამუნის უშუალო მოწაფე მაჰაკაშიაპას მიერ დაარსებული სკოლა დიანას (“მედიტაცია”) მემკვიდრემ. დიანა აბსოლუტურ უპირატესობას ანიჭებს ლოტოსის პოზაში მჯდომარე პოზიციას (იაპონურად ზა-ზენ). დიანა ჩინურად გადაიქცა ჩან-ნად, შემდეგ ჩანად და იაპონურად ზენ-ნად,შემდგ კი ზენად.

ბოდჰიდჰარმა იყო დიანას 228-ე პატრიარქი ; ჩინეთში ის იქცა ჩინეთის პირველ პატრიარქად, მაგრამ ჩანი სრულად განივრცო მხოლოდ მე-6 პატრიარქ ჰუინენგთან (638-713) ერთად.

IX საუკენეში ჩანი გაიყო ორ შტოდ: კაო-დონგის სკოლა (იაპონურად სოტო ანუ მდუმარე გამოღვიძების ზენი) და სკოლა ლინჯი (იაპონურად რინზაი ანუ სიტყვის ზენი).

 რინზაი გამოირჩევა იმით რომ ბერების აღზრდის მეთოდია კოანების,ძველ მოძღვართა ქადაგებებიდან აღებული იდუმალი ფრაზების მნიშვნელობის ამოხსნა.

რინზაი იაპონიაში სწრაფად მიიღეს იმპერატორების სახელით ქვეყნის მმართველმა სამხედრო ბელადებმა შოგუნებმა და მათი მიბაძვით ორი დედაქალაქის, კამაკურასა და კიოტოს მეომრებმა და წარჩინებულებმა.

ძენ სოტოს ერჩივნა განმარტოება ქალაქებიდან შორს,მთებში და მოგვიანებით ის გავრცელდა მთელ ქვეყანაში.

 სუზუკიმ ეს ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიტანა მისი მკაცრი და მარტივი ნაირსახეობით,ისე როგორც XIII საუკუნეში ასწავლიდა მოძღვარი დოგენი.

თავის მაგისტრალურ ნაშრომში “შობოგენზო” დოგენი ზაზენს განსაზღვრავს როგორც შიკანტაზას “ ანუ “ჯდომას რამის კეთების გარეშე”.

ესე იგი ესაა ჯდომა რამის მოლოდინის და რამე იმედის გარეშე. შუზუკი შენიშნავს :

“თუ კი თქვენი სული მშვიდი და მუდმივია თქვენ ხმაურიან სამყაროში ჩაძირულიც ამ სამყაროს გარეთ რჩებით. ხმაურში და ცვლილებაში ჩაძირული თქვენი სული სტაბილური და მშვიდი იქნება…ვინაიდან როდესაც თქვენი პრაქტიკა მშვიდი და ჩვეულებრივია თვითონ ყოველდღიური ცხოვრება არის გამოღვიძება”.

ზაზენი მიზნად ისახავს კეთილგონიერებას საკუთარი თავის მიმართ და ადამიანის ბედის გაგებას, მაგრამ დოგენისთვის ის უპირველეს ყოვლისა არის თანაგრძნობა ყველა არსების მიმართ.

დასავლელი მსმენელებისადმი მიმართვისას სუზუკი მათ განსაკუთრებით აფრთხილებს დასავლელების აზრით ბუნებრივი დუალიზმის თაობაზე: თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებული სინათლე და ჩრდილი,სიკეთე და ბოროტება სინამდვილეში ურთიერთშემავსებლები არიან. მათ არ შეუძლიათ უერთმანეთოთ არსებობა. ჩრდილი შეიძლება გადაიქცეს სინათლედ და დიდი ბოროტებიდან შეიძლება გაჩნდეს დიდი სიკეთე. ასეთია არადუალიზმის,ბუდიზმის სულისკვეთება.

შუნრიუ სუზუკის ამერიკული კარიერა იყო ხანმოკლე (ძლივს 12 წელი), მაგრამ კაშკაშა. მან მიიზიდა მრავალი ერთგული მოწაფე რომლებიც დღეს აგრძელებენ მის საქმეს და ღრმად ცვლიან მათ მენტალობებს და მათ ქცევას. თანდათან შეიქმნა ორგანიზაცია რომელსაც შეუძლია პასუხის გაცემა ყოველი ადამიანის თავისებური საჭიროებებისთვის.

ზენ სიტი სენტრი იღებს ქალაქში მომუშავე დებიუტანტებს, ტასაჯარას ზენ მაუნთინ სენტრი კალიფორნიაში კი იღეებს დაწინაურებულ ადეპტებს სამთვიანი ძალიან მკაცრი განმარტოებისთვის.

დაბოლოს,1972 წელს,ცოტა ხნის შემდეგ სუზუკის გარდაცვალებიდან სან ფრანცისკოს ჩრდილოეთით გაიხსნა მესამე ცენტრი; გრიინ გალჩ ფარმ, ფერმა-მონასტერი,რომელიც მოწაფეთა აღზრდას ხელს უწყობს ფიზიკური შრომით, ბიოლოგიური,ბუნებრივი გარემოს პატივის მცემელი მიწათმოქმედებით. თემში დაცულია ქალების და მამაკაცების პარიტეტი. ქალები ხშირად მასწავლებლები და ხელმძღვანელები არიან.

შუნრიუ შუზუკი შვიდ თარიღში :

1905: შუნრიუს დაბადება იაპონიაში ზენ სოტოს ტაძრის ხელმძღვანელის ოჯახში. ის გახდა მამამისის საუკეთესო მოწაფე.

1938 წლისთვის სუზუკი გახდა ტაძარი რინსო-ინის ხელმძღვანელი და მან დახელი გაითქვა იაპონიაში.

1959 წელს შუზუკი დამკვიდრდა აშშ-ში,სან ფრანცისკოში, სადაც გახდა ზენის იაპონური თემის ხელმძღვანელი. ის მონახეს ამერიკელებმა რომლებმაც მის ირგვლივ შექმნეს პატარა ჯგუფი.

1967 წელს ამ თემმა კალიფორნიის მთებში შეიძინა მამული ტასსაჯარა რომელიც გადაიქცევა ტასსაჯარა ზენ მაუნთინ სენტრად, ზენის პირველ მონასტრად ამერიკაში.

1969 წელს დაარსდა სან ფრანცისკო ზენ სენტრი,ზენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1970. სუზუკიმ ავტორიტეტი გადასცა თავის ამერიკელ მოწაფე რიჩარდ ბეიკერს.

- შუნრიუ სუზუკი როში გარდაიცვალა 1971 წლის 4 დეკემბერს.


( ეს ტექსტი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში "რელიგიათა სამყარო",საგანგებო ნომერი 4 "სულიერი ;ოძღვრები").

No comments:

Post a Comment