by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 17 05, ორშაბათი, 3:41-ზე
მაგრამ დეკადანსის, დაკნინების რეალობაც ნამდვილად არსებობს. ის იღებს რავალ ფორმას: ორგანულს და ფიზიკურს სიმსუქნის უბედურებით; ფინანსურ თუ საბიუჯეტოს მეტისმეტად დიდხანს უგულვებელყოფილი თავბრუსდამხვევი ვალით;
ინფრასტრუქტურულს ხიდებით და რკინიგზებით რომლებიც უფრო შეესაბამება შორეულ განუვითარებელ ქვეყნებს ვიდრე მსოფლიოს პირველ სახელმწიფოს; სამხედროს, ჯარისკაცებს აღარ უნდათ საზღვარგარეთ თავგადასავლებში მონაწილეობა; სოციალურს, ნარკომანიით,ძალადობით და უსაქმობით რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად აწუხებს ახალგაზრდებს; დაბოლოს ყველაზე მძიმე ფორმა, პოლიტიკური,აღმასრულებელი ხელისუფლების არასაკმარისად კონტროლირებადი განვითარებით და საარჩევნო კამპანიებში დახარჯული კოლოსალური თანხებით.
როდესაც ამას ვწერ, 2009 წლის ბოლოს, ევროპულ დონეზე დაცემულ ზრდის პროცენტთან ერთად ამერიკელებმა დაიწყეს გამოსვლა რეცესიიდან ამგრამ ევროპელების მსგავსად ისინიც წუხან სამუშაო ადგილების გაუქმებისა და ჩინელი თუ სხვა უცხოელი კონკურენტების მიერ საწარმოების ყიდვის გამო. ეს ძალიან ჰგავს რეაქციას მონდიალიზაციის წინააღმდეგ და მას თან ახლავს აშკარა, გარემოს დაცვის შესახებ მოსაზრებებით გაძლიერებული პროტექციონისტული ტენდენციები.
ევროპიდან დანახული ამერიკა თითქოს მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს საზღვრების კონტროლს და მეტისმეტად უყრადღებოა შინაგანი უსაფრთხოების მიმართ.
ცეცხლმსროლელი იარაღის თავისუფალი გაყიდვა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მეტისმეტად ბევრი მოქალაქის,განსაკუთრებით ახალგაზრდების თავზე თუ კი გავიხსენებთ მკვლელი სიგიჟის შემთხვევებს რომლებიც გამრავლდა ლიცეუმებ-
ში და უნივერსიტეტებში. არსებობს კი სხვა ქვეყანა მსოფლიოში სადაც მასწავლებლებს აქვთ ლიცეუმებში გაკვეთილების ჩასატარებლად პისტოლეტით შეიარაღებულებს მისვლის უფლება?
და ევროპელებს ეშინიათ რომ ეს თავაშვებულობა მათშიც გავრცელდება.
ევროპელებს ეშინიათ ამერიკანიზაციისა რომელიც შეიძლება გამოიხატოს ახალგაზრდებში ძალადობის და ლოთობის გავრცელებითა და გაძლიერებით. დიდი ამერიკული ქალაქები იქცა ბანდების შეიარაღებულ დაპირისპირება შეჯახებების თეატრად.
ძველი, გუშინდელი ამერიკა,ის რაც ის იყო და ის რაც მისგან გამომდინარეობდა გაქრა თუ ბუშის პერიოდი ერთგვარი აბერაცია იყო?
ძველი ამერიკა, გუშინდელი ამერიკა, ის რაც ის იყო და ის რაც მისგან გამომდინარეობდა გაქრა თუ ბუშის პერიოდი ერთგვარი აბერაცია იყო?
რას უნდა შევადაროთ ამერიკა XXI საუკუნის ამ დასაწყისში? გასული საუკუნის ბრიტანეთის იმპერიას? თუ უფრო შორს წავიდეთ და შესაძლებელი გადაჭარბების ალბათობის მიუხედავად შევადაროთ ის რომის იმპერიას?
დაკნინების თემა უკვე დიდი ხანია რაც დამკვიდრდა ამერიკულ დებატებში. წარმატება მოიპოვა ფარიდ ზაკარიას წიგნმა «პოსტამერიკული მსოფლიო» (Fareed Zakaria, The Post-American World,NeW York, W.W.Norton, 2008).
ეს წარმატება მოწმობს თუ რამდენად აქტუალურია საკითხი.
ფუნდამენტალურად მე ვიზიარებ მის დებულებას: ამერიკა გაუძლებს სხვათა, არსებითად აზიის აღზევებას ვინაიდან მისი დინამიზმი, მისი წინააღმდეგობა და საუცხოობის, საუკეთესოობის კულტი რჩება და მას აძლევს ფეხზე წამოდგომის უნარს. ამერიკა ამ თვალსაზრისით ევროპაზე უფრო ძლიერი უნდა იყოს. მაგრამ დეკადანსის, დაკნინების რეალობაც ნამდვილად არსებობს. ის იღებს რავალ ფორმას: ორგანულს და ფიზიკურს სიმსუქნის უბედურებით; ფინანსურ თუ საბიუჯეტოს მეტისმეტად დიდხანს უგულვებელყოფილი თავბრუსდამხვევი ვალით;
ინფრასტრუქტურულს ხიდებით და რკინიგზებით რომლებიც უფრო შეესაბამება შორეულ განუვითარებელ ქვეყნებს ვიდრე მსოფლიოს პირველ სახელმწიფოს; სამხედროს, ჯარისკაცებს აღარ უნდათ საზღვარგარეთ თავგადასავლებში მონაწილეობა; სოციალურს, ნარკომანიით,ძალადობით და უსაქმობით რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად აწუხებს ახალგაზრდებს; დაბოლოს ყველაზე მძიმე ფორმა, პოლიტიკური,აღმასრულებელი ხელისუფლების არასაკმარისად კონტროლირებადი განვითარებით და საარჩევნო კამპანიებში დახარჯული კოლოსალური თანხებით.
როდესაც ამას ვწერ, 2009 წლის ბოლოს, ევროპულ დონეზე დაცემულ ზრდის პროცენტთან ერთად ამერიკელებმა დაიწყეს გამოსვლა რეცესიიდან ამგრამ ევროპელების მსგავსად ისინიც წუხან სამუშაო ადგილების გაუქმებისა და ჩინელი თუ სხვა უცხოელი კონკურენტების მიერ საწარმოების ყიდვის გამო. ეს ძალიან ჰგავს რეაქციას მონდიალიზაციის წინააღმდეგ და მას თან ახლავს აშკარა, გარემოს დაცვის შესახებ მოსაზრებებით გაძლიერებული პროტექციონისტული ტენდენციები.
ევროპიდან დანახული ამერიკა თითქოს მეტისმეტად დიდ ყურადღებას აქცევს საზღვრების კონტროლს და მეტისმეტად უყრადღებოა შინაგანი უსაფრთხოების მიმართ.
ცეცხლმსროლელი იარაღის თავისუფალი გაყიდვა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია მეტისმეტად ბევრი მოქალაქის,განსაკუთრებით ახალგაზრდების თავზე თუ კი გავიხსენებთ მკვლელი სიგიჟის შემთხვევებს რომლებიც გამრავლდა ლიცეუმებ-
ში და უნივერსიტეტებში. არსებობს კი სხვა ქვეყანა მსოფლიოში სადაც მასწავლებლებს აქვთ ლიცეუმებში გაკვეთილების ჩასატარებლად პისტოლეტით შეიარაღებულებს მისვლის უფლება?
და ევროპელებს ეშინიათ რომ ეს თავაშვებულობა მათშიც გავრცელდება.
ევროპელებს ეშინიათ ამერიკანიზაციისა რომელიც შეიძლება გამოიხატოს ახალგაზრდებში ძალადობის და ლოთობის გავრცელებითა და გაძლიერებით. დიდი ამერიკული ქალაქები იქცა ბანდების შეიარაღებულ დაპირისპირება შეჯახებების თეატრად.
ძველი, გუშინდელი ამერიკა,ის რაც ის იყო და ის რაც მისგან გამომდინარეობდა გაქრა თუ ბუშის პერიოდი ერთგვარი აბერაცია იყო?
(ქვეთავის დასასრული იქნება).
No comments:
Post a Comment