8.25.2011

ეზოტერიზმის 20 გასაღები-7 (2), ალქიმია, ფილოსოფია “ცეცხლით

ალქიმიკოსი
“ილოცე და იშრომე”.( დასავლეთის ალქიმიკოსთა დევიზი); «იცოდე რომ ალქიმია არის სულიწმინდის ძღვენი» («ფილოსოფოსთა კრიალოსანი»,XIV ს.).
   ხსნის დოქტრინა:
დასავლეთში ჰერმეს ტრისმეგისტის პატრონაჟის ქვეშ მოქცეული უკვდავების ეს ძიება კოსმოლოგიურ საფუძველს ნახულობს ხალხურ ნაწერებში (ჰერმეტიკა) და სწავლულ ნაშრომებში (კორპუს ჰერმეტიკუმ) რომელთა ავტორადაც ჰერმეს ტრისმეგისტი მიიჩნევა.


  ალბათ ქრისტიანული ხანის დასაწყისში დაწერილი კორპუსი რომლის კომპილაციაც VI საუკუნეში შეადგინა სტობეუსმა არაა სისტემატური ფილოსოფია,ის უფრო არის სოტერიოლოგია (ხსნის დოქტრინა) რომელიც მრავალ დოქტრინალურ ელემენტს იღებს გნოზისებიდან, სტოიციზმიდან და ნეოპლატონიზმიდან.
  ბასილიდის, ვალენტინის დუალისტური გნოზისების საწინააღმდეგოდ  ალქიმიკოსების მიერ მოგვიანებით “ჰერმეტულად” წოდებული ეს ფილოსოფია აცხადებს რომ გარდამქმნელი და გამაერთიანებელი სიტყვის მქონე ღმერთის ინსპირაციით შესაძლებელია მიკროკოსმის და მაკროკოსმის გაერთიანება.
ლეო ლარგიეს წიგნი
"ოქროს მკეთებელი
ნიკოლა ფლამელი". 
  თუ აქ ლაპარაკია ვიტალიზმზე მის დინამიზმს განდობილი მიჰყავს მჭიდრო კავშირამდე მთელ ბუნებაში არსებულ ენერგიასთან,განწმენდამდე რომელიც არის განათლება.  ალქიმიის არეს გარეთ ალექსანდრიული ჰერმეტიზმი განდობილს უბიძგებს ბუნებრივ შესაბამისობათა და მსგავსებათა აქტიურად გააზრებისკენ.
  დასავლეთის ალქიმიკოსთა დევიზია “ ილოცე და იშრომე”.
  XII-XVII საუკუნეებში დაწერილ თუ თარგმნილ კანონიკურ ნაშრომებში ხაზგასმულია რომ  ჰერმეტულ ლაბირინთში შეღწევა შეიძლება მხოლოდ მოთმინებისა და თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღებისა და ღმერთისადმი ერთგულების სულისკვეთებით. 
  ღმერთზეა დამოკიდებული ალქიმიკოსის შრომის საბოლოო შედეგი : « იცოდე რომ ალქიმია არის სულიწმინდის ძღვენი », ამბობს XIV საუკუნის ნაშრომი « ფილოსოფოსთა კრიალოსანი ». 

  რომის პაპი და ვატიკანი ზოგჯერ შეშფოთებული იყვნენ აზრით რომ ალქიმია შეიძლებოდა დაპირისპირებოდა ქრისტიანობას. ამაზე მოწმობს 1328 წელს იოანე XXII-ეს მიერ გამოშვებული ბულა ყალბისმქმნელების თაღლითობათა წინააღმდეგ, მაგრამ ეს უფრო ეხებოდა მატერიალურ სიმდიდრეებს დახარბებულებს ვიდრე ალქიმიკოსების შრომას.
   კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) თქმით ალქიმია საუკუნეების მანძილზე ასწორებდა ბუნებით ნაკლებად დაინტერესებული ქრისტიანობის შეცდომებს.

ალქიმია
   ალქიმიკოსების ცხოვრებაზე ყვებიან მრავალ ნახევრადლეგენდარულ ისტორიას. ამ ალქიმიკოსებს შორის არიან განდეგილი და ბერული ცხოვრებით მცხოვრები პირები რომლებმაც ყველაფერი შესწირეს ალქიმიური ნაშრომის განსრულებას ( ზოსიმა დე პანოპოლისი,ნიკოლა ფლამელი). ალქიმიკოსებს შორის არიან გაურკვეველი წარმომავლობის ავანტურისტები –ფილალეთი,სეთონი,სენდივოგიუსი,- რომლებიც დგანან ბიზანტიის იმპერატორი ირაკლის (VII ს.), ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის თუ როდოლფ II პრაღელის (XVI-XVII სს.) სამსახურში...

   ალქიმიკოსი ცდილობს ყოველ « მდაბალ », ჩვეუელებრივ მატერიაში არსებული « იდუმალი ცეცხლის » აღმოჩენას. ეს ცეცხლი იძლევა განკურნების ძალას. ყოველ სხეულში ავადმყოფობის მიერ დაუძლურებული ამ “სიცოცხლის სულის” აღდგენა არის ალქიმიური მედიცინის გასაღები. მას მისდევენ პარაცელსი (1493-1541), პიერ-ჟან ფაბრი (1588-1658) და და მეფე ლიუდოვიკო XIII-ის ექიმი დავიდ დე პლანის კამპი (1589-1644).
  რელიგიათა და სიბრძნეთა პარალელურად ისინი ხორციელ განკურნებაში ხედავენ სულის მოქმედებას.
  ალქიმია ამკიდვრებს ჯანმრთელობის თავის ხედვას რომლითაც შთაგონებული არიან თანამედროვე მედიცინის სახეობებიც.

სახლი პარიზში. ითვლება 
ნიკოლა ფლამელის სახლად.

   შუა საუკუნეების ევროპაში ალქიმიკოსებს განსაკუთრებით პარიზში და პრაღაში თითქოს უნდა შეექმნათ  საიდუმლო საზოგადოებები მათი სიმბოლური ნიშნებით და პაროლებით.
  ალქიმიკოსად გასახდომად არ იყო საკმარისი ბევრის კითხვა, აუცილებელი იყო სხვადასხვა ქვეყნის მოძღვართა ზეპირი სწავლების მოსმენაც. ამიტომ საჭირო იყო ხანგრძლივი მოგზაურობები.
  ეკლესია არც თუ უმიზეზოდ ეჭვობდა რომ ალქიმიკოსები იცავდნენ და ქადაგებდნენ ერეტიკულ დოქტრინებს. აქედანაა ალქიმიკოსთა განკვეთა და მათი ნაშრომების დაწვა. Mმაგრამ დევნა წყვეტილი იყო. ფართოდ ვრცელდება არაინიციირებულისთვის შეგნებულად გაუგებარ ენაზე დაწერილი ალქიმიური ლიტერატურა. ბიბლიოთეკებს ავსებდნენ  XV-XVII საუკუნეებში დაწერილი ალქიმიური ნაშრომები.
  ჰერმეტისტულ და ნეოპლატონურ წყაროებს დაემატა კაბალა და ტაროს სიმბოლური ფიგურები.

  თანამედროვე ქიმიისთვის საბოლოოდ ზურგის შექცევის მომენტში ალქიმია გადაიქცა ოკულტურ დოქტრინად რომელიც მის ადეპტებს სთავაზობდა სამყაროს ამომწურავი ცოდნის შეძენის საშუალებას.  ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი სინთეზია როზენკრაიცერი ექიმი ღობერტ ფლუდის ნაშრომი. მისი თქმით ღმერთში არის სამი პიროვნება,მატერიაში არის სამი პრინციპი (გოგირდი,მარილი და ვერცხლისწყალი) და ადამიანის არსს ქმნის სამი პრინციპი ( სხეული, სული, სამშვინველი).


  თავისი უმაღლესი ფორმით ალქიმია არის არს მაგნა, დიდი ხელოვნება , “სამეფო ხელოვნება” რომლის წყალობითაც ადეპტს ძალუძს ამავე ცხოვრებიდან აღდგომის მდგომარეობის მიღწევა. მისი სხეული გარდაიქმნება დიდებულ, ცოდვად დაცემამდელი ადამის სხეულის მსგავს სხეულად...

ჰერმეტიზმით 
გატაცებული.

    დიდი ქმნილება:

ალქიმიის ყველა ოპერაციის მსგავსად მის უმაღლეს მიზან დიდ ქმნილებას აქვს ორი ასპექტი. პრაქტიკული და მისტიკური ასპექტები. 
  პირველი ლითონების ოქროდ გადასაქცევად საჭირო ტექნოლოგიაა. 
   მეორე და ეზოტერიკოსებისთვის და ოკულტისტებისთვის მთავარი ასპექტია ადამიანის ამაღლება და ასვლა არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე სადაც ის უერთდება ღვთაებას. 
   სწორედ ესაა არს მაგნა, მთავარი, დიდი ხელოვნება, ან კიდევ სამეფო ხელოვნება რომელიც ევროპაში ჩანს XIV საუკუნიდან და რომლის სიმბოლოები დღესაც ცოცხალია ფრანკ-მასონობასა და როზენკრაიცერობაში. 
  ალქიმიას საფუძვლად უდევს ლაბორატორიული პროცედურების და ფიზიკური ასკეზის შეზავება.
   სულიერი მიღწევა ვერ წარმოიდგინება მატერიალური მონაპოვრის გარეშე...

   შრომის პროცესში, უბრალო ლითონების ოქროდ გქრდაქმნის და ფილოსოფიური ქვის მიღების  მცდელობისას  გარდაიქმნება თვითონ ალქიმიკოსიც.
  დიდ ქმნილებაზე მომუშავემ, წერს თანამედროვე ოკულტისტი რობერ ამადუ, უნდა შეაღწიოს თავის სულში,თავისი არსების სიღრმეში და იქ შეასრულოს იდუმალი შრომა. “ ხე რომ ამოვიდეს მისი თესლი უნდა დაიმარხოს მიწაში და ასევე უნდა გარდაიქმნას ის ვისაც ესმის ღმერთის მოწოდება... შავი მასალა, ნახშირი უნდა გარდაიქმნას ელვარე ალმასად, მდაბიო ტყვია წმინდა ოქროდ. მაშინ ის იპოვის მასში დამალულ ქვას”.
  დღეს ალქიმიური ლიტერატურა ისევ პოპულარული ხდება მაგრამ ანდრე ბარბოს მსგავსი ზოგი მიმდევარის გარდა ოკულტისტები როგორც წესი კმაყოფილდებიან სამეფო ხელოვნების კომენტირებით და აღარ ეძებენ მატერიალურად ფილოსოფიურ ქვას.

ჰერმეს ტრისმეგისტი
   ალქიმიკოსი ნიკოლა ფლამელი:

  საჯარო მწერალი,წიგნით ვაჭარი და ალბათ ალქიმიკოსი უნდა გაჩენილიყო 1330 წლისთვის პონტუაზში და გარდაიცვალა პარიზში 1418 წელს.
   აგიოგრაფიული თხზულებების თანახმად ნიკოლა ფლამელი იყო მწერალი კალიგრაფი პარიზში.
   1357 წელს მას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა ხის ქერქზე დაწერილი ხელნაწერი იდუმალი ნახატებით. ას იყო ალქიმიური დიდი ქმნილების ეტაპების აღწერილობა. აღწერილობის ავტორი იყო ვინმე აბრაჰამ ებრაელი. ამ იდუმალი ტექსტის გარკვევაში ესპანეთში თუ ზოგი წყაროს თანახმად იტალიაში ჩასულ ფლამელს დაეხმარა რაბინი მოძღვარი კანში.
  ამ წიგნში იყო ფილოსოფიური ქვისა და დღეგრძელობის ელიქსირის საიდუმლო.
  21 წლის მანძილზე ლოცვა-მედიტაციის და მრავალი მოგზაურობისა და ექსპერიმენტის შემდეგ მან მოახერხა ოქროს დამზადება და ამ ოქროთი ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მან ასევე აღადგენინა სან ჟაკ დე ლა ბუშერის ეკლესია რომლისგანაც დღეს მხოლოდ კოშკი დარჩა. რათა თავიდან აერიდებინა ბრალდება ჯადოსნობაში მან ოქრო მისცა მეფე კარლოს VI-საც და ის არასოდეს შეუწუხებიათ.
წიგნი ჰერმეტიზმზე.
 ლეგენდის თანახმად მეტი უსაფრთხოებისთვის მან გაავრცელა ხმა რომ გარდაიცვალა და ჩუმად წავიდა საფრანგეთიდან ისე რომ არ დავიწყებია დღეგრძელობის ელიქსირის წაღება და სამი საუკუნის შემდეგ ის მეუღლესთან ერთად ისევ ცხოვრობდა ინდოეთში.
სინამდვილეში XVIII საუკუნის ბოლოს სან-ჟაკ-დე-ლა-
-ბუშრის ეკლესიის მღვდლის მიერ დაწერილი წიგნიდან ვიტყობთ რომ ნიკოლა ფლამელი ცხოვრობდა დიდად აქტიური და ნაწილობრივ იატაკქვეშა ცხოვრებით. წიგნით ვაჭარ და საჯარო მწერალ ნიკოლა ფლამელს აგრეთვე ჰქონდა სკოლა სადაც ის წერა-კითხვას ასწავლიდა ახალგაზრდა ბიჭებს. ამას გარდა ის ვაჭრობდა უძრავი ქონებით და გასცემდა სესხს პროცენტით. ის იყო შუამავალი ებრაელ მევახშეებს შორის და მას უკანონობათა ჩადენა ბრალდებოდა.
  ნიკოლა ფლამელი სწრაფად გამდიდრდა და ხალხში გავრცელდა ხმა რომ მან შესძლო ოქროს გაკეთება.

 ნიკოლა ფლამელის გარდაცვალების შემდეგ მასზე გავრცელდა მრავალი ლეგენდა . XVI-XVII საუკუნეში მისი სახელით გამოქვეყნდა მრავალი ნაშრომი ალქიმიაზე. ყველა აპოკრიფულია.
  ოკულტისტები დღესაც ლაპარაკობენ მასზე როგორც პარიზელ ოქროს მკეთებელზე


 ალქიმიის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე სერჟ უტა ამბობს რომ ნიკოლა ფლამელი იყო « სამეფო ხელოვნების» ჭეშმარიტი დიდი მოძღვარი ( გაგრძელება იქნება).

1 comment:

  1. მაინტერესებს გაგრძელება დადეთ :D

    ReplyDelete