ანანური. ერმაკოვის ფოტო |
ზაალ არაგვის ერისთავი იყო ძე ნუგზარ არაგვის ერისთავისა. 1635 წელს როსტომ მეფის (1632—1658 წწ.) მიერ ზაალისძმის, დათუნას მოკვლის შემდეგ არაგვის საერისთაოს სათავეში ზაალი ჩაუდგა. მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთანფიზიკური ანგარიშსწორებისთანავე ქართლის მეფე არაგვის საერისთაოში შეიჭრა. ზაალმა მას მედგარი წინააღმდეგობაგაუწია და უკუაქცია. ამ ჟამიდან მოყოლებული წლების განმავლობაში
არაგვის ერისთავს როსტომ მეფისადმი ოპოზიციურადგანწყობილ ქართველ წარჩინებულთა შორის ვხედავთ. გაერისთავებიდან მოკლე ხანში ზაალმა კავშირი დაამყარა თეიმურაზI-თან. ის ქართლის იმჟამინდელი მეფის წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა თავკაცი გახდა.
არაგვის ერისთავს როსტომ მეფისადმი ოპოზიციურადგანწყობილ ქართველ წარჩინებულთა შორის ვხედავთ. გაერისთავებიდან მოკლე ხანში ზაალმა კავშირი დაამყარა თეიმურაზI-თან. ის ქართლის იმჟამინდელი მეფის წინააღმდეგ მებრძოლ ფეოდალთა თავკაცი გახდა.
ისტორიკოს ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით: `მაშინ გაუგზავნა ზაალ კაცი ბატონს თეიმურაზს და შესთვალა ფიცისაშინელი და გაუგზავნა მძევალი და საფიცარი: `მოდი და გაგაბატონებო~. თეიმურაზ მეფე იმერეთიდან დუშეთში ჩავიდა.მოკავშირეებმა კახელ თავადთა დახმარებით როსტომზე გაილაშქრეს, მაგრამ ყიზილბაშთა ჯარით ზურგგამაგრებულ ქართლისმეფესთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ დროებით ხელი აეღოთ ქართლის ტახტისათვის ბრძოლაზედა კახეთის ტახტის დაპყრობა განიზრახეს. თეიმურაზ I-მა და ზაალ ერისთავმა იესე ქსნის ერისთავიც გადაიბირეს.აჯანყებულები თავს დაესხნენ სელიმ-ხანს. გაიმარჯვეს და კახეთის მაჰმადიანი მმართველი გააძევეს. 1634 წელს თეიმურაზმაკახეთი დაიჭირა. ირანის შაჰმა როსტომ მეფეს თეიმურაზის წინააღმდეგ საბრძოლველად ლაშქარი გამოუგზავნა. ქართლისმეფემ კახეთზე გაილაშქრა. ორივე მხარე თავგადადებით იბრძოდა. გამარჯვება როსტომს დარჩა. კახეთის მეფე იძულებულიგახდა როსტომ მეფისათვის შერიგება ეთხოვა. ერთხანს ქართლისა და კახეთის მეფეებს შორის მშვიდობა დამყარდა.როსტომს მეამბოხე თავადებიც შეურიგდნენ, მათ შორის ზაალ ერისთავიც `დაუზავდა~.
მაგრამ როსტომ და თეიმურაზ მეფეთა შერიგება ხანმოკლე აღმოჩნდა. კახთბატონი დიდი მონდომებით ცდილობდაროსტომ მეფის გაძევებას და ქართლის ტახტის დაკავებას. მას ამ ბრძოლაში მხარში ედგნენ: არაგვისა და ქსნის ერისთავები,იოთამ ამილახვარი და სხვები. თეიმურაზ I-ის მომხრეებმა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყების ორგანიზება განიზრახეს.აღნიშნული საქმის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად მათ ახალგორში მოიყარეს თავი. გეგმის თანახმად, საბოლოოპაემანის ადგილი მცხეთა იყო. ეს აჯანყებაც მარცხისათვის განწირული აღმოჩნდა. როსტომ მეფემ სასწრაფოდ შეყარა ჯარიდა ვახტანგ მუხრანბატობის მეთაურობით ახალგორში გაგზავნა. ისინი `ლოცვაზედ მდგომ~ შეთქმულებს მოულოდნელადდაესხნენ თავს. თეიმურაზ I-ის მომხრეები გაიქცნენ. აჯანყებამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. მრავალგზის განცდილიმარცხის მიუხედავად, თეიმურაზ მეფე და მისი მოკავშირე ქართველი თავადები ფარ-ხმალს არ ყრიდნენ. 1642 წელს მათროსტომის წინააღმდეგ კვლავ დიდი შეთქმულება მოაწყვეს. ამ შეიარაღებული გამოსვლის ორგანიზატორი კვლავ ზაალარაგვის ერისთავი იყო. მასში მონაწილეობდნენ იოთამ ამილახვარი, ქართლის კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, ნოდარციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი, ივანე სააკაძე და სხვები.
მათ მარტივი სამოქმედო გეგმა ჰქონდათ. ისინი მოულოდნელად უნდა უნდა დასხმოდნენ თავს ცხირეთში მცირერაზმით მყოფ როსტომს და მოეკლათ. ეს შთქმულება მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ სომხითის მელიქმა გასცა. როსტომმეფემ შეთქმულები შეიპყრო და სასტიკად დასაჯა. ქართლის კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე ჯერ თბილისის ციხეშიგამოამწყვდია, შემდეგ კი ციხიდან გადმოაგდებინა, გიორგი გოჩაშვილსათვის თვალები დაათხრევინა, ზურაბ სააკაძესაც ესბედი ეწია. მისი ძმა ივანე სააკაძე კი გარდაიხვეწა.
თეიმურაზ მეფის მომხრე ქართლის თავადები იძულებულები გახდნენ როსტომ მეფეს შერიგებოდნენ. ზაალ ერისთავმადა ნოდარ ციციშვილმა `ბატონი ანახანუმ~ (ის ნოდარ ციციშვილის და, ხოლო ზაალ ერისთავის სიდედრი იყო) მიუგზავნესქართლის მეფეს და `უვნებელობის საფიცარი~ სთხოვეს. მან ზაალს უვნებლობის გარანტიის მიღების სანაცვლოდ ყაენთანწასვლა მოსთხოვა.
როსტომ მეფეს შეურიგდა იოთამ ამილახვარიც. შაჰ-აბას II-ის ისტორიკოსის, მოქმედ თაჰერის ცნობით, ზაალ ერისთავიდა იოთამ ამილახვარი ერთად წასულან ისპაანში. ისინი შაჰს შესაბამისი პატივით მიუღია, საბოძვარი უბოძებია დასამშობლოში მშვიდობით გამოუსტუმრებია.
1648 წელს როსტომის მიერ თეიმურაზ I-ზე განხორციელებული თავდასხმისას ზაალ ერისთავს ქართლის მეფის მხარესმებრძოლთა რიგებში ვხედავთ. ის ვახტანგ მუხრანბატონთან ერთად სარდლობდა როსტომ მეფის ლაშქარს (ბერიეგნატაშვილი).
ისევ ანანური |
1658 წელს როსტომ მეფე გარდაიცვალა, ქართლში ვახტანგ V (შაჰნაგაზ I) გამეფდა. ვახტანგს ზაალ ერისთავი ჯერკიდევ გამეფებამდე დაუპირისპირდა. ზაალ არაგვის ერისთავი და ელიზბარ ქსნის ერისთავი ვახტანგ ბატონიშვილთან ერთადიმერეთში აპირებდნენ გალაშქრებას, რათა ალექსანდრე იმერთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში ლევან დადიანსმიშველებოდნენ, მაგარმ ბოლოს ორივე ერისთავმა უარი თქვა ლაშქრობაზე. როგორც მალე გამოირკვა, მათ არ სურდათვახტანგის დახმარება, რადგან მასში მომავალ ძლიერ მმართველს ხედავდნენ. ისინი თბილისში მობრუნდნენ, ავლაბარშიდადგნენ და მძიმედ ავადმყოფ როსტომ მეფეს შეუთვალეს: `რა თქვენ ცოცხალი ბრძანდებითო შენი მეტი პატრონი არგვინდაო ,და თქვენს უკან სხვას საქართველოს ბატონს ჩვენ ყმობას არ უზამთო, ჩვენი ბატონი ყაენი არისო”. ასე გამოხატესერისთავებმა ფარული მტრობა ვახტანგ მუხრანბატონისადმი, რომლის საწინააღმდეგოდ ქართლში მეფობის გაუქმებაზეც კიყოფილან თანახმა. ამ ფეოდალების სურვილია სრული ხელმწიფური უფლებებით სარგებლობდნენ თავიანთ მამულებში დაპირდაპირ ირანის შაჰს ემორჩილებოდნენ (გ. ჯამბურია).
ზაალ ერისთავი დიდი უფლებებითა და ავტორიტეტით სარგებლობდა კახეთში. ბერი ეგნატაშვილის ცნობით: `მას ჟამსაეპყრა კახეთი მურთუზალ ყულიხანს და ზაალ ერისთავსა და მურთუზალ ყულიხან იმისის ზურგით იდგა: ზაალ ერისთავისშეუკითხავი არა იქნებოდა-რა კახეთში, რამეთუ როსტომ მეფეს დაედგინა იგი კახეთს გამგებლად და ეპყრა ზაალ ერისთავსაერწო-თიანეთი.~ იმ დროისათვის კახეთის სამეფოში ქართლთან შედარებით უფრო მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკურივითარება იყო.
თეიმურაზ მეფის დაუღალავმა გარჯამ რუსეთთან კავშირის გასაძლიერებლად ირანის სამეფო კარზე კვლავ გააცოცხლაშაჰ-აბას I-ის გეგმა, რომელიც კახეთის მოთხრას და იქ თურქმანების ჩასახლებას ისახავდა მიზნად. გადაწყვეტილი იყოკახეთში ჩაესახლებინათ თურქმანთა 15000 ოჯახი. შიდა და გარე კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის უნდაგაენაწილებინათ, რათა ეს მომთაბარე-მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე დაემაგრებინათ.
შაჰ აბას II ყველა ღონეს ხმარობდა კახეთში ჩასახლებულ თურქმანთა დაცვისა და დასახლების ორგანიზებისათვის.შაჰმა საქართველოში გამოგზავნა ირანის ყულარაღასი და სარდალი ალავერდი-ხან უნდილაძე (წარმოშობით ქართველი). მასკახეთში სამი ციხის აგება ჰქონდა დავალებული. ირანელებმა ციხე-სიმაგრედ გადააკეთეს ალავერდის მონასტრის გალავანიდა შიგ ყიზილბაშთა ჯარი ჩააყენეს. მათვე ააშენეს ბახტრიონის ციხე ალაზნის ნაპირზე მდებარე სოფელ ბახტრიონში. მესამეციხის სახელი ცნობილი არ არის, იგი უნდა ყოფილიყო ყარაღაჯი, რომელიც XVII საუკუნის კახეთში ყიზილბაში ხანებისრეზიდენციას წარმოადგენდა.
ამ ციხეების დანიშნულება ქართველი მოსახლეობის თავდასხმისაგან თურქმანების დაცვა იყო. მათი აგებიდან მოკლეხანში კახეთი ჩამოართვეს განჯის მმართველს სელიმ-ხანს, გაყვეს ორად და სამართავად ყარაბაღის ბეგლარბეგს მურთაზყული-ხანს და ნახჭევნის მმართველს ალი ყული-ხანს გადსცეს. მათ დაავალა შაჰმა კახეთში ელების ჩასახლებაზე ზრუნვაც.
მომთაბარე ელები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ. კახეთის კულტურულ მეურნეობას საფრთხე დაემუქრა.თურქმანები მთელ კახეთს თავიანთ ყიშლაღ-იალაღებად გადაქცევას უპირებდნენ. ამასთანავე ლეკი აბრაგები სასტიკადარბევდნენ კახეთის მშვიდობიან მოსახლეობას და ტყვეებად გაყიდვით ემუქრებოდნენ. კახეთი გადაშენება-მოსპობის აშკარასაფრთხის წინაშე დადგა ასეთივე საფრთხის წინაშე იყო მთიანეთის მოსახლეობაც, რომელიც ორგანულად იყოდაკავშირებული ბართან. ყოველივე ამას ემატებოდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა სიმკაცრე და თავხედობა. ეს ფაქტი არცყიზილბაშებს დარჩენიათ შეუნიშნავი.
შაჰ-აბას II-ის ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის გადმოცემით: `რადგან ელებს იმის მისწრაფება ჰქონდათ, რომქართველებზე ებატონათ, ამ ორ ხალხს შორის დავა და ჩხუბი გაჩნდა~. აჯანყებისათვის საფუძველი მზად იყო. მისი მიზეზიკი უდანაშაულო მღვდლის თავს დატრიალებული უბედურება გახდა. ისტორიკოსს ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით: `...ხოლოწარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმან და შესჩივლა: `შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედშემიპყრეს და ჰყვეს ჩემ ზედა საქმე უშვერი და ხელშეკრული განმხრწნეს და ჰყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელად უშვერი. დააწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან შენდა რწმუნებულ არის კახეთი~ (ბერიეგნატაშვილი).
აჯანყების საერთო ხელმძღვანელობა ზაალ არაგვის ერისთავმა ითავა. ბრძოლაში აშკარა მონაწილეობა მას არ მიუღია.აჯანყების უშუალო ხელმძღვანელები იყვნენ ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ბიძინა, ზაალერისთავის ვაჟი ზურაბი (ბერი ეგნატაშვილი), თუში ზეზვა გაფრინდაული, ხევსური ნოდარა ხოშარაული და სხვები.
არაგვის ლაშქარს ზაალ ერისთავის ვაჟი ზურაბი სარდლობდა. ქსნის ერისთავის ლაშქარს შალვა და ელიზბარიმეთაურობდნენ. არაგვისა და ქსნის საერისთაოების მებრძოლები ბახტრიონის სანახებში დაბანაკდნენ. თუშ-ფშავ-ხევსურთალაშქარი და კახეთის ბარის ლაშქარი ალავერდს მიუახლოვდნენ. აჯანყებულებმა ბახტრიონის და ალავერდის ციხეებსერთდროულად შეუტიეს. ქართველებმა მტერს მუსრი გაავლეს. შემდეგ კი მათ კახეთის სხვა ადგილებში მცხოვრებთურქმანებზე მიიტანეს იერიში. მრავალი მათგანი დახოცეს. ელების მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა ცოცხალი. მათგაქცევით უშველეს თავს.
აღსანიშნავია, რომ აჯანყებულები შეგნებულად არ დასხმიან თავს აღჯაყალის ციხეს, სადაც იჯდა კახეთის ერთინაწილის მმართველი მურთაზ ყული-ხანი. ეს საშუალებას აძლევდა ზაალ ერისთავს დაეფარა აჯანყებაში საკუთარიმონაწილეობა და შაჰის კარზე გაგზავნილ არზებში აჯანყების მიზეზად კახეთის მეორე ნაწილის მმართველის ალიყული-ხანქენგერლუს `ცუდ ქცევა~ გამოეცხადებინა.
ირანის სამეფო კარმა საქართველოში მომხდარი აჯანყების შესახებ გამოძიება ჩაატარა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: `თუშებმა, რომელთაც მაღალი მთები და ხშირი ტყეები და უგზოობა ფარავდა, ბოროტმოქმედება და მზაკვრობა იწყეს.ალიყული-ხანიც არ იჩენდა ელების მიმართ ისეთ მზრუნველობას, როგორიც საჭირო იყო. ზაალ ერისთავსაც იმის განზრახვაჰქონდა, რომ კახეთის `ოლქის~ დამოუკიდებელი მმართველი გამხდარიყო. მისი სურვილი არ განხორციელდა და დაფარულიბრაზის გამო ეს იმ ხალხს აქეზებდა. და იმის შემდეგ, როცა მან შაჰის მაღალი სასახლიდან წასვლის ნებართვა მიიღო...საქართველოში ჩავიდა და შფოთის გაძლიერების მიზეზად, არეულობის წყაროდ და ურჩობის არსად გადაიქცა~ (მოჰამედთაჰერი).
No comments:
Post a Comment