by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 21 04, ოთხშაბათი, 18:25-ზე
იმედის კულტურა:
«თუ კი ჩვენ ვიმუშავებთ იმდენად კარგად რამდენადაც შეგვიძლია და ვიმუშავებთ მძიმედ, დაუღალავად, მომავალი ლამაზი იქნება. მე აქ მოვედი ახალი საზოგადოების ასაშენებლად. ადამიანებს სჭირდებათ სახლები. მე ვშოულობ ფულს, მაგრამ ჩვენ აქ
ემოციათა გეოპოლიტიკა: აზიური იმედი |
მხოლოდ ფულის საშოვნელად არა ვართ. 30 წლის წინ ჩინეთი ჰგავდა ანგოლას. ეს სამწუხარო იყო,მაგრამ ჩინეთი დღეს ბევრად უფრო ლამაზია» ( ქსუებაო დინგ,ჩინელი მუშა ანგოლაში. ეს სიტყვები მოყვანილია ალეკ რასელის წერილში « ახალი კოლონიალისტები»,რომელიც 2007 წლის 17-18 ნოემბერს გამოქვეყნდა «ფაინენშლ ტაიმს»-ში.
იმედის ქონა ნდობის ქონაა :
დასავლურ სამყაროში ცნება იმედს აქვს ორი მნიშვნელობა. შეიძლება ლაპარაკი იმედზე სულიერი მნიშვნელობით- ის მაშინ იგივდება ცოდვათა მონანიებისა და გამოსყიდვის გზით კაცობრიობის ხსნის რწმენასთან.
უფრო «პრაქტიკული» მნიშვნელობით ესაა პიროვნების რწმენა საკუთარ თავში, იმაში რომ მას შეუძლია სამყაროსთან პოზიტიურად ურთიერთქმედება.
ანგოლაში ჩინელი მუშის ჩვენს მიერ უკვე მოყვანილი ნათქვამი არის პოსტთანამედროვე, პოსტმოდერნულ ცივილიზაციაში იმედის პრაქტიკული მნიშვნელობის თითქმის სრულყოფილი გამოხატულება: უდრტვინველობის, ბედის მორჩილების საპირისპიროდ ის ის გვიბიძგებს სხვებისაკენ რაც გვაძლევს განსხვავებათა უშიშრად მიღების საშუალებას.
რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იქიდან რომ იმედი დასავლეთიდან გადავიდა აღმოსავლეთში? რომ სამყაროდან სადაც ბატონობს ქრისტიანობა იმედი გადავიდა უმთავრესად პანთეისტურ სამყაროში სადაც თითქოს ჰეგემონია მოიპოვა პრაქტიკულმა გრძნობამ,ან სადაც სულიერება აღარ აღიმართება დაბრკოლებად ეკონომიკური განვითარების წინაშე ( როგორც ინდოეთში, აღმოსავლეთის მეორე ფერდზე)?
// მთარგმნელის შენიშვნა : ვერ დავეთანხმები ნამდვილად საინტერესო და ღმა მკვლევარ მოისის იმაში რომ დასავლეთში ბატონობს ქრისტიანობა. დასავლეთში ბატონობს ჰედონისტური მატერიალიზმი და ხშირად ეგოიზმში გადამავალი ინდივიდუალიზმი და ამ ატმოსფეროში მოხვედრილი ქრისტიანობა და მისი გავლენით მოქმედი თუ მისი ირიბად მაინც მემკვიდრე და მონათესავე ძალები ცდილობენ და ხშირად წარმატებით ცდილობენ ქრისტიანული სამყაროს ტრადიციის დაცვას//.
ინდური სასწაულის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ ბოლოდროინდელ საუკეთესო გამოკვლევას ჰქვია «ღმერთების მიუხედავად :თანამედროვე ინდოეთის უცნაური წინსვლა» ( Edward Luce,In Spite of the Gods; The strange Rise of Modern
India,London,Little Brown,2006,
ეს სათაური ფრანგულად : En dépit des Dieux: l'étrange ascension de l'Inde moderne).
ეს «პრაქტიკული» იმედი უკვე არსებობდა XVIII-XIX საუკუნის ევროპაში,მაგრამ აღმოსავლეთით გადანაცვლებამ ხაზი გაუსვა მის ტონალო-
ბას. ის არ ეფუძნება მიწაზე თუ ცაში საუკეთესო სამყაროს მოლოდინს; ის ადამიანებს უბიძგებს ამქვეყნად,აქ და ეხლა საქმის უკეთესად კეთებისკენ.
მიუხედავად იმისა რომ აზიაში დღესაც ღრმად სწამთ რეინკარნაციისა სულ უფრო და უფრო მეტ ინდოელს უნდა ამქვეყნიური ცხოვრებისას საქმის უკეთესად კეთება როგორც ინდივიდუალურად ისე კოლექტიურად. თითქოს ინდოელები მოექცნენ დასავლური პროტესტანტული ეთიკის გავლენის ქვეშ.
დღევანდელი იმედი ეხება ეკონომიკურ და სოციალურ ემანსიპაციას და მისი ჭეშმარიტი ბინა, მისი მთავარი საცხოვრებელი აზიაშია.
მეტიც, მრავალი აზიელისთვის მნიშვნელოვანია არა დასავლეთის დაწევის ცდა არამედ რწმენა იმისა რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება.

No comments:
Post a Comment