ჰერმეს ტრისმეგისტი |
ამ ოპერაციის ჩატარება შეიძლებოდა მხოლოდ „მატერიის დანაყვით და მისი მისტიკური გარეცხვით რაც მას დაუბრუნებს თავდაპირველ სიწმინდეს” „ფილოსოფოსობა ცეცხლით”, ალქიმიური ტექსტების ანთოლოგია, ფრანსუაზ ბონარდელ,ალმორა 2009).
„ქვედა ზედასავითაა და ზედა ქვედასავით რათა მოხდეს ერთადერთი რამის სასწაული” (ჰერმეს ტრისმეგისტი)
დასავლეთში ჰერმეს ტრისმეგისტის პატრონაჟის ქვეშ მოქცეული ალქიმია ეფუძნება ხელოსნური ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას და მიზნად ისახავს “მდაბიო” ლითონების გადაქცევას ოქროდ და აღმოჩენას იმ საწყისი მასალისა რომლითაც ღმერთმა შექმნა სამყარო.
ვინაა ჰერმეს ტრისმეგისტი?
მოსეს თანამედროვედ მიჩნეული “სამჯერ დიდი” (ტრის-მეგისტოს) ლეგენდარული პერსონაჟი ითვლება მაგიური,თეოსოფიური და ალქიმიური ნაშრომების ავტორად. ის სინამდვილეში გამოჩნდა ელინისტურ ხანაში.
ერთდროულად მოგვი და წინასწარმეტყველი ჰერმეს ტრისმეგისტი აერთიანებს ბერძნულ-ლათინური ჰერმეს-მერკური, ადამიანთა და ღმერთების მაცნის, და ეგვიპტელი ოსირისის მწერალი თოთის ატრიბუტებს ( ეგვიპტელთა რწმენით თოთი იყო სულების მეგზური საიქიოში და ოკულტურ მეცნიერებათა გამომგონებელი.
ალქიმიურმა იკონოგრაფიამ ის გამოსახა როგორც აღმოსავლელი მოგვი რომელსაც უკავია სფერული ასტროლაბია. ესაა სიმბოლო ჰერმეს ტრისმეგისტის გამოთქმისა რომლის თანახმადაც ““ქვედა ზედასავითაა და ზედა ქვედასავით რათა მოხდეს ერთადერთი რამის სასწაული”.
ალქიმია |
თავიდან მჭედლების შრომის,ოქრომჭედლების და მღებართა ხელოვნების მონათესავე ალქიმია მიზნად ისახავს მდაბალ ლითონებად მიჩნეული ლითონების გარდაქმნას ოქროდ. მან ბუნების მოქმედება უნდა დააჩქაროს დახურულ ლარნაკში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნისთვის გამოყენებული საწყისი მატერიის, “პრიმა მატერიას” აღმოჩენის წყალობით.
“ ალქიმია არის ექსპერიმენტული,კონკრეტული რელიგია რომლის მიზანიც იყო ცნობიერების გასხივოსნება”, ამბობს ალქიმიის ერთ-ერთ შტოზე, არს მაგნაზე (“დიდი ხელოვნება”) კოლექცია “ჰერმეტული ბიბლიოთეკას” ყოფილი ხელმძღვანელი რენე ალო.
ალქიმიკოსთა ენის და ხატების ბუნდოვანებაც უმეცრებისთვის გაუგებარს ხდის ინიციაციური რიგის ცოდნა-ხელოვნების გადაცემას მასწავლებლიდან მოწაფისთვის.
ალქიმიკოსები თავის ნამდვილ ვინაობას მალავენ ფსევდონიმების უკან, “კოსმოპოლიტი” XVII საუკუნეში, “ფულკანელი” XX საუკუნეში. სხვები ანონიმებად დარჩნენ.
ითვლება რომ ყველა ალქიმიური წიგნი შეადგენს ერთ წიგნს და მრავალი ტრაქტატი ანონიმურია. მათი ავტორები ამბობენ რომ ისინი არიან ჰერმეს-თოთ ტრისმეგისტის მიერ დაწყებული ძველი ოკულტური ტრადიციის მემკვიდრეები.
დასავლეთში XII საუკუნიდან ცნობილი ალქიმიის სახელი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან ალ-ქიმია, მაგრამ თავდაპირველად ძვ.წ.II საუკუნის ბოლოს დე მენდესის “ფიზიკა და მისტიკაზე” დაყრნობით ელინისტურ ხანაში ხმელთაშუა ზღვის აუზში განვითარებული ალქიმია არაბებს ალბათ სპარსელებმა გადასცეს.
ალქიმიას არ მისდევდნენ არც ფარაონთა ეგვიპტეში და არც ძველ საბერძნეთში. მან ნაყოფიერი ნიადაგი ნახა ბერძნულ-ეგვიპტურ სინკრეტიზმში რომლის აქტიური კერაც იყო ალექსანდრია.
მაგრამ ალქიმია არ ყოფილა მარტო ხმელთაშუა ზღვის თავისებურება. მას მისდევდნენ შუამდინარეთშიც,
ინდოეთშიც,ტიბეში,ჩინეთშიც.
ალქიმია არ უნდა მრავალი ცენტრიდან უნდა გავრცელებულიყო. ესოდენ საიდუმლო სწავლების გავრცელებას ხელს უწყობდა მარადიული ოცნება უკვდავებაზე (თემის გაგრძელება და დასასრული იქნება).
No comments:
Post a Comment