4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დასავლეთის შიშის კულტურა

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 13 05, ხუთშაბათი, 18:31-ზე
ამერიკელები თავის თავს ეკითხებიან თუ რა გააკეთეს იმისათვის რომ დღევანდელ დღეში აღმოჩენილიყვნენ

შიშის ამერიკული კულტურა: 
თუ კი ევროპელები სვავენ კითხვას «ვინ ვართ ჩვენ?», ამერიკელები თავის თავს ეკითხებიან «რა გავაკეთეთ აქამდე მოსასვლელად

და თუ კი ძნელია ევროპის განსაზღვრა ასევე ძნელია ამერიკის შეერთებული შტატების განსაზღვრა იმდანად დაშლილად და მრავალფეროვნად,ჭრელად გამოიყურება მისი სინამდვილე.

ლურჯი ამერიკა წითელი ამერიკის წინააღმდეგ ( 2000 წლის არჩევნების შემდეგ ლურჯი ასოცირებულია დემოკრატებთან და წითელი-რესპუბლიკელებთან), კოსმოპოლიტური ამერიკა სოფლის ამერიკის წინააღმდეგ,მდიდარი ამერიკა ღარიბი ამერიკის წინააღმდეგთეთრი ამერიკა შავი ამერიკის წინააღმდეგ-2005 წელს ციკლონი კატრინას შემდეგ მსხვერპლებისადმი დამოკიდებულების ძალიან რეალური განსხვავება. შეიძლებოდა ამერიკული კალეიდოსკოპის რადიკალურად განსხვავებული ელემენტების ჩამოთვლის გაგრძელება.


თითქმის შეიძლება თქმა იმისა რომ არსებობს შიშით გაერთიანებული ამერიკა და არსებობს სხვა, შიშის შიშით გაერთიანებული, იმედის დროშის ირგვლივ გაერთიანებული ამერიკა.

ამ თვალსაზრისით 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება დანახუ-
ლი იყოს როგორც შიშის კანდიდატი ჯონ მაკ კაინის დაპირისპირება იმედის კანდიდატ ბარაკ ობამასთან.

რესპუბლიკელთა პარტიის საარჩევნო კამპანია თავისი ამომრჩევლების წინაშე ათამაშებდა შიშის კარტს განა შეგიძლიათ ენდოთ გამოუცდელ ადამიანს რომლის ერთ-ერთი სახელი ჰუსეინი ასე საშინლად მაჰმადიანურად ჟღერს?

ამის საწინააღმდეგოდ ობამას აქცენტები ხალხს აგონებდნენ კენედის და წარმოადგენდნენ იმედის კულტურის გამოხატულებას. ობამა ფიქრობდა რომ ასაკის ნაკლსა და კანის ფერის ნაკლს შორის ამერიკელები იმიტომ რომ ამერიკელები არიან აირჩევდნენ ახალგაზრდას, «იმედის ფერს»,და ის მართალი აღმოჩნდა.

ევროპელებისაგან განსხვავებით ამერიკელებს არ აკვიატებია მათი წარსულის აჩრდილი. ამერიკა მუდამ უყურებდა თავს როგორც მომავალს, უფრო როგორც პროექტს ვიდრე ისტორიას.

მეობის დღევანდელ კრიზისს ხელს უწყობს სამი დიდი კითხვა :

ხომ არ დავკარგეთ ჩვენი სული ანუ ჩვენი მორალური უპირატესობა?

ხომ არ დავკარგეთ ჩვენი მიზანი ანუ ჩვენი მისიის აზრი?

და ბოლოს ხომ არ დავკარგეთ ჩვენი რანგი ანუ ხომ არ ვკნინდებით?

სხვა სიტყვებით ამერიკელები საკუთარ თავს ეკითხებიან თუ რა გააკეთეს
იმისათვის დღევანდელ დღეში რომ აღმოჩენილიყვნენ და ამისთვის ცდილობენ პასუხი გასცენ სხვა კითხვას :
« რატომ ვძულვართ მათდა კიდევ:

რატომ აღარ ვუყვარვართ იმათ ვინც ჩვენი მეგობრები და მოკავში-
რეები იყვნენ? იქნებ იმიტომ რომ ჩვენ გულითადები აღარ ვართ?

ამ კითხვამ შეუწყო ხელი ობამას გამარჯვებას.

ამ პროცესში ამერიკელები დაეჭვდნენ მათი საკუთარი მოდელის და მათი საკუთარი სისტემის ცენტრალურ ადგილში.

ის რაც კარგია ამერიკისთვის შეიძლება არ იყოს კარგი დანარჩენი მსოფ-
ლიოსთვის.

და როდესაც ამერიკელები აღარაფრად აგდებენ ღირებულებებს რომლებსაც ქადაგებენ როგორ შეიძლება იცოდნენ მათ თუ რა არის მათთვის კარგი?

ამ ორმაგ კითხვას მივყავართ მესამე კითხვამდე რომელიც ამჯერად შეიძლება დროული აღმოჩნდეს :

იქნებ 20 წლით გაუსწრო წინ სინამდვილეს იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსმა პოლ კენედიმ რომდესაც 1987 წელს ის სვამდა საკითხს ამერიკის დაკნინების შესახებ?

No comments:

Post a Comment