სინათლისა და სიბნელის ფენების დაძლევით რეალობისკენ ანუ ღმერთისკენ მიემართება ჯელალ ედ დინ რუმის მოცეკვავე დერვიში. |
“ყოველ ფენომენს შეესაბამება არსებითი, ფარული რეალობა” (მუჰამედი)
სუფიზმი საუკუნეების მანძილზე ცდილობს “შინაგანი მეცნიერების” და “გარეგანი მეცნიერების” საწყისი, თავდაპირველი ჰარმონიის აღდგენას. ზეგრძნობიერი სამყაროს კვლევის მეთოდებად ის იყენებს ფარდის ახდას და შთაგონებას.
“შინაგანი მეცნიერება” (ილმ ალ-ბატინ) ანუ სუფიზმი საკუთრივ ეზოტერული დისციპლინაა. მის საწინააღმდეგოდ « გარეგანი მეცნიერება » (ილმ ალ-ზაჰირ) ანუ ეგზოტერული მეცნიერება ეხება ფორმალურ რელიგიურ მეცნიერებებს. მეცნიერების ამ ორი ტიპის პოლარულობა ძალიან ხაზგასმულია ისლამში. არადა ის დაძლეული უნდა იყოს ისლამის ერთადერთობის ფუნდამენტურ პრინციპში : ყურანში ღმერთი წარმოდგება როგორც « გარეთა და შიდა » ან « ხილული და ფარული » (57.3).
არადა ისლამური ტრადიცია იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციის მსგავსად აცხადებს რომ სამყარო შექმნილია ღმერთის ხატად. სამყარო, რელიგია, ადამიანი ასევე შექმნილი არიან გარეგანი და შინაგანი მხარეებით.
სუფიები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ სოცოცხლის ამ ორი ასპექტის საწყისი,თავდაპირველი ჰარმონიისა და წონასწორობის აღდგენას მაშინ როდესაც « კანონის დოქტორთა » ხელში ჩავარდნილი მაჰმადიანობა ვითარდებოდა მშრალი ფორმალიზმისა და იურიდიზმისკენ რის შედეგესაც ჩვენ დღესაც ვხედავთ.
მოსეს და ხადირის შეხვედრა :
სუფიათა სულიერი მეთოდი,მაშ, ასკვნის რომ სინამდვილე ვერ დაიყვანება ხილულზე ; რომ სინამდვილე არაა მხოლოდ ის რასაც უშუალოდ ვხედავთ ან ვგრძნობთ. ამაზე ნათლად მოწმობენ ისლამის წერილობითი წყაროები ; მაგრამ საჭიროა მათი წაკითხვის ცოდნა:
ყურანი სავსეა სულიერი თუ ეზოტერული განზომილების მქონე გამონათქვამებით:
“ის (ღმერთი) თქვენთანაა სადაც არ უნდა იყოთ” (2,115); “ჩვენ (ღმერთი) უფრო ახლოს ვართ მასთან ვიდრე მისი კისრის ძარღვი” (50,16); დედამიწაზე არის ნიშნები იმათთვის ვისაც აქვს კარგი მზერა. და თვითონ თქვენში მათ ვერ ხედავთ?”( 51,20)/
ასეთი გამონათქვამის მნიშვნელობა იდუმალია და საჭირო ხდება მათი განმარტება.
ასეთია მაგალითად სახელგანთქმული “სინათლის ლექსის” შემთხვევა. ამ ლექსს განმარტავდნენ როგორც ყველაზე მეტაფიზიკურად ისე ყველაზე რაციონალურად.
განა თვითონ მუჰამედმა არ თქვა რომ ყურანს აქვს მრავალი მნიშვნელობა?
მაგრამ ეზოტერული მისტიკური მეცნიერების უპირატესობას სამყაროს გარეგნულ,ლეგალისტურ ცოდნასთან შედარებით ამტკიცებს ყურანის შუგალში მონათხრობი მოსეს და წინასწარმეტყველთა და წმინდანთა იდუმალი ინიციატორი ხადირის შეხვედრა.
“აარკანის, საიდუმლოს დისციპლინა”:
თვითონ მუჰამედი ამბობს: ‘ყოველ ფენომენს შეესაბამება არსებითი,ფარული სინამდვილე”.
მისდევს რა ერთგვარი “არკანის, საიდუმლოს დისციპლინას” მუჰამედი ეუბნება თავის მიმდევრებს რომ ისინი უნდა ელაპარაკებოდნენ ადამიანებს იმის თანახმად « თუ რამდენად, რა ხარისხით შეუძლიათ მათ გაგება » და მუჰამედის კომპანიონები ხედავდნენ თუ რამდენად უწევდა ანგარიშს მუჰამედი თანამოსაუბრის გაგების ანუ ინტელექტუალურ და კულტურულ დონეს.
ჯელალ ედ დინ რუმის მოცეკვავე მბრუნავი დერვიშები. |
“ღმერთის მაცნემ მითხრა ცოდნის ორი ლარნაკის შესახებ. ერთი ლარნაკის ცოდნა დავარიგე და ის მე დამკლავდა რომ დამერიგებინა მეორე ლარნაკის ცოდნა ».
ამიტომ ხდება სუფიური ინიციაცია სიტყვების მიღმა.
სუფიების აზრით გარეგნული, ხილული, მომდინარეობს შინაგანიდან, უხილავიდან. ქერქი და ხილის ხორცი გარს აკრავს ბირთვს და სულიერებაც ასევე აცოცხლებს და ძერწავს რელიგიური ფორმის ქერქს.
კარგად გააზრებული ისლამი ამოდის ყველაზე კონკრეტული რეალობებიდან და ახდენს მათ გაშინაგანებას,განსულიერებას.
ამ გაგებით სუფიზმი არის ისლამის ცოცხალი გული,მუჰამედის გამოცხადების არსი და არა მარგინალური დისციპლინა ან ოკულტიზმის რომელიმე ფორმა.
ცნებები შარია და ტარიქა ნიშნავენ გზას. შარია არის éფართო გზა » რომელზეც გავლა შეუძლია ყველა მორწმუნე მაჰმადიანს, ტარიქა კი აღნიშნავს « ვიწრო გზას » რომელიც მხოლოდ მოწოდებულებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ესაა სუფიების გზა და სწორედ ამიტომ თვლიან თავს სუფიები სულიერ ელიტად რომელიც ცდილობს სულიერ რეალობათა წვდომას აქ და ეხლა, გარდაცვალებამდე.
იჟტიჰადი და მაჰმადიანური გამოცხადება:
ადამიანს « უმაღლესი რეალობის » წვდომა ძალუძს მხოლოდ შარიათი და სუფია მოძღვარი იბნ არაბი (1165-1240) ამბობს რომ სამყაროს თუ ისლამის გარეგანი კანონი განუყოფელია მათი შინაგანი რეალობისგან.
ისლამში, ისევე როგორც სხვა ნამდვილ რელიგიურ ტრადიციაში, ეზოტერიზმი ვერ იქნება ეგზოტერიზმის გარეშე. საბოლოო ანგარიშით კი მეტაფიზიკა ჯობნის ფიზიკას :
ჯელალ ედ დინ რუმის აკლდამა მის მავზოლეუმში. ეს მავზოლეუმი თურქეთის ქალაქ კონიაში ააგო რუმის მფარველმა, თამარ მეფის შვილიშვილმა გურჯი ხათუნმა. |
ზეგრძნობიერი სამყაროს გამოკვკლევისას სუფიები დიდ როლს ანიჭებენ შთაგონებას.
“ღმერთსა და მის ქმნილებას შორის არის სინათლისა და წყვდიადის ათასი ფენა. Bამ ფენების გადალახვა და ღმერ<ტისკენ,რეალობისკენ სვლა, აი რა არის მისტიკოსთა იჯტიჰადი რომელიც მიზნის მიღწევის შემდეგ არ უშვებს უკანდახევასა და რეგრესს », ამბობს საქმეში კარგად ჩახედული მაგრამ არასუფია ავტორი.
რელიგიათა ტრანსცენდენტური ერთობა :
რამდენი კაციცაა იმდენი გზა მიდის ღმერთისკენ, ამბობს სუფიური ანდაზა.
მაშ სინამდვილისკენ, ღმერთისკენ სვლა შეგვიძლია ნებისმიერ ნამდვილ სულიერ ტრადიციაზე დაყრდნობით.
სუფიათა უმრავლესობა სარწმუნოებათა სიმრავლის და მრავალფეროვნების მიღმა ხედავს რომ კაცობრიობა შეადგენს ღმერთის, ერთადერთი რეალობის თაყვანისმცემელთა თემს. მათი გახსნა სხვა კონფესიებისადმი გამომდინარეობს მეტაფიზიკური სიცხადიდან : «ღვთაებრივი ერთადერთობის დოქტრინა მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს».
«რელიგიათა ტრანსცენდენტური ერთიანობის თემას დოქტრინალური არე განუსაზღვრა ისევ იბნ არაბიმ.
იბნ არაბის აზრით ყველა სარწმუნოება და,მაშ, ყველა რელიგია ჭეშმარიტია ვინაიდან ყველა პასუხობს ღმერთის ერთი სახელის მანიფესტაციას
ყველა ამ კერძო თეოფანიის წყაროა ღმერთში, «რეალურში», «ჭეშმარიტში».
ასევე არის ყველა საკრალური კანონის ფუნდამენტური ერთობა და ყოველ მათგანს აქვს ჭეშმარიტების თავისი წილი.
რელიგიათა მრავალფეროვნებას იწვევს ღვთაებრივი მანიფესტაციები “რომლებიც არ მეორდება არასდროს”.
“დედამიწის ყველა კუთხეში მლოცველ სხვადასხვა მორწმუნეთა ხმებს ჩვენ ვთვლით ერთადერთი ღმერთის მადიდებელ სიმფონიად”,ამბობდა მალიელი ბრძენი ტიერნო ბოკარი (1875-1939).
სუფიების ერთ ერთი უდიდესი მოძღვარი ჯელალ ედ დინ რუმი. მოცეკვავე დერვიშებად წოდებულთა მოძღვარი მევლანა. |
მაგრამ დავასკვნათ ეზოტერიზმით.
ზოგის თანახმად ჩვენ უნდა ვიყოთ “დეზოკულტაციის” ხანის დასაწყისში, ხანისა როდესაც “რეალური” სულ უფრო და უფრო გამჟღავნდება.
სუფიების აზრით ადამიანის სულიერი სამყაროსაგან გამომყოფი ფარდები მეტაფიზიკური ილუზიაა და მეტი არაფერი.
და აი დაწყებულ ხანაში უნდა გაიხსნას და ჩამოცვივდეს ხილული, ხელშესახები ფარდებიც. მასშტაბურად გამჟღავნებული ეზოტერიზმი როგორც ასეთი შეიძლება გაქრეს. ისლამში გამოყენებული შემეცნების საშუალებები,მაგალითად შთაგონება და გამჟღავნება მიიღებენ ახალ ფორმებს და არნახულ გაქანებას (გაგრძელება იქნება).
დანართი:
სიყვარულის ქადაგი ჯელალ ედ დინ რუმის მოწოდება: "მოდი,მოდი,რაც არ უნდა იყო მოდი. მოდი გინდა იყო ურჯულო,კერპთაყვანისმცემელი თუ წარმართი.ჩვენი მონასტერი არაა სასოწარკვეთილთა ადგილი. თუნდაც ასჯერ გაგეტეხოს დადებული ფიცი,მოდი!"(მოდი და გიშველით,მთარგმნელი).
ტრადიციული კავკასიური მაჰმადიანობა ( და არა ჩეკისტების მიერ დანერგილი ისლამიზმი) სუფიზმია (მთარგმნელი) !
No comments:
Post a Comment