8.29.2011

ეზოტერიზმის 20 გასაღები-8 : აღორძინების ხანა,საწყისთა აჩემებული იდეა :

იოჰან გეორგ ფაუსტუსი
1450 წლისთვის კოზიმო მედიჩიმ მარსილიო ფიჩინოს მიანდო “პლატონური აკადემიის” შექმნა და ათიოდე წლის შემდეგ დაავალა პლატონიც თარგმნამდეც კი მაკედონიაში აღმოჩენილი ნაწერების, “კორპუს ჰერმეტიკუმის” თარგმნა. ეს ნაწერები არის ნაწილის იმისა რასაც უწოდებენ ალექსანდრიულ ჰერმეტიზმს.
  ფიჩინოს ლათინური თარგმანი 1471 წელს გამოიცა და მას შემდეგ 1641 წლამდე სულ ,ცირე 25-ჯერ გამოიცა.  ამას ემატება სხვადასხვა თარგმანები.
   იმხანად ფიქრობდნენ რომ ეს ნაწერები და მათი ავტორი ჰერმეს ტრისმეგისტი ეკუთვნოდნენ ძალიან ძველ ხანას, რომ ისინი მოსეს თანამედროვეები იყვნენ, რომ ისინი წინასწარმეტყველებდნენ და იუწყებოდნენ
ქრისტიანობის გამოჩენის შესახებ და რომ ისინი წარმოადგენდნენ”ფილოსოფია პერენისს” ანუ მარადიულ ფილოსოფიას და რომ მათი ავტორი ჰერმეს ტრისმეგისტი იყო პრესტიჟულ სახელთა ჯაჭვის ნაწილი.

 აღორძინების ხანის მრავალი ეზოტერული მოძრაობა დაჟინებით ეძებდა იმას რაც მათი აზრით უნდა ყოფილიყო საწყისი,თავდაპირველი ცოდნა თუ რწმენა.
   ალექსანდრიული ჰერმეტიზმის ხელახლა აღმოჩენამ ასე გააჩინა რელიგიური უნივერსალიზმის გარკვეული ფორმა.
  XVII საუკუნის დასაწყისში ფილოლოგებმა დაადგინეს რომ “კორპუს ჰერმეტიკუმის” ტექსტები არაა ესოდენ ძველი და ისინი თარიღდება ა.წ. პირველი საუკუნეებით რის შედეგადაც მათ დაკარგეს პოპულარობა.

    ადამიანის საქმიანობის განდიდება:
XVI საუკუნეში კორპუს ჰერმეტიკუმის კომენტატორთა
და გამომცემელთა ანუ ალექსანდრიული ნეოჰერმეტიზმის წარმომადგენელთა შორის ფიჩინოს გარდა ვახსენოთ ლუდოვიკო ლაზარელი,ფრანსუა ფუა-კანდალი და ფრანსუა პატრიზი.
ალქიმია პარიზის ღვთისმშობლის
ტაძარზე.ნამდვილი ალქიმია
სულიერი ალქიმიაა.
  ფრანსუა პატრიზის, ისევე როგორც ჯორდანო ბრუნოს, უნდოდა ჰერმეტიული და ზოროასტრული ნაწერების მომცველი მისი აზრით ნამდვილი ქრისტიანობის აღდგენა. 
  დაბოლოს ჰერმეტიზმმა შეაღწია წმინდა მეცნიერულ ნაწერებშიც,მაგალითად კოპერნიკთან, რომელიც ჰერმეს ტრისმეგისტს ახსენებს 1543 წლის ნაშრომში “რევოლუციონიბუს”.

   ესაა შუა საუკუნეების მემკვიდრეობისგან უკან დახევა.
“ფილოსოფია პერენისიც” და ქრისტიანული კაბალაც პასუხობენ სხვადასხვა ტრადიციის “შეთანხმების” მოთხოვნილებას და ამავე დროს რეალობის სხვადასხვა თონის შეთანხმების წახალისებას. 
  ცნება “ფილოსოფია ოკულტა” (“ოკულტური ფილოსოფია”)  აღნიშნავს მაგიურ მსოფლმხედველობას და მასთან დაკავშირებულ პრაქტიკებს.
  ამ მსოფლმხედველობის თანახმად ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთობს სიმბოლურად, ანალოგიურად და,მაშ,ყველაფერს შეუძლია ერთმანეთზე ზემოქმედების მოხდენა
   ამ ხანაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცნებას “მაგია ნატურალის” (“ბუნებრივი მაგია”). ესაა ექსპერიმენტული მეცნიერების ჯერ კიდევ სიბნელეში ხელების მოფათურე ჩანასახი. Eესაა ბუნების ფარული და ამდენად ბუნებრივად მიჩნეული თვისებების და ძალების ცოდნა და გამოყენება. ეს ძალები და თვისებები მოხსენებულია,მაგალითად,ჯოვანი დელა პორტას 1589 წლის ნაშრომში “მაგიაე ნატურალის ლიბრი ვიგინტი”.

     მაგია და მაგია ნატურალის:

  მაგრამ ცნება მაგია ასევე ესმით როგორც ბუნებისა და რელიგიის გაერთიანების მცდელობა. 
  თეთრი მაგია ანუ თეურგია სახელებს, რიტუალებს და ჯადოსნურ ფორმულებს იყენებს კონტაქტის დასამყარებლად არსებებთან რომლებიც არ ეკუთვნიან ხილულ სამყაროს.
  მაგიის ორი ასპექტი,მაგია ნატურალის და საკუთრივ მაგია ხშირად ერთიანდება. “ციურ” თუ “ასტრონომიურ” მაგიაში და ვარსკვლავებს უყურებენ როგორც ფიზიკური გავლენის მომხდენ ფენომენებს ისე როგორც ნების მქონე ცოცხალ არსებებს. 
 ამ “ოკულტური ფილოსოფიის” ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე სახასიათო ნაშრომი უეჭველად არის აგრიპას “დე ოკკულტა ფილოსოფია” (1533).
  კოპერნიკის მიმდევარმა და ალექსანდრიული ჰერმეტიზმის გავლენის განმცდელმა ჯორდანო ბრუნომ (1548-1600) დაწერა მრავალი ნაშრომი. ის 1600 წელს ინკვიზიციამ დაწვა კოცონზე განსაკუთრებით იმიტომ რომ მან განაცხადა სამყაროს უსასრულობა.

   XVI საუკუნეში ასევე გაჩნდნენ იდუმალი ფიგურები,მაგალითად თეურგიის მიმდევარი ნოსტრადამუსი (1503-1566) რომელმაც ლექსად დაწერა “წინასწარმეტყველებები” და გერმანული აღორძინების ხანის მოხეტიალე ალქიმიკოსი,ასტროლოგი და ჯადოსანი იოჰან გეორგ ფაუსტი (1480-1540) რომელსაც ხელშეკრულება უნდა დაედო ეშმაკთან. მისმა თავგადასავალმა რომელიც მოთხრობილია 1587 წელს დაბეჭდილ გერმანულ “ფოლკსბუხში” (“ხალხური წიგნი”),შთააგონა ბევრი მხატვრული ნაწარმოები.
  შვეიცარელმა თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოჰენჰაიმმა ანუ პარაცელსმა (1494-1541) მოიარა ევროპა. ის იკვლევდა, ბუნებას, ექიმობდა და წერდა. 1527 წელს ის დანიშნეს ბაზელის სამედიცინო აკადემიის პროფესორად მაგრამ მის მიერ გატარებული რეფორმები დაიწუნეს და ის იქ დიდხანს არ დარჩენილა. სიკვდილის შემდეგ მან დატოვა მრავალი გერმანული ტექსტი. მათი მცირე ნაწილი დაიბეჭდა მის სიცოცხლეში და სხვები ცოტა ხნის შემდეგ. მისმა შეხედულებებმა მოახდინა დიდი გავლენა. ფილოსოფიურად ის ახლოს იყო ნეოპლატონიკოსებთან, პლოტინთან და პროკლუსთან...
   პიკო დელა მირანდოლას და მარსილიო ფიჩინოს მსგავსად მასაც ადამიანის არსებობა ესმის როგორც შესასრულებელი ამოცანა...

    ჰერმეტისტული ხელოვნება და ლიტერატურა :

  აღორძინების ხანის იტალიაში ყვავის ჰერმეტიზმის გავლენის განმცდელი ხელოვნება. ხან ჰერმეს ტრისმეგისტის ფიგურა ჩნდება 1488 წელს სიენას კათედრალის იატაკზე და ხან ზოდიაქოს ნიშნები,მითიური პერსონაჟები და ჰერმეტული სიმბოლოები ჩნდება ვატიკანში ბორჯიას აპარტამენტების ფრესკებზე თუ სურათებზე. ბოტიჩელის “პრიმავერას” (1478), იერონიმ ბოსხის “სიტკბოებათა ბაღს” (1510) და პიერ ბრეიგელ უფროსის ქმნილებებს მხატვრობაში ჯერაც არ გაუმჟღავნებიათ მათი ყველა საიდუმლო. ლიტერატურასაც ნაყოფიერი კავშირი აქვს ეზოტერიზმთან, რაზეც მოწმობენ ფრანჩესკო კოლონას “ჰიპნეროტომახია” ( ანუ “პოლიფილეს სიზმარი”,1499), ფრანსუა რაბლეს “მეხუთე წიგნი”, ბეროალდ დე ვერვილის “იღბლიან პრინცთა მოგზაურობა” (1610) და მორის სცევის “მიკროკოსმი” (1562).

ჰერმეს ტრისმგისტი
სიენას კათედრალში
   კორპუს ჰერმეტიკუმი და პოიმანდრე :

 გაფანტული, ნაწილობრივ დაკარგული, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ალექსანდრიის რეგიონში ბერძნულად დაწერილი ტექსტები რომელთა დაწერაც მრავალ საუკუნეს გაგრძელდა შეადგენენ ჰერმეტიკად წოდებულ კორპუსს. ისინი ეხება ასტროლოგიას,ალქიმიას,ბუნების ფილოსოფიას,კოსმოლოგიას,თეურგიას.
  ამ ანსამბლიდან გამოიყოფა მოგვიანებით შედგენილი “კორპუს ჰერმეტიკუმ”. ის აერთიანებს ა.წ.II-III საუკუნეებში დაწერილ პატარა ტრაქტატებს. მათი ლეგენდარული ავტორი არის ჰერმეს ტრისმეგისტი, “სამჯერ დიდი”, რომლის მითოლოგიური და წინააღმდეგობრივი გენეალოგიები მას აიგივებენ ეგვიპტელთა ღმერთ თოთთან და ბერძენთა ჰერმესთან. შუა საუკუნეები არ იცნობდა აღორძინების ხანაში ხელახლა აღმოჩენილ კორპუს ჰერმეტიკუმს. მაშინ ცნობილი იყო მხოლოდ ტრაქტატი “ასკლეპიუსის” ლათინური თარგმანი.
 
 კორპუს ჰერმეტიკუმის სპეკულატური ასპექტის მიუხედავად მასში არაა ერთიანი დოქტრინა, იქ ჩანს წინააღმდეგობები ვინაიდან ის სხვადასხვა ავტორთა ქმნილებაა. კორპუსის ყველაზე სახელგანთქმული ტექსტია “პოიმანდრეს” (“პიმანდრი”.

  მაგია:
  ალექსანდრიული ფილოსოფიიდან აღორძინების ხანამდე ერთმანეთისგან განასხვავებდნენ მაგიის ორ სახეობას,შავ და თეთრ მაგიას.
  შავი მაგია უხმობს ცუდ, ბოროტ სულებს,ავსულებს,
არაბული ტრადიციით ჯინებს. აქედან გამომდინარეობს მოჯადოებები, შეჩვენებები რომლებიც აბრკოლებენ ბავშვების ზრდას,აუძლურებენ მამაკაცებს  და სოფლად ხოცავენ პირუტყვს.
  შუა საუკუნეებში ასევე ლაპარაკობდნენ წითელ მაგიაზე. წითელი არის სისხლის და ეშმაკის ფერი.
  ეკლესიისთვის მთელი მაგიაა სატანას მიერ შექმნილი და არაფრით განსხვავდება ჯადოსნობა-კუდიანობისგან.

   მიუხედავად ამისა ტრადიცია და კიდევ უფრო მეტად მაგიის თანამედროვე მიმდევართა დოქტრინა ამბობს რომ თეთრი მაგია არის კეთილი სულების მოქმედება,ან,მეტიც, იტალიელი ფიზიკოსი ჯოვანი ბატისტა დელა პორტას (XVII ს.) თანახმად არის ბუნების კანონების აღსრულება. “დიდი ძალის მქონე ამ მაგიაში,წერს დელა პორტა,არის ბევრი საიდუმლო და ის გვიჩვენებსბუნების წიაღში არსებულ ფენომენებს და მათ თვისებებს... ის აკეთებს იმას რაც ქვეყანას სასწაულად მიაჩნია...”
  “კარგი მაგიის” დამფუძნებელი ბუნების კანონებია ფორმათა მსგავსება,სიმპატია და ანტიპატია, საგანთა ურთიერთობა რომელსაც მართავს ასტროლოგიური წესრიგი. მათი გამოყენებით და სულების მოუხმობლად მაგიის მიმდევარს შეუძლია შესაბამისი და უბრალო პირობების შექმნა და წამლების,საწამლავების,ძილის წამლების მიღება, ძვირფასი ქვების გაყალბება,სარკეების თამაშით უმეცრის მოტყუება. უუკიდურეს შემთხვევაში “ბუნებრივი მაგია უერთდება ილუზიონისტებს.


     XX საუკუნის ოკულტიზმს ისევ სჯერა მაგიური პრაქტიკებისა.  ის დელა პორტას ძველ ბუნებრივ მაგიაში განასხვავებს იმას რაც ერთის მხრივ გამომდინარეობს ნორმალური ფიზიკური ფენომენებისგან და მეორეს მხრივ იმას რაცაა “ბუნებრივი მაგრამ ბუნების ჩვეულებრივ ძალებზე უფრო მაღალი ძალების გამოყენება”. ეს უფრო მაღალი ძალები შეიძლება იყოს ელემენტალები ნახევრადგონიერი ბუნების სულები ან მაგიის მიმდევარში უნივერსალური, საყოველთაო სულის ინდივისუალური გამოვლინება.

No comments:

Post a Comment